ყველა გახსენებს, ყველა გაქებს და ყველა გეტრფის... მათი ხარ - ყველას ასე სჯერა თუ ეჩვენება?.. მე კი მგონია, შენ არსებობ მარტოდენ ჩემთვის და მხოლოდ მე ერთს, მე მეკუთვნის შენი მშვენება! შენი რისხვა და შემართება და ქედმაღლობა, შენი სიმშვიდე - ხან მეტყველი, და ხან მდუმარი, შენი მოქცევა - სანატრელი, როგორც თანხმობა, და უკუქცევა - სავალალო, როგორც უარი...
|