♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » აპრილი » 9 » .........
10:57 PM
.........


არ ვიცი, რატომ არ ვწერ ხოლმე როგორ მიყვარხარ.
ისე მიყვარხარ და ისე მენატრები, რომ ხანდახან მინდა თვალები დავხუჭო და აღარ ვიცხოვრო სანამ არ მოხვალ.
ყოველ მოახლოებაზე, შენი სურნელი რომ მცემს, ჩემში რაღაც არაადამიანური ინსტინქტები იღვიძებს.
მინდება, დაგახრჩო ან გიკბინო ან ცოტაოდენი ხორცი მოგაგლიჯო.
შენც იცი ეს და ჩემი კანიბალური ვნების დასაკმაყოფილებლად ხელზე კბენის უფლებას მაძლევ ხოლმე. მერე ნაკბილარები გემჩნევა :(
რა ვქნა, რომ ასე უცნაურად გამოვხატავ სიყვარულს?
რაღაც ისეთი გემო გაქვს. არცერთი საჭმლის, რაღაც სხვა.
არ ვიცი როგორ ხდება, მაგრამ ყოველ დღე წინაზე უფრო მძაფრად მიყვარდები.
ახლა ძალა გამოცლილი ვზივარ. მთელი დღეა ვდარდობ შენზე. თან ვმუშაობ, თან ვდარდობ, თან საჭმელს ვაკეთებ, თან ვდარდობ, თან სახლს ვალაგებ, თან ვდარდობ…
არ გირეკავ, მაგრამ სულ შენზე ვფიქრობ და რომ გავიფიქრებ ხოლმე, აი ახლა დავურეკავ, ზუსტად მაშინ ისმის შენი ზარი.
როგორ ხდება, რომ სულ მასწრებ?
ჩემთან რომ ხარ, ვფიქრობ, ”ნეტავ წავიდეს ერთი-ორი დღე, დავფიქრდები, ვიმუშავებ, რამეს ვისწავლი, საკუთარ თავს მივხედავ”-მეთქი…
მაგრამ როგორც კი მიდიხარ – მთელი სხეული მტკივდება და გული მეკაწრება.
და სანამ მივხვდები რომ უსაშველოდ მომენატრე, ლამის სისხლისგან დავიცალო…
მეორე დღეა რაც წახვედი და სახლი სახლს არ ჰგავს, კარები – კარებს, კედელი – კედელს, საწოლი – საწოლს.
გარშემო რაღაც მახინჯი სიჩუმეა ჩამოწოლილი. თანაც ისეთი მძიმე, ისეთი სქელი, არსად ეტევა…
ღამით კედლებიდან, რაღაც უცნაური არსებები გამოდიან და მთელს სახლში დაფხაჭუნობენ. უკან არ ვიხედები. ამათი მეშინია… ამათ კიდევ შენი ეშინიათ. ნეტავ სად წახვედი…
შენს გარეშე თავს ისე მარტო ვგრძნობ…
თან სხვაც არავინ მინდა მოვიდეს… ვერავინ გამართობს, ვერავინ მანუგეშებს…
შენ მოდი რა, შენ მოდი!!!!




კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1193 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
კვირა, 2024-12-22, 2:49 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 55
სტუმარი: 55
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024