გულს უშენობით დაღლილს დაქანცულს,
გულის კარებთან დაუკვნესია,
დიდხანს ვერ გნახავ და ვიტანჯები,
ხშირად რომ გნახო უარესია,
გაბრაზებულა ჯიუტი გული,
სულში ტკივილი ჩაუთესია,
ნუღარ მაწამებ ბრალდებულივით
უცებ მომკალი უკეთესია,
ისე საშინლად მომენატრე რომ
ფიქრები მტრედად შემომესია,
უბრალოდ მე ვწერ რასაც განვიცდი,
და ნუ იფიქრებ რომ ეს ლექსია,
არ შემიძლია მე ლექსი ვწერო,
აღიარება ჩემი წესია,
როცა უშენოდ მიწევს ცხოვრება,
არ ვარსებობდე უკეთესია. .
|