♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » მაისი » 6 » გიორგობას გილოცავთ
1:57 PM
გიორგობას გილოცავთ

მართმადიდებლური სამოციქულო ეკლესია წმინდა გიორგის დღესასწაულს წლის განმავლობაში ორჯერ აღნიშნავს: 6 მაისს, წმინდა გიორგის გარდაცვალების დღეს და 23 ნოემბერს, ბორბალზე წამების დღეს.

წმინდა გიორგი მართმადიდებლური სამყაროს, მართმადიდებლური სამოციქულო, ჩვენი კათოლიკე ეკლესიის, მსოფლიო მართმადიდებლების და ზოგადად ქრისტიანების უდიდესი წმინდანია. წმინდა გიორგი იმპერატორის კარზე მხედართმთავარი იყო. მას, როგორც ადამიანს, ყველა მონაცემი ჰქონდა იმისა, რომ ნიჭიერი და ყველაზე წარჩინებული მამაკაცი ყოფილიყო. მაგრამ წმინდა გიორგიმ ჭეშმარიტების, რწმენის და ქრისტიანობის გზა აირჩია.
მას იმპერატორი საკუთარ ტახტსაც კი სთავაზობდა. თუ გიორგი დიოკლიტიანეს ქალიშვილზე დაქორწინდებოდა, ის ბუნებრივად დიდი იმპერიის მმართველი გახდებოდა. ამით კი იმპერატორს, ქრისტიანობასთან ბრძოლაში დაეხმარებოდა. მაგრამ, პირიქით მოხდა. ქრისტიანობასთან ვითომდა მებრძოლი გიორგი, ქრისტიანობის დამცველ წმინდა გიორგად გადაიქცა.

ამიტომ, იმპერატორმა წმინდა გიორგის განსაცდელები მოუწყო. მისი სამაგალითოდ დასჯისათვის შეიქმნა წამების ისეთი იარაღები, რომლებსაც კაცობრიობა არც კი იცნობდა.

საოცრება ის იყო, რომ ყოველი აღსრულებული მოწამეობრივი აქტის შემდეგ, როდესაც წმინდა გიორგი ყველას სისხლისგან დაცლილი და მკვდარი ეგონა, მიდიოდნენ მასთან, ის კი აბსოლუტურად აღმდგარი და მთელი სხეულით ხვდებოდა, რაც მათ გაოცებას და აღშფოთებას იწვევდა. მაგალითად, წარმოიდგინეთ ადამიანი, ცეცხლშენთებულ დიდ ქვაბში, სადაც კუპრი თუხთუხებს. იმაში რომ ჩაუშვებენ ცოცხალ ადამიანს და გადარჩება.
გამოიგონეს საწამებელი ბორბალი, რომელზეც დანები სხვადასხვა მხარეს იყო განლაგებული. ჰაერში, ჰორიზონტალურ მდგომარეობაში, თითქმის გაშიშვლებული წმინდა გიორგი ჰყავდათ ჩამოკიდებული. დანები ქვემოდან სერავდნენ. ამ დროს სხეული სისხლისგან იცლება და ადამიანი საოცარ წამებას განიცდის. მაგრამ ყოველი ასეთი წამების შემდეგ, წმინდა გიორგის სხეული, სულთან ერთად აღმდგარი და გამთლიანებული ხვდებოდათ.

ამან გამოიწვია არა ქრისტიანობის დაკნინება, ან დასჯა, არამედ ათასობით ადამიანი მოექცა და შეუდგა ქრისტეს გზას. თითქმის ნახევარი იმპერია, ქრისტიანად მოინათლა. ამ ღვთაებრივი სასწაულებით წმინდა გიორგიმ დიოკლიტიანე და წარმართული მრავალღმერთიანობა დაამარცხა.

"ტყვეთა განმანთავისუფლებელო და გლახაკთა ხელისაღმპყრობელო, სნეულთა მკურნალო და მეფეთა უძლეველო წინამბრძოლო, ღვაწლით შემოსილო დიდო მოწამეო გიორგი, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის”.

წმინდა გიორგისთვის არ არსებობდა არავითარი მეფური და მდიდრული. შეიძლება გაგვიკვირდეს, როგორ თქვა უარი ამხელა იმპერიაზე. მაგრამ ქრისტიანობა, დიდებისგან გასვლაა. ქრისტიანობა თავმდაბლობაა. იგი იყო მონა ღვთისა და არა მონა მეფისა და ვინმე იმპერატორისა. ყველა მართმადიდებელ ადამიანში თავმდაბლობა უნდა იყოს. წმინდა გიორგი ვაჟკაცობის, თავმდაბლობის და თავგანწირვის მაგალითი იყო. მაცხოვარმა გიორგის სახით მოგვცა უდიდესი გმირი. ადამიანი, რომელიც ეძიებდა სიკვდილს ქრისტესთვის და შეეწირა კიდევაც მას.

წმინდა გიორგი აღმატებული წმინდანია. საქართველოში მისი მუხლის თავი ინახება, როგორც წმინდა ნაწილი. ჩვენთან სიონში იყო. ახლა, ალბათ, საპატრიარქოში ბრძანდება, ან სამების საკათედრო ტაძარში.
ჩხარში იყო უძველესი წმინდა გიორგის ეკლესია, რომელიც ჩვენმა მეფეებმა, დასავლეთ საქართველოს ბაგრატოვანებმა ააგეს. მას შესწირეს წმინდა გიორგის ნეკი, რომელიც ინახებოდა. სულ რამდენიმე წელიწადია, რაც ეს სიწმინდე, მგონი, ბათუმის ეპარქიაში გადაბრძანდა. ამაზე ჩხარელებს გული სწყდებათ. მაგრამ თუ ღმერთმა და წმინდა გიორგიმ ინება, ეს სიწმინდე ისევ დაბრუნდება ამ ტაძარში, რომელიც უკვე აღდგენილია.
წმინდა გიორგის მთელი საწამებელი იარაღების, მუზეუმებია გაკეთებული, სადაც დაცულია ჯაჭვები, ბორბალი. ძირითადი ნაწილი იტალიას აქვს. არის მომლოცველთა ნაწილი, რომლებიც მიდიან და ამ ნივთებს ეხებიან. ეს სიწმინდეები კი უდიდეს სასწაულებს აღასრულებს.

კატეგორია: ♥ლიტერატურა♥ | ნანახია: 1863 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ხუთშაბათი, 2024-11-21, 7:58 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 34
სტუმარი: 34
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024