♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » აპრილი » 20 » (შეიგრძენი) მელოდია...
4:29 PM
(შეიგრძენი) მელოდია...


(შეიგრძენი) მელოდია...

დღეს პირველად გავიღვიძე მზის ამოსვლასთან ერთად, ფანჯრის შუშებზე წვიმის ნაკოცნის შერჩენილ ლაქებს ვაკვირდებოდი, რომლებიც მზის სხივებმა გააფერმკრთალა!
ჰო, ეს ისევ უშენო დილა იყო და გალამაზება არ ეწერა! კარის ჯახუნის ხმა მომესმა, რამდენჯერმე განმეორდა და მერე...
გავუყევი თითქოს დაუსრულებელ გზას!
-დილა მშვიდობისა!-სკოლაში შესვლამდე ყველას მივესალმე და მეც შევუერთდი ერთ აურზაურს; რაღაცას ბოდიალობდნენ, ბუზღუნებდნენ, ყვიროდნენ, ჩურჩულებდნენ და მათ შორის მხოლოდ მე მესმოდა საკლასო ოთახის დიდი ხნის გაუწმენდავი ფანჯრების რაფაზე შემოსკუპებული ბეღურების საუბარი. ზარი დაირეკა, მერე მას მასწავლებლის ყვირილის აუტანელი მელოდიაც მიემატა და შუადღემდე საათი ნერვებისმომშრელად გადაიღალა (მხოლოდ წიკწიკით).
არ მახსოვს სად, შენს საძებნელად წავედი; კარგად დავუფიქრდი ქუჩის კუთხეში მდგომი ობოლი ბავშვის ვედრებას, მოწყალება გავიღე და ნაბიჯს ავუჩქარე. იქვე, მეტროსთან დალაქულ, ძველ თეთრ ტანსაცმელში გამოწყობილი ქალი შემეჩეხა; მღეროდა რაღაცას ჩემთვის ზედმეტად ნაცნობს, მაგრამ იმ დროისთვის გაურკვეველს..
თვალები დავხუჭე, ორიენტაციის გარეშე განვაგრძე გზა და ჰაერი შემეჯახა; ჰო, ჰაერი.. მანქანის უცაბედი დამუხრუჭების მელოდიამ გამომაფხიზლა, ვიღაცამ ხელი მოულოდნელად ჩამკიდა, აღელვებულმა მკითხა: -როგორ ხართ?!...-არაფერი ვუპასუხე, უბრალოდ თვალებში ჩავხედე!
-გამიშვით, უნდა გავიქცე! მეძახის!- შენკენ მოვრბოდი, არარსებულს გეძებდი, გეფერებოდი, გელოლიავებოდი...
თუმცა შენ არსებობდი ჩემს იისფერ ოცნებებსა და ილუზიებში! ჰო, გეხებოდი და მესმოდა შენი ხმაც, რომელიც მაღიზიანებდა.
-ჩუ!-ისე გეუბნებოდი, თითქოს გესმოდა! გთხოვდი გესუნთქა იმ ჰაერით რომელიც არ იყო შენს ირგვლივ.
მე მიყვარდი, ოღონდ შენ არა; შენი გულით ვცოცხლობდი!.. -დუგ..დუგ...-მესმოდა ჩემივე ცხოვრების მელოდია! ოღონდ გამორჩეული არასდროს ვყოფილვარ, ეს უბრალოდ შენ გინდოდა! ისევ უშენოდ ღამდება, გაჩუქებ ცისარტყელის ფერებს, მოგიტან ყველა მინდვრის გვირილებს, მე ზეცას შევთხოვ, რომ შენ გიყუროს სულში, ქარს ავაქროლებ, რათა თმა აგიშალოს, ოღონდ შემიგრძენი!....
შეიგრძენი ჩვენი (ჩემი) ცხოვრების მელოდია...




კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1036 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
კვირა, 2024-12-22, 1:34 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 54
სტუმარი: 54
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024