მთავარი » 2010 » აპრილი » 9 » * * *
|
ჩაი მომიტანეს… ცხელი ჩაი ლიმნით.. არადა ბოლოს ლიმონი რომ ვნახე სისხლიანი იყო. მერე დიდი დრო გავიდა და სისხლი ჯერ გახმა, მერე ჩამოირეცხა და ბოლოს საერთოდ გაქრა, მიწამ გაიწოვა და გაუჩინარდა. ბუხარში ცეცხლი ანთია და ნახევრადჩაბნელებულ ოთახში მარტო ვარ (აგე პესიმისტიც გავხდი, თორემ ადრე ვიტყოდი ნახევრადგანათებულთქო). სიჩუმეს მარტო ცეცხლის მშვიდი ჩურჩული, ნაკვერცხლების ტკაცუნი და კოვზის კაკუნი არღვევს. მოგიზგიზე ბუხართან ახლოს დავჯექი და ოცნებებში გადავეშვი.
. . . ღრუბლები… ღრუბლები… ცისფერი ცა და დიდი, დიდი მწვანე მინდორი… ბაბუაწვერებით სავსე…. ბაბუაწვერა ” მე ვიდექი ათასფერადი ყვავილებით მოჩითულ ველზე ა ცის დასალიერზე ავარდნილ უცნაურ ქარბორბალას ვუცქერდი. იგი ფერადი იყო, ცისარტყელას შვიდივე ფერით გაწყობილი, ცეკვით მოდიოდა ჩემკენ. მიახლოვდებოდა. ეს ადამის დროინდელი ცაცხვი მაშინ გავერანებული, ტიალი და გაუბედურებული იყო. მე ამ ცაცხვის ძირში ვიდექი. ქარბორბალა მოდიოდა ტრამალზე, უსაზღვროდ ბედნიერი, მზეთუნახავი და უსაშველოდ მრავალფერივანი. ცისარტყელა და სიზმარშივე მივხვდი, რომ ნოდარ დუმბაძის ჩემი საყვარელი მოთხრობა მესიზმრებოდა. პატარა გოგონა, ჩემი პატარა მონატრება… "გოგონა მომიახლოვდა. მე მკლავები წავშალე და გულში ჩავიკარი. იგი შემოვიდა ჩემს სხეულში და მე ახლა მას, როგორც სითბოს ისე ვგრძნობდი მკერდში. დიდხანს, დიდხანს ვიყავით ესე გატრუნული, თითქოს მუდამ, მრავალ მრავალ საუკუნეთა მანძილზე ასე გვეცხოვროს, მერე გავცალკევებულიყავით და მრავალ საუკუნეთა შემდეგ კვლავ გვეპოვოს ერთმანეთი. ბოლოს იგი გამოვიდა ჩემგან. ამჯერად მისი გამოსვლა როგორც ტკივილი ისე ვიგრძენი მკერდში და გულზე ხელი დავიდე.” .. მერე გამეღვიძა.. * * * ნოდარ დუმბაძე "მონატრება”
|
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ |
ნანახია: 1419 |
დაამატა: nika_wero
| რეიტინგი: 3.0/2 |
|
|
შესვლის ფორმა |
|
|
|
სექციის კატეგორიები |
|
|
|
ძებნა |
|
|
|
კალენდარი |
|
|
|
ჩვენი გამოკითხვა |
|
|
|
საიტის მეგობრები |
WwW.Traceurs.Ge |
|
|
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 70 სტუმარი: 70 მომხმარებელი: 0 |
|
|