♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » აპრილი » 24 » გამთენიისას
9:18 AM
გამთენიისას


გამთენიისას,
როცა შენი თვალები იძინებენ,
მახსენდება ტბა და მის ირგვლივ ძალიან მწვანე მინდვრები.
სეზონია უცხო, ტბა ყვავის ამ დროს.
ამ დროს მასში ათასფერი ყვავილები იფურჩქნებიან.
მიჰყვებიან შიდა დინებებს, არწევენ ერთმანეთს და მე ვიცი,
თუ ძალიან ჩუმად ვიჯდები, თუკი რამდენიმე წამს სუნთქვასაც შევწყვეტ, გავიგონებ მათ საოცარ იავ-ნანას... ხმას...
ეს ხმა, ძვირფასო, ეს ხმა არ ჰგავს არაფერს.
გამთენიისას,როცა შენს თვალებში სიზმრები წვებიან,
მახსენდება თოვლით დაფარული მწვერვალები და მდინარის დაბადება...
როგორ მირაკრაკებს უზარმაზარ ქვაბულში ძალა, როგორ იზრდება და თავაწყვეტით ეშვება დაღმა...
მის გარშემო წითელ-ყვითელი ყვავილები იშმუშნებიან და კისკისებენ, უცაბედად პატარა წვეთი რომ გადმოსცდება ჯერ კიდევ ჩვილს.
ეს მდინარე, ჩემო ძვირფასო, არა ჰგავს არცერთ სხვა მდინარეს...
გამთენიისას...
როცა შენს თვალებში...
აჰ, რომ იცოდე, რამდენი რამე მახსენდება, გამთენიისას- როდესაც შენი თვალებიდან ოცნებები იპარებიან და
ხელის გულზე მისხდებიან,
და ჩვენ ვიწყებთ ჩურჩულს,
შეთქმულებივით ვფრთხილობთ, ვუთვალთვალებთ შენს გულისცემას, გითვლით სუნთქვას...

შენ კიდევ გიკვირს, რატომ არ მძინავს გამთენიისას?




კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1067 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
კვირა, 2024-12-22, 1:38 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 66
სტუმარი: 66
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024