♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » აპრილი » 9 » .........
11:01 PM
.........

მე- ძველი,დახეული ჯინსი
ხან ვადაგასული იდეალების და ხან მოდურობის დეტალი...
შემთხვევითი ლაქებით აბლაბუდებიან კარადაში.

მე, მზიან ამინდში ღრუბლის ნაგლეჯი,
მრავალჯერადი ტრანფორმაციების მიუხედავად
მალე გაქრობის პერსპექტივით.

მე ეპიზოდი შენი წელიწადში რამდენიმე საღამოდან
შეუკრავი კვანძით, არარსებული სიუჟეტით და ზედმეტი პერსონაჟებით;
სუფლიორი ასეთ საღამოებში ისვენებს ხოლმე და ჩვენც აუცილებლად გვავიწყდება ჩვენი სიტყვები,
რაც გვაიძულებს გაგვახსენდეს ერთმანეთის ძარღვებისკენ მიმავალი გზები.

მე ექოს გამეორებული ბგერები კლდეებში
ფრაგმენტულად აღქმული.

მე- წვიმის გუბეს აცდენილი წვეთი
არაფრისთვის დაწყებული ფრენის სულელური და ხასიათს უცნაურად ზუსტად მორგებული ფინალით.

მე- შენ ფსკერზე დარჩენილი ნალექი,უცნაური წინასწარმეტყველური ნიშნების შემცველობით.
მე- ქრონოლოგიურად არათანმიმდევრული და შინაარსობრივად შეუსაბამო ფაქტების ერთობლიობა.
მე- საკუთარ თვითშეფასებას ასევე საკუთარ თმებში ცუდად დამალული მუხლებგადატყავებული ჯიუტი ბავშვი.
მე- შიშის დიდ თვალებს უკან ქუთოთოებჩამოფარებული.
მე- შენი,თქვენი,მათი ორბიტების მძებნელი ათასგვარ აბსტრაქციაში ჩაბუდებული ადვილად ამოსაცნობი არამფრინავი ობიექტი.

p.s.როცა ბევრი რამე ხდება,როცა ბევრი ლუდი შეიწოვება და როცა სავსე ხარ, როცა გინდა ადამიანები შენთან მოვიდნენ და ისევ გუშინდელი ამბავი არ მოუყვე,იმიტომ რომ სხვა ამბები გაქვს,შენს მაგივრად თვითშეფასება იძინებს და მსგავს გაურკვევლობებს წერ.





კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1177 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
კვირა, 2024-12-22, 1:59 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 70
სტუმარი: 70
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024