მე შენს უბანში, შენ - მეზობელ უბანში. მე შენს კორპუსთან, შენ ალბათ ძმაკაცთან... მე შენს სართულზე, შენ - ლიფტით 1-ზე. მე შენს კარებთან, შენ კარებს მიღმა... მე შენს თვალებში, შენ - ჩემს თვალებში... ( ოღონდ არა...არც შემომიხედავს...) მე შენს ფიქრებში, შენ - ჩემს ფიქრებში... ( ოღონდ არა...ფიქრები დავჭმუჭნე და გვერდზე გადავყარე...) ( სადღაც ჩემსა და შენს შორის...) მე შენს სკოლასთან, შენ... ააა... დღეს აცდენ... მე შენს Skype-ში, შენ ალბათ იდეაში მბლოკავ. მე შენს Desktop-ზე, შენ იმ გოგოს Mobile-ის Start-up screen-ზე... მე შენს ოცნებებში, შენ - ოცნებების ძებნაში... ( დრო გადის...) მე შენს სიზმრებში, შენ ... აუ დღეს სხვას შეხვდი???... მე შენს მოგონებებში, შენ - მასზე მოგონებებით. მე ბორდიურზე, შენ - გზის ნაპირას. მე წყლის გუბესთან, შენ იმ გუბეში არც ჩანხარ... მე მე-7 მიკრო-ში წვიმაში მარტო, შენ - მთაწმინდაზე და არა მარტო... მე შენნაირი თვალების ძებნაში... მე შენნაირი აზრების ძებნაში... მე შენნაირი თმების ძებნაში... მე შენნაირი ღიმილის ძებნაში... მე შენნაირი... აუ არავინ ხართ??? მე წლებით გადაღმა, შენ წლებით გადმოღმა... ( იქნებ შემოგწვდე 1.87-ს...) მე - Dance... შენ - Trance... მე - Nink... შენ - Nik... და ასე გაუთავებლად... ხო და შემახსენე ერთმანეთს რა ადგილიდან ავცდით??? (...ალბათ იმ ადგილიდან, რა ადგილიც არ არსებულა...)
|