♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » აპრილი » 13 » ......................
10:31 PM
......................

მე შენს თვალებში მზის სხივების თამაში მიყვარს,
ცისარტყელების ათინათი ათასფერება,
მე შენს ბაგეზე დილის ნამის სისველე მიყვარს,
ჩუმი ნიავი,შენს თმებს ნაზად რომ ეფერება...



მე ის მზე მიყვარს,შენს თვალებს რო ეალერსება,
მე წვიმა მიყვარს,შენ რომ გეტრფის უხმო ლექსებად,
მე მდელო მიყვარს შენს თვალებში,სიცოცხლის ფერი,
შენი ღიმილი,გაჟღერება ტრფობის სიმღერის...

მე დილა მიყვარს,გარიჟრაჟის ვარდისფერები,
რომ გაგაღვიძებს და სიცოცხლეს მოეფერები,
მე მიწა მიყვარს,დედამიწა,ფეხს რომ აბიჯებ
და ეფერება,გულში იკრავს შენს ჩუმ ნაბიჯებს.

მე ღამე მიყვარს,ცრემლიანი თავშესაფარი,
ლამაზ სიზმრებში სიყვარულის ტკბილი ზღაპარი
და სასთუმალი,ტრფიალების უტყვი კარავი,
ლურჯი პერანგი.. თეძო_მკერდის ვერ დამფარავი..

... და ისე მზე მე ვარ,შენს თვალებს რომ ეალერსება,
მე ის წვიმა ვარ, შენრომ გეტრფის უხმო ლექსებად,
მე ის მდელო ვარ,შენს თვალებში რომ იღიმება
და აჟღერდება სიყვარულის უხმო სიმებად.

მე ის დილა ვარ,გარიჟრაჟის ვარდისფერები
გაღიმებულს რომ გაგაღვიძებ,მოგეფერები,
მე ის მიწა ვარ,დედამიწა,ფეხს რომ მაბიჯებ
და ვეფერები,გულში ვიკრავ შენს ჩუმ ნაბიჯებს..

მე ნიავი ვარ,მონავარდე შენს ლამაზ თმაში
მე სიზმარი ვარ,გაფრენილი ოცნების ჩაში,
მე ის ღამე ვარ,უსასრულოდ რომ ვითვლი წამებს,
ძილგატეხილი,მომქანცველი,უკუნი ღამე...

სასთუმალი ვარ,მოტრფიალე შენი სხეულის,
ლურჯი პერანგი,თეძო-მკერდზე შემოხვეული.
...და მე ყველგან ვარ - მზის სხივშიც და ღამის წყვდიადშიც,
ქარის ჩურჩულიც,ცისკრის ნამშიც და განთიადშიც...

გთხოვ მაპატიე,ყველგან რომ ვარ და შენი არ ვარ
და რომ მიხდება შენი კოცნის ჩუმად მოპარვა,
გთხოვ მაპატიე,თუნდაც მხოლოდ სულ ერთი წამით,
ჩემო სიცოცხლე,თუ ოდესმე გაწყინე რამით!...

................................................................



სიბრალულისთვის არ დამიბრუნდე
გემუდარები წადი...
ოცნების კოშკებს მარტო ვაგებდი,
განთავისუფლებ წადი...

სიყვარული ხომ მაინც მასწავლე
მადლობელი ვარ წადი...
ფიქრთა ტალღები ისევ აზვირთდნენ,
არ დავიხრჩობი წადი...

ფიქრის უფლება ხომ მაინც დამრჩა,
არაუშავს რა წადი...
ჰო,დავფიქრდები,დიდხანს ვიფირებ,
ვიცი გამიგებ წადი...

ღამეს შევჩივლებ ჩემ გულის დარდებს,
ვიცი გამიგებ წადი...
თუ გინდა მოდი კიდევ მიგიღებ,
გული ღია მაქვს იცი???

გისაყვედურო???არაა ძვირფასო,
მე პატიება ვიცი...

................................................


...მეც ასე ვუსმენ და მესმის მათი,
ეს მოწოდება მუდამ დამდევდა...

ღამით სიბნელეთითქოს თან მიხმობს,
თითქოს მეთახის და თქმასა ცდილობს,
მკრთალად მთვარის შუქს ლანდი გაჩნდება,
ვიღაც ნაცნობი შორს გზაზე რჩება.
ხელს გამოიშვერს ჩემკენ აჩრდილი,
მიხმობს თავისთან და მიხმობს მუდამ,
და იმ სიჩუმიტ რომ ჩამომდგარა,
ნეტავ რა უნდა ის მზერა მდევდა.
როგორც ნიკალას თავს ედგა ვიღაც,
და აძალებდა ხატვას სხვებისთვის,
თითქოს ისევე მე მაძალებენ,
წერე სიტყვები ყველა ხალხისთვის.
მეც ასე ვუსმენ და მესმის მათი,
ეს მოწოდება მუდამ დამდევდა,
ალბათ გულმოკლულს სხვებისთვის წერა
მე ასე მართოს მე დამებედა

........................................................



როცა პირველად შენი თვალები,
ჩემს თვალებს შეხვდა, მახსოვს ვილოცე.
როცა პირველად გვერდით დაჯექი,
- სიზმარი ახდა და გავიოცე.

როცა პირველად მზერა მესროლე,
თან გამიღიმე, მაგრად დავიბენ.
ვიფიქრე შენგან არა მინდა რა!
მე თვითონ ჩემს თავს ფეხქვეშ დაგიფენ.

როცა მომმართე ენა დამება,
შენ დემონი ხარ, თუ თვით განგება?
რომ გამიცინე, წამსვე დავთვერი
და არ მახსოვდა სხვა არაფერი.

როცა შემაქე, გულში ვიყვირე
როცა წახვედი ლამის ვიტირე.
ხვალ არ შემხედავ? არ გავიოცებ
მაინც მიყვარხარ, შენზე ვილოცებ...
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1427 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
კვირა, 2024-12-22, 7:02 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 3
სტუმარი: 3
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024