♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » აპრილი » 24 » მერე რა, რომ აჩრდილია...
6:02 PM
მერე რა, რომ აჩრდილია...


იცი რა
ს ვხედავ?
ვიღაცას.
მაგრამ, არ ვიცი ვინ არის?!
ბნელ ქუჩაში, მხოლოდ ერთი,
ლამპიონი ანათებს
და მის ქვეშ არის ატუზული,…
მხოლოდ ჩრდილი ჩანს და
წვიმის წვეთები...
ნეტავ დიდხანს იქნება ასე აყუდებული?... ალბათ ფიქრობს, ან რაზე უნდა ფიქრობდეს? ამ წვიმაში, თან ღამეა- შუაღამე!
შეირხა...
სახე ლამპიონს მიუშვირა...
ისევ ჩაქინდრა და წვიმიან გზას გაუყვა...
უნდა დავედევნო...
ვინ არის?
რა უნდა?
აქ ხომ არავი დადის...
ნელი ნაბიჟით მიუყვება ქვის ბილიკს, არც იყურება უკან, არ ესმის... ვერ გრძნობს, რომ მივყვები?
მოტრიალდეს, დამენახოს,
აქ ხომ ასე იშვიათია სულიერი, ვისთანაც გასაუბრებას შეძლებ.
ნუთუ არ უნდა დამელაპარაკოს?!
სევდა აწევს მხრებზე,
მე ხომ ვხედავ...ან საიდან ვხედავ? რა ვიცი რომ ასეა?
იქნებ არც არაფერი სევდა აქვს და უბრალოდ წვიმაში მოხვდა, უდროო დროს-უდროო ადგილზე.
შეჩერდა,
ხმა... რაღაც ხმები ისმის...
საიდან?...
სიბნელეა ყველგან...
არ ვიცი რაღაც სიგიჯეა, იგიჯე!!!
რა უნდა ამ კაცს აქდა ან სულაც კაცია?
ან ეს ხმები რა ხმებია?
თითქოს შიშინი ისმის, არა, არა... რა შიშინი?
კარგად დავუგდებ ყურს...
ზღვა?
აქ ზღვა არასდროს მინახავს...
ჰმ, ქვიშა...
ფეხზე იხდის და ქვიშაზე გარბის... მივდევ, თან სიბნელეა, ვკარგავ...
ეს ხმა?! მარტო ზღვის არ არის,
სადღაც მგონი ბავშვები არიან... ზღვაში? ბავშვები? რა უნდათ... ალბათ იმათთან გარბის...
უნდა მივეშველო...
დავკარგე სიბნელეში...
არა... ბავშვები... ისინი ქვიშაში თამაშობენ... რა უცნაურია, ეს ლამპიონი, იქ რომ იდგა ზუსტად იგივე, მოგრეხილი თავსახური...
და ისევ ის ჩრდილი, აქ არის,
რამდენი ლამაზი პატარა არსება დარბის, ანგელოზივით...
მეღიმება...
ყველანი რა მშვიდები და ლამაზები არიან,
კეთილი სახეები და... სულ უმანკო...
ერთმანეთს ეთამაშებიან სიბნელეში, ლამპიონის შუქზე.
ყურადღება ბავშვებზე გადავიტანე...
სად არის?!... ის სად არის?
ლამპიონი ისევ მარტო დგას...
უჩრდილოდ არაფერია ლამპიონი...
გაოგნებისგან თვალები დამექაჩა...
ის, ის… ჩდილი,
ბავშვებში?
დარბის, ყვირის, იცინის,
ღმერთო არ მჟერა...
არადა, თითქოს ფრთები გამოესხა,
ფერად-ფერად პეპლებად ირევიან ბავშვები...
ის კი, შავი ჩრდილი,
ისევ შავი, მათ გარშემო დარბის, ცეკვავს... უხარია...
სახეზე არ ეტყობა, მაგრამ რომ უხარია ვგრძნობ.
ხშირად ვტირი...
მაგრამ მხოლოდ ერთი რამე მატირებს...
ეხლა თვალზე ცრემლი მაქვს,
თითქოს მთელი ცხოვრება ვიცნობ,
უბედურია,დაჩაგრული,
ოცნებებში ჩავარდნილი,
დღეს კი, ყველაფერი აუხდა,
ეს სხვა ცრემლია,
ინას არ ჰგავს. სიხარული მატირებს
მივიდე?...
რომ შეშინდეს?
რომ ჩავუშალო მხიარულება?…
მაგრამ მაინტერესებს ვინ არის...
ზღვა ისევ უმატებს შხეფებს...
დაიღალა მგონი, ისიც, ზღვაც,…მეც და ბავშვებიც,
ბავშვები?
სულ დაფარეს ჩრდილი,
ხო, მთლიანად დაფარეს.
აღარ ჩანს!?
სად არის?!სად...???
აღელვებული მივვარდი, ფეხები ქვიშაში მეფლობა...
ვერასდროს დავრბოდი ქვიშაში, ბავშვობიდან არ მიყვარდა.…
სახეგაფითრებულმა ბავშვებში გზა გავიკვლიე, გარშემო ყველა ჩამომცილდა...
ი ჩემსკენ სახით იჟდა...
ტანში უცნაურმა შეგრძნებამ დამიარა... არაა!!
არა ესე არ ხდება...
მე, მე... ეს არ ვიცი
ლამპიონი ისევ ძველებურად ანათებდა...
წვიმაც შხეფდა ქვაფენილს...
მე ისევ ვიდექი და ჩრდილს ვუყურებდი,
ჩრდილს-პირდაპირ,
სწორედ იმ ლამპიონის ჩრდილს...
ჩემს ჩრდილს.




კატეგორია: ♥ისტორია♥ | ნანახია: 1128 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
კვირა, 2024-12-22, 12:54 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 4
სტუმარი: 4
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024