მთავარი » 2010 » აპრილი » 9 » * * *
|
ძალიან მომენატრა სახლი,რომელიც არასოდეს მქონია და სახლი,რომელიც სახლიც არ ყოფილა... ჩემი ბავშვობის საოცნებო ქოხი მომენატრა,ტყეში რო უნდა მდგარიყო და ძალიან მყუდრო და წყნარი ყოფილიყო... კიდე,ის ფიქრები მომენატრა,რომლებითაც მაშინ მქონდა თავი გამოტენილი და სადაც არ არსებობდნენ მოვალეობები, პასუხისმგებლობები, სამსახურები და გადასახადები... მით უმეტეს გლობალური დათბობა და გამრავლებული ტერაქტები... მე ჩემი საკუთარი, ვაშლისჭამამდელი თავი მომენატრა,რომელსაც არ ჭირდებოდა წვალება და ტკივილი არსებობის უფლების მოსაპოვებლად...მას მარტო ქოხზე ოცნება, ლინდგრენის წიგნები და გემრიელი ღვეზელები ჭირდებოდა ბედნიერებისთვის... მაშინდელ ჩემ თავს წარმოდგენაც კი არ ქონდა დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების შესახებ ,მაგრამ მტკიცედ იცოდა,რომ რაც არ უნდა ეთქვა,სწორი იქნებოდა,იმიტომ,რომ პიროვნება იყო და პიროვნებებს,თავიანთი აზრები და შეხედულებები აქვთ.... დილას იმიტომ კი არ იღვიძებდა,რომ ათასი საქმე ქონდა მოსასწრები დაღამებამდე,უბრალოდ,დილაობით ჩიტები ისეთ ეტიუდებს ასრულებდნენ მის ფანჯრებთან,რომ მათი არმოსმენა ყველაზე ცუდი რამე იქნებოდა,რის გაკეთებასაც ის შეძლებდა...(თან მზეც უკვარდა და ბალახზე ნამიც)... კიდე,ის ადამიანები მომენატრა,მაშინ რო ვიცნობდი და უგამონაკლისოდ ყველა კარგი რომ იყო... ვერ გავიგე,როგორ იქცნენ ის ხალხი ნარკომანებად,ქურდებად,წვრილმან ხულიგნებად და უბრალოდ , პრინციპების გარეშე მცხოვრებ ერად... მაშინ მარტო ჩვენი მეზობელი ქალი არ იყო კარგი,მხოლოდ იმიტომ,რომ არასოდეს არაფერს კითხულობდა და ვერ ხვდებოდა,საერთოდ რატო კითხულობდა ხალხი და მარტო მე ვიტყუებოდი,დედაჩემი რო მეცინებინა,ჩემ მეგობრებზე სასაცილო ამბებს ვიგონებდი... მოკლედ,ის დრო მომენატრა,როცა მე რამდენიმენაირი არ ვიკავი და ერთდროულად არ მიწევდა თავის დამკვიდრებასა და იმაზე ფიქრი,რომ შემენარჩუნებინა ჩემი ბავშვობის საოცნებო ქოხში ცხოვრების უფლება... და კიდე ის,რომ მაშინ ჩემ ლექსიკონში სიტყვა ,,მონატრება" უბრალოდ არ არსებობდა..
|
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ |
ნანახია: 1123 |
დაამატა: nika_wero
| რეიტინგი: 5.0/1 |
|
|
შესვლის ფორმა |
|
|
|
სექციის კატეგორიები |
|
|
|
ძებნა |
|
|
|
კალენდარი |
|
|
|
ჩვენი გამოკითხვა |
|
|
|
საიტის მეგობრები |
WwW.Traceurs.Ge |
|
|
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 62 სტუმარი: 62 მომხმარებელი: 0 |
|
|