მთავარი » 2010 » აპრილი » 24 » ....................
8:55 AM .................... |
შენ მახინჯი ხარ, ისე მახინჯი ვით გაზაფხულის თეთრი ენძელა, ჰაეროვნება რაა არ იცი და მძიმედ დახვალ როგორც პეპელა.. შენს თმებს სურნელი აქვს ისე ცუდი ვით იასამანს, ვარდს და ყაყაჩოს, ისეთ მქრქალს აბნევ შუქს ღაწვთა ზღუდით, რომ ლამის მზესაც შური დაახრჩობს.. ალვის სიგონჯით ტანი ირთვება, სახე გაქვს უშნო, მერის რომ ჰკონდა, გაიღიმები და არ გიხდება ღიმილი ისე როგორც ჯოკონდას.. მზერა მზესავით არის საზარი, ამოვარდნილი სხივთა ხროვებად, შენს სიმახინჯეს არ აქვს საზღვარი, ვით სილამაზეს უსაზღვროება.. ეგ სიმახინჯე თვალში ცეცხლს მიქრობს, მოიწევს გულის დასამონებლად, დაგინახავ და სურვილი მიპყრობს, გიმზერი თვალის მოუშორებლად.. ფერი თვალების განამკრთალი გაქვს, უფერული ვით ფერი ამა ცის, მშვენიერივით საზიზღარი ხარ და მახინჯი ხარ როგორც ლამაზი..
|
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ |
ნანახია: 1426 |
დაამატა: nika_wero
| რეიტინგი: 5.0/1 |
|
|
შესვლის ფორმა |
|
|
|
სექციის კატეგორიები |
|
|
|
ძებნა |
|
|
|
კალენდარი |
|
|
|
ჩვენი გამოკითხვა |
|
|
|
საიტის მეგობრები |
WwW.Traceurs.Ge |
|
|
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 53 სტუმარი: 53 მომხმარებელი: 0 |
|
|