♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » აპრილი » 20 » ..............
1:36 PM
..............

”შეშლილი სიტყვები
არიან ნამდვილი...
მოჰგვანან უაზროდ
დაბნეულ მძივებს...
მძიმე არასდროს
არ არის წერტილი,--
წერტილის დასმა
კი ყოფილა მძიმე!..”

..........................................


არ გინდა?
ყოველ გაღვიძებაზე...
ერთად ვხვდებოდეთ მზეს და ალიონს...
და მზის საოცარ გაღიმებაზე,
რომ დაგეწაფო...
ისე დაგლიო...

ბალიშად ჩემი ხელები გქონდეს...
ბავშვივით მაინც, ოდნავ მორცხვობდე...
სადღაც შორს, ქარი გიჟივით ქროდეს...
და ერთმანეთის ფიქრით ვცოცხლობდეთ...

რომ ერთი გვქონდეს დღეცა და ღამეც...
და ერთმანეთის უხმოდ გვესმოდეს...
რომ აღარაფრად გვიღირდეს წამი...
ყოველი წუთი... ჩვენ რომ შევცოდეთ...

კვლავ გამაგიჟოს შენმა სურნელმა...
შენი სხეულის ცეცხლით ვიწვოდე...
რომ მომიაროს აზრმა სულელმა...
და რას ვაკეთებ, რომ არ იცოდე...

რომ აღთქმა დავდოთ, უაზროდ მოკლე...
რომ ჩვენი გრძნობა იქნება წმინდა...
რომ არ შემეძლოს უშენოდ მოვკვდე...
და შენც უჩემოდ ვერ მოკვდე მინდა...

არ გინდა?
ყოველ გაღვიძებაზე.....

.............................................


თვალი-თვალს ხვდა...
და დახატა გრძნობა ერთი,
თვალთახედვამ შეგვაყვარა ერთმანეთი.
ტუჩი-ტუჩს ხვდა...
ცხელი სუნთქვა წვავდა სახეს
ცოდვილივით მიეჯაჭვე ნანატრ ბაგეს.
მკერდი-მკერდს ხვდა...
გამალებით გიცემს გული,
ცხელ სხეულში აფთარივით კივის სული
ფეხი-თეძოს, ხელი-კისერს, თმების ფერი
ერთმანეთში აირია ყველაფერი.
სად თავია და სად ბოლო ვერ მიხვდები
საპასუხოდ ცხელი ბაგის კოცნას ხვდები
გადის ღამე! ვერ გერევა ძილის რული
ამ სიგიჟეს ჰქვია ერთი სიყვარული
ვერ მიხვდები სად თავია და სად ბოლო
არ მთავრდება სიყვარული უთავბოლო...


კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1158 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
კვირა, 2024-12-22, 1:37 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 64
სტუმარი: 64
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024