♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » აპრილი » 24 » ფიქრმა როგორ შეძლოს...
3:53 PM
ფიქრმა როგორ შეძლოს...

ფიქრმა როგორ შეძლოს გადარჩენა ჩემი,
იძირება ზღვაში მტრედისფერი გემი.
აღარაფერს ვნანობ, აღარავის ველი..
კი არ ვტირი, ისე... ჩემებურად ვმღერი.
ბილიკ-ბილიკ ნავალს ამერია გზები..
იქნებ მომატყუეს, იქნებ ისევ ვცდები..
აღარ შემრჩა ძალა, აღარაფერს ვდარდობ,
არ გეძახი, ისე... ჩემებურად გნატრობ..
ღამისფერი ნისლი დაეფარა თვალებს
და მიხურავს ქარი ჯერ არ გახსნილ კარებს..
ხანაც ვეგუები, ხან კი ვებრძვი იღბალს..
სხვანაირად არა, ჩემებურად მიყვარს..

მე განა გონებით ვარ შენზე ძლიერი,-
ოცნებით გისწრებ!...
შენ გწამს და გეძახის მხოლოდ მიწიერი,
მე- ლუჯი სივრცეც!...
შენ დღეს ცხოვრების ფეხის ხმა მოგესმის ,
მე- ხვალის ექოც!...
ტრიალი, ტრიალი ცხოვრების მორევში
გულს როდი ეყო...
როდესაც აბიჯებ, მეძახი, მოგყვები...
თან ცისკენ გიწვევ...
ოცნების გარეშე, იცოდე, მოკვდები,
გიყვარდეს სივრცე!!!

მე მაპატიე...
ვერ დავემგვანე იმ ქალს ,
რომელსაც ღამ-ღამობით
ფიქრით ხატავდი...
მე მაპატიე...
ვერ ვიქეცი სურვილის მონად,
ვეღარ გითხარი, რომ
ტკივილი მქონდა სხვაგვარი,
სხვა სიყვარული.., მონატრება,
სხვაგვარი თრთოლვა...
ვეღარ გითხარი...
დრო არ იყო ამის სათქმელი,
რადგანაც სულში სევდამ მოთოვა...
ბოლოს კი მაინც,
უხმაუროს ისე წავედი,
შემოდგომის პირს
როგორც იცის ხოლმე ფოთოლმა...

გემუდარები ორგულობა არ დამაბრალო,
არ დაიჯერო , განშორებამ გრძნობა გასრისა,
არ დაივიწყო, რომ ოდესღაც გული საბრალო
შენსავე მკერდში შევინახე შენგან წასვლისას,
შენი მკერდია ჩემი გრძნობის თავშესაფარი,
შინ დაბრრუნება იცის თურმე ჩემისთანამაც,
შენზე ოცნებით მოვიარე ქვეყნად მთა-ბარი,
მაგრამ ცოდვების განსაბანად წყალიც თანა მაქვს.
არ დაგიმალავ, მეც სხვებივით ლხენას დავეძებ,
და ახლაც შენთან უცოდველი როდი მოვედი,
მაგრამ არასდროს დაიჯერო ისე დავეცე,
გადავიწყვიტო შენი სული სვეტი ცხოველი.
შენს უკეთესი რა შემეძლო ქვეყნად მენახა,
ამ უნაპირო სამყაროში მხოლოდ შენა ხარ!

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1306 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
კვირა, 2024-12-22, 12:53 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024