მთავარი » 2010 » აპრილი » 24 » ..................
9:17 AM .................. |
მე გეუბნები: სულს ფერი აქვს და შენი ლურჯი ფერის სულიდან მოვიპარე უსაზღვრო სივრცე! მე გეუბნები: შემოდგომის მომაკვდავ ფოთოლს მოვიტან სახლში და შევუკრავ ძველებურ ჩარჩოს. და არც ვიდარდებ რომ დასასრულს ნაწვიმარ ქუჩის, იქნებ ბრბო დამხვდეს და მათ ერთხმად კოცონსაც მიმცენ. რადგან ჩვენ შევრჩით გადაცრეცილ ბავშვობის ფოტოს, ხოლო იქ ისევ გულღია და ხალასი დავრჩით! მე გეუბნები: მიფერადებ ნაცრისფერ დღეებს. და კეთროვან ცას მზერით ამჩნევ იმედის ფრესკას. მე გეუბნები: საუბრისას ვენდობი თითებს, ხოლო თრობისას - თმათა ჰაშიშს, ბაგეთა თრიაქს. მე გეუბნები,რომ სატანა მუშტებს მიღერებს თუმცა ჩაიხრჩო გულში, რადგან ვერ ნახა ფსკერი. მე გეუბნები: ბნელ ქუჩებში ლამპიონს მინთებ. მე გეუბნები:ეს ლექსები ქარს ღმერთთან მიაქვს.
ან სულაც ვამბობ, რომ შენშია ღმერთი და ახლა ამ მტვერსაც აქცევ სიცოცხლედ და ამხელა სივრცეს არ უჩანს ბოლო, ამ ჰორიზონტს ბოლო არ უჩანს და ხელს არავინ არ შეგიშლის რაც უნდა მოხდეს. სხვები ამბობენ: მძვინვარეა საშინლად ტალღა. არათუ სულს და ცასაც არ აქვს ფერიო. ცივა. მე ვიმეორებ: სულს ფერი აქვს და შენი ლურჯი ფერის სულიდან მოვიპარე ჩემი სამოთხე!
|
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ |
ნანახია: 1167 |
დაამატა: nika_wero
| რეიტინგი: 5.0/1 |
|
|
შესვლის ფორმა |
|
|
|
სექციის კატეგორიები |
|
|
|
ძებნა |
|
|
|
კალენდარი |
|
|
|
ჩვენი გამოკითხვა |
|
|
|
საიტის მეგობრები |
WwW.Traceurs.Ge |
|
|
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 47 სტუმარი: 47 მომხმარებელი: 0 |
|
|