♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » აპრილი » 24 » ..............
3:27 PM
..............


როცა სიცოცხლე მიხაროდა
გული სითბოსაგან დამიცალე,
როცა სიგიჟემდე შემიყვარდი
შენთან სიახლოვე ამიკრძალე,
ოცნება წმინდა რაც კი გამაჩნდა
ყველა ამირიე, დამიშალე.
შენი გაღიმება შემიყვარდა
მერე შეხვედრაც კი ამიკრძალე.
მარტო სიყვარულის ცოდვა მაწევს,
მაინც არაფრით არ შემიბრალე.
შენი სიყვარული მიხაროდა
ღიმილი კი ცრემლად შემიცვალე.
შენი დავიწყება მაიძულე,
მაგრამ მერე ისიც ამიკრძალე

..................................................


მალე დაიწყება ქარის აგონია,
ქარში გაიშლება დალის ნაწნავები...
თითქოს გაზაფხული სულში არ მქონია,
ისე აკივლდება ფიქრი ნაწვალები.
და ჩემი თითები,ყინვით აცრილები,
მაინც გაჩუქებენ სითბოს თამარქალურს,
ღამის პალიტრაზე ფერი ნაციები...
მზეს ყურძნის მტევნებში ვეძებ გადამალულს.
როცა ჩემს ქათქათა ფიქრებს მიგათოვე,
თითქოს დაგამსგავსე ცისფერ მოლანდებას,
ახლა ჩამოჯდება ტოტზე სიმარტოვე,მერე ფეხაკრეფით მოვა მონატრება.

........................................................


მოდით წაიღეთ ეს სიყვარული!-
გაინაწილეთ,ყველას გეყოფათ!
სულ დავიღალე,არ შემიძლია,
ამხელა გრძნობა ვიტვირთო ერთმა!
მოდით,წაიღეთ ეს სიყვარული,
დაღუპვისაგან რომ დაიფაროთ!
მე თუ არ მერგო სსატრფოსთან ერთად,
იქნებ ალერსით თქვენ გაიხაროთ!
მოდით,წაიღეთ ეს სიყვარული,
ვის რამდენიც გსურთ,ვინც რამდენს შეძლებთ!
ვისაც ნამდვილად ათბობს სურვილი
და მის გარეშე ცოცხალი ვერ ძლებს!
მოდით,წაიღეთ ეს სიყვარული,
მე დამიტოვეთ ერთი ნამცეცი!
სულში გახვეულს ღმერთს დავუბრუნებ,
-ვეტყვი-”უფალო მე სხვა-გავეცი!”


კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1097 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
კვირა, 2024-12-22, 1:21 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 50
სტუმარი: 50
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024