♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » აპრილი » 24 » .................
3:46 PM
.................


გამიღე კარები და შემომიშვი უფალო, ძლივს ამოვედი შენამდე...
შემომიშვი უფალო და მიპასუხე, ...
ვიცი გესმის ჩემი... შემომიშვი და ვისაუბროთ...მინდა ყველაფერი მოგიყვე...
შენ ხომ იცი, რომ უხსოვარი დროიდან მიყვარხარ და მტკივა ეს სიყვარული... თითოეული წვეთი დაღვრილი სისლხი ჩემი სხეულიდან დიოდა და სადაცაა დავიცლები უფალო... ყველა მახვილი და ყველა ღალატი მტკიოდა....
მტკივა, ძალიან მტკივა ყველა მიწის ნაგლეჯი, გათელილი და ცრემლით მორწყული დედამიწა მტკივა...
არა უფალო, სულ არ გსაყვედურობ ამ ტკივილისთვის,,,
ამ ტკივილზე მეტად, მიყვარხარ უფალო...
იმ დღიდან მიყვარხარ რაც გაჩნდი...
მაშინაც მიყვარდი როდესაც შენ თავს ბარაბა ვარჩიე და გოლგოთისკენ მიმავალს ყველაზე მძიმე ქვებს მე გესროდი...
მაშინაც მიყვარდი, როცა ჯვარზე ხელები მიგიჭედე...
მაშინაც, როცა ურწმუნოებით გადაღლილი შენს ამაღლებას ვუყურებდი...
მაშინაც მიყვარდი როცა წმინდა ნინო დასერილი ფეხებით შემობრძანდა მაყვლოვანში და... ცუდად მახსოვს, მგონი მაშინ მოვინათლე....
ხომ იცი, ჩემი სული შენ გეკუთვნის და ის მე ჩემივე ნებით მოგეცი უფალო... შენ იცი რომ ამ სულს ყველა ტკივილი ტკივა და ყველა სიხარული უხარია....
მიპასუხე... მინდა მიპასუხო....
შენ ხომ ბედნიერებისთვის გაგვაჩინე უფალო...
უპასუხოდ ნუ გამიშვებ გთხოვ, ძალიან რთული იყო შენამდე მოსასვლელი კიბე, ძალიან ძველი და საფეხურებჩაცვენილი... უპასუხოდ ნუ გამიშვებ... მითხარი, მინდა შენ მითხრა რომ დავისჯები.. რომ იმის გამო არ მიღებ კარს და მსჯი:
თითოეული შესვლისთვის ტაძარში, როდესაც შარვალი მეცვა და იქაურობას ვაბინძურებდი...
იმის გამო, რომ იშვიათად მაკიაჟს ვიკეთებ და წითელ პომადასაც ვისმევ...
იმის გამო რომ ხანდახან სიგარეტისკენ გამეწევა ცოდვილი ხელი და იმიტომაც, რომ მოწონების ნიშნად ვინმეს ქუჩაში თვალს გავაყოლებ...
მითხარი, რომ ვცოდავ როდესაც, მეგობრებთან ვზივარ და დროს უქმად ვფლანგავ....
რომ დავისჯები იმის გამო, თუ ყავის სმას არ შევწყვეტ და აბაზანიდან დროულად არ გამოვდივარ...
არ მოგერიდოს უფალო, შენ ოღონდ მითხარი... ყველაფერი მითხარი... მინდა შენ მასწავლო როგორ ვიცხოვრო....
მითხარი უფალო სხვანაირად როგორ ვისწავლო შენი სიყვარული... მე ხომ ეს სიყვარული უხსოვარი დროიდან თან მდევს და შენთვის მომაქვს...
მე ჩემებურად მიყვარხარ უფალო...
ყოველი დილის გათენებასთან ერთად მიყვარხარ...
თითოეული გასული წამის დროს მიყვარხარ...
დედა როცა მიყვარს, მაშინაც შენ მიყვარხარ უფალო...
ვიცი, ისიც ვიცი, რომ ჩემ ლამაზ და პატარა შვილებშიც შენ მეყვარები ....
მიყვარხარ მაშინ, როდესაც გაღიმებული ვუყურებ ცას....და მიყვარს მზე...
მაშინაც, როცა სიცოცხლე მიყვარს და ვიცი, ის სიცოცხლეც შენ ხარ...
როცა სამყაროზე და სიყვარულზე ვარ შეყვარებული, ის სიყვარულიც შენ ხარ...
მე ჩემებურად მიყვარხარ და მითხარი, როგორ შეგიყვარო ისე, როგორც მეუბნებიან... როგორ შეიძლება ამ სიყვარულს მასწავლიდნენ...
მე გგრძნობ უფალო, ყოველ წამს გრგძობ და ყოველ ცისმარე დღეს გესაუბრები და შენც მისმენ... მართალია ისე ჩუმად გესაუბრები სხვა ვერ გაიგებს, მაგრამ მე ვიცი რომ შენ ეს გესმის... ვიცი მისმენ და შენც გიყვარვარ უფალო....
მე ჩემებურად მიყვარხარ. თითოეული სიცოცხლიდან სიკვდილამდე მიყვარხარ და არ მინდა, რომ შენ სიყვარულს იძულებით სხვები მასწავლიდნენ...

ახლა კი მიპასუხე უფალო... გთხოვ მიპასუხე, და თუნდაც მითხარი, რომ არ გიყვარვარ....




კატეგორია: ♥ისტორია♥ | ნანახია: 1148 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
კვირა, 2024-12-22, 1:13 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 53
სტუმარი: 53
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024