მთავარი » 2010 » აპრილი » 28
-რა გინდა აქ?-ეკითხებოდა "იგი" საკუთარ თავს.-აქ, ამ საგუშაგოში,გისოსებს მიღმა, ციხეში, სადაც ბევრ პატიმარს გაუვლია. საკანი იყო ცივი და ცარიელი. სიჩუმე შემაწუხებელი და მძიმე. ციხეში ყველას ეძინა....6 საათი იყო. მზე ამოდიოდა, მისი პირველი სხივები,რომლებიც დაუკითხავად შეიჭრნენ საკნის სარკმეველში, დაბურულ, ძველ კედლებს მოეფინა და გაანათა, მაგრამ მცირედ... -ალბად რამდენს გაუტარებია სიცოცხლის ძვირფასი წლები და დღეები აქ...ამ კედლებში გამოკეტილს...რა ტანჯვაა...ჯოჯოხეთი...როდის გავაღწევ აქედან, როდის?! რამდენ დრეში?! რამდენ საათში! რამდენ წუთში?! საათები, დღეები-მიიზლაზნებოდნენ და მიაბიჯებდნენ ტაატით.... -როდის გვავაღწევ აქედან?! გავიდა ერთი...ორი...სამი..ოთხი თვე, გავიდა ვით ოთხი საუკუნე. "იგი" იჯდა ისევ იქ სადაც მაშინ და კვლავ ითვლიდა საკაშნი გატარებულ დღეებს. ბილოს ისე დაიღალა, ისე მოწყინდა ცხოვრება ასე უაზროდ, რომ გადაწყვიტა: "მე დავტოვებ კვალს...კვალს ჩემსას...რომ აქ ვიყავი...დეა სხვამაც იცოდეს მეც აქ ვიყავი, აქ მდიოდა სიმწრის ცრემლები, მივტიროდი ცხოვრებასა და ბედს, ვიტანჯებოდი ვით არწივი გისოსებს მიღმა გამომწყვდეული." მეორე დღეს სასამართლო ჩატარდა და 25 წელი მიუსაჯეს. საკანში დაბრუნებულმა "ჯაყვა" ამოიღო და საკნის ძველ, გაციებულ კედელს მიუახლოვდა, ხელი მოუსვა,თითქოპს შეიგრზნო მისი სიცივე. იგრძნნო უხეში ასოები ჩამწკრივებოდნენ ერთი მეორის მიყოლებით... დააკვირდა და გაარჩია ვიღაც უცნობის ძველის-ძველი ჩანაწერი რომელიც ციხის ჯედლისთვი
...
Read More
|
სიტყვები მიყვარხარ წარსულს გაჰყოლია, სიტყვები მჯეროდა ქვესკნელს ჩაჰყოლია, არასდროს მინანია არასდროს მიგლოვია, არასდროს განმიცდია ტკივილი ტანჯვა,
ნუთუ შენ არ გესმის არ მინდა არა. გთხოვო დამტოვებ,არაფერს იზავ? სიტყვები მიყვარხარ , წარსულს გაჰყოლია, სიტყვა მჯეროდა ქვესკნელს ჩაჰყოლია!
|
მე მაოცებდნენ შენზე ფიქრები, ჩემში ყვებოდნენ შენზე გრძნობები, აღარ მაოცებს შენი ქცევები, დავრჩი უშენოდ ასეც ვიქნები,
აღარ ვიტირებ მეყოპა ცრემლი, აღარ ვიყვირებ,მეტკინე ყელი, აღარ ვიფიქრებ ამტკივდა თავი, მიდი გაირე დამთავრდა წამი.
|
კარგად არ გიცნობ, მაგრამ მიყვარხარ, ამ პატარა გულს ვერ გაექცევი, მე გამოგკეტე ამ ოთხ კედელში და ეს სიცოცხლე შენ მოგიძღვენი. თუ ისე წავალ მე ამ ქვეყნიდან, რომ არ მეღირსა შენი ალერსი, სიზმარშე, ერთხელ მაინც მიხილავ და ათრთოლდება შენი ტუჩები. როცა ჩახედავ ამ ლამაზ თვალებს და აცრემლდება შენი თვალები, შენ მაშინ იტყვი, რომ შენც გიყვარდი, მაგრამ ამ ქვეყნად, აღარ ვიქნები..
........................................................
vici, rom ertmanets chven dzlier vchirdebit vici. rom arsebobs boroti dzala, vinc unda movides rac unda isa tqvas ertmanets ar davtmobt ara! siyvaruls tu vinme win anchxli daxvdeba sanamdis ar davtmob, vibrzoleb manam chven gviyvars erturti da dzlier vapasebt imitom ar davtmobt ertmanets ara!
|
სულ მელანდები და ვერ ვხვდები რა მემართება, რად ამედევნა აჩრდილივით შენზე ფიქრები... იქნებ ღიმილი, მწველი მზერა, ხმა მენატრება, ალბათ მჭირდები, უსაშველოდ, ძლიერ მჭირდები!
ციურ ფერებში დავინახე შენი ხატება, მსურდა ოცნებით ღრუბლებს ზევით გამოვყოლოდი... ჩვენს სურვილებში ვერ ვიპოვე რამე მსგავსება და აქ, მიწაზე უიმედოდ, მაინც გელოდი...
დრო გადიოდა, მე გელოდი, ისევ გელოდი, დღეთა დინებამ ვერ წაშალა ძველი ფიქრები... როგორ მინდოდა წუთით მაინც გვერძე მყოლოდი... მჭირდები კარგო, ტკივილამდე, ძლიერ მჭირდები!
|
ალბათ მოვა დრო - შენც აინთები, ახლა დარდების მძიმე წუთია. მიწას ადგია ცა გარინდებით და ეს ქვეყანა თითქოს ყუთია. არის სიცოცხლე, სიკვდილიც არის, ადამიანის ბედი კრულია. დადუმებული კიდია ზარი და თითქოს ზარი საყდრის გულია. მე ასე ვფიქრობ, ღამდება კიდეც, ალბათ ლანდებიც მალე მოვლიან. დგას საფლავების მწვანე სიმშვიდე
და ეკლესია თითქოს თოვლია.
|
იყავ საბოლოოდ რომ გამიღიმე... მე შემოგხედე... ჩავიკეცე... დიდხანს ვიტირე... მერე ავდექი,მაგრამ უკვე ვეღარ გიხილე... უკვე წასულხარ,გაქცევიხარ ჩემს დიდ ტკივილებს... როგორ მიყვარდი,და რა უცებ დამრჩა სიცივე... ახლა კი ვხვდები,რა ატირებდათ თურმე ტირიფებს..
|
მე მხოლოდ შენი მონატრების უფლება დამრჩა,
სხვა დანარჩენი სად გაჰყვა ქარს?
სევდა ქსოვს სულში უფერო ფარჩას
და შენით სავსე მივყვები სხვას.
მე მხოლოდ შენი მონატრების უფლება დამრჩა...
|
აქეთ ფიცარი, იქეთ ფიცარი, ლიჟბი მომცეს, და იყოს ვინც არი..
|
შენ თუ არ გიყვარვარ, რად უნდა მიყვარდე, რად უნდა მიყვარდე რისთვის,..... თუკი შენი გული მე არც კი მიგონებს და მუდამ ფეთქავს სხვისთვის..... გიყვარდეს შენ ის სხვა, მე სულ სხვა მომძებნის, სიტყვასაც არ ვეტყვი შენზე,..... გიყვარდეს რა ვუყო იქნებ შენს თვალებში ის უფრო კარგია ჩემზე,..... მაგრამ დადგება დრო და გამიხსენებ, იტყვი რად დავკარგე რისთვის?! იცოდე ძვიფასო გვიანი იქნება ეს გული იფეთქებს სხვისთვის..
|
მთვარეს რომ ვხედავ შენ მახსენდები შენი უძირო შავი თვალები… მასავით ცივი, უკაცრიელი, იდუმალებით მოცული მზერა... მაგრამ ზოგჯერაც მე ამ მზერაshi ვხედავ ალერსს და თბილ ბუნებას…... სანამ ღრუბელი მიეფარება და დაუბრუნებს იდუმალებას... ნეტავ რას მალავ ღრუბლების მიღმა? რის დამალვა გსურს ღამის წყვდიადში? შენი გრძნობების, ნამდვილი სახის, თბილი და სათნო ადამიანის? ნება მომეცი ერთხელ შეგეხო ცივი თვალები კოცნით გაგითბო... მე მსურს ნამდვილი სახე მანახო და სათნოების გრძნობით დამათრო..
|
რამ გათქმევინა მიყვარხარო თუ არ გიყვარდი, ალერსიანად რად მაპყრობდი მაგ ლამაზ თვალებს. შენი გულისთვის თავს გავწირავო - რატომ ამბობდი, ყალბი სიტყვებით თავს ასე ძლიერ რად მაყვარებდი. მითხარი რატომ გამიცრუე იმედი ტკბილი, მითხარი რატომ შემაყვარე თავი ძალიან. რატომ შემპირდი,რომ არასდროს გამცვლიდი სხვაზე და არასოდეს დამტოვებდი ცხოვრების გზაზე. შენ ჩემი ცოდვა არ მოგასვენებს ვიცი არასდროს და რომ იცოდე მეცოდები თავზე ძალიან. მე დაგივიწყებ და შველას ვთხოვ წმინდა მარიამს, რადგან ამ ქვეყნად შენისთანები ბევრნი არიან..
|
ფიქრო-უსასრულო,წუთო-დასაცდელო,
ჩემო სიხარულო,ჩემო განსაცდელო,
მხოლოდ შენ მიყვარხარ,შენთვის მტკივა გული,
მე ხომ შენ გაჩუქე ჩემი სიყვარული...
გულო-სატკივარო,დღეო-წვალებაო,
ჩემო ერთადერთო ლამაზ თვალებაო,
წამო-ბედნიერო,სიხარულის ცრემლო,
როგორ მინდოდა,რომ სულ შენს გვერდით მევლო.
ფიქრო-უსასრულო,წუთო-დასაცდელო,
ჩემო სიხარულო,ჩემო განსაცდელო...
|
სულში ისევ ჰყვავის გაზაფხულისფერი სუსტი ყვავილები, შენზე მონატრებამ ახლა ნაწვიმარზე უფრო გადამრია, ღამე ქუჩა–ქუჩა მარტო დავდივარ და ლოცვით დავიღლები, ჩემი ათენა და ჩემი აფროდიტე ნეტავ სად არიან. მე შენ დაგიძახებ, ჰოდა გამაგონე, ნუღარ დადუმდები, მე და სიმარტოვეს უთქმელ სიყვარულზე ბევრჯერ გვიმღერია, და თუ შეგაწუხებ, დედას გეფიცები, ისევ გავჩუმდები, ფიქრს ვერ მოვიშორებ, ო, ვერ მოვიშორებ, რადგან იმდენია... მე, შენ ისევ გეტყვი ღვთიურ სიყვარულზე და შენც გაწითლდები, ვიცი ჩემამდე რომ შენი ბავშვობა და რიდი მოგყოლია, და შენს მოლოდინში ჩემთან მოიწყინეს, დაჭკნენ ყვავილები, მინდა იცოდე, რომ შენზე გაგიჟებამ გადამიყოლია. სულში ისევ ჰყვავის იაგუნდისფერი ცელქი აპრილები, როგორ მომენატრე, ჩემთან სანუგეშოდ ღამის ზღაპარია. ნეტავ სად არიან, ახლა ნაწვიმარზე ძებნით დავიღლები, ჩემი ათენა და ჩემი აფროდიტე ნეტავ სად არიან...
|
ისევ წახვედი და მიმატოვე ისე დამშორდი არც გამაფრთხილე ისე ვტიროდი არც შეგეცოდე ისე ვნანობდი რომ შეგიყვარე სულ დრო მაჩერებს სულ სხვას მახვედრებს თანდათან ვხვდებიდი დროს ვერ ვაჩერებ გული ბაგუნობს ცრემლი მატულობს ღმერთი თან მირჩევს არ დაივიწყო მაგრამ რატომღაც გულ მაცინებს და ისევ ვხვდები მჭირდება სითბო ვიბრუნებ მე ჩემს საყვარელ სიყვარულს სავსეს და მთლიანს როგორც თავიდან როდესაც შევხვდი სიყვარულს პირველად..
|
ლამაზი ღამეა, არ მასვენებს შენე ფიქრები,
ერთხელაც გეტყვი, ნუ დამტოვებ, მე შენ მჭირდები,
ლამაზ სიყვარულს ნუ დამინგრევ გრძნობით აგებულს,
არ მიმატოვო, თორემ გული იგრძნობს სინანულს.
კარი გამიღე. მე შენს გულში ადგილი მინდა,
ო, რომ იცოდე, შენგან წასვლა როგორ არ მინდა,
მიყვარხარ კარგო მთელი გრძნობით, მთელი არსებით,
იმედს ვიტოვებ, რომ ოდესღაც ჩემი გახდები.
ყოველთვის როცა შემოვხედავ შენს ლამაზ თვალებს,
ვერ დავივიწყებ. როგორ ამბობენ ისინი სათქმელს,
ამბობენ იმას, რაც შენ დღემდე ვერ გაგიბედავს,
რომ ვეყვარები და ბოლომდე დარჩება ჩემთან.
ხომ შეიძლება ჩაიხედო ზოგჯერ ჩემს გულში?
აღმოაჩინო, რომ შიგ ვზივარ..
|
ეტლით მოგიყვან წარსულიდან ლამაზ გაზაფხულს,
დაგაკრეფინებ საპოვნელებს ვნებით დაზაფრულს.
თეთრი ულაყით ჭალა-მინდვრებს მოგარბენინებ,
დაზამთრებამდე ას წელს კიდევ მოგაცდევინებ.
თუ დამიჯერებ, ვერცხლის ხანას გვიან მოგიყვან,
შემოდგომამდე დასათვლელ წლებს ნაზად მოგირთავ.
სულ გადაგაგდებ შორეული ბავშვობის წლებში,
შორს შეგაფარებ საოცნებოდ მიუვალ მთებში.
ნებით მოგიწვევ ფრთაფარფატა ლამაზ გაზაფხულს,
შეგაკვრევინებ ნაზ თაიგულს ვნებით დაზაფრულს.
|
რითი შევამკო მე შენი სუნთქვა რა ვქნა ისეთი რომ გაგაკვირვო?.. ისევ დავდუმდი მე შენს სახესთან, და ამ დუმილში მინდა ვილოცო... მინდა თუ არა შენ რომ მიყვარდე?- თვითონ არ ვიცი, შენ როგორ გითხრა... უბრალოდ მინდა ხანდახან ღრუბელს მთელი არსებით ვუთხრა - მიყ-ვარ-ხარ!.. მაგრამ დუმილში იწვის ეს სიტყვა, დუმილი ქარმა მხოლოდ გაიგო, რადგან სიგიჟით სულში მესტუმრა და არონინა დარი უდაროდ. მინდა მიყვარდე შიშის გარეშე, მსუბუქად, როგორც სიშორეს ცრემლი. კოცნის სურვილი დავდე ჰაერზე და დამავიწყდა, რომ არ ვარ ღმერთი.
................................................................
დავიჯერო ხედავ? ჩამოიქცა ზეცა, ქარი ღრუბლებს კეცავს, რატომ ნეტავ, ცრემლი კარებს კეტავს, უტირია მზესაც რატომ ნეტავ, არ დავეძებ ჩემს თავს, უშენობა მერქვას, რისთვის ნეტავ, შენთვის, მხოლოდ გავაელვებ ელვას, დავიჯერო ხედავ?
...
Read More
|
ღმერთმა გიბოძა ეგ სილამაზე, სული სხეულზე ლამაზი მოგცა, ანგელოზი ხარ ამქვეყნიური, არ დაივიწყო ღმერთი და ლოცვა. უფალმა მოგცა უმანკო სული... მკერდში ჩაგიდო პატარა გული... პატარა გული რომ გაიზრდება, შენც გაიზრდები და შენი სულიც.... მერე გახდები უფრო ლამაზი... ცაზე ლამაზი, მზეზე ლამაზი, ანგელოზი ხარ ამქვეყნიური შენ ღმერთმა შეგქმნა ასე ლამაზი..
|
გინდა ღიმილის დაფარვა, ტუჩის კუთხეში მალავ, ჩემს გულზე ფიფქად დაქარგვა მოასწარ ნუკრისთვალავ, ზღაპრიდან გამოპარულო, ზაფრის დამცემო ძალავ, ტრფიალის ალის მამდებო, ბრიალა ნაპერწკალავ, ისეთი შუქით ამავსე, ისე მჩხიბავ და მთვალავ, აგრე უღმერთოდ ლამაზი რამ გაგაჩინა ქალავ…!!!
|
რა ლამაზი ხარ მზე-ქალავ, უცებ მამიხველ თვალშიო, ნეტა შენებრი ლამაზი, კიდევ ბევრი გყავთ გვარშიო? ტკბილ-ბაგე როგორ გიხდება, მშვენიერი ხარ,ვაჰ,ღმერთო! ყვავილი შენთან რას მოვა, შენ სილამაზის ქალღმერთო!!!!
|
პაწაწინა სურვილი ვარ, შენთან მოველ მალულად, ბროლის ჭიქის ფსკერზე ჩემი
სახე გადამალულა.
შენს ოცნებას მივეჭერი გრძნობად, თუმცა არ გჯერა,
ნუ იღიმი, ყავის ნალექს გავექეცი ამჯერად. წინათგრძნობა ხშირად მხოლოდ სასწაულებს მპირდება, სურვილების კონას შევკრავ, თუმცა არ მსურს დიდება. გაზაფხულდა, სიურპრიზებს გვიძღვნის ალბათ მაისი, ჩამიფიქრე... იქნებ უცებ აგისრულდე, რა იცი?!
|
ზარი..... შეკრთომა.... ამიწეწს ფიქრებს გასლის შორეულ გრძნობათა ფიქრებს თითები..... წამი.... ყურმილი..... გისმენთ! და გაიშლება ყვავილი სიყრმის, როცა ვიღაცა რაღაცას გიხსნის ეს შენ არახარ? მე ასეც ვიცი, ააშრიალებ შორეულ ფარდებს გაზაფხულის წინ მომიტანს ვარდებს სიყვარულისთვის დალევს დათვრება წავა და სადღაც დაიკარგება ეს შენ არა ხარ გამოცხადებავ? ხმა იდუმალი სადღაც შთენილი სიგიჟისათვის,მარტოობისთვის უშნობისთვის ვარ გაჩენილი აქ სიჩუმეა და დაპირება ჩვენი ცხოვრების გამოტირება ჩვენი შეხვედრა ღმერთმა ინება და განშორებაც მას ეწყინება სადღაც იშლება თეთრი სუფრები სადღაც ვიღაცა რაღაცას ელის მე სიყვარულზა გესაუბრები თვალთაგან მცვივა ცრემლები ცხელი ათასწლეულებს დაბერავს ქარი ბევრი ცოცხალი გახდება მკვდარი გარეთ კი ისევ ჩუმად იწვიმებს მთვარე ღრუბლებში გამოიძინებს გამოგაყოლებ სევდიან თვალებს ასე გადაღლილს და ნამტირალებს მომენატრები მოდი მომხედე ჯადოსნური ხმით მომაჯადოვე და დაამსხვრიე ჩემი კერპები ტანჯვა, ცრემლები და სიმარტოვე.
|
მეგონა, ჩემზე ფიქრობდი, მე ხომ ამ ფიქრით ვცდებოდი, მეგონა, ჩემთვის სუნთქავდი, მე ხომ ამ სუნთქვით ვცხოვრობდი, მეგონა, შენი თვალები რომ ჩემს სიყვარულს მალავდნენ, მეგონა, ჩვენი გულები თითქოსდა ერთად სუნთქავდნენ, მეგონა, ჩვენი ოცნება ფრთებს შეისხამდა, იფრენდა, მეგონა, შენ მე გიყვარდი, მაგრამ მე მხოლოდ მეგონა...
|
დავშენდეთ, წამოდით წვიმებზე დავშენდეთ
და მერე შევავსოთ სიმთვრალე ტეკილით,
იცით?! რომ აპრილის მოგართვით ავშანი
მემ, ასე უბრალოდ და თქვენ კი თაკილობთ.
გუბეებს ჩახედეთ, მიხილავთ ცილინდრით,
ან კიდევ მოვწყდები ღამეებს წიწვიდან,
დრო გადის მხოლოდ და წამების ცილის დრო...
იქნებდა როგორმე ზეციდან მიწვდიდეთ
სხივს. მერე წავიდეთ, წვიმებზე დავშენდეთ
და მერე, შევავსოთ სიმთვრალე ტეკილით,
მემ, იცით?! აპრილის მოგართვით ავშანი,
სიყვარულს დაგპირდით, თუმცა თქვენ თაკილობთ...
|
გაქრება ყველა ზღაპარი ერთად, მაგრამ დარჩება ჩვენი ზღაპრები. შენ გადაფურცლავ ცვალებას ფერთა, და უსათუოუდ მოგენატრები. და მერე მოვა სხვა გაზაფხული, და თეთრ ფერებში შენ მოირთვები, იდგება მხოლოდ უხმო წარსული, და თეთრ ფურცლებზე თეთრი რითმები... და შეიცვლება აქ ბევრი რამე, შეიცვლის სახელს ქუჩაც,უბნებიც, სიზმრებში მოვა ის თეთრი ღამე და მე უსაზღვროდ გესაუბრები. შენ ალბათ მერე სხვას შეიყვარებ, არ ემონები უმიზნო ლოდინს და დაივიწყებ მალე,სულ მალე, რომ სიყვარული სულ ერთხელ მოდის. და შენ იქნები კვლავ ბედნიერი, და გაზაფხულზეც კვლავ მოირთვები, მე კი დამრჩება შენზე ფიქრები და თეთრ ფურცლებზე თეთრი რითმები..
|
გამოდი კაბიდან, გამოდი თმებიდან, დაღლილი სამყაროს რიტმიდან გამოდი. დღეს ჩამოვიხსენი სიმძიმე მხრებიდან და ტანზე ზაფხულის ყვავილი ამომდის. გამოდი სულიდან, გამოდი წვიმაში, პერანგს რომ ბრინჯაოს სხეული ააკრა. ჩაწექი შიშველი მხურვალე სილაში, მთვარე ზღვის ნაპირებს ალერსით დააკვდა. გამოდი და ისე თამამად მიყურე, მიჭირდეს დიდი ხნით მე შენი გაძლება. სარკიდან გამოჭრილ ალესილ ფიგურებს შენი ანარეკლი გაუვლის, გაძვრება. გამოდი და მზეზე გული დაასვენე, სიახლის ძიებით დამფრთხალი, ნარბენი. ესპანურ კანტატას მღერიან მასები და კვდები ცეკვაში ცეცხლივით კარმენი. გამოდი, სისხლივით ჩქარია კორიდა, გამოდი და "ოლე" შესძახე ტრიბუნებს. გამოდი, დაჭრილი მოვედი ომიდან და შენს თავს ვიბრუნებ.nika_wero |
სრულად წაკითხვა >>
|
ისე უბრალოდ ქალი ვარ და... ისე უბრალოდ აგიჩემე... იცი რამხელა დარდი ვარ და რამდენი ტყუილი დავიჯერე? ისე უბრალოდ ფიქრი მიყვარს, ღმერთის წინაშე მაქვს დიდი ვალი... ასე უბრალო თუ ამიტანე მაშინ გამიხდები საფიცარი... ისე უბრალოდ ქარი ქრის და ალბათ მეც ამიტომ აგიჩემე... ჩემი ქალური სული თრთის და სიმართლის მაინც დაიჯე...
|
მომენატრე...და დღეს ჩემთან მთები არის... და მწვერვალებს ხელი ძმურად გადავხვიე. მომენატრე როგორც ქურციკს ლებიანი, ეს ბარათი თუ არ მოგწონს გადახიე. მომენატრე...რა მოგწერო სხვა წერილი, ჟამს უბადრუკს ნაღვლიანი სულით ვითრევ, მთის შუბები ზედ გულზე მაქვს მოჭერილი, მომენატრე, აუ როგორ მომენატრე. ჩემი სული წამებისთვის გამიმეტდა, დიდი ქარი ჩემს კარიბჭეს გამბით ამტვრევს, თმა კი არა , მგონი სისხლიც გამითეთრდა, მომენატრე, იცი როგორ მომენატრე? მალე ალბათ ხორცი ძვლებზე მომადნება, ალბათ,ღამეც ამ ჩემ სულში გაშლის აფრებს, წამილეკა ყველაფერი მონატრებამ, მომენატრე, აუ როგორ მომენატრე.
|
მოდი და მოვუყვეთ ერთმანეთს, როგორ ვეღარ ვძლებთ ბგერების ვაკუუმში. მერე, უცნაური ფერებით გადავიხატოთ თვალები, გაბზარული სულის ანარეკლებიდან. ავწიოთ დროშები და ვუთხრათ დროს, რომ დუმილი არ ნიშნავს დანებებას! დაწოლილ სკამზე დავსხდეთ და უბრალოდ, დაველოდოთ მორიგ გათენებას. ანდა, ხელების ცეცებით გავიკვლიოთ გზა, რომელსაც მთლიანობისაკენ მივყავართ. ჩადრი ჩამოვგლიჯოთ მიმიკებს ერთადერთ დასკვნასთან მივიდეთ, რომ ახლა ცალ-ცალკე უკვე ნიშნავს უარყოფას. მე კი არ მინდა არყოფნას შევეხიდო, გელოდები შენ! პასუხამდე, ამ ლექსს დავწერ, მერე, მოდი და უბრალოდ, გავთბეთ, ცამდე.
|
............. !!!!!!!!!!! Cool
|
ჯენიფერ ლოპესი: პარიზული სრულყოფილება .................................
|
.................... ნიკი რიდი ლოს ანჟელესში
|
.........................
|
ვარსკვლავები ......................... ბიკინებში
|
ამერიკული ჟურნალების, არხების მონაცემებით (მათ შორისაა MTV)
|
ცხოვრებაში ერთ შეცდომას ყველა უშვებს, სწორედ იმ ერთს ვერ ასწორებს ვერაფერი, და თუ მართლა დამნაშავედ მიგაჩნივარ, მაპატიე.. მაპატიე.. ყველაფერი. თუკი სევდა გარს გეხვევა როგორც ნისლი, და სიმართლეს ტყუილისგან ვეღარ არჩევ, თუ ორივე ერთად ყოფნამ გადაგვღალა, მაშინ მხოლოდ განშორება გადაგვარჩენს, მე გშორდები,მე მივდივარ რადგან ვხედავ, ჩვენ შეხვედრას არ შორდება ყალბი ფერი, და თუ ახლას დამნაშავედ მიგაჩნივარ, მაპატიე.. მაპატიე.. ყველაფერი!!!
|
|
|
|
შესვლის ფორმა |
|
|
|
სექციის კატეგორიები |
|
|
|
ძებნა |
|
|
|
კალენდარი |
|
|
|
ჩვენი გამოკითხვა |
|
|
|
საიტის მეგობრები |
WwW.Traceurs.Ge |
|
|
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0 |
|
|