♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » აპრილი » 24


ტაძრის ერთ კუთხეში დაჩოქილი
მორცხვად ვემალები ცოდვებს,
თვალებ დახუჭული, დამხობილი,
ჩუმად ვიმეორებ ლოცვებს.

ცამდე აღმართული გუმბათიდან
ფრთხილად დაეშვება სხივი,
ჩამოფარფატდება ანგელოზთა
ფრთებით გადაბმული მძივი.

მიმოიბნევიან მთელს ტაძარში,
მიმანიშნებელნი ერთის,
ყველა შესამკობზე ძვირფასია
წმინდა სამკაული ღმერთის.

ხატთან ანთებული სანთლებიდან
უხვად იღვენთება სითბო,
ხელის გულები მაქვს მიშვერილი
და თან სულის გულსაც ვითბობ.

ხატთან ანთებული სანთლებიდან
ცრემლი იღვენთება თითქოს,
ეს ხომ დედა არის, მარიამი,
ის ხომ მუდამ ჩვენზე ფიქრობს.

წმინდა ანგელოზთა სამკაულში
ჩემი ანგელოზიც ვნახე,
ისე მომეფერა, ისე აუხსნელად,
ყველა ჩემი ცოდვა ვძრახე.

და მე დღემდე მჯერა, რომ უფალმა
ხელზე მომიჭირა ხელი,
და მე ის ვიგრძენი, როგორც უტკბილესი
მშვიდი სიოს ქროლვა, ნელი...





კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1131 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


შენს მონატრებას ვერ გაუძლებს ამაღამ გული...
მე ავტირდები და ცრემლებით მევსება სულიც,
მწარე ფიქრები აწვალებენ ჩემს გრძნობას
და მარტოობა თავს მახსენებს როგორც ბავშვობა...
ცრემლს ვერ ვიკავებ, ისევ ვტირი და მტკივა გული,
სიყვარულს თურმე არ უნდოდა ჩემში ცხოვრება,
გრძნობა გამექცა, შენ განდეგილი მარტო დამტოვე,
მე ამაგამაც ვგლოვობ ჩემი სულის ობლობას...
ალბათ ოდესმე ისევ მოვა გრძნობა ძლიერი,
დაიპყრობს ჩემს გულს და ტკივილიც სადღაც გაქრება,
მაგრამ შენ,ჩვენს ძველ გრძნობებს,
იმ სიყვარულს და მოგონებებს ვერავინ წაშლის,
ის ჩემს გულში მარად დარჩება!....

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1245 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


შენი სიყვარულით გაბრუებული
დავეხეტები გზა აბნეული,
შენი სიყვარულით გაწამებული
ღმერთს ვევედრები გამწარებული:
უფალო ღმერთო,
გთხოვ გამიმართლე ეს სიყვარული
და თუ ოდესმე რამე გთხოვო
აღარ მაგირსო მე სიხარული.
როდის დადგება ის ნანატრი

დღე
როდესაც შენ მე შეგიყვარდები,
ეს უკვე ალბათ აღარ მოხდება
და ეს ოცნებაც რჩება ოცნებად,
ოცნება რჩება ისევ ოცნებად
ნატვრა კი დარჩა აუხდენელი..


.................................................



ნატვრის თვალივით სანატრებელო,
სამოთხის კაბის მატარებელო,
შენ ხარ ედემის მშვენიერება,
და მიწიერი ბედნიერება,

შენ ხარ ზღაპარი დაუწერელი,
ზღვაზე მზის ჩასვლა აუწერელი,
შენ ხარ ზაფხულის ჟუჟუნა წვიმა,
და სალოცავი ხატივით წმინდა

შენ ხარ მნათობი ქვეყნიერების,
დასაბამი ხარ ბედნიერების
შენ ხარ სინათლე გვირაბის ბოლოს,
შენ ხარ სიცოცხლის თავი და ბოლო

შენ ხარ მკურნალი დაჭრილი გულის,
შენ ხარ სიმშვიდე ნატანჯი სულის.

... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1212 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


მოდი, მყარად დავდგეთ მიწაზე.
გახსოვს? მზეს რომ ვესტუმრეთ, კარი არ გაგვიღო,
მაშინ გვეგონა, ვერ გაიგო კაკუნი კარზე.
( გვიყვარდა იმ დროს გულცივი მთვარეც...)
ბოლოს კუდიანი ვარსკვლავები გამოახედა...
მათ კი დაგვცინეს,
სიცილისაგან ცაზე თავს ვერ იმაგრებდნენ და
ქვევით ცვიოდნენ,
ჩვენ კი, ბედნიერებისგან გაბრუებულებმა, სურვილები ჩავიფიქრეთ...

მოდი, ნუღა გადავცურავთ ოკეანეს, ლურჯი წყლის სულის ძიებაში...
გახსოვს როგორ შეშურდათ ჩვენი სიყვარული ზღვის ფერიებს და
აზვირთებული ტალღები გამოგვიგზავნეს,
ჩვენ კი, უსასრულობით მთვრალებს გვეგონა,
ერთმანეთის კოცნა გვახრჩობდა....

მოდი, ნუღა დავიძინებთ ღრუბლებზე,
გახსოვს?
ჩვენი სიზმრები ისე მოუნდათ პატარა ფთილებს,
რომ ელვას შეეკრნენ,
ჩვენ კი, ერთმანეთში ჩაკარგულებს გვეგონა,
ჩვენს სიყვარულს ზეიმობდაზეცა...

მოდი, მყარად დავდგეთ მიწაზე,
ვუყუროთ მხოლოდ ჩვენს საკუთარ ნაფეხურებს და
ნურასოდეს ჩავხედავთ ერთმანეთს თვალებში...
ნუღარ მივუძღვნით ერთმანეთს სურვილებს,
ეს სარკეც ბებერ მეძველმანეს გავატანოთ,
მაინც ვეღარ აირეკლავს ჩვენს ცხოვრებას,
სარკეში შენახული ჩვენი გულები გაათბობენ
ბებერი მეძველმანის ზამთრის ღამეებს.
დაესიზმრება კარგა ხნის წინ გადაგდებული თავისი სარკე და
აღარ იშფოთებს ძილში...

ნუ გეშინია,
ჩვენ ვერც კი ვიგრძნობთ, როდის გაგვეყინება სული,
უბრალოდ,ვიდგებით მყარად მიწაზე,
აღარავის შე ... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1211 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

ყველას უყვარს...



..........
" სიყვარული < ... Read More
კატეგორია: ♥სურათები♥ | ნანახია: 1949 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

Cool Photos !!!

...........
Cool 
Photos 
!!!
... Read More
კატეგორია: ♥სურათები♥ | ნანახია: 2203 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

ამ შუაღამისას შენ რომ მოხვიდოდე
და რომ მეტყოდე რამეს...
ამ შუაღამისას შენი ხმის გამგონე
შევცვლიდი თვით ამ ღამეს.
ავაწიოკებდი... ავაწიოკებდი...
მხიარულებით ქალაქს...
შენი შემხედვარე
შენი ხმის გამგონე
ჭკუას დავკარგავდი ალბათ.
ეხლა რომ მოხვიდე?
ეხლა რომ დარეკო?
ეხლა რომ შემეხო, წამით...
ალბათ ჩავიდენდი ათას სისულელეს
თუკი შენ გარგებდი ამით...
ამ შუაღამისას შენ რომ მოხვიდოდე
და რომ მეტყოდე რამეს
ამ შუაღამისას შენი ხმის გამგონე
ავაწიოკებდი ღამეს...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1164 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

კატეგორია: ♥LoVe TesT♥ | ნანახია: 2417 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ყოველ საღამოს, როცა მზე ჩადის
და თეთრი ზეცა ნელა ბინდდება
მე შენზე ფიქრი ისევ მეძახის,
მე შენთან ყოფნა ძლიერ მინდება.

შენი თვალების ნაცნობი ფერი
მაკლია მაშინ და მენატრება,
როცა მილეულ მზის შუქს შევცქერი
არ ვიცი, ასე რად მემართება.

მე ვერ ვგრძნობ შენი სხეულის სითბოს,
შენი ტუჩების მე მკლავს წყურვილი
და არ არსებობს ამქვეყნად თითქოს
სხვა ნატვრა, ანდა სულ სხვა სურვილი.

მხოლოდ მართობენ შენზე ფიქრები...
უშენოდ ყოფნას ძლიერ განვიცდი,
და მაინც თუკი ჩემი იქნები
თუნდაც მილიონ წელწადს დაგიცდი.

მე მახალისებს შენი დანახვა, -
შენ იასამნის აგდის სურნელი,
მაშინაც, როცა ჩემთან არა ხარ,
ხარ სანატრელი და სასურველი.

ყოველ საღამოს, როცა მზე ჩადის
და თეთრი ზეცა ნელა ბინდდება
მე შენზე ფიქრი ისევ მეძახის,
მე შენთან ყოფნა ძლიერ მინდება.





კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1126 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


წლებმა საათებად ჩაიარა
წლები საათივით მდევდა,
დრომ რა უცაბედად გაიარა
გრძნობის ყველა წამი დედა..
რამდენ ბოროტებად ჩამეკირა
გულში კლდედქცეული სევდა
მთელი დღეები და ღამეები
მუდამ მეყვარები დედა!
შენთან მოვედი და შემიფარე,
აღარ დაგშორდები მეტად,
ოქრო მუჭა–მუჭა დავარიგე
შენთვის აღარ დამრჩა დედა..
ყველა მეგობარი დამეფანტა
ქარიც აღარ ჩადგა ბედად,
სადღა მოვიძიო ფიქრის მოზიარე
ვისღა მივაკითხო დედა?
კვიცი, ვინც კი დედას გადაუხტა
იქცა ფრთამოტეხილ გედად
ან მარადისობა, რომ არსებობს
რატომ არ მითხარი დედა!
ფიქრთა ღრუბელია მარტოობა
ფიქრმა დამიბნელა მზე და
რატომ არ მასწავლე სიძულვილი
მღუპავს სიყვარული დედა!

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1210 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ხვალიდან კი ჩვენი ერთად ყოფნის დრო კიდევ უფრო შემცირდება... და ასე მოხდება თანდათან, სანამ ჩვენი ერთად ყოფნისა და არყოფნის დრო ერთმანეთს არ გაუტოლდება...”
მე არ შემიხედავს მზისთვის... თავჩაქინდრული ვიჯექი... დღე კლებას იწყებდა... შემოდგომა იდგა ლამაზი, მზიანი...
მზეს კი ეჩქარებოდა და ვგრძნობდი, ჩემდა უპასუხოდ წასვლა უმძიმდა. მე ჯიუტად ვდუმდი! ან კი რა უნდა მეთქვა??? დარჩი-მეთქი მეთხოვა? _ აზრი არ ჰქონდა...
მზეს გული დასწყდა... ასე უპასუხოდ, მდუმარედ ჩაესვენა ვარსკვლავების სარეცელში და ხვალინდელი დღის იმედად მთვარის სანათური ჩამომიდგა სარკმელთან.
მე გავებუტე და თვითონ მაინც დამითმო... მაპატია...
განსხვავებაც ხომ ესაა ჩვენს შორის: მე ადამიანი ვარ, ის _ მზე!!!




კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1131 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

კატეგორია: ♥ვიდეოები♥ | ნანახია: 1072 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

კატეგორია: ♥ვიდეოები♥ | ნანახია: 1088 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

კატეგორია: ♥ვიდეოები♥ | ნანახია: 1069 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



გელოდები...რა გაუძლებს ამ უღმერთო ლოდინს...
გელოდები მხოლოდ ერთს...
მხოლოდ ერთხელ მოდი...
განა გული მინდა გთხოვო...
სიყვარული გთხოვო?!
მხოლოდ ერთხელ დამენახე..
თვალს შეგავლებ მხოლოდ...
მერე წადი ისე წადი რომ არ გაიხსენო
შენ ვინ იყავ?! მე ვინ ვიყავ?!
ან ვინ დავრჩით ბოლოს..
წადი...
თვალზე ცრემლს შევიშრობ...
დაგილოცავ გზა კვალს...
და არავის არ ვუამბობ
ამ შეწყვეტილ ზღაპარს..




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1167 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



იცი რა
ს ვხედავ?
ვიღაცას.
მაგრამ, არ ვიცი ვინ არის?!
ბნელ ქუჩაში, მხოლოდ ერთი,
ლამპიონი ანათებს
და მის ქვეშ არის ატუზული,…
მხოლოდ ჩრდილი ჩანს და
წვიმის წვეთები...
ნეტავ დიდხანს იქნება ასე აყუდებული?... ალბათ ფიქრობს, ან რაზე უნდა ფიქრობდეს? ამ წვიმაში, თან ღამეა- შუაღამე!
შეირხა...
სახე ლამპიონს მიუშვირა...
ისევ ჩაქინდრა და წვიმიან გზას გაუყვა...
უნდა დავედევნო...
ვინ არის?
რა უნდა?
აქ ხომ არავი დადის...
ნელი ნაბიჟით მიუყვება ქვის ბილიკს, არც იყურება უკან, არ ესმის... ვერ გრძნობს, რომ მივყვები?
მოტრიალდეს, დამენახოს,
აქ ხომ ასე იშვიათია სულიერი, ვისთანაც გასაუბრებას შეძლებ.
ნუთუ არ უნდა დამელაპარაკოს?!
სევდა აწევს მხრებზე,
მე ხომ ვხედავ...ან საიდან ვხედავ? რა ვიცი რომ ასეა?
იქნებ არც არაფერი სევდა აქვს და უბრალოდ წვიმაში მოხვდა, უდროო დროს-უდროო ადგილზე.
შეჩერდა,
ხმა... რაღაც ხმები ისმის...
საიდან?...
სიბნელეა ყველგან...
არ ვიცი რაღაც სიგიჯეა, იგიჯე!!!
რა უნდა ამ კაცს აქდა ან სულაც კაცია?
ან ეს ხმები რა ხმებია?
თითქოს შიშინი ისმის, არა, არა... რა შიშინი?
კარგად დავუგდებ ყურს...
ზღვა?
აქ ზღვა არასდროს მინახავს...
ჰმ, ქვიშა...
ფეხზე იხდის და ქვიშაზე გარბის... მივდევ, თან სიბნელეა, ვკარგავ...
ეს ხმა?! მარტო ზღ ... Read More
კატეგორია: ♥ისტორია♥ | ნანახია: 1127 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ღამე, მთვარე შორეული,
შენსკენ, გრძნობა მორეული,
მოვალ, როგორც მთვარეული,
შენზე ფიქრით არეული...

მოვალ, როგორც დილის ნამი,
ავმღერდები როგორც თარი,
მოვალ, როგორც წვიმის დარი,
მოვალ, როგორც ნიავ-ქარი.

გაზაფხულზე მოვალ ველად
მარტში იად და ენძელად,
ატმის ყვავილის სურნელით,
თუნდაც ავყვავდები ტყემლად.

ხიბლს შევმატებ არემარეს
ბროწეულის ყვავილებად,
წვიმის შემდეგ ავენთები,
მანათობელ ცისარტყელად.

მოვფრინდები, თუნდაც მერცხლად,
გავწვიმდები ისევ სევდად,
აზვირთებულ, ცისფერ ტალღებს
გამოვყვები თოლიებად.

ზამთრით, მოვალ თეთრ ფანტელად,
შენთან მოვალ ისევ ფიფქად,
დაგეცემი ხელის გულზე
და ვიქცევი მე შენს ფიქრად.

როგორც ფიქრი შორეული,
მოვალ, გრძნობა მორეული,
მოვალ, როგორც მთვარეულ
ი, 
შენზე ფიქრით არეული...




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1301 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ღამეს ელვარე დღე შეუცვლია
თქვენი თვალების ღრმა სიბნელეთი,
ამნაირ გრძნობას ხომ შეუძლია,
დაიმორჩილოს მთელი ხმელეთი,
მომკალით!ყოფნა მაინც შუქია
თქვენზე აღმართულ სადღეგრძელოთა,
შეხვედრა ენას ვერ შეუქია,
შეხვედრა განა ასე გველოდა?
თქვენ გაიხსენეთ,ო,გაიხსენეთ, ... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1184 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



პატარა იყავ და ამიტომაც
თუ ვერ გამჩნევდი-მეპატიება.
რას ვიფიქრებდი,არ დამინდობდა
შენი ქალური შურისძიება.
და თუ გიყვარდი,როდია ჭორი
ან ქარაგმულად თქმული იგავი.
მიუწვდომელი და შორზე შორი
შენს თვალში დიდი ვინმე ვიყავი.
და როცა ეშხი შეგმატეს წლებმა,
როცა სიმწიფის ფერი გაჩუქეს,
შენ დაგინახა სულყველამ ერთად:
თვალებმა,გულმა და სიჭაბუკემ.
დაშეიცვალა ჩვენი როლები
შენა გამირბოდი...მე გდევდი ბოლოს,
შენ წითლდებოდი და ათრთოლებით
უხერხულ სალამს მაძლევდი მხოლოდ...
ერთხელაც გზაზე აღარ გაგიშვი,
ლამაზ თვალებში ჩაგხედე დარდით,
ამხელა ბიჭი,მაგ შენს თვალებში
რა პატარა და უმწეო ვჩანდი!
მას შემდეგ მუდადმ გხვდებოდი მცინარს,
თითქოს მიმზერდი კიდეც ზემოდან.
გავიწყდებოდა სალამი ხშირად
და ძველებურად აღარ გრცხვენოდა.
ბოლოს გავიგე როგორ დაგკარგე,
დაგკარგე...დამრჩი ნატვრა მარადი,
თვალებში როცა ჩაგხედე,კარგო,
შენს თვალში მაშინბ დავპატარავდი.




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1112 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



_ასე მგონია ვიღაც უნდა შემხვდეს
_ვინ უნდა შეგხვდეს?
_არ ვიცი...
_მაშ რატომ გგონია?
_იცი?... მე ის მიყვარდა!
_როდის?
_მეც არვიცი როდის, ალბათ დიდი ხნის წინ
_მაინც?!...
_სანამ დავიბადებოდი
_ვერ გავიგე...
_შეიძლება დაბადებულიც ვიყავი, მაგრამ სხვაგან... მე ის მიყვარდა და ეხლაც მიყვარს, სულ მას ვეძებ...
_რომ არ შეგხვდეს?
_ეგეც შეიძლება
_უცოლოდ ხომ არ დარჩები?! მოიყვანე ვინმე...
_ვიინ?
_რავიცი, ვინმე...
_არა, არა, ეგრე როგორ უნდა მოვიყვანო?!
_ის რომ არ შეგხვდეს?
_რომ მიყვარს?!
_ეგეთი სიყვარული არ გამიგონია, არ იცნობ, არ გინახვას და მაინც გიყვარს?!
_ჰო, მიყვარს...
_იქნებ არ გიყვარს?
_მაშ რატომ მგონია რომ უნდა შემხვდეს?!
_იქნებ სიზმარში ნახე?
_არა, სხვაგან ვნახე სადღაც.
_გარეგნობა გახსოვს როგორი აქვს?
_არა, არ მახსოვს...
_მაშ როგორ უნდა იცნო?
_ვიცნობ, ვიცი რომ ვიცნობ, არ შეიძლება რომ არ ვიცნო.


***
_არა...
_მერე?!
_რა მერე?!
_არ მოიყვანე ცოლი?
_არა...
_რამდენი წლის ხარ?
_67...
_კიდევ გიყვარს?!
_კიდევ...
_იქნება შეგხვდა და ვერ იცანი?
_ჰა?!...
_არა... არაფერი




კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1112 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


აღარ მაძიენაბდა მზერა ალმაცერ,
ხალიანი ტუჩი, მკლავი ანაცერი...
მზის და ცხელი ქვიშის ვნებით ატკეცილი
ტალღებს მოაპობდა ტანი კალმახური,
წღვაში ჩავკიდებდი თვალებს ანკესივით
და შინ ვბრუნდებოდი როგორც გალახული...
თითქოს შენს სხეულში მზეა მომწყვდეული
ანდა კანში სკდება მწიფე ბროწეული...
ზღვა ღელავდა,თრთოდა,ტალღებს შლიდა მწვანედ,
გახველ ნაპირზე და ღელვაც გაიტანე...
განა ბევრი მინდა?ჰიო,დავიქანცე...
ბევრი თეთრი ღამე ზღვასთან გადავფურცლე...
მოვიდოდი მხოლოდ და შენს აცრილ მკლავზე
თითებს დავაწყობდი როგორც სალამურზე...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1134 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



არ დავბრუნდები... მე არასდროს არ დავბრუნდები...
მივდივარ... ესეც წაბლისფერი თმების ბრალია,
ვიცი, ოდესმე ჩემს არყოფნას გაებუტები,
ვიცი ,ოდესმე მოგინდები ისევ ძალიან...
არ დავბრუნდები.. დაე, ბოლო იყოს ეს ლექსიც,
გულში შენს სახელს პირველივე წვიმა ამოშლის
შენი თვალები არ იქნება დაღლილ ფიქრებში
და არ იქნება შენს საყვარელ ცისფერ სამოსში.
უშენოდ გულზე უდარდელად დავიკრეფ ხელებს
ცისფერ ყინვაში გამაქანებს ქარი გოდებით,
ომში ხომ მხოლოდ სიყვარულით, უგონოდ კლავენ
და არც საფლავზე შენს ყვავილებს დაველოდები...
მივდივარ..მტკივა..მაინც წავალ..არ დავბრუნდები
რადგან ყოველი წაბლისფერი თმების ბრალია
ვიცი, ოდესმე ჩემს არყოფნას გაებუტები..
ვიცი, ოდესმე მოგინდები ისევ ძალიან..





კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1213 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ყველა ვცოცხლობთ, რისთვის? რატომ ? მარადიული შეკითხვებია ამაზე არ შევაჩერებ თქვენს ყურადრებას, ისედაც უყურადღებობის დროება გვიდგას, ალბათ შენთვის, თანამედროვე ადამიანო აღარც აქვს ამ შეკითხვებს ისეთივე მნიშვნელობა როგორიც თუნდაც ასი წლის წინ, მაგრამ ალბათ ყველას აქვს თავისი ცხოვრების პატარა, ან დიდი მიზანი.
ის ცხოვრობს კარიერისთვის აკეთებს ყველაფერს, სწავლობს ამთავრებს უნივერსიტეტებს, მუშაობს ბევრს, ძალიან ბევრს, იმდენად ბევრს რომ ვეღარც ხვდება ამას რისთვის აკეთებს, გადის ცხოვრება, მთელი ცხოვრება, დილიდან – საღამომდე, თვიდან – თვემდე, წლიდან – წლამდე, შაბათ–კვირას დასვენება, და წელიწადში ერთხელ ერთი თვე ზღვაზე, 40 წლის ხდება და იწყებს განვლილ დროზე ფიქრს, კარგი დღეები თითზე ჩამოსათვლელია, ისიც სამსახურს და დაწინაურებებს უკავშირდება, ოჯახთან გატარებული დღეები არ ახსოვს, არც უნდა ახსოვდეს წესით, სახლში გვიან მოდის, ბავშვები ისე გაიზარდნენ მხოლოდ დაძინებულებს ნახულობდა, შაბათ–კვირას, და წელიწადში ერთხელ ერთი თვით, ასე რომ გადავთვალოთ თავის 12 წლის ვაჟთან მხოლოდ 1 წელი აქვს გატარებული. რა ქნას? როგორ აინაზღაუროს დაკარგული დრო? ამ ხნის მანძილზე იგი ჩამოშორდა ყველაფერს, ფიქრის საშუალებაც დაკარგა, ფიქრი ხომ სულის მასაზრდოვებელია, არ ფიქრობენ რობოტები, მაგრამ ადამიანი.... ? ადამიანს ხომ თავად აქვს ქმნადობის უნარი? თანამედროვე სამყაროს გადავხედოთ, მივხვდებით, არაფერი ფასეული არ ხდება თითქმის არც ერთ დარგში, გარდა ტექნიკის მიღწევებისა, რომელიც, როგორც მოგეხს ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1135 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



მე დავიბადე შეყვარებული,
ეს სიყვარული მუდამ თან დამაქვს,
ყოველი ფიქრი დამძიმებული,
ყოველი დარდი მისით გადამაქვს.

თუ მონატრება გაზაფხულია,
მაშ, მეც გაზაფხულს მოვეფერები,
ხასხასა მწვანე ფოთლებს - გულღიას,
ნარნარა სიოდ მოვეჩვენები.

სიტყვათა მარაგს ჯერაც არ ვკარგავ,
და ლექსიც ისევ სწრაფად იწყობა,
მაგრამ, თითქოსდა, მას აღარ ახლავს,
რაღაც ჩვეული მუზა, თუ გრძნობა.

ნატიფ ოცნებას ძალუმად ვუხმობ,
ვახმარ უწინდელ სურვილს და ძალას,
თუმცა ბავშვურად, ჩვეულად მიმნდობ,
მიამიტ ნატვრას რატომღაც ვკრძალავ.

და მაინც ვიცი, რომ ჩემი გული
ამას ვერაფრით ვერსად დამალავს,
რომ დავიბადე შეყვარებული
და სიყვარული მუდამ თან დამაქვს.


კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1144 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


იცი რა ხდება? ცხოვრება ნათდება
რაც დღეს არ ხდება ,ხვალიდან ახდება
ჩემს გვერდით მჯდომარეს თვალებში ჩაგხედავ
და გეტყვი მიყვარხარ აი რა ხდება
უშენოდ ცხოვრება უფერო გახდება
შენ ჩემთან იქნები და ეს ახდება

შენ მეტყვი მომავლად არ ვიცი რა ხდება
ეს შენი ოცება არასდროს ახდება
მე შენი სიტყვების საერთოდ არ მჯერა
დამტოვებ მე მარტო ამ ბნელ ადგილას
არ ვიცი რა ხდება ცხოვრება მთავრდება
სამყარო ჩაქრება და ბნელი დარჩება
შენი თვალები კვლავ მელანდება

ჩემს საფლავზე კი ვარდი გახმება
მაგრამ ეს სიტყვები არასდროს გაქრება
მუდამ გახსოვდეს უზომოდ მიყვარდი
მთელი ცხოვრება ეს გრძნობა თან მსდევდა!!!

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1097 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



არ მიყვარხარო, არა,
მაგრამ რა ვუყოთ თითებს?
იმ ხელს, რომელიც თრთის და
მოფერებასაც ითმენს....

არ მიყვარხარო, არა,
მაგრამ მაგ თვალთა კრთომა?
პატარა ბავშვიც ჰპოვებს
იმათში სითბოს თოვას...

ძვირფასო, რად ხარ მკრთალი?..
ძვირფასო, ხომ არ გცივა?...
ხომ არ შეგემთხვა ავი
და გული ხომ არ გტკივა...

გულში დამალავ გრძნობას,
ჩააქრობ ტრფობის ალებს,
მაგრამ რას უზამ თითებს?..
თვალებს....რას უზამ თვალებს?....




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1121 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ტკივილი, გრძნობა პროტესტის, ვკვდები, მინდები...
მე ამ ყველაფერს ერთადა ვგრძნობ, მგონი ვგიჟდები,
თუ კი მომისმენ, დაფიქრდები, ალბათ მიხვდები,
როგორც არასდროს, ეხლა ისე ძლიერ მჭირდები.
მინდა, ხო მინდა, ეს მე მინდა, რომ კვლავ იცოცხლო,
არც კი გაბედო ასი წელი კიდევ სიკვდილი,
არ გამიმეტო, არ გამწირო, გთხოვ არ წახვიდე,
გთხოვ, რომ მოიგო სიცოცხლისთვის ბოლო ჭიდილი.
ჯერ ის ქორფაა, უსუსური, წმინდა, პატარა,
სათუთი, თბილი და უმანკო ვით ზეციური,
აცადე ტრფობას, სილამაზეს და სისპეტაკეს,
აცადე გახდეს ანგელოზი ამ ქვეყნიური.
უმისოდ რა ვქნა, სად წავიდე, ვის ვკადრო მეტი,
თუ ბერი გავხდე, სადმე ქვაბში დავიდო ბინა,
ისედაც წავალ, ოღონდ იგი აქ დარჩეს, თქვენ კი...
ასეთი მსხვერპლი, რისთვის გინდათ გამაგებინა.
მეტი რა გითხრათ წამიყვანეთ, მე მინდა, გესმით???






კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1068 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ფიქრმა როგორ შეძლოს გადარჩენა ჩემი,
იძირება ზღვაში მტრედისფერი გემი.
აღარაფერს ვნანობ, აღარავის ველი..
კი არ ვტირი, ისე... ჩემებურად ვმღერი.
ბილიკ-ბილიკ ნავალს ამერია გზები..
იქნებ მომატყუეს, იქნებ ისევ ვცდები..
აღარ შემრჩა ძალა, აღარაფერს ვდარდობ,
არ გეძახი, ისე... ჩემებურად გნატრობ..
ღამისფერი ნისლი დაეფარა თვალებს
და მიხურავს ქარი ჯერ არ გახსნილ კარებს..
ხანაც ვეგუები, ხან კი ვებრძვი იღბალს..
სხვანაირად არა, ჩემებურად მიყვარს..

მე განა გონებით ვარ შენზე ძლიერი,-
ოცნებით გისწრებ!...
შენ გწამს და გეძახის მხოლოდ მიწიერი,
მე- ლუჯი სივრცეც!...
შენ დღეს ცხოვრების ფეხის ხმა მოგესმის ,
მე- ხვალის ექოც!...
ტრიალი, ტრიალი ცხოვრების მორევში
გულს როდი ეყო...
როდესაც აბიჯებ, მეძახი, მოგყვები...
თან ცისკენ გიწვევ...
ოცნების გარეშე, იცოდე, მოკვდები,
გიყვარდეს სივრცე!!!

მე მაპატიე...
ვერ დავემგვანე იმ ქალს ,
რომელსაც ღამ-ღამობით
ფიქრით ხატავდი...
მე მაპატიე...
ვერ ვიქეცი სურვილის მონად,
ვეღარ გითხარი, რომ
ტკივილი მქონდა სხვაგვარი,
სხვა სიყვარული.., მონატრება,
სხვაგვარი თრთოლვა...
ვეღარ გითხარი...
დრო არ იყო ამის სათქმელი,
რადგანაც სულში სევდამ მოთოვა...
ბოლოს კი მაინც,
უხმაუროს ისე წავედი,
შემოდგომის პირს
როგორც იცის ხოლმე ფოთოლმა...

გემუდარები ორგულობა არ დამაბრალო,
არ დაიჯერო , განშო ... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1305 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



შენთვის მეგობრობა წმინდა მირონია...
ჩემთვის ის გამხდარა ბედის ირონია...
ბედმა კამათელი ისე გააგორა,
მწვერვალზე ასული უკან დამაგორა...
ჩემის სიყვარული ურცხვად დაამარცხა,
გული მირთმეული მიწას დაანარცხა...
ფეხქვეშ გამითელა გრძნობა ნაფერები,
შავით შემიცვალა ნათელი ფერები...
არც კი მომისმინა, არც კი გამიგონა...
მისი ვიყავი და მაინც დამიმონა...
თითი დამიქნია, ფიქრი ამიკრძალა,
სიკვდილი მანატრა, ისიც არ მაცალა...
ჩვენი მეგობრობა არც კი გაიხსენა,
ეშმაკს შემყარა და ჩემგან დაისვენა...
უცებ მომეძალა ტრფობის აგონია,
ასე თუ უყვარხარ ვინმეს, არ მგონია...
იქნებ ახლა მიხვდე, რაც შენთვის მირონია,
ჩემთვის რატომ იქცა ბედის ირონიად...




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1237 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


მე
შენ
მიყვარხარო...
ჩუმად ჩაგჩურჩულე,
შენ კი ამიხლართე გზები,
ვიღაც სხვა მეტრფისო, ფიქრი გამირთულე
ჭირსაც წაუღია სხვები.


შენ
მიყვარხარო...
ზეცას დავაწერე
შენზე შევღაღადე უფალს,
გული გამომექცა ვეღარ გავაჩერე
შენი სიყვარული ღუპავს.

მე
შენ
მიყვარხარო...
ხელებს გიკოცნიდი
შენთან სიახლოვე მსურდა,
სხვებიც მეტრფიანო ასე მპასუხობდი
პასუხიც ასეთი უნდა.

მე
შენ
მიყვარდი თქო....
ამას მოგაძახებ
გულს კი ჩამოვკიდებ ბოქლომს
ვერცხლი რომც მაძლიონ მაინც არ მივიღებ
გული შეგეჩვია ოქროს

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1148 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ბავშვობაში დაბრუნებას მხოლოდ ერთი მიზეზით ვისურვებდი: რათა კიდევ ერთხელ ვიმოგზაურო მაგდალენაზე. მდინარის გემით წელიწადში ორჯერ ვმგზავრობდი (ბოგოტასკენ და ბოგოტადან) - საშუალო სკოლაში სწავლის ექვსი წლისა და უნივერსიტეტში სწავლის პირველი ორი წლის განმავლობაში.
ყოველი მგზავრობისას გაცილებით უკეთ ვეცნობოდი ცხოვრებას, ვიდრე - სკოლაში. მდინარის წყალუხვობის პერიოდებში ხუთი დღე სჭირდებოდა გემით მგზავრობას ბრანკილიადან პუერტო-სალგარამდე და, შემდგომ, მატარებლით ბოგოტამდე მიღწევას. წვიმების დროს - რაც არცთუ ისე იშვიათი მოვლენა გახლდათ - მგზავრობა სამ კვირამდე გრძელდებოდა.
პუერტო-სალგარიდან ბოგოტისკენ მიმავალი მატარებელი მთაგორიან ადგილებში მიიკლაკნებოდა და კლდოვან ქედებზე დაბობღავდა. ციცაბო აღმართებზე ის უკან მიგორავდა, შემდეგ სიჩქარეს ავითარებდა და კვლავ წინ მიიწევდა. დრაკონივით მძლავრად ქშინავდა და ოხშივარს უშვებდა.
მატარებლის სვლის გასაიოლებლად მგზავრები ზოგჯერ ფეხით ადიოდნენ უახლოეს ქედზე. ლიანდაგის გასწვრივ ჩამწკრივებული გათოშილი, პირქუში სოფლელები ყიდდნენ შემწვარ ყვითელ წიწილებს და კარტოფილის პიურეს, საავადმყოფოს სუნით რომ ყარდა.
მატარებელი ბოგოტას აღწევდა საღამოს ექვსი საათისთვის, რომელიც ახლაც დღის ყველაზე უსიამოვნო მომენტად მიმაჩნია. ამ უხალისო, ცივ ქალაქში ტრამვაები ღრჭიალებდნენ და ყოველ მოსახვევთან ნაპერწკლებს ისროდნენ. ჭვარტლნარევი წვიმა არ წყდებოდა.
... Read More
კატეგორია: ♥ისტორია♥ | ნანახია: 1088 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



იცხოვრე, როგორც გული გკარნახობს,
არ მიეკედლო სხვას!
შეხედე თეთრად მოღრუბლულ ცას,
ის ხომ შენს ფიქრებს ჰგავს.

დათვალე დროის მწველი წუთები
და არ ჩამორჩე გზას,
გაფანტე ცაზე შავი ღრუბელი,
გულს ნუ მიანდობ სხვას!

მაშ ... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1067 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



გამიღე კარები და შემომიშვი უფალო, ძლივს ამოვედი შენამდე...
შემომიშვი უფალო და მიპასუხე, ...
ვიცი გესმის ჩემი... შემომიშვი და ვისაუბროთ...მინდა ყველაფერი მოგიყვე...
შენ ხომ იცი, რომ უხსოვარი დროიდან მიყვარხარ და მტკივა ეს სიყვარული... თითოეული წვეთი დაღვრილი სისლხი ჩემი სხეულიდან დიოდა და სადაცაა დავიცლები უფალო... ყველა მახვილი და ყველა ღალატი მტკიოდა....
მტკივა, ძალიან მტკივა ყველა მიწის ნაგლეჯი, გათელილი და ცრემლით მორწყული დედამიწა მტკივა...
არა უფალო, სულ არ გსაყვედურობ ამ ტკივილისთვის,,,
ამ ტკივილზე მეტად, მიყვარხარ უფალო...
იმ დღიდან მიყვარხარ რაც გაჩნდი...
მაშინაც მიყვარდი როდესაც შენ თავს ბარაბა ვარჩიე და გოლგოთისკენ მიმავალს ყველაზე მძიმე ქვებს მე გესროდი...
მაშინაც მიყვარდი, როცა ჯვარზე ხელები მიგიჭედე...
მაშინაც, როცა ურწმუნოებით გადაღლილი შენს ამაღლებას ვუყურებდი...
მაშინაც მიყვარდი როცა წმინდა ნინო დასერილი ფეხებით შემობრძანდა მაყვლოვანში და... ცუდად მახსოვს, მგონი მაშინ მოვინათლე....
ხომ იცი, ჩემი სული შენ გეკუთვნის და ის მე ჩემივე ნებით მოგეცი უფალო... შენ იცი რომ ამ სულს ყველა ტკივილი ტკივა და ყველა სიხარული უხარია....
მიპასუხე... მინდა მიპასუხო....
შენ ხომ ბედნიერებისთვის გაგვაჩინე უფალო...
უპასუხოდ ნუ გამიშვებ გთხოვ, ძალიან რთული იყო შენამდე მოსასვლელი კიბე, ძალიან ძველი და საფეხურებჩაცვენილი... უპასუხოდ ... Read More
კატეგორია: ♥ისტორია♥ | ნანახია: 1147 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ეს იყო შეხება უნაზეს ბაგეთა
და სევდა ცრემლიან თვალთა...
პოეტი უიღბლო ოცნებებს აგებდა
საოცრად მომხიბვლელ ქალთან;

ტიროდა ქალაქი ღამეულ ქუჩებით,
ტიროდა ქალაქი ღამით,
ერთმანეთს სიყვარულს უხსნიდნენ ტუჩები
მაგიურ შეხების წამით...

და გაქრა ნიღბები და გაქრა როლები
და სცენა შეშლილთა დასის,
და დადგა წამები ჩვენი განშორების
წამები - წამების მსგავსი...

ეს იყო შეხება ვნებიან ბაგეთა
და სევდა უძირო თვალთა...
პოეტი უიღბლო ოცნებებს აგებდა
საოცრად მომხიბვლელ ქალთან..




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1250 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


"მე ვერ დაგიმტკიცებ ცას,რადგან ის სშორსაა..
ვერც დედამიწას გაჩუქებ,ჩემი არ არის....
ლექსებს ვერ მოგიძღვნი,პოეტი არა ვარ..
და ვერც გიმღერებ,სიმღერა არ ვიცი...

მაგრამ,მეყვარები ისე....როგორც...
ცისა და მიწის მფლობელს შეუძლია,
როგორ სიყვარულსაც ლექსებში უმღერიან,
როგორ სიყვარულზეც მუხლებზე დამხობილნი,
ლოცულობენ ხატის წინ და ტირიან"




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1118 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ფრთები რომ მქონდეს
ცის ლაჯვარდში ავიჭრებოდი,
ლურჯ-თვალა ღრუბლებს
ჩავუფრენდი ავენთებოდი,
ფრთები რომ მქონდეს
შურდულივით გავვარდებოდი,
ჭრელ-ჭრელ ყვავილებს
დავივლიდი,დავითვრებოდი,
ფრთები რომ მქონდეს
წუთისოფელს გავშორდებოდი
ცის სილურჟეში შევცურავდი
შევერწყმებოდი,
ფრთები რომ მქონდეს
ქარიშხალსაც დავეწეოდი
გადავიფრენდი მთებს და ველებს
ზღვას ვეწვეოდი.
ფრთები რომ მქონდს
ცისარტყელას მოვეხვეოდი
და მისი ფრთებით მოხიბლული
ცას ვემთხვეოდი.
ფრთები რომ მქონდეს,
ერთხელაც არ დავფიქრდებოდი
მის გაფანტვას და ნათლით შეცვლას
შევეცდებოდი.
ფრთები რომ მქონდეს
ერთხელაც არ დავფიქრდებოდი
წვიმის წვეთებად ვიქცეოდი
დავიღვრებოდი.
ფრთები რომ მქონდეს,
სიყვარულით ავივსებოდი
და შემდეგ თუნდაც
დედამიწას დავეფრქვეოდი...




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1251 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


სიზმარში რომ დამიძახე,გამეღვიძა მამა.
სიხარულით წამოვვარდი და უმალვე შემოგიღე საძინებლის კარი.
როგორც მაშინ,უკანასკნელ ღამეს...
იქ არ იყავ!
შენს საწოლზე დედა იწვა ბადიშების გვერდით...
როგორ მაკლდი...
როგორ აკლდი საწოლს...
ახლაც ვტირი და ფხასავით მეჩხირება სული ყელში.
რა ვქნა,თუ ვერ მოგიგლოვე ჯერაც?
უშენობა შემშლის...
მტკივა ყველა ამოსუნთქვა,ყველა ძარღვი,სადაც შენი მონატრება ფეთქავს...
სად ხარ მამა?
სად გეძიო,რომ გიპოვო?
რომ მოვიდე,და თბილ მკერდზე მოგეხუტო კრძალვით.
შენთან მინდა!
მინდა კვლავაც დაგიკოცნო თითები და მტკივან ფეხზე მოგეფერო ფრთხილად.
კარჩხლის მთაზე ვიღაც სტვირის ატირებას ლამობს...
თითქოს მიხმობს...
თითქოს მისკენ მექაჩება...
შენ ხარ მამა?
მე მოვდივარ!
სულ მცირე ხნით დამელოდე,მაჭახელას ამოვამღვრევ მკერდით.
ამოსვლამდე მოვეხვევი ყველა შემხვედრს და გადავცემ დანაბარებს შენსას...
დამელოდე!
ნუ იჯავრებ, თუ მცირე ხნით შევყოვნდები ცხემლარასთან,შენც ხომ იცი,თუ ის წყალი არ დავლიე ,სიკვდილამდე არ მეყოფა ღონე.
პეშვით დავლევ...
შენს წილს გულზე ჩამოვიღვრი...
წესისამებრ,მეფის ხიდზე გავალ,მოვიკითხავ ჩვენი გვარის უხუცესებს და მაშინმე მდინარისკენ წავალ...
წყალს ავყვები.
სამზიართან კარჩხალივით წამოვდგები... სახლს გავხედავ შენს მშობელს და გამზრდელს... იქაც მხოლოდ ერთი წუთით შევჩერდები,იქნებ სადმე მომელანდოს ბებო.
მამა!
მან ხომ, ვერ გაგიშვა მარტოდ? საბოლოოდ მოიხადა ვალი - შ ... Read More
კატეგორია: ♥ისტორია♥ | ნანახია: 1124 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



თუ სახეზე შემომხედავ დაინახავ უცებ ღიმილს
ვერ მიხვდები,რომ მე ჩუმად,ამით ვფარავ გულის ტკივილს,
გავუყვები ღამით ქუჩას და ავხედავ სავსე მთვარეს,
ცას ვარსკვლავი თუ მოწყდება,ჩუმად ჩავიფიქრებ რამეს,
მერე ისევ ძველებურად სალოცავში ვიწყებ ლოცვას,
ცოდვების დასავიწყებლად ისევ დავცლი ღვინის ბოცას,
დავითვრები,ვერ ავდგები,კვლავ დავიწყებ მუხლზე ცოცვას,
ნურას მკითხავ,ვერას გეტყვი და დავიწყებ ისევ ბოდვას, ... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1191 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


დღესაც ძველებურად გამებუტე...
ალბათ, შენ მე უნდა გამაგიჟო!
მოდი, უსაშველოდ ვიტანჯები,
აბა, სხვამ ვინ უნდა დამამშვიდოს?

რისთვის და რატომ ვერ გაგიგია,
რომ სიცოცხლესავით შემიყვარდი!
და თუ უსაშველოდ კეკლუცი ვარ,
გთხოვ, რომ მაპატიო, ჩემი ხათრით!

რა ვქნა, ჩემს თავსაც კი ვეპრანჭები,
რა ვქნა, პირველ რიგში ქალი მქვია,
მაგრამ ჩაკეტილი სხვისთვის გული
შენთვის სულ ბოლომდე გამიღია!

ნუ, ნუ დაუჯერებ ამ ჩემს თვალებს,
მხოლოდ მატყუარა ჭინკებია!
გული რას ჩურჩულებს, მას შენ გეტყვი...
ჩუმად, თორემ სხვებიც მიხვდებიან!






კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1267 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



როცა სიცოცხლე მიხაროდა
გული სითბოსაგან დამიცალე,
როცა სიგიჟემდე შემიყვარდი
შენთან სიახლოვე ამიკრძალე,
ოცნება წმინდა რაც კი გამაჩნდა
ყველა ამირიე, დამიშალე.
შენი გაღიმება შემიყვარდა
მერე შეხვედრაც კი ამიკრძალე.
მარტო სიყვარულის ცოდვა მაწევს,
... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1096 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


Agent Cody Banks
1 სთ 42 წთ
ჟანრი: სათავგადასავლო, ტრილერი, მძაფრ-სიუჟეტიანი, კომედია, მელოდრამა, საოჯახო, კრიმინალური პოსტერები
 გამოშვება: 14 აგვისტო 2003
რეჟისორი: ჰაროლდ ცვარტი
სტუდია: დაილან სელერს პროდაქშენსი, მეტრო გოლდვინ მაიერი, სფლენდიდ ფიქჩერზი, მუვიმეიქერს პროდაქშენსი, მავერიკ ფილმსი
როლებში: ჰილარი დაფი, ფრენკი მუნიცი, სინტია სტივენსონი, ენჯი ჰერმონი, ქეით დევიდი
ბიუჯეტი: $28М
ხარისხი: 
ენა: რუსული(პროფესიონალური)
ზომა:  694.16 MB



ფილმის მიმოხილვა
ისტორია მოზარდზე სახელად კოდი ბენკსი, რომელსაც აშშ-ს ხელისუფლება დაიქირავებს, როგორც განსაკუთრებული დავალებების შემასრულებელ სპეცაგენტს. მისია ისეთია, რომ მის ასარულებლად საჭიროა არც ისე ზრდასრული ადმიანი და, რომლის გამოყენება ათი წლის განმავლობაში შეიძლებოდეს იქნება... მის პიველ დავალებაში შედის ერთი საყვარელი ახალგაზრდა გოგონას მოხიბლვა, იმ მიზნით, რომ ხელისუფლება მის მამას მოუახლო ... Read More
კატეგორია: ♥ფილმები♥ | ნანახია: 1551 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



დასახელება: Shane Ward - No Promises
ხარისხი: mp3  
ზომა: 3.44 MB


P.S დიდი ხანია მუსიკები აღარ
დამიდია და აიი ძაან მაგარი მუსიკა გაგის ... Read More
კატეგორია: ♥მუსიკები♥ | ნანახია: 2253 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



დასახელება: Theme From Love Story
ხარისხი: mp3  
ზომა: 2.44 MB

P.s ძაან მაგარი მუსიკაა სიყვარულზე,
პიანინოზე აწყობილი ძააან მაგარია
ნახეთ გაგისწორდებათ...
... Read More
კატეგორია: ♥მუსიკები♥ | ნანახია: 2153 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

კატეგორია: ♥ვიდეოები♥ | ნანახია: 1046 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

კატეგორია: ♥ვიდეოები♥ | ნანახია: 1001 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

კატეგორია: ♥ვიდეოები♥ | ნანახია: 1075 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

კატეგორია: ♥ვიდეოები♥ | ნანახია: 972 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

კატეგორია: ♥ვიდეოები♥ | ნანახია: 1052 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



შემოდგომის მიწურული იდგა. მთელ კვირას გადაუღებლივ წვიმდა. წვიმამ ხეთა შიშველი ტოტებიდან უკანასკნელი ფოთლები ჩამობერტყა, ქუჩის პატარა რუებს გააყოლა. განიძარცვა ხეები, დაიწმინდა ქუჩები.
ოთახში მკრთალად ანათებდა.
- როგორ წვიმს? – თქვა ქალმა. საბანი ნიკაპამდე ეფარა. თავი კაცის მკერდზე ჩამოედო. ნახევარგანათებულ ოთახის კედლებს მიშტერებოდა.
- ასე მგონია, გარეთ ვიღაც ტირის, – უთხრა კაცმა. სკამზე გადაკიდებული პერანგის ჯიბიდან სიგარეტი ამოიღო. ბოლი ნისლივით გაწვა ოთახში.
- ოთახში კი სიჩუმეა, სითბო და სითეთრე.
- პირველად იყო სითეთრე, სიმყუდროვე. შემდეგ აიშალა.
- ყველგან ბინძური ქაოსია. პირველარსიც სიბინძურე იყო, ყველანი სიბინძურიდან გამოვედით!
- პირველად სითეთრე იყო, სითეთრე და სისუფთავე. სიბინძურე შემდეგ მოვიდა.
ქალმა კაცის მხარზე ჩამოდებული თავი ასწია, მკერზე დაეყრდნო ნიდაყვით, თვალებში ჩააჩერდა.
- ასე მგონია, მთელი სიცოცხლე ამ თვალებს დავეძებდი, – უთხრა ქალმა.
- მაინც რა იპოვე ამ თვალებში ასეთი?
- ჩემი თავი, თითქოს ჩემი სულის ცოცხალი სარკეა.
- ნერვების ბრალია ყველაფერი.
- ჰო, ამ ბოლო დროს ისევ დამეწყო. ისევ აიწყვიტეს.
მინაზე წვიმის წვეთები ცეკვავდნენ. სითბო იდგა ოთახში, სიმყუდროვე და ოდნავ მბჟუტავი სინათლე,
კაცს ჩაეძინა. ქალს თვალებზე რული არ ეკიდებოდა. კედლებზე ჩამოკიდებულ ძველ სურათებს მიშტერებოდა.
ახლა მისი მშველელი მხოლოდ ძილი ... Read More
კატეგორია: ♥ისტორია♥ | ნანახია: 1186 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



გამთენიისას,
როცა შენი თვალები იძინებენ,
მახსენდება ტბა და მის ირგვლივ ძალიან მწვანე მინდვრები.
სეზონია უცხო, ტბა ყვავის ამ დროს.
ამ დროს მასში ათასფერი ყვავილები იფურჩქნებიან.
მიჰყვებიან შიდა დინებებს, არწევენ ერთმანეთს და მე ვიცი,
თუ ძალიან ჩუმად ვიჯდები, თუკი რამდენიმე წამს სუნთქვასაც შევწყვეტ, გავიგონებ მათ საოცარ იავ-ნანას... ხმას...
ეს ხმა, ძვირფასო, ეს ხმა არ ჰგავს არაფერს.
გამთენიისას,როცა შენს თვალებში სიზმრები წვებიან,
მახსენდება თოვლით დაფარული მწვერვალები და მდინარის დაბადება...
როგორ მირაკრაკებს უზარმაზარ ქვაბულში ძალა, როგორ იზრდება და თავაწყვეტით ეშვება დაღმა...
მის გარშემო წითელ-ყვითელი ყვავილები იშმუშნებიან და კისკისებენ, უცაბედად პატარა წვეთი რომ გადმოსცდება ჯერ კიდევ ჩვილს.
ეს მდინარე, ჩემო ძვირფასო, არა ჰგავს არცერთ სხვა მდინარეს...
გამთენიისას...
როცა შენს თვალებში...
აჰ, რომ იცოდე, რამდენი რამე მახსენდება, გამთენიისას- როდესაც შენი თვალებიდან ოცნებები იპარებიან და
ხელის გულზე მისხდებიან,
და ჩვენ ვიწყებთ ჩურჩულს,
შეთქმულებივით ვფრთხილობთ, ვუთვალთვალებთ შენს გულისცემას, გითვლით სუნთქვას...

შენ კიდევ გიკვირს, რატომ არ მძინავს გამთენიისას?




კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1066 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


მე გეუბნები: სულს ფერი აქვს და შენი ლურჯი
ფერის სულიდან მოვიპარე უსაზღვრო სივრცე!
მე გეუბნები: შემოდგომის მომაკვდავ ფოთოლს
მოვიტან სახლში და შევუკრავ ძველებურ ჩარჩოს.
და არც ვიდარდებ რომ დასასრულს ნაწვიმარ ქუჩის,
იქნებ ბრბო დამხვდეს და მათ ერთხმად კოცონსაც მიმცენ.
რადგან ჩვენ შევრჩით გადაცრეცილ ბავშვობის ფოტოს,
ხოლო იქ ისევ გულღია და ხალასი დავრჩით!
მე გეუბნები: მიფერადებ ნაცრისფერ დღეებს.
და კეთროვან ცას მზერით ამჩნევ იმედის ფრესკას.
მე გეუბნები: საუბრისას ვენდობი თითებს,
ხოლო თრობისას - თმათა ჰაშიშს, ბაგეთა თრიაქს.
მე გეუბნები,რომ სატანა მუშტებს მიღერებს
თუმცა ჩაიხრჩო გულში, რადგან ვერ ნახა ფსკერი.
მე გეუბნები: ბნელ ქუჩებში ლამპიონს მინთებ.
მე გეუბნები:ეს ლექსები ქარს ღმერთთან მიაქვს.

ან სულაც ვამბობ, რომ შენშია ღმერთი და ახლა
ამ მტვერსაც აქცევ სიცოცხლედ და ამხელა სივრცეს
არ უჩანს ბოლო, ამ ჰორიზონტს ბოლო არ უჩანს
და ხელს არავინ არ შეგიშლის რაც უნდა მოხდეს.
სხვები ამბობენ: მძვინვარეა საშინლად ტალღა.
არათუ სულს და ცასაც არ აქვს ფერიო. ცივა.
მე ვიმეორებ: სულს ფერი აქვს და შენი ლურჯი
ფერის სულიდან მოვიპარე ჩემი სამოთხე!

კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1166 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


მე ვერ ვხვდები ხოლმე ცა რაში ჭირდებათ,იმიტო რო მე მიწა მჭირდება

მიწაზე მყარად ვარ
ცაზე ვერსად ვერ დავდგები,მით უმეტეს მყარად. . .

მაგრამ ჩვენი კიდურებით მხოლოდ სიარული შეიძლება
სამაგიეროდ ჩიტებს ფრთები აქვთ
და ცა იგივეა მათთვის, რაც ჩვენთვის მიწა.
და ჩიტებიც სახლებს მიწაზე იშენებენ. . .

როდესმე ჩვენც რო აღმოგვაჩნდეს ფრთები და ფრენის უნარი,მაინც უკან დავბრუნდებით
მიწაზე. რა უნდა აკეთოს ადამიანმა ცაში? თავისუფლებით დატკბეს?
მაინც ვფიქრობ რომ ყველაფერი ცამდე ადის, და ფინიშიც სწორედ ცაა. მგზავრობიდან დაღლილები სწორედ იქ ვისვენებთ.
როდესმე გითქვამს მიწამდე მიყვარსო?

არა,მაგრამ მე არც ის მითქვამს,ცამდე მიყვარს თქო მე ვამბობ ხოლმე, ვგრძნობ,მჭირდება, ჩემია და მიყვარს.

სამაგიეროდ,როცა მიყვარს ხოლმე,მიწაზე უფრო მყარად ვდგავარ და ცაში უფრო ხშირად ვიყურები. . .
მე ვამბობ ცამდე ეს ნიშნავს ყველაზე მეტად_
როცა მიყვარს ფრთებიც მაქვს _

სახლიც იქ მაქვს.
სახლი ცაში არასდროს მქონია
ცაში იმედები მაქვს ხოლმე
როცა წვიმა მინდა, მისი მოსვლის იმედი ცაშია
როცა თოვლი,მაგისიც


გალები ცას ისრებს უშენდნენ როცა წვიმა მოდიოდა.
ახლა როცა ჩემს მიწაზე, სახლში უნდა დავბრუნდე,ამისთვისაც ცა მინდა.


შენი გზა სახლამდე_ცაზე გადის.
ჩემი გზები დახლართულია და როცა ვიკარგები, ცა მჭირდება დახლართულობიდან გამოსასვლელად
ახლა მომინდა, რომ როდესმე ცამდე შემიყვარდეს და კიდევ ერთხელ გამ ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1145 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



დიდი ჯაფისა და წვალების შემდეგ, დათომ ბიზნესი დაიწყო. მისი საქმიანობა ძირითადად კომპიუტერებთან იყო დაკავშირებული. ფირმა მოსკოვის ერთ-ერთი ძლიერი ინსტიტუტის ბაზაზე შექმნა. საქმე ალGუზე დაუჯდა, შეკვეთებს ვერ აუდიოდა. შესაბამისად შემოსავალმაც იწყო ზრდა. ოჯახი ფეხზე დააყენა, გაჭირვებულ ნათესავებსა და მეგობრებს გამუდმებით ხელს უმართავდა. ბუნებით კეთილი, საქველმოქმედო საქმიანობას ეწეოდა. ზემდგომი ინსტიტუტიდან დათოსთან ხშირად ავლენდნენ თანამშრომელს, რომელიც ფირმას ახალი პროგრამების შექმნასა და გასაღებაში ეხმარებოდა. ამჯერად ივანე იყო გამოგზავნილი. იგი ისეთი წყნარი, შრომისმოყვარე და რაც მთავარია, საქმის მცოდნე გამოდგა, რომ პირველივე დღიდან კოლეგების დიდი სიყვარული დაიმსახურა. რუსული თავმდაბლობა და სისპეტაკე უფლისგან უხვად ჰქონდა დანათლებული. თავისუფალ დროს ქართულის სწავლას ახარჯავდა და ორ თვეში იმდენი შეძლო, რომ ულექსიკონოდ საუბრობდა. ირგვლივ ყველანი ვანოს ეძახდნენ. ფირმაში ტრადიციად იქცა, რომ ყოველი დიდი შეკვეთის შესრულების შემდეგ, დათოს ოჯახში პურ-მარილი იშლებოდა. ამჯერადაც წესი არ დაირღვა და ფირმის თანამშრომლები, რუს სტუმართან ერთად, მორიგ გამარჯვებას აღნიშნავდნენ. Gინებულ სუფრაზე, რომელსაც დათო ხელმძღვანელობდა, სიმხიარულე და სიტკბოება გაბატონებულიყო. ივანეს გაუცხოების გრძნობა დიდი ხნის დაკარგული ჰქონდა. ისე მოერგო ქართულ წეს-Gვეულებებს, როგორც ბეჭედი თითს. სმითაც ტოლს ა ... Read More
კატეგორია: ♥ისტორია♥ | ნანახია: 1300 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


სადაც მივედი, სადაც შემომხედეს
ყველგან დამიწუნეს კარი მომიხურეს
უჭკუო არახარო, გვარი დამიწუნეს,
გვარით ვივარგე და პატრონი მომთხოვეს.
მიპოვეთ, მიშველეთ – თავდები გავხდები
რასაც დამავალებთ იმ აზრზე დავდგები.
ამანაც არ მიშველა არ გაჭრა მუდარამ,
მკვდარი ვეგონეთ და მომხურეს მუდარა
ალბათ დაავიწყდათ რომ ისევ ვსუნთქავდი,
და ისე მიჭირდა კობრას ვგუდავდი.
იცოდეთ გემუქრებით გინებას ვისწავლი
სადაც წინ დამხვდებით სინანულს ისწავლით.
ჩემსასაც გავიტან, ისე არ წავხდები
კალამს ავიღებ და პოეტი გავხდები.
ისეTებს შევთხზავ თქვენზე მისანი,
აქეთ ფიცარი იქეთ ფიცარი,
ისე დაგღალეთ ვეგარც მიცანით!

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1169 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


მუზასთან ჭიდილში,
რითმებთან ბრძოლაში,
გიხდება შიმშილი,
დრო გადის გლოვაში...

მაინც არ იღლები,
მაინც არ ნებდები,
იშლება კვირტები,
თანდათან ბერდები...

და მაინც ლოდინი,
ფიქრობ რომ კვლავ მოვა,
მუზის მოლოდინი,
რაღაცა გამოვა...

ხანდახან შეცდები,
ლექსი არ გამოვა,
შენ ბევრს კი ეცდები,
მუზა კი არ მოვა...

თუმცა კი პოეტის,
ხვედრია ასეთი,
ქილიკი მოგელის
და ბოლოს ფასდები...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1233 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



როდესაც გიყურებ ანთებულ თვალებში,
ვგრძნობ როგორ ყუჩდება წარსულის ტკივილი...
მოღელავს, მოანგრევს ჩაკირულ ჯებირებს
სულის სიმღერა!!!
თუ სულის კივილი!!!!...
ყოველდღე ვერ გხედავ, ხანდახან შემხვდები...
ჩამივლი მიტოვებ შეხვედრის მოლოდინს!....
სიზმრად გეფერები!!!!
ცხადში?_ვერც გეხები!!!!
სათქმელიც უთქმელი დამრჩება ბოლომდე!....
ჩვენ ჩვენი გვედგმება ცხოვრების უღელი,
ცალ-ცალკე მოგვიწევს იმ ხნულის გატანაც....
გაუსაძლისია შენს ახლოს ყოფნა და
ამ ”მარტოხეობის” უშენოდ ატანა!!!!




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1155 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



მე რომ ვიყო გაზაფხულის დილა
და უბეში მთის ნიავი მეჯდეს,
მოვიდოდი სუყველასთან ფრთხილად
და იმ ნიავს მოგისვამდით გვერდზე.
მე რომ ვიყო შემოდგომის ქარი
აქეთ-იქით რომ ატოკებს ხეებს,
ვიქნებოდი, ვიქნებოდი წყნარი,
რომ მეფიქრა სიყვარულით თქვენზე.
მე რომ ვიყო შავ სიკვდილის ცელი
სუყველას რომ განურჩევლად სცელავს,
გავლღვებოდი, რომ არ ვიყო მჭრელი,
ჩაგივლიდით, ჩაგივლიდით ყველას.
და იცოდეთ, შევასრულებ ნატვრას,
მე გავხდები გაზაფხულის დილა.


კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1143 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


თუ ვერ იპოვე ცხოვრების მიზანი - აზრი,
თავის მოკვლა ნამდვილად არ ღირს,
თუ გაგცვალა შეყვარებულმა ფულიან ბიჭზე,
იმას არ ნიშნავს, რომ მშრალზე იჯდე,
თუ გიყურებს ალმაცერად ძველი ძმაკაცი,
შესატენი ვისი რა გჭირს ცოტა გამკაცრდი!
თუ ფინანსებში ჭაკად გაქვს საქმე და ითრგუნები,
შენს ადგილზე თავს პულის მონად არ ვიგულებდი.
თუ უიღბლობას ღმერთს აბრალებ საქმეს არ შველის,
თავს ნუ მიიჩნევ მათხოვრად, შენ ეს არ გშვენის!
თუ დაიძაბე უსაშველოდ და აკანკალდი
ლოზუნგს "გაიღიმე" საწოლ ოთახში გავაკრავდი,
თუ პრობლემები გიტევენ და ტვინს გიჭყლიტავენ
ხელები მოძებნიან, თოკს გაჩითავენ,
თავის გასაყრელს რომ გააკეთებ და სკამს ფეხსა კრავ,
დაცემის მერე გაგახსენდება - კვანძებს ვერა კრავ,
მერე იფიქრებ: რა მეჩქარება სჯობს ნელა მოვკვდე,
ცხოვრება ხომ ისედაც პატარაა და ძლიერ მოკლე.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1160 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


დავწვები და მისი სახე მელანდება, ნუთუ მიყვარს??
ჩუმად, ყურში უცნობი ხმა ჩამჩურჩულებს - გიყვარს, გიყვარს,
მაგრამ ამ გულს სიყვარული რომ არასდროს განუცდია?!
არ მინდა, რომ ჩემი თავი დავარწმუნო, ნუთუ მიყვარს??
ღამით, ფიქრით ძილგატეხილს, მე ჩემს თავზე მეცინება,
მომასვენე ფიქრის ხროვავ, მომასვენე!
მოდი ჩემთან, ჩამეხუტე სიმარტოვევ!
ჩუმად, გულში ვამბობ, ვფიქრობ - ნუთუ მიყვარს??
ჩუმად, ყურში უცნობი ხმა ჩამჩურჩულებს - გიყვარს, გიყვარს!!


კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1220 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



რამ გათქმევინა მიყვარხარო თუ არ გიყვარდი,
ალერსიანად რად მაპყრობდი მაგ ლამაზ თვალებს.
შენი გულისთვის თავს გავწირავო - რატომ ამბობდი,
ყალბი სიტყვებით თავს ასე ძლიერ რად მაყვარებდი.
მითხარი რატომ გამიცრუე იმედი ტკბილი,
მითხარი რატომ შემაყვარე თავი ძალიან.
რატომ შემპირდი,რომ არასდროს გამცვლიდი სხვაზე
და არასოდეს დამტოვებდი ცხოვრების გზაზე.
შენ ჩემი ცოდვა არ მოგასვენებს ვიცი არასდროს
და რომ იცოდე მეცოდები თავზე ძალიან.
მე დაგივიწყებ და შველას ვთხოვ წმინდა მარიამს,
რადგან ამ ქვეყნად შენისთანები ბევრნი არიან





კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1215 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



რომ არ დავკარგე ჩემი სულის თავისუფლება
და არ ჩამიქრა სამუდამოდ აზრის სანთელი.
ახლა მშვიდობით, არ იფიქრო, შენზე ვბრაზდები,
რადგან აღარ მემუქრება გრძნობის მონობა!

გემშვოდობაბი, სიყვარულო, ჩემი ბატონი შენ აღარა ხარ,
რაგდან ცდილობ ცრემლი მადინო!
მე გადავწყვიტე, სენეკა და ბრძენი პლატონი
რომ შევისწავლო, გულმოდგინედ ვიმეცადინო.

ბრძოლა წავაგე, ამის ამის თქმის გაქვს შენ დღეს უფლება!
მაგრამ წაგებას ის ერთი აქვს მხარე ნათელი,
რომ არ დავკარგე ჩემი სულის თავისუფლება
და არ ჩამიქრა სამუდამოდ აზრის სანთელი.

ახლა მშვიდობით, არ იფიქრო, შენზე ვბრაზდები,
რადგან აღარ მემუქრება გრძნობის მონობა!
წადი და ისევ დააბრმავე ახალგაზრდები,
რომ მათი გულის მოახერხო ქალბატონობა

და ღმერთი იყოს ამ ამბავში შენი შემნდობი!
მე კი რაც ტკივილს მომაყენებს, ვეღარ ვენდობი








კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1135 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



...ყოფილხარ როდესმე სიყვარულის ქუჩაზე?
მე ვიყავი...
ოღონდ მარტო.
არასოდეს წახვიდე სიყვარულის ქუჩაზე მარტო...
რა აზრი აქვს მარტო სიარულს სიყვარულის გზაზე?!
მე რატომ ვიყავი?
მარტო?
იმიტომ, რომ მეგონა მიყვარდა...
არა, უფრო სწორად, მეგონა ვუყვარდი.
მე დღესაც მიყვარს...
ყოველთვის მეყვარება
და ყოველთვის ვივლი სიყვარულის ქუჩაზე, თუნდაც მარტო.
რა აზრი აქვს მარტო სიარულს სიყვარულის ქუჩაზე?
არავითარი...
მაშ რატომ დავდივარ? არ ვიცი...
არ ვიცი?
არა, ვიცი, უბრალოდ ძნელია გვერდით ჩაუარო და არ მოგინდეს მის ბილიკებს გაუყვე, ხომ გესმის...
არ გესმის?
როგორ,…არასდროს ყოფილხარ?
გიყვარს ვინმე?
მასაც ხომ უყვარხარ?
მერე არასდროს უთქვამს? არასდროს დაუპატიჯებიხარ?
ჰმ, უცნაურია...
აბა რას ფიქრობს?
საქმეები... ალბათ საქმიანი და სერიოზულია...
მესმის.
ნუ ადანაშაულებ...
ყველას ემართება,
არა, ყველას არა.
მე მინახავს ბევრი მოსეირნე წყვილი,
ერთი-ორი ჩემსავით მარტოდ იჟდა-ხის სკამზე, ბრ>იქ ყველგან ხის დიდი სკამები დგას, რომ დაჟდე და გარემოს გადაავლო თვალი,
და გარემო!
დამიჟერე ამად ღირს, ერთი წამით შეავლებ თვალს და საათობით შეიძლება იჟდე-ფიქრებში დაიკარგო, თუნდაც მაშინ, როცა გვერდით გიზის სიყვარული, თუნდაც მაშინ, როცა მის ხელებს გრძნობ..
მაინც გენატრება..
საიდან ვიცი?
მართალი ხარ, არასდროს განმი ... Read More
კატეგორია: ♥ისტორია♥ | ნანახია: 1246 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


აქ ყველაფერი მღერიან შენზე
აქ სეირნობენ ჯორები ჩვენზე,
საოცარია ოცნება შენზე
ტვირთივით მადევს ფიქრები მხრებზე.

აქ ჯადოქარი, დაფრინავს ცოცხით
რომ ოცნებები გახადოს მორცხვი
აქ სიყვარული არ არის ცოდვა
და არც ძილის წინ პატარა ლოცვა.

აქ მინდა ერთად ვიცეკვოტ ვალსი
რადგან მე კიდევ მომეცეს შანსი,
აქ ბევრი დადის ლამაზი ქალი
მაგარმ მე მაინც შენზე მაქვს თვალი.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1313 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ჰოი, ცდუნებავ ადამიანის,
სულო აუვსებ-გაუმაძღარო
გეცოტავება დილა მზიანი
და შენთვის მგინდა მთელი სამყარო..
უფალი შვილებს
ავსებს ძვირფას დღეთა კრებულით,
-"ვაჰ, ნუთუ მეტი არ გვეკუთვნოდა?"
ვკითხულობთ ძალზე გაკვირვებულნი.
უფალს ვთხოვთ სიტკბოს, მადლის ბოძებას,
ვატყუებთ, ვხიბლავთ, ვეკურკურებით,
თავები მოგვაქვს ამგელოზებად
და შურისაგან გვეწვის გულები.
დავლა-სიმდიდრის მოვითხოვთ სუნთქვას
მეზობლისაგან მსაზღვრელ ღობემდე,
სამაგიერო საჩუქარს ვუთქვამთ
...და თითო ცოდვას ვუძღვნით ყოველდღე...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1139 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


შენ მახინჯი ხარ, ისე მახინჯი
ვით გაზაფხულის თეთრი ენძელა,
ჰაეროვნება რაა არ იცი
და მძიმედ დახვალ როგორც პეპელა..
შენს თმებს სურნელი აქვს ისე ცუდი
ვით იასამანს, ვარდს და ყაყაჩოს,
ისეთ მქრქალს აბნევ შუქს ღაწვთა ზღუდით,
რომ ლამის მზესაც შური დაახრჩობს..
ალვის სიგონჯით ტანი ირთვება,
სახე გაქვს უშნო, მერის რომ ჰკონდა,
გაიღიმები და არ გიხდება
ღიმილი ისე როგორც ჯოკონდას..
მზერა მზესავით არის საზარი,
ამოვარდნილი სხივთა ხროვებად,
შენს სიმახინჯეს არ აქვს საზღვარი,
ვით სილამაზეს უსაზღვროება..
ეგ სიმახინჯე თვალში ცეცხლს მიქრობს,
მოიწევს გულის დასამონებლად,
დაგინახავ და სურვილი მიპყრობს,
გიმზერი თვალის მოუშორებლად..
ფერი თვალების განამკრთალი გაქვს,
უფერული ვით ფერი ამა ცის,
მშვენიერივით საზიზღარი ხარ
და მახინჯი ხარ როგორც ლამაზი..

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1425 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ამბავი რომელიც ეხლა მე უნდა მოგიყვეთ სინამდვილეა და მართლა მოხდა.
ერთ პატარა ქალაქში მოხდა. ცხოვრობდა გოგო რომელიც თითქმის მთელ უბანს უყვარდა, ძალიან ლამაზი და კეთილი გოგო იყო. მაგრამ მისი რჩეული მხოლოდ ერთი იყო მას სანდრო ერქვა. ერთმანეთი ზღვაზე გაიცნეს, ზღვაზევე შეუყვარდათ ერთმანეთი.
ერთხელაც ზღვაზე ძალიან მაგარი ღელვა იყო. სანდრომ დაინახა წყლიდან ვიღაცა შველას ითხოვდა ბოლოს მიხვდა რომ თაკო მისი შეყვარებული იხრჩობოდა, სანდრო საშველად გადახტა მაგრამ უკვე გვიან იყო თაკო ექიმებმა ვერ გადაარჩინეს. სანდრო დარჩა მარტო, აღარაფერი ახარებდა ყველაფერი რაც თაკოს აჩუქა დედამისმა დაუბრუნა მხოლოდ ერთი რაყაცის გარდა, ეს იყო ყელსაბამი რომელიც სანდრომ თაკოს დაბადების დღეზე აჩუქა. თაკოს დასაფლავებაზე სანდროც იყო, მიუახლოვდა მის უსულო სხეულს და აკოცა ტუჩებში. შემდეგ მისი ხელი გულში ჩაიკრა ხოლო თაკოს ის ყელსაბამი ხელში ეჯირა, სადაც ეწერა "თაკო+სანდრო"
სანდროსთან თაკოს დედა მოვიდა და წერილი მისცა რომელიც თაკომ მის შეყვარებულს დაუტოვა.
" სანდრო ვიცი ადრე თუ გვიან მოვკვდები და მარტო დაგტოვებ, არ დამივიწყო იცოდე ყოველტვის მეყვარები. მომენატრები მაგრამ დარწმუნებული ვარ სხვას შეიყვარებ და იმ სხვასთან ბედნიერი იქნები. დაიმახსოვრე მიყვარხარ, მიყვარხარ და მიყვარხარ. (შენი თაკო)"
ამ სიტყვებზე სანდროს თვალებიდან ცრემლები წამოუვიდა, გაიქცა ზღვაზე, იქ სადაც თაკოს და მას ერთმანეთი ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1193 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

კვირა, 2024-12-22, 8:22 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 15
სტუმარი: 15
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024