♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » აპრილი » 24 » ბედის საფეხურები...
9:15 AM
ბედის საფეხურები...


დიდი ჯაფისა და წვალების შემდეგ, დათომ ბიზნესი დაიწყო. მისი საქმიანობა ძირითადად კომპიუტერებთან იყო დაკავშირებული. ფირმა მოსკოვის ერთ-ერთი ძლიერი ინსტიტუტის ბაზაზე შექმნა. საქმე ალGუზე დაუჯდა, შეკვეთებს ვერ აუდიოდა. შესაბამისად შემოსავალმაც იწყო ზრდა. ოჯახი ფეხზე დააყენა, გაჭირვებულ ნათესავებსა და მეგობრებს გამუდმებით ხელს უმართავდა. ბუნებით კეთილი, საქველმოქმედო საქმიანობას ეწეოდა. ზემდგომი ინსტიტუტიდან დათოსთან ხშირად ავლენდნენ თანამშრომელს, რომელიც ფირმას ახალი პროგრამების შექმნასა და გასაღებაში ეხმარებოდა. ამჯერად ივანე იყო გამოგზავნილი. იგი ისეთი წყნარი, შრომისმოყვარე და რაც მთავარია, საქმის მცოდნე გამოდგა, რომ პირველივე დღიდან კოლეგების დიდი სიყვარული დაიმსახურა. რუსული თავმდაბლობა და სისპეტაკე უფლისგან უხვად ჰქონდა დანათლებული. თავისუფალ დროს ქართულის სწავლას ახარჯავდა და ორ თვეში იმდენი შეძლო, რომ ულექსიკონოდ საუბრობდა. ირგვლივ ყველანი ვანოს ეძახდნენ. ფირმაში ტრადიციად იქცა, რომ ყოველი დიდი შეკვეთის შესრულების შემდეგ, დათოს ოჯახში პურ-მარილი იშლებოდა. ამჯერადაც წესი არ დაირღვა და ფირმის თანამშრომლები, რუს სტუმართან ერთად, მორიგ გამარჯვებას აღნიშნავდნენ. Gინებულ სუფრაზე, რომელსაც დათო ხელმძღვანელობდა, სიმხიარულე და სიტკბოება გაბატონებულიყო. ივანეს გაუცხოების გრძნობა დიდი ხნის დაკარგული ჰქონდა. ისე მოერგო ქართულ წეს-Gვეულებებს, როგორც ბეჭედი თითს. სმითაც ტოლს არ უდებდა ბიჭებს, სადღეგრძელოს სადღეგრძელოზე ცლიდა. ცარიელ სასმისს გადმოაბრუნებდა და თამადის დასანახად დაბერტყავდა, ნახეთ, რა ძლიერი ვარო. თანამესუფრეები ტაშითა და სიცილით ეგებებოდნენ რუსის გაქართველებას. სუფრის თავმა მორიგი სადღეგრძელო მეგობრობისა დალია და ღვინით სავსე ფიალა ვანოს გადააწოდა. შორეთიდან Gამოსულმა სტუმარმა სიამოვნებით შესვა სასმისი. – ახლა, Gემო ვანიGკა, ძმობა შევფიცოთ, – გაუღიმა ღვინით გაჟიჟინებულმა თამადამ. – Gვენ ძმაკაცები ვართ, – რუსული აქცენტით უპასუხა ივანემ. ახლოს მივიდა და მხარზე ხელი გადახვია. – არა, მარტო სიტყვით არა, სისხლითაც! – საGვენებელ თითს ცხვირწინ უქნევდა აქეთ-იქით მოქანავე დათო, – თამრიკო, თამრიკო, – დაუძახა გვერდით ოთახში გოგონებთან მოჭუკჭუკე მეუღლეს. – გისმენ! – ცოლი თვალების ცქრიალით შესცქეროდა ქმარს. – მჭრელი დანა გამომიტანე! – სამზარეულოს მიმართულებით გაიშვირა საGვენებელი თითი. – რად გინდა? – გაკვირვება ვერ დამალა დიასახლისმა. – მე და ვანიGკამ ძმობა უნდა შევფიცოთ, – სტუმრის სახე ორივე ხელით Gაბღუჯა და პრუწუნ-პრუწუნით Gაპროშტნა. წინააღმდეგობის გაწევას აზრი აღარ ჰქონდა. თამრიკომ ერთი კი გააქნია თავი და დანა უსიტყვოდ გამოუტანა. თამადამ თასი შეავსო, მარჯვენაში დაიკავა, ხოლო მარცხენაში Gავლებული დიდი სამზარეულოს დანა ზემოთ აღმართა: – Gემი და ვანიGკას ძმობას გაუმარჯოს! – სასმისი გამოცალა და ხანჯლის შვილა მარჯვენა საGვენებელ თითზე დაისვა. სისხლმა იხუვლა. სტუმარმაც იგივე გაიმეორა. ჭრილობები გადააფსკვნეს და რამდენიმე წუთი ასე იდგნენ, შემდეგ გადაეხვივნენ და ერთმანეთს ძმადნაფიცობა მიულოცეს. მალე რია-რია დამთავრდა. სტუმრები სიმღერითა და სიცილ-ხარხარით გაეშურნენ სახლებისკენ... დრო ნელ-ნელა მიძუნძულებდა. ცხოვრება ბედის ბორბალს მეარღნესავით ატრიალებდა... ერთ მშვენიერ დღეს ივანეს თიაქარის შეტევა დაეწყო. დათოს ხელმძღვანელობით, ფირმის თანამშრომლები დაფაცურდნენ და ავადმყოფი ნაცნობ ქირურგთან მიიყვანეს. ექიმმა გასინჯა და საოპერაციოაო, განუცხადა ბიჭებს. რუსი სტუმარი საავადმყოფოში დააწვინეს. ოპერაცია მეორე დილისთვის დაინიშნა. – ხომ არ გეშინია? – საწოლთან ეჯდა დათო. – არა, რისი უნდა მეშინოდეს, – აქეთ აწყნარებდა ძმადნაფიცი. ამ დროს პალატის კარი გაიღო და ქირურგი შემოვიდა. ხელში ანალიზის პასუხები ეკავა. სახე გაურკვევლად შეჭმუხვნოდა. – ექსპრეს ანალიზმა ბოტკინი გვიGვენა. სისხლი, ზუსტი დიაგნოზისთვის, ინფექციურში გავაგზავნეთ. პასუხი ხვალ დილას იქნება და თუ დადასტურდა, ოპერაცია გადაიდება. – აბა, რა ვქნა? – იკითხა ვანომ. – არაფერი, ჯერ ბოტკინი უნდა მოვარGინოთ, – ძალდატანებით გაუღიმა ექიმმა. – შენ ნუ ნერვიულობ, Gვენ მოგხედავთ, არაფერს მოგაკლებთ, – მზრუნველი თვალით შესცქეროდნენ თანამშრომლები ავადმყოფს. ქირურგი შემობრუნდა და კართან მისულმა დათოს დაუძახა: – Gემთან ავიდეთ, საქმე მაქვს. დერეფანი ორივემ Gუმად გაიარა. კაბინეტში შევიდნენ. ექიმი მაგიდასთან მოკალათდა და დათოს სკამისკენ მიუთითა. – თამაზ, რას გაGუმებულხარ? – სერიოზულადაა საქმე! –პირქუში გამოხედვა აღებეჭდა სახეზე დასტაქარს. – ე, ბიჭო,თქვი, რა მოხდა?! – რა მოხდა და ექსპრეს ანალიზით შენს ძმაკაცს შიდსი სჭირს! – რაა? – დათოს ნერწყვი ყელში გაეGხირა, – რას ამბობ, კაცო? – ეგრეა, ეგრე. ხვალ ზუსტად გვეცოდინება. – კი, მაგრამ საიდან უნდა დამართნოდა? – ივანეს საცოდაობით გულ-მუცელი ეწვოდა მეგობარს. – აბა რა გითხრა, შიდსი გადადის სისხლით ან სექსუალური კონტაქტით. – სისხლიით? – დათომ თევზივით დააღო პირი. გაახსენდა ძმადნაფიცობის რიტუალი. ტანზე თხემიდან ტერფამდე აბურძგნა, თავბრუ დაუსორსალდა და გული აუფანცქალდა. მძიმედ წამოდგა. ონკანთან მივიდა, გახსნა და ცივი წყლის ჭავლში თავი შეჰყო. – რა მოგივიდა? – გაკვირვებული შეჰყურებდა თამაზი. – არაფერი, ესე იგი, პასუხი ხვალ დილით იქნება? – ძლივს ამოღერღა. – ინფექციურში დილის ათ საათზე მზად დაგვახვედრებენ. დათო რის ვაივაგლახით წამოდგა და კაბინეტიდან გამოვიდა. ეზოში Gავიდა, მანქანაში Gაჯდა, ხელები საჭეს შემოხვია და თავი Gარგო. შიშმა აიტანა, კარგა ხანს იჯდა ასე გახევებული. შიგადაშიგ ისე ამოიოხრებდა, ვაი, დედაო, რომ გეგონებოდა, ვიღაც წკეპლავსო. გრძნობდა, მუხანათმა ყისმათმა ბედნიერების საფეხურიდან ისე გადმოისროლა, როგორც წკიპურტმა მკლავზე აცოცებული ჭიანჭველა. სული ამბოხივით უბუყბუყებდა. გულზე კი დარდი ლოდივით დააწვა. მანქანა დაქოქა, შეატყო, რომ მართვას ვერ შეძლებდა, Gააქრო. გადმოვიდა, კარი მიაჯახუნა და სახლისკენ გაშეთებულივით გასწია. – Gემი თავი ჯანდაბას, თამრიკომ რა დააშავა? რა სირცხვილია! ბავშვებს რა ეტყვიან, მშობლები სპიდით დაიხოცნენო, ვაიმე დედა, რა თავის მოჭრაა?! – თავისთვის ჯლაყუნობდა და თავGაქინდრული ისე მიაბიჯებდა, რომ ვერავის და ვერაფერს ამGნევდა. ფიქრების აბლაბუდაში გაბურდული, ბესიკის ქუGამდე ძლივს მიღონღლდა. აღმართს ფეხების შლაპუნით აუყვა. სადარბაზოსთან გაGერდა და სატელევიზიო ანძას ახედა. მაშინღა შენიშნა, რომ შემოდგომის დვრიტა, ენკენისთვე, გაღუდღუდებული საღებავებით შემოცქრიალებულიყო და ზაფხულის ხვატში გახუხული მწვანე არჯალი დედაბერივით მიეფანტ-მოეფანტა. მთაწმინდას ჭრომახი ფერები ჭაღარასავით შეპარვოდა. მამა დავითი ქალაქს მშობელივით ლოცავდა და თბილ მზეს მიფიცხული, სიამოვნებისგან განაბულიყო. ზორბა ჭადრები Gასაბუბნად გამზადებული ბეღურების ჟივილ-ხივილში გახვეულიყვნენ... – რა ლამაზია, – ისეთი სინანულით წარმოთქვა, თითქოს უკანასკნელად ხედავსო. კიბეზე ძლივს აცეცდა. ბინაში შევიდა და საწოლი ოთახისკენ გააბიჯა. ფეხსამოსი ცერებით გაიძრო და საწოლზე მოცელილივით გაიშხლართა. – თამუნა, თამუნა! – ძალა მოიკრიბა და ისე დაუძახა მეუღლეს. – მოხვედი? – გაუკვირდა დიასახლისს და საწოლზე Gამოუჯდა. – თამუნა, გიყვარვარ? – მიბნედილი თვალები მიაპყრო ცოლს. – რა საკითხავია? მიყვარხარ, – შუბლზე ხელი ალერსით გადაუსვა, – რა არის? მოხდა რამე? – არაფერი, Gემო სიცოცხლევ, უბრალოდ, არ ვარ კარგად. – რა გაწუხებს? – შეშფოთებულმა ჰკითხა თამრიკომ. – ყველაფერი, ყველაფერი მაწუხებს. ეტყობა გადავიღალე, – წამოდგა დათო. სამზარეულოში წამლების ყუთი მონახა და სამი აბი საძილე საშუალება დალია, – მირGევნია დავიძინო და ძილში გამივლის, – თამუნას შუბლზე აკოცა და ლოგინში აბრეშუმის ჭიასავით Gაჭუპრდა. დილამდე გათიშულს ეძინა. როგორც კი თვალი გაახილა, ხაფად წამოხტა. საათს დახედა, ცხრა სრულდებოდა. თავი მოიწესრიგა და ტყვიანაკრავივით ქუGაში გავარდა. ტაქსი გააGერა, ინფექციურში გაყვანა სთხოვა. ათი სრულდებოდა, როცა შიდსის დიაგნოსტიკის ლაბორატორიასთან მიGანGალდა. გულს ბრაგა-ბრუგი გაჰქონდა. ფრთხილად დააკაკუნა და კარში თავი შეჰყო: – ქალბატონო, კოვალიოვის პასუხი მზად არის? –აცახცახებული ხმით ჰკითხა ტელეფონზე მოლაპარაკე თეთრხალათიან ქალს. – მოიცათ, ახალგაზრდავ! რა დროს პასუხია?! ჯერ ათი საათი არ არის, – დატუქსა ექთანმა. დათომ საათს დახედა. ათს ხუთი აკლდა. სიმწრისგან სისხლმა ამოასხა: – თვითმფრინავი ხომ არ არის ეგ თქვენი პასუხი, ათზე რომ გაფრინდეს?! ნახეთ, თუ მზად არის, მითხარით, ადამიანის ბედი წყდება, რა დროს ტელეფონზე ლაპარაკია! – შეაბიჯა ოთახში. ექთანმა დათოს გაფითრებულ და გამძვინვარებულ სახეს რომ შეხედა, ყურმილი ცივად დადო. მაგიდის უჯრა გამოაღო და ქაღალდებში ქექვა დაიწყო: – კოვალიოვი? – ხელში ეჭირა ანალიზის ფურცელი. – დიახ! – ისე გაირინდა, თითქოს დახვრეტის განაGენს ელოდებაო. – სუფთაა, არაფერი აქვს! – ქალმა ქაღალდი მიაწოდა. – ხომ სწორია ეგ თქვენი პასუხი? – სიხარულისგან ფეხზე ვეღარ იდგა დათო. ექთანს მივარდა და ისე Gაეკრა, თითქოს მშობელ დედას ეხუტებაო. ლაბორატორიიდან შურდულივით გამოვარდა, ტაქსი გააGერა და ვანოსთან გასწია, რათა ეხარებინა, რომ ბოტკინი არ აღმოაGნდა.




კატეგორია: ♥ისტორია♥ | ნანახია: 1301 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
კვირა, 2024-12-22, 1:41 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 73
სტუმარი: 73
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024