♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » აპრილი » 24 » ................
3:59 PM
................

ყველა ვცოცხლობთ, რისთვის? რატომ ? მარადიული შეკითხვებია ამაზე არ შევაჩერებ თქვენს ყურადრებას, ისედაც უყურადღებობის დროება გვიდგას, ალბათ შენთვის, თანამედროვე ადამიანო აღარც აქვს ამ შეკითხვებს ისეთივე მნიშვნელობა როგორიც თუნდაც ასი წლის წინ, მაგრამ ალბათ ყველას აქვს თავისი ცხოვრების პატარა, ან დიდი მიზანი.
ის ცხოვრობს კარიერისთვის აკეთებს ყველაფერს, სწავლობს ამთავრებს უნივერსიტეტებს, მუშაობს ბევრს, ძალიან ბევრს, იმდენად ბევრს რომ ვეღარც ხვდება ამას რისთვის აკეთებს, გადის ცხოვრება, მთელი ცხოვრება, დილიდან – საღამომდე, თვიდან – თვემდე, წლიდან – წლამდე, შაბათ–კვირას დასვენება, და წელიწადში ერთხელ ერთი თვე ზღვაზე, 40 წლის ხდება და იწყებს განვლილ დროზე ფიქრს, კარგი დღეები თითზე ჩამოსათვლელია, ისიც სამსახურს და დაწინაურებებს უკავშირდება, ოჯახთან გატარებული დღეები არ ახსოვს, არც უნდა ახსოვდეს წესით, სახლში გვიან მოდის, ბავშვები ისე გაიზარდნენ მხოლოდ დაძინებულებს ნახულობდა, შაბათ–კვირას, და წელიწადში ერთხელ ერთი თვით, ასე რომ გადავთვალოთ თავის 12 წლის ვაჟთან მხოლოდ 1 წელი აქვს გატარებული. რა ქნას? როგორ აინაზღაუროს დაკარგული დრო? ამ ხნის მანძილზე იგი ჩამოშორდა ყველაფერს, ფიქრის საშუალებაც დაკარგა, ფიქრი ხომ სულის მასაზრდოვებელია, არ ფიქრობენ რობოტები, მაგრამ ადამიანი.... ? ადამიანს ხომ თავად აქვს ქმნადობის უნარი? თანამედროვე სამყაროს გადავხედოთ, მივხვდებით, არაფერი ფასეული არ ხდება თითქმის არც ერთ დარგში, გარდა ტექნიკის მიღწევებისა, რომელიც, როგორც მოგეხსენებათ, ზუსტ მეცნიერებებზე დაყრდნობით უფრო საზრდოობს ვიდრე სულიერი ფასეულობებით. კარიერისტი კარიერას ვერასდროს გაიკეთებს, რადგან ცხოვრება კი არ უნდა გამოიყენო კარიერისათვის, არამედ პირიქით.... ყველა დიდი ხელოვანი ქმნიდა შედევრებს არა განდიდების მანიის გამო, არამედ იმიტომ რომ სულიერი მოთხოვნილება ჰქონდა, ამიტომ იგრძნობა მათ შემოქმედებაში სულ სხვაგვარი სითბო და სიხალასე, შეადარეთ პოსტმოდერნიზმისა და შუასაუკუნეების ლიტერატურა. წერის კულტურა, რა თქმა უნდა, პოსტმოდერნიზმშიც საკმაოდ მაღალია თუმცა, ფიქრის და საღი აზრის ნაკლებობას მაინც ყოველ სიტყვაში იგრძნობთ.
დავუბრუნდეთ 40 წლის ადამიანის ფიქრებს, მას თავისი წრე აქვს რომლიდან თავის დაღწევა სურს და ამასთანავე მარტოობის ეშინია, მარტო ცხოველებიც ვერ ცოცხლობენ... იწყებს შვილებზე გადამეტებულად ზრუნვას, ყველას თავს აბეზრებს, ხვდება რომ აღარავის ანაღვლებს, ზედმეტია, ყველას უყვარს – არავის ჭირდება, სამწუხაროა ,მაგრამ სიმართლე,მწარე სიმართლე. ეძებს ვინმეს, მესამეს, ხომ უნდა დააბრალოს თავისი მდგომარეობა, აქ ვერავინ იპოვა......, „ღმერთო რა დაგიშავე? რატომ გამწირე ასე? რატომ გამიმეტე?" ყველაფერი უხილავს ბრალდება, არადა უფალმა ადამიანს თავისუფალი ნება მისცა, რათა წარმართოს ცხოვრება ისე როგორც საჭიროა, უცნაურია რატომ მიადგა ადამიანი პირველად მას, ვინც ყველაზე მეტად ზრუნავს მასზე? თუ დავფიქრდებით და სწორ დასკვნებს გავაკეთებთ მივხვდებით, რომ ეს საზოგადოების და ზოგადად გარემოს, მავნე ზემოქმედების ბრალია დღევანდელი ადამიანი სხვა არაფერია თუ არა ზომბირებული, მე დაკარგული, ურწმუნო არსება, ასე რომ, სასოწარკვეთილი ადამიანი (თანაც ურწმუნო), ამბობს:

რა დამრჩენია ? რისთვის ვიცოცხლე?
აქ რაღა მინდა ნეტა ვიცოდე,
მე დავასვენებ, დავასვენებ სხვას
და ამ სიკვდილით ვპოვებ მე შვებას.

და თუნდაც არვინ არ მომიგონოს
მე იქ, საფლავში ვიქნები მშვიდად
ბუნებამ იცის ჩემის სიკვდილით
არ დავაღონებ არავის დიდად.
ცხოვრებაში ყველას აძლევს ღმერთი ერთ შანსს, რომ იცხოვროს, მთელი ფილოსოფია სწორედ ამ შანსის გამოცნობაა.....

კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1136 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
კვირა, 2024-12-22, 1:50 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 65
სტუმარი: 65
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024