ბინდისფერ ხილბანდით აგიხვევ თვალებს და
მიგიყვან ღამესთან...
ტუჩთან მიკრულ სათქმელს ტუჩითვე აგაცლი
ჰო... თუკი დამაცდი,
სუნთქვით მიმახვედრებ, დრომ სევდა გაფინა
და ღამე გატკინა...
მსუბუქ შეხებაზეც ვგრძნობ, რომ ვერ ვერევი
და გადაგერევი...
დახუჭე თვალები, ბინდისფერს გაენდე
მიყვარხარ დამენდე...
მიყვარხარ დილამდე, ცამდე და ცის იქით
გიცდი და დაგიცდი,
თითები თითებთან... ტუჩები ტუჩებთან...
სულ შენ და სულ შენთან...
დამალულ თვალებში დამდგარა ღამე და
სათქმელი გამება,
ახვეულ თვალებთან შენს სუნთქვას ვინახავ...
|