♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » აპრილი » 14 » ...........
10:03 PM
...........

ისე გავიღვიძებ, თვალსაც არ გავახელ,
ისე ავტირდები, ცრემლსაც არ დავაფრქვევ,
ისე ვიტყვი რამეს, ბაგეს არ გავაღებ,
ისე დავწერ რამეს, კალამს არ გავანძრევ.
ისე ავცეკვდები, სხეულს არ შევარხევ,
ისე ვიგრძნობ რამეს, გულსაც არას ვატკენ,
ისე ავმღერდები უხმო გალობისას,
ისე დავიღვრები უფრთო ოცნებისას,
ისე ვიცოცხლებ, და ისე განვისვენებ
შენთან გატარებულ წუთებს გავიხსენებ...

.............................................................



როცა განთიადის სული ინამება,
როცა მამლის ისმის ყივილი,
დიდი ტკივილია თურმე მონატრება,
თანაც უსაშველო ტკივილი.....

როს ბედნიერება ისევ გადაწონა
ჩემმა უბედობის სიმძიმემ,
აწი არავისგან ველი შეწყალებას ,
არა, არავისგან, ვიცი მე.

ოი მონატრებავ, სული გაწეწილი
ქარებს გავატანე დარდიანს,
კაცის დაბადება თუკი ზღაპარია,
მაშინ სინამდვილე რას ჰქვია.

ოი მონატრებავ, ჩემთვის ყველაფერი,
ისევ უცნაურად ბინდდება,
ვისთვის მცირეა და ვისთვის ბუმბერაზი,
ღმერტის ნაჩუქარი დიდება.

ოი მონატრებავ, რატომ უნდა დაჭკნეს,
ჯერ არ გაუშლელი ყაყაჩო...
ოი დამიბრუნდი თორემ ეს ტკივილი,
სადგაც უმოწყალოდ დამახრჩობს....

ოი მონატრებავ, უსასრულობიდან
მესმის საუკუნის ძახილი,
მერე როგორც ტალღა, ტალღა ოკეანის,
ფიქრებს ვეხეთქები დაღლილი...

ოი მონატრებავ, ისევ გამიფრინდი
ლოცვა ვერ მოვასწარ ბოლომდის,
გესმის... დავიღალე, ძლიერ დავიღალე,
სული ვეღარ იტანს მოლოდინს.

ოი მონატრებავ, წაშლილ ნაკვალევზე,
დარჩა სიჭაბუკის ნაცარი,
ჩემი მონატრებით იწვის ცა და მიწა,
ზღვასაც გადაედო ხანძარი.

ოი მონატრებავ, ადამიანები
ძალზედ გვიან, გვიან მოდის გონს,
ვიღა დაამშვიდებს დაჭრილ დედამიწას,
კაცობრიობა რომ ცოდვილობს...

ოი მონატრებავ, ნატვრის ღამეები,
ვერა, ვერაფერზე გავცვალე,
ახლა ძველებურად მინდა აგიტირდე,
ბარემ ეს ტირილიც მაცალე.

ოი მონატრებავ, ძლიერ მომენატრე,
ისევ დამიბრუნდი ზღაპრიდან,
ჩვენი სიყვარული, დაფნის გვირგვინებით,
ვარსკვლავებისაკენ გაფრინდა.

როცა განთიადის სული ინამება,
როცა მამლის ისმის ყივილი,
დიდი ტკივილია თურმე მონატრება,
თანაც უსაშველო ტკივილი....

...............................................

მე შენ გეძებდი მთელი ცხოვრება,
ბოლოს გიპოვე ჩემი დაგარქვი
ახლა შენ გქვია ჩემი ცხოვრება
შენ უშფოთველი ძილი წამართვი.
არ გსაყვედურობ გიპოვე თვითონ,
შენ არ გაბრალებ ჩემი ბრალია
შენ კი ვერ ხვდები,ვერ ხვდები ვითომ??
რომ არავისთვის აღარ მცალია.
რომ მე სიზმრების უმტეს მაწილს
ჩემო ძვირფასო სულ შენზე ვხედავ
და თუ ვერ ხვდები,ეგ სულაც არ მწყინს
შენზე ოცნებას მე მაინც ვბედავ.
დიდხანს გეძებდი,მთელი ცხოვრება
ბოლოს გიპოვე ჩემი დაგარქვი
ახლა შენ გქვია,ჩემი ოცნება
შენ მოსვენებაც,ძილიც წამართვი..
შენა ხარ ჩემი ოცნების ღმერთი
შენა ახლა ჩემი სიცოცხლე გქვია
მოდი მაჩუქე,მე კოცნა ერთი
სანამ ჯერ კიდევ არ არის გვიან....


კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1202 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 2
2 name  
0
visi leqsebia? :)

1 ნინი  
0
ვაფასებ თქვენს ნიჭს მაგრამ აი ეს ლექსი : "ისე გავიღვიძებ, თვალსაც არ გავახელ..." ჩემი დაწერილი როა არაუშავს?? ცოტათი მაინც შეგეცვალა ბევრი მოიქცა ასე :))

სახელი *:
Email *:
კოდი *:
კვირა, 2024-12-22, 1:00 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 34
სტუმარი: 34
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024