ფრთები რომ მქონდეს ცის ლაჯვარდში ავიჭრებოდი, ლურჯ-თვალა ღრუბლებს ჩავუფრენდი ავენთებოდი, ფრთები რომ მქონდეს შურდულივით გავვარდებოდი, ჭრელ-ჭრელ ყვავილებს დავივლიდი,დავითვრებოდი, ფრთები რომ მქონდეს წუთისოფელს გავშორდებოდი ცის სილურჟეში შევცურავდი შევერწყმებოდი, ფრთები რომ მქონდეს ქარიშხალსაც დავეწეოდი გადავიფრენდი მთებს და ველებს ზღვას ვეწვეოდი. ფრთები რომ მქონდს ცისარტყელას მოვეხვეოდი და მისი ფრთებით მოხიბლული ცას ვემთხვეოდი. ფრთები რომ მქონდეს, ერთხელაც არ დავფიქრდებოდი მის გაფანტვას და ნათლით შეცვლას შევეცდებოდი. ფრთები რომ მქონდეს ერთხელაც არ დავფიქრდებოდი წვიმის წვეთებად ვიქცეოდი დავიღვრებოდი. ფრთები რომ მქონდეს, სიყვარულით ავივსებოდი და შემდეგ თუნდაც დედამიწას დავეფრქვეოდი...
|