ვინ სთქვა, რომ სდუმან პირამიდები?! – ისე გულწრფელად ვლაპარაკობდით... მეც მათთან ცრემლებს არ ვერიდები, გუშინ ასაკზე ერთად ვდარდობდით.
გადაუქანცავთ არაფრის ლოდინს, რომ დავაწყნარო, რას არ ვპირდები... მაგრამ, მორიგი ტურისტი მოდის და ჩუმდებიან პირამიდები...
ოჰ, მატყუარა პირამიდები – ჩემსა და ზეცას შორის ხიდები...
|