♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » აპრილი » 20 » ...................
8:39 AM
...................


ისევ მეძახი, სადღაც შორიდან...
უშენოდ მხრები როგორ გავმართო?
მთელი ცხოვრება, შენსკენ მოვდივარ...
შენ კი, მიდიხარ უმისამართოდ...

ისევ მეძახის ნატანჯი ფიქრი...
შენზე ოცნება, გასაოცარი...
მთელი ცხოვრება, მე შენსკენ მივქრი...
შენამდე გზა კი, ისევ შორს არი...

ისევ მეძახი, მაგრამ შენამდე...
მხოლოდ ვიწრო და გრძელი გზებია...
მახსოვს, ცხოვრება მე ვერ მომანდე...
ეს დღემდე ჯერ არ გამნელებია...

ისევ მეძახის, მე ძველი იჭვი...
არადა, მაინც ბოლომდე გენდე...
მთელი ცხოვრება, უშენოდ მიჭირს...
დღესაც მიყვარხარ, გნატრულობ დღემდე...

ვიცი მეძახი, სადღაც შორიდან...
გაზაფხულივით, დამრჩი იებად...
მთელი ცხოვრება, შენსკენ მოვდივარ...
ეს სიყვარულიც მეპატიება.

..............................................


ჩემი გული უფრო გამალებით ცემს შენს მოლოდინში, ტერენტი გრანელი.”
მე შენზე ვფიქრობ და თითქოს გხედავ, ვფიქრობ და ისევ დღეა მზიანი,
ძვირფასო მოსვლლა რად გაგიძნელდა? ძვირფასო რისთვის დაიგვიანე?
ახლა ეს გრძნობა უფრო მეტია, ახლა ქარები არხევენ ტირიფს ,
მე შენ გიამბობ ერთ ტრაგედიას და როგორც ბავშვი დავიწყებ ტირილს,
ასე გაივლის წამება ოხვრა, შენ მოხვალ ჩემთან თეთრი ხელებით
მოხვალ დაღლილი მეტყვი როორ ხარ? მოხვალ და ვიცი მომეფერები,
თუმცა იქნება ღამე წვალების, ღამე სასტიკი და ულმობელი ,
და ეს თვალები ლურჯი თვალები, ჩემი თვალები ისევ მოგელის..
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1140 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
კვირა, 2024-12-22, 1:18 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 47
სტუმარი: 47
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024