♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » აპრილი » 24 » .......................
8:41 PM
.......................

მოდი, მყარად დავდგეთ მიწაზე.
გახსოვს? მზეს რომ ვესტუმრეთ, კარი არ გაგვიღო,
მაშინ გვეგონა, ვერ გაიგო კაკუნი კარზე.
( გვიყვარდა იმ დროს გულცივი მთვარეც...)
ბოლოს კუდიანი ვარსკვლავები გამოახედა...
მათ კი დაგვცინეს,
სიცილისაგან ცაზე თავს ვერ იმაგრებდნენ და
ქვევით ცვიოდნენ,
ჩვენ კი, ბედნიერებისგან გაბრუებულებმა, სურვილები ჩავიფიქრეთ...

მოდი, ნუღა გადავცურავთ ოკეანეს, ლურჯი წყლის სულის ძიებაში...
გახსოვს როგორ შეშურდათ ჩვენი სიყვარული ზღვის ფერიებს და
აზვირთებული ტალღები გამოგვიგზავნეს,
ჩვენ კი, უსასრულობით მთვრალებს გვეგონა,
ერთმანეთის კოცნა გვახრჩობდა....

მოდი, ნუღა დავიძინებთ ღრუბლებზე,
გახსოვს?
ჩვენი სიზმრები ისე მოუნდათ პატარა ფთილებს,
რომ ელვას შეეკრნენ,
ჩვენ კი, ერთმანეთში ჩაკარგულებს გვეგონა,
ჩვენს სიყვარულს ზეიმობდაზეცა...

მოდი, მყარად დავდგეთ მიწაზე,
ვუყუროთ მხოლოდ ჩვენს საკუთარ ნაფეხურებს და
ნურასოდეს ჩავხედავთ ერთმანეთს თვალებში...
ნუღარ მივუძღვნით ერთმანეთს სურვილებს,
ეს სარკეც ბებერ მეძველმანეს გავატანოთ,
მაინც ვეღარ აირეკლავს ჩვენს ცხოვრებას,
სარკეში შენახული ჩვენი გულები გაათბობენ
ბებერი მეძველმანის ზამთრის ღამეებს.
დაესიზმრება კარგა ხნის წინ გადაგდებული თავისი სარკე და
აღარ იშფოთებს ძილში...

ნუ გეშინია,
ჩვენ ვერც კი ვიგრძნობთ, როდის გაგვეყინება სული,
უბრალოდ,ვიდგებით მყარად მიწაზე,
აღარავის შეშურდება ჩვენი
და არ ვიფიქრებთ, რომ
ვიღაცას უხარია ჩვენი სიყვარული .

მოდი, მყარად დავდგეთ მიწაზე.


......................................................



შენა ხარ წყარო, თავანკარა-მე ვარ წყურვილი,
შენა ხარ ნება-მე ვარ გზნება, მე ვარ სურვილი.
შენა ხარ სიო-სასხვისიო-მე ვარ ხანძარი,
შენ ხარ ნათელი-მე სანთელი-შენი ტაძარი.

შენა ხარ ხატი, სალოცავი-მე ვარ მლოცველი,
შენ ხარ ვაზი-მე ვენახის ფესვის მკოცნელი.
შენა ხარ ქარი, ბობოქარი, შენ ხე ხარ ნატვრის,
მე მადრიგალი,შენ-გრიგალი ნატვრის ხეთათვის.

შენა ხარ მთვერე, ღამის ვერცხლი, მე-მთვარეული,
შენ სულით-ხორცი, მე კი შენით გადარეული/
შენა ხარ მიწის სიხავერდე, შენ ხარ ჯეჯილი,
შენ ხარ სიცოცხლე მი კი შენით გულგაგლეჯილი.

შენ ხარ ნექტარი სათაფლიის, მე ვარ იელი,
შენა ხარ თაფლი მე-ვიღაცა გადამთიელი.
შენა ხარ სხივი მზის ხანჯლების, მე კი ვარ თოვლი,
შენა ხარ ცეცხლი, ჩემთვის მზეც-კი გამლღობი ყოვლის.


კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1212 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
კვირა, 2024-12-22, 1:26 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 49
სტუმარი: 49
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024