♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » აპრილი » 9 » სად არ გძინებია სიყვარულო
0:29 AM
სად არ გძინებია სიყვარულო

სად არ გძინებია სიყვარულო,

რა არ გდებია სასთუმლად,

რამდენი ვინმე აცდუნე და

რამდენმა თვითონ გაცდუნა..

ვის არ უძებნია ზეწარზედ,

თვალი დაკარგული ბეჭდის,

ვის არ გასჩენია შენს გამო,

განუკურნებელი ეჭვი..

რამდენჯერ მოხვედრილხარ ქარში და წვიმაში,

რამდენჯერ მოგხვედრია სილა,

დაღლილ-დაქანცული უზომოდ,

სად არ მივარდნილხარ ძილად...

ზოგჯერ მოუხეშავს, ზოგჯერ მორცხვს,

ხელში ყვავილებიც გჭერია,

ჯოჯოც ყოფილხარ, სატანაც და

უმშვენიერესი ფერიაც!

მეფეც შენა ხარ და მონაც საცოდავი,

ჯარისკაციცა და სარდალიც,

ისე მტყუანი ხარ, ისე მატყუარა

და.. ისე უცნაურად მართალი...

დღეს რომ პეპელა ხარ მოფარფატე,

ხვალ მახრჩობელა ხარ უკვდავი,

თუმცა მოკვდავი ხარ, სუსტი, დაუცველი,

მაინც შენვე ხარ უკვდავი!

მე რომ შორს მგონიხარ უცებ აქ გაჩნდები,

მე რომ აქ მგონიხარ, იქა ხარ...

მძულხარ სიყვარულო! მძულხარ სიყვარულო!

მძულხარ სიყვარულო და მაინც მიყვარხარ!!!!!!

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1118 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
კვირა, 2024-12-22, 1:56 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 64
სტუმარი: 64
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024