მთავარი » 2010 » აპრილი » 20 » ........
|
"ბოლოს აქ, რომ ვიდექი, სულ პაწაწინა ვიყავი, მეწამურ ყაყაჩოებს ვაგროვებდი და დედას, სულ უკან დავზდევდი, ამიტომ მოფერებით "კუდს" მეძახდა...ეჰ..იმის მერე რამდენმა წყალმა ჩაიარა, დიდმა დრომ განვლო.." ახალგაზრდა, ყმაწვილი ქალი გადაწითლებული ველზე იდგა სულ მარტო, გასცქეროდა მიდამოს და მოგონებების მორევს ჩაეთრია...მთელი ბავვობა აქ გაატარა , დილიდან საღამომდე აქ დარბოდა, თამაშობდა...რამდენი ტკბილი მოგონება აკავშირებს ამ მდელოსთან..."აქაურობა კვლავისეთი ლამაზია, როგორც მაშინ.."ჩუმად ფიქრობდა გოგონა და ყურს უგდებდა ბუნებების ჩურჩულს. ...ესმოდა როგორ არხევდა აყვავებულ, ამწვანებულ ხეებს, და მათ ფოთლებს ნაზი სიო. ესმოდა როგორ უმგეროდა სიო ბალახს, მორცხვ იებსა და სისიხლისფერ ყაყაჩოებს.. "მზეც კი ისევ ისეთი მცხუნვარეა, სიოც ისეთივე თბილი, მისევ ისე უბერავს ველს ტალღასავით, ცაც კვლავ კრიალაა, ღრუბლები ფუმფულა და თეთრი." ბოლოჯერ იგი აქ მაშინ იდგა როცა ეგონა სამუდამოდ ტოვებდა ამ მხარეს...მაშინ სულ არტო იდგა ამ ველზე და ეგონა სამდამოდ ემშვიდობებოდა წარსულს..დღე როცა გაგზავნეს პანსიონში, დღე როცა ყველა მოგონება, სიხარული თუ სევდა დამარხა გულში. ...ამ დღეს ბოლოჯერ დაკრიფა ხელით სისხლისფერი ყაყაჩოები და წავიდა.... "არ მჯერა ,რომ მე კვლავ აქ ვარ, კვლავ ვგრძნობ ამ გარემოს მათრობელა სურნელს, კვლავ ვხედავ შავთვალა ყაყაჩოებს(ო, ღმერთო თითქოს ათასი თვალის მზერას)"... ...ქალმა კვლავ მოავლო თვალი იქაურობას, დიდი სიხარულით აევსო გული, თვალები გაუბრწყინდა ვით მოციმციმე ვარსკვლავები ან მზის თვალმომჭრელი სხივები.. ქალი დაიხარა, მოწყვიტა ყაყაჩო, ჩაიხუტა, აკოცა, კვლავ დახედა და გაუყვა გზას რომელიც ანთებული იყო მეწამური ყვავილებით-ყაყაჩოებით...
|
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ |
ნანახია: 1168 |
დაამატა: nika_wero
| რეიტინგი: 5.0/1 |
|
|
შესვლის ფორმა |
|
|
|
სექციის კატეგორიები |
|
|
|
ძებნა |
|
|
|
კალენდარი |
|
|
|
ჩვენი გამოკითხვა |
|
|
|
საიტის მეგობრები |
WwW.Traceurs.Ge |
|
|
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 62 სტუმარი: 62 მომხმარებელი: 0 |
|
|