გინდა ღიმილის დაფარვა, ტუჩის კუთხეში მალავ, ჩემს გულზე ფიფქად დაქარგვა მოასწარ ნუკრისთვალავ, ზღაპრიდან გამოპარულო, ზაფრის დამცემო ძალავ, ტრფიალის ალის მამდებო, ბრიალა ნაპერწკალავ, ისეთი შუქით ამავსე, ისე მჩხიბავ და მთვალავ, აგრე უღმერთოდ ლამაზი რამ გაგაჩინა ქალავ…!!!
|