მთავარი » 2010 » მაისი » 28
წვიმდა და ზეცა მიწას ცრემლად ჩამოდიოდა, მეც ვტიროდი და ცრემლები ღვარად მდიოდა, რატომ ვტიროდი? იმიტომ რომ მენატრებოდი, თვალს დავხუჭავდი თვალებს მიღმა მელანდებოდი. სიზმარშიდაც კი, სიზმარშიდაც ჩემთან იყავი, გავიღვიძებდი, ცხადში უკვე აღარ იყავი. ეს მატირებდა, ეს მიდაგავდა სულსა და გულსა, დაბრუნდი ჩემთან და გამიხარე გული ბედკრულსა!
|
მაისის ღამე.
ამ უსაშველო შემოღამებით მე უიმედოდ გადამავიწყდი, ვიხსენებ მაგრამ ვერ გავიხსენე თმები მაისის ქარით ნარწევი.
შენი ღიმილი ,შენი ტუჩები, და საოცნებო შენი თვალები, რა მეშველება,საით მივდივარ, სადაა ქვეყნად ჩემი საშველი.
არის კი ვინმე ვინც განმიცხადებს, როდის ვიქნები შენით ნაშველი? ასეთი ხვედრი მარგუნა ბედმა და არც კი ვიცი,ახალს რას ველი.
ჩავლილ ცხოვრების ნათელ წერტილებს შევკრებ და ღამით ჩაგეხუტები, არ ვიცი სად ხარ,რატომ და რისთვის, მაგრამ მე შენ ვერ გაგებუტები.
ოხ, მხოლოდ გული არა ნებდება და ვიცი ბოლოს მაინც იქუხებს, მაშინ,როდესაც, შენ გამოჩნდები, გიცნობს და მეტად აღარ იყუჩებს.
...................................................................
ყოველი ბგერა შენს მიერ თქმული სიოა ჩემთვის ცით მონაბერი. მოგყვები მთვრალი ამ ნეტარებით, არ მინდა ქვეყნ
...
Read More
|
მომნატრებიხარ ალბათ ძლიერ,რადგან გიხსენებ, მომნატრებიხარ ჩემო ლამაზო რადგან ლექსს გიწერ, მომნატრებიხარ სიგიჟემდე ჩემო ღვთაებავ, მე გამაგიჟეს უშენობის დიდმა წამებმა,
მომნატრებია შენი დიდი ლურჯი თვალები, შენი კოცნა და უძლიერესი შენი ალერსი, შენი ტუჩის გემო,შენი მოფერება, შენი კოცნა და შენი გამოხედვა,
მომნატრებიხარ ჩემო ლამაზო რადგან გიხსენებ, ჩემო ნანატრო მომნატრებიხარ და მიტომ გიწერ, მომნატრებიხარ,მომნატრებიხარ,მომნატრებიხარ, არ გესმის კიდევ?მე დაგიკივლე და გაიგე ოღონდ ეს ისევ,
მომნატრებიხარ ჩემო ნანატრო და მე ლექსს გიწერ
|
მე მის თვალებში ცას ვხედავდი,ცაში მთელი გალაქტიკა ცხოვრობდა თავისი ვარსკვლავებით და კომეტებით,მზე მის შუაგულში შავად ბრწყინავდა..მის თვალებში მთვარე მოჩანდა,უცებ ყველაფერი ჩამოინგრა,თავზე დამენგრა...გავარვარებულმა ვულკანმა დაწვა ყველაფერი,ზღვა ადიდდა და ვულკანი ჩააქრო მაგრამ რაღას უშველიდა..გული უკვე ჩამწვარიყო.. გულში მთელი გალაქტიკა ცხოვრობდა,ცხოვრობდა მაშინ,ოდეზღაც როცა გული ფეთქავდა,მზე კი ბრწყინავდა,ბრწყინავდა მაშინ,ბრწყინავდა ოდეზღაც და ბრწყინავს ეხლაც...მაგრამ..მზეს გული აღარ ააქვს..მისი გული დანწვარია.... მე მის თვალებში ზეცა დავინახე....
(დაწერილია 5 წლის წინ)
|
სიჩუმე იყო ირგვლივ საოცარი სიჩუმე...როდესაც ხის ტოტმა დაიკანკალა მაშინ ამოვიხედე ზემოთ და მთვარის ნისლიან ღამეს კალიებისა და სიბნელის წყვდიადში,რატომღაც განათდი...განათდი საოცრად,საოცრად ანათდნენ შენი თვალები,შენი საოცარი თვალები,,,მაშინ ვერ ჩაგხედე თვალებში...მაგრამ მივატოვე ყველაფერი,ოცნებები ფიქრები..მივატოვე სამყარო და გავქრი,ოდესმე გამქრალხარ?..მიატოვებდი ჩემს გამო yველაფერს? ..გამქრალხარ ამ სამყაროდან?სადღაც შორ და ამოუცნობ ილუზიაში...მე მაშინ გავქრი,გავქრი შენთან ერთად და უარი ვთქვი რეალობაზე,სიცოცხლეზე მეტად მიყვარხარ,სიცოცხლეს გაჩუქებ ოღონდ ისევ შემომხედე...უცნობო...ჩემო უცნობო,ვინ ხარ?რატომ გამაქრე წამიერად....რატომ შემოmხედე...მე ხომ ვერ გითხარი როგორ მიყვარდი იმ წამს...ისე მომინდა ჩახუტება...გეფიცები არასდროს გაგიშვებდი,არასდროს გეტყოდი მშვიდობით რადგან..მიყვარხარ...ამ წამს მიყვარხარ...იცი რა გრძელია ეს წამი? არ იცი..არა... არ მიცნობ,მე არავინ მიცნობს იცი...ცუდია...მე გიცნობ....სამყარო დაინგრა,დაინგრა როცა გაგიცანი,ჩემი წამი სამუდამო გახდა და არ გავიდა....ჩემი სიყვარული სამუდამოა და თუ გავქრები,შენც წაგიყვან....გეფიცები წაგიყვან რადგან...მიყვარხარ...როდესაც ჩაგიხუტე,რატომღაც გაქრი...რატომ...უცებ ნისლიც გაიფანტა და ამ ნისლს გაყევი შენც....დამტოვე ღამესთან,..მთვარესთან.. რაო მთვარევ,შენ მიცნობ?...მიცნობ მაგრამ ცუდია რომ ვერ მომწვდები...<
...
Read More
|
გათენდა, გათენდა კიდევ ერთი საშინელი დღე ჩემს ხოვრებაში..ღმერთო რამდენ ხანს გაგრძელდება ჩემი ტანჯვა?! ახლა ლოგინში ვწევარ არა ვდევარ..უსულო საგანივით ვაგდივარ, რომელიც არ გაინძრევა თუ არ დაახმარე ძალა. ახლა იმედი მრდება ძალის მომცემი, რომ რწმენა დავიბრუნო და ფეხზე წმაოვდგე,... დღეს მამუკა მომა ჩვენთან, გიორგის და ლერის მოიყვანს..დღეს მაიძულებენ გიორგის შევხედო როგორც ძმას, ეს კი არასდროს მოხდება! არასოდეს! კესომ წამოიყვირა: ა რ ა ს ო დ ე ს !!!
კარები გავაღე და დავინახე თავჩაქინდრული გიო და ცრემლი მოერია. მამუკა მომესალმა. ლერრი არ მოსულიყო. ეტყობა ვერ მოიცალა...ალბად ინსტიტუტშია.შემოვალო წაილაპარაკა და სახლში შემოვიდა, ისე იგცეოდა თითქოს საკუთრ სახლში იყო, შემოპატიჟებაც არ მაცალა....გიო ადგილიდან არ დაძურულა. მამუკა ანას ოთხშ შევიდა და ყავვილები მიართვა....მერე რა მოხდა?! არ ვიცი, ალბად აკოცეს.მაგრამ არ მინტერესებს...ახლა სხვა საფიქრალი მაქვს...გიო...გიო...გიო.... -კესო..... -გიო..... კარები მოვხურე და სადარბაზოში გავვარდი. არ მაინტერესებდა რას იყოდა დედაჩემი, მივედი და გულში ჩავეკარი გიოს.... -კესო.... -გიო...უფრო მაგრად ჩამეხუტე გიო...იფრო მაგრად.... გიო ხელებს მიჭერდა, უფრო და იფრო მიხუტებდა, გვეგონა ვერავინ დაგვაშორებდა. ამ ჩხუტებისას მივხვდი რომ გიოს ვუყავრდი, და მეც მიყავრდა...მაგრამ არ ვიცოდი როდის მოვიდა ეს გრძნობა, მე ხომ ცხოვრებაშ არავინ მყვარებია....რა თბილი ყოფილა პირტველი სიყვარული, რა ნაზი, რა მშვენიერი..
...
Read More
|
კესო დაფიქრდა. გიო მართალი იყო. რამდენიც არ უნდა ეუარა კესოს, მართლაც რომ საშინლად ევიანობდა ჯერ არ დაბადებულ ლუკაზე. -ჯერ ისიც კი ვერ გამირკვევია ჩემი ძმაა თუ არა! -დედა გყავთ ერთი აბა რა ქვია ამას.... -ვსო, ვსო, აღრ მინდა ამ თემაზე საუბარი.... კესო მიხვდა გიო სწორი იყო, მართლაც ეგოისტოიბდა და მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობდა..რაც შეეხება ლუკას, რომელიც ჯერ არც კი გაჩენილა...რად იძულებდა თვითონაც ვერ ხვდებოდა...ყველა პატარა საყავრელია, ანგელოზია, როგორ შეიძლება რომელიმე მათგანმა ზიზღი გამოიწვიოს ადამინში...არა შეუძლებელია კესოს გულის პატრონს ლუკა შეძულდეს. მაგრამ მაინც ეშნია მისიგაჩენის. ფიქრების გასაფანტად საუბარი გიოს ცოხვრებაზე გადაიტანა. -შენ?! -რა მე?! -შენზე რას მეტყვი?! -რა უნდა გითხრა.... -კარგი რა გიო....მე ყველაფერი ოვყევი ჩემზე, ცხოვრების ფურცლები ერთად გადავათვალიერეთ შენ კი ვითომ მოსაყოლი არაფერი გაქვს. გიომ ცარიელ ჭიქას დახედა.... -იცი კესო...მეც შენნაერი ეგოისტი ადამიანი ვარ....შეიძლება ითქვას ჩემს იჯახშიც იგივე პრობლემაა. ძალიან თუ გაინტერესებს მოგიყვები. -შენ არ იცი მე როგორი ცნობის მორყვარე ვარ... -ეგ მინუსი...ცნობის მოყავრეები მალე ბერდებიან...გაეცინა გიოს. -პირველად მესმის... -არაუშავს.... -მოკლედ მომიყვები?! -მამაჩემმა დედაჩემი სკოლაში გაიცნო, პარალელ კლასელები იყვნენ. მეთერთმეტე კლასში მოიტაცა და ცოლად მოიყვანა. ორ წელიწადში გაჩნდა ჩემი უფროსი ძმა-ლერი, ოთხ წელიწადში მე... გი
...
Read More
|
თვალი დახუჭე,წარმოიდგინე, ზღვაში კუნძულზე რომ დგეხარ მარტო, წარმოიდგინე ვიღაც მოცურავს შენთან ყოფნაზე ფიქრობს და ნატრობს წარმოიდგინე ის ვიღაც გეძებს მისი იმედი გადადის ეჭვში დიდ ტალღებს ებრძვის,თავს არ ანებებს სიყვარულისგან დაჭრილი მკერდში წარმოიდგინე პატარა ნავი
...
Read More
|
ჩემთვის ეს სიყვარულია!.. შენთვის კი...აბა,რა ვიცი?.. გახედე,გაზაფხულია... მეც ჭრელა-ჭრულა ჩავიცვი... ჩემთვის ეს სიყვარულია!.. მარტი,აპრილი,მაისი... გულს შენსკენ მოუხარია... სხვა ყველაფერი დაიცდის... ჩემთვის ეს სიყვარულია!... შენთვის კი...აბა,რა ვიცი?... გინდა?..შენს გულში დამტოვე... თუ არა...მაშინ გამიშვი...
|
გიო არაფერს მბობდა უყურებდა და იღიმოდა. -შენ აქ საიდან? ბიჭს პასუხი კვლავ არ გაუცია. კესომ იფიქრა, ხომ არ მელანდებაო და სახეზე ცოტა შიშ დაეტყო. -რაიყო? მოჩვენება დაინახე თუ რა სახე გაქვს?! გიომ კესოს ხელი გაუწოდა და წამოაყენა. -მაზოხისტი თუ იყავი არ მეგონა....წინა შეხვედრაზე წვიმაში ეგე ლამპიონის ქვეშ და იცინოდა, ახლაა და შუა ქუჩაში აგდიხარ, მუხლებიდან სისხლი გდის და ხელები გაქ სისხლიანი..რა ვიფიქრო?! -რაც გინდა. იქვე მდგარ სკამზე დასხდნენ. გიომ ცხვირსაცოხი ამოიღო და კესოს გაუწოდა. გოგონამ სისხლიანი ხელები გაიწმინდა და მუხლებს დახედა. -ამას რა ვუყო?! -ფული გაქ?! -არა. -გამაკოტრებს ეს ხალხი. გაეცინა ბიჭს და წმოდგა. -საით?! -აქ დამელოდე, არ წახვიდე არსად. მოვალ მალე. გიორგი აფტიაქში შევიდა. კესოსთნ პარკით ხელში დაბრუნდა. თან ანგარიშობდა ხომ არ მომატყუესო. -რა მოიტანე?! -სპირტი, მამბა, ბინტი.... -უი, არ მინდა დიდი მადლობა! თქვა კესომ როცა ბიჭმა სპირტიანი მაბმა მიუახლოვა მულხთან. -გაგიჟდი?! შეგეჭრება ინფექცია! -დიდი ამბავი! არ მინდა.! გოოგნა სკამიდან წმაოხტა. ბიჭმა ძალით დასვა და დაიჭირა. -არ წამისვა გეხვეწები! ამეწვება! -შენ რა მაგისი გეშინია?! გაეცინა გიოს. -ხო! ამეწვება...აუ! -სილს შეგიბერავ1 ნუ ხარ პანიკაში! -აუ! მაშინ ხელს მოგიჭერ და გატკენ! -მომიჭრე! გიომ მუხლები გაუსუფთავა სისხლისგან, კესოის მართლაც ძალიან აეწვა, მაგრამ უფრო აეწვებოდა გიორგის სული , რომ არ შეებერა. მერე
...
Read More
|
გახსოვს პირველად რომ მაიძულე შემომეხედა თვალებში და მეთქვა თუ როგორ მიყვარხარ...გახსოვს რომ მეცეკვე წვიმაში და რა სიგიჟეც არ უნდა მეთქვა უსიტყვოდ მისრულებდი.. ის დრო გახსოვს?...... მერე რა რომ პირველი პაემანი ჩვენი ურთიერთობიდან 1 წლის შემდეგ გვქონდა,მთავარია რომ გვქონდა.. გახსოვს ვიპარებოდი,და ის თუ გახსოვს ჩემს გამო რომ გადახტი..... (მადლობა ღმერთს ახლა სახში ზიხარ...) რამდენი სიგიჟე და რამხელა სიყვარული გვაკავშირებდა შენ კი მოკალი...რამდენჯერ მითქვამს მარტოობის მეშინიათქო და... მაინც წახვედი.. მაინც დამტოვე მარტო... დგემდე ვერ მაპატიე ძმაკაცი რომ წაგართვი მიუხედავად იმისა რომ მარწმუნებდი დიდი ხანია გაპატიეო... მივდივართ ერთმანეთისგან იმ სისულელის გამო რატომაც ბევრი სიყვარული ინგრევა... არ მინდა ჩვენც ის ბევრი ვიყოთ... მეც მოვრჩი წერას.. მთელი გულით,მთელი გულით გისურვებ ბედნიერებას.. მივდივარ და ჩემი ლექსებითა თუ ჩანახატით დამიტოვია შენთვის ანდერძი.......
|
- რთულია ხო? - ამ ქვეყნად ყველაფერი რთულია... - მაშინ მომიყევი რას აპირებ? - ალბათ, ცხოვრებას... - ალბათ რატო? - ჯერ არ გადამიწყვეტია... - არ გაქვს უფლება!!! - ვითომ.. გამიღიმა და წავიდა. უცნაური პიროვნება იყო, ალბათ იმიტო რო ბევრი იცოდა. შეეძლო მთელი დღე მარტო ყოფილიყო ოთახში თავის წიგნებთან ერთად. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ძმა იყო, მაინც ვერ ვუგებდით ერთმანეთს. მაგრამ მაინც სიგიჟემდე მიყვარდა. ის ხომ ჩემი სისხლი და ხორცი იყო, ტყუპისცალი რომელიც სულ არ მგავდა. არ ვიცი რა მოხდა, ვერ ვუგებ, არ მესმის რატო უნდა ექნა?? მაშინ როცა ერთმანეთს ვეჩვეოდით, როცა იყო რაღაც რაც გვაერთიანებდა... მაგრამ დაამთავრა, წერტილი დასვა... უარი თქვა... სულ თავიდან დავიწყებ, იქნებ რომელიმე მიხხვდეთ და ამიხსნათ მისი გადაწყვეტილება. დათო ქართულზე მიდიოდა როცა მე და ნინი შევხვდით. ნინი??? ნინი იყო გოგონა რომელიც მე მომწონდა, მასაც მოვწონდი და ვხვდებოდით ერთმანეთს. რა თქმა უნდა გავაცანი დატოს. სადღაც ხუთი წუთI დაყო ჩვენთან და წავიდა. შემდეგ ნინი სახლამდე მივაცილე და ერთი სული მქონდა ჩემი ძმა მენახა.. ვიჯექი მარტო ოთახში.. დედა საჭმელს ამზადებდა, მამა ჯერ არ მოსულა, ვპიქრობდი, ვოცნებობდი. აი დათოც მოვიდა, ოთახში შემოვიდა, ჩანთა დადო, მაიკა გადაიძრო და ლოგინზე წამოწვა. - დათო მოგეწონა? ხო კაი გოგოა? - შენი საქმისა შენ იცი.. აიღო წიგნი და კითხვა დაიწყო.
...
Read More
|
მამა, მუხლზე სული შემიბერე, ეზოში ხელი მკრეს, დავეცი. თოვლზე დახატული ბაჭია ჩემი ბავშვობისკენ გაიქცა. მა, შენი პატარა გოგონა ახლა სევდიანი ქალია, იმდენჯერ დაუშვა ხელები უღონოდ... იმდენის ვალი აქვს... მა, შენ ხომ იცი რა ძნელია, ყოველთვის იარო სწორი გზით... გამიშვი, რომ გზები ამებნეს და ისევ ჩვენს სახლში მოვიდე... მა, შენი პატარა გოგონა ახლა სულდაღლილი ქალია.
................................................
მე არ მსურს,არ მინდა,თქვენია სამყარო. გაუძღვეთ სატანის მორჩილი მხეცები. თქვენია მთლიანად,მე არ მეკარება. იგონეთ,აშენეთ,მაინც დაგენგრევათ. შემინდეთ,ნუ დამსჯით,თქვენი ვარ მთლიანად. მეც ხომ ვაშენე ჩემივე სამყარო. გამიგეთ,გამიცნეთ,შემდეგ განმსაჯეთ. დამსაჯეთ,მომკალით,მე ხომ ვერ გაგიგეთ.
.................................................................
...
Read More
|
რა გალეულს და ფერწასულს გხედავ, ჩემო პაწია, ცოდვილო დედა, ვაიმე, როცა შენს გულთან მჭრიდნენ, რაიმე ხომ არ გატკინე ნეტა.
არ შეგეშინდეს, შვილი ვარ შენი, შენი ტანჯული სისხლი და ხორცი, ნიავი ვარ და მგონია გშველი, - სიცხიანს, მწუხარს კულულზე გკოცნი.
მაგ ბავშვურ შუბლსაც გიკოცნი მორცხვად, გაბუსხულ ტუჩსაც, ბავშვურად ლამაზს... ახლა სული ვარ და უფალს ვლოცავ - შენს გადარჩენას ვულოცავ მამას.
მადლობა უფალს, რომ არ დაგვღუპა, არ დამიობლა ძმები და დები. მე კი, ბარტყივით ტანშეუბუმბლავს ცად ანგელოზმა მაჩუქა ფრთები.
როგორ მინდოდა, მეც მოგსწრებოდი, მეც გამეხარა ამ სამზეოთი, მეც დამეძახა შენთვის „დედიკო" და მამას ყელზე შემოვხვეოდი.
ჩაწნული ვიყავ მომავლის ფიქრთან, როგორც პეპელა ყვავილში რგული, დაბადებამდე რამდენი მიკლდა, ითვლიდა ჩემი პაწია გული.
ალბათ, გგონივარ დაღლილი სხივი, ალბათ, გგონივარ სუნთქვა სიოთა, შენ ხომ უძლებდი საკუთარ ტკივილს, მე კი, ძვირფასო, შენიც მტკიოდა.
|
მზემ ოთახში შემოანათა და თვალები გავახილე,გავახილე და დაგინახე,შენზე ლამაზი არავინ დამინახავს,ვიცი,ვიცი გარყვნილი ვარ,ყველაზე გარყვნილი ამ სამყაროში მაგრამ...იმ წამს ისე მომინდა შენი ჩახუტება,ჩენი კოცნა...ისეთი ლამაზი იყავი...ისეთი ლამაზი ტუჩები გქონდა...თუმცა,გული დამწყდა,არასდროს შემომხედავ,არასდროს მოგინდება ჩემი კოცნა,ჩემი ჩახუტება,ჩემი სიყვარული,არ ვიცი რატომ,ალბათ იმიტომ რომ არ ვარ შენი ოცნება...შენ რომ ჩემი ოცნება ხარ...მე შენ რომ მიყვარხარ...უნდა დავივიწყო,დავივიწყო რადგან აკრძალულია იცი? იცი როგორ მინდა ტირილი?ტირილი მინდა როცა გხედავ,ენა მებნევა როცა გხედავ,ისე მიყვარხარ რომ გეფიცები,რომც არ გიყვარდე მაინც მოვკვდები შენთვის...ვიცი უაზროა,,,უაზროა ეს ფიქრები რადგან მხოლოდ ოცნება შემიძლია...მეც ვიკეტები ფიქრებში,ოცნებებში გხატავ და ყოველ წუთს,ყოველ წამს უფრო და უფრო მიყვარდები....მიყვარდები ყველაფრით თუმცა..ვიცი,არასდროს იოცნებებ ჩემზე,მეც ალბათ არც მიყვარხარ და მხოლოდ ჩემი ოცნება მიყვარს,ჩემი ნაზი და ლამაზი ოცნება.. ცუდია აკრძალულია,აკრძალული ხარ მაგრამ,როგორ მინდა მოგწვდე,ნუღარ დამხედავ ზემოდან , თავი არარაობა მგონია,,ტირილი მინდა,ტირილი,...ჩემი ოცნება..ჩემი ოცნება შემიყვარდა...გთხოვ მაპატიე,მაპატიე ოცნება შენს ტუჩებზე,შენს ხელებზე ოცნება... ვიცი,აკრძალული ხარ...მე..მე უბრალოდ დავჯდები მარტო,სადმე კუთხეში და ავტირდები,ავტირდები და ვიოცნებებ რომ მომეხვიო და მითხრა.."ოცნებავ....
...
Read More
|
მომეცი ხელი, უჩემობა, ვიცი გაწუხებს... და გამეტებით, დაუნდობლად, ამტვრევ მარწუხებს... მომეცი ხელი, უშენობა ისევ მაწვალებს... გადაგღეღია ეგ ფიქრები, ვითვლი ნაკვალევს... ხელი მომეცი, ამირიე ისევ გონება... რომ დამამარცხე უშენობით, ნუ გეგონება... მომეცი ხელი, გული ისევ ამიფერადე... და განაბული დამელოდე, გაგიჟებამდე... მე მაღლა მინდა, შენთან მინდა, მაინც ამოვალ.. რომ ვერასოდეს მომიშორო, ისე წამოვალ..
|
გოჩა ყურებს არ უჯერებდა. -რა?! -ხო...მიყვარხარ ! მიყვარხარ ძალიან ძალიან, მაგრამ არა ისე, როგორც ქმარი უნდა მიყვარდეს, მიყვარხარ ისე, როგორც უფროსი ძმა.... -უფროსი ძმა..გაიმეორა გოჩამ... -უკვე დავივიწყე წარსული, მივაბარე მოგონებებს...შენ კი წარსულიდან მოხვედი და ყველა ტკივილი გამიღვივე. მტკივა გულში, რაღაც ღრმად....გოჩა ნუ ამბობ ,რომ გიყვარვარ, ჩემი თუ არ გერიდება უფალის შეგეშინდეს. ხომ იცი ვერასოდეს გიპასუხებ იმმ გრძნობით, რომელსაც შეც ითხოვ ჩემგან...შენ ჩემი უფროსი ძმა იყვაი და უფროს ძმად დარჩები ყოველთვის...მე საკუთარ თავს ვერ ვაპატიებ იმას რაც მოხდა, მაგრამ შენ გაპატიე უკვე დიდი ხანია... და თუ მართლა გიყვარვარ და ჩემი ბედნიერება გინდა გთხიოვ წადი ჩემი ცხოვრებიდან...გემუდარები მომეი უფლება გავაგრძელო ცხოვრება და ოვიპოვო ბედნიერება, რომელსაც დიიდ ხანია ვეძებ და ველოდები.... გაჩუმდა პასუხს ელოდა. -მე სხვა სათქმელი არაფერი მაქვს...თქვა და წავიდა. კარებში იდგა , როცა გოჩამ მოაბრუნა ერთი შეკითხვით: -კესო ექვსკურსიაზე წამოვა?! ანამ მოკლედ მოუჭრა:-არა...და გაიქცა.
ოთახი ჩაბნელებულიყო. ფანჯარა ფართოდ გამოეღოთ. ღამე იყო გრილი და უმთვარო. არც ვარსკვლავები ანთებულიყვნენ ცაზე, ღრუბლებს დაეფარათ. გოჩა ფანჯრის რაფაზე იჯდა და არაყს სვავდა. სახეს ცრემლები უსველებდნენ.ფიქრობდა, ფიქრობდა ბევრს...სასოწარკვეთას მიცემოდა და გონებაში ანას პორტრეტს ხატავდ
...
Read More
|
მაგრამ შენ არ ხარ გალაქტიონი, და არც თავადი ბაგრატიონი.. არც ეს ცხოვრება არის იოლი, მეც კი წამართვეს ნიჭი ღვთიური.. ნიჭი ღვთიური? ეს არის გრძნობა, მარადიული, გრძნობა რომელიც იყო ციური, რატო წამართვეს ვერ ვხვდები მაგრამ, ასე ამბობენ ჩვენამდე მარად, ეს არის ცხოვრება.. რა არის ცხოვრება? ეს არის გოდება, ოცნების მონება, ღვთის მიერ ბოძება. შენ კი გცოდნია ცხოვრების წესდება, მე კი ვერ ვხვდები, მორევში ვეშვები, წარსულში ვებმები.. შეცდომებს ვერ ვხვდები..
|
გოგონა მირბოდა,მირბოდა მარშუტკების გაჩერებამდე,სადღაც მოკრა თვალი და იქით გაიქცა...მარშუტკაში ავიდა რომელსაც აფხაზეთი ეწერა....მალევე დაიძრა... ფანჯრებს დიანა თავისი ცრემლებით წვიმასავით ასველებდა,აღარ უნდოდა არაფერი,ყველაფერი დაკარგა,კიდევ რა უნდა დაეკარგა მას...საათები გადიოდა და დიანა რაღაცას აშტერდებოდა გზაში,მერე ტირილს განაგრძობდა...საშინელებაა დამცირება...საშინელება... უცებ მარშუტკა გაჩერდა,ხალხი წიოდა,კიოდა,იქაურობას ანგრევდა,დიანას კი არაფერი ესმოდა,ყრუ იყო და ბრმა ამ მომენტში.. "შემოვიდნენ! "ჯარია! ჯარი! ვკარგავთ! კიოდა ხალხი,დიანა არაფერს გრძნობდა,ავტობუსიდან გადმოვიდა,ხალხი მაშუტკაში ექაჩებოდა.."გოგო სად მიდიხარ,შვილო,გავიქცეთ.... დიანას არაფერი ესმოდა,დაბნეული იყო,ვერ ხვდებოდა რა ხდებოდა,მარშუტკა მთელი ძალით გავარდა უკან...დიანა კი მარტო დარჩა,მარტო ფიქრებთან,ტკივილთან და შორეულ ზღვასთან...ის წინ მიდიოდა,გზაზე უამრავი ეკალი იყო,ვინ იცის იმ მომენტში ის რაზე ფიქრობდა,ამოუცნობი იყო მისი ფიქრები,,,ციოდა,საშინლად ციოდა.. წინ დიანამ ჯარისკაცები დაინახა,დიანას დანახვაზე ჯარისკაცები გოგონას მივარდნენ და დაკითხვა მოუწყეს... წინ ერთი,მაღალი აფხაზი ჯარისკაცი იდგა,თავისი თაფლისფერი თვალებით გოგონას ჩააშტერდა... -ნუ,ტი გრუზინ ილი აფხაზ!!!! -რამ გაყო ეს ორი რამ....გოგონამ ჯარისკაცს გაკვირვებული თვალები გაუსწორა...ჯარისკაცი გაცეცხლდა და დაიღრიალა -გრუზინ ილი აფხაზ!!! -ორივე ქართველია...დიანა იდგა,იდგა მარტო,ყველაფერი დაკარგ
...
Read More
|
-მარი-გოგოებო რა უცნაური დგეა? რაღაცნაირად ვერ ვარ ხასიათზე..... -ლიკა-რატო? არაა უცნაური დღე...ძალიან მაგარი დღეა...რამდენი ვიარეთ...კარგადთ გავერთეთ.. -მარი-აუ არა ნახე რა...ცას რა ფერი აქვს..აუ მოდი მე წავალ ძალიან ცუდად ვარ..თავი მისკდება.. -ნინი...კაი მარ წადი და საღამოს დაგირეკავ -მარი-კაი ნი...ლიკ...წავედი მე და მოგწერთ რა. მარი წამოვიდა..საშინელ ხასიათზე იყო...შეიძლება იმიტომ რომ ვინც ასე ძალიან უყვარდა ძალიან მოენატრა და ვერ ნახა ...საღამოს ნინიმ დაურეკა მარის -მარი.-გისმენთ.. -ნინი-მარ მე ვარ -ნინი რანაირი ხმა გაქ? მოხდა რამე? -კი არა..ააუ არ ვიცი.. -რა ხდება რა დაბნეული ხარ..მითხარი რა ხდება? -რა და........... -ნინი თქვი გილს ნუ მიხეთქავ ხო კარგად ხარ? -მე კი... -აბა? რა ხდება თქვი ნუ მაწვალებ. -მარ.....გიო........ -რა გიო?რა მოუვიდა გიოს? -გიო აღარაა. -რაა? რა თქვი?? ვერ გავიგე წესიერად ამიხსენი.. -ხო მარი...ჩხუმში დაჭრეს და.. -და რა?? -მოკვდა..!! მარის ყურმილი გაუვარდა...გარეთ გავარდა...საშინლად წვიმდა...სახლის ფორმაში იყო..მირბოდა..მაგრამ არ იცოდა სად ..იქნებ რეალობას გაურბოდა?? უნდოდა გადაკარგულიყო...ცხოვრება აღარ უნდოდა...ვინც ასე ძალიან უყვარდა დაკარგა...თუმცა ის ხომ არასოდეს ყოფილა მისი?? -რატომ ღმერთო??? ტაომ წამართვი?? ის ხომ არასოდეს ყოფილა ჩემი...მაინც წაიყვანე?? რატომ?? რატომ ღმერთო.. რატომ გძულვარ ასე// მარი მუხლებდაჩოქილი ყვიროდა....თან წვიმდა ძალიან...სიცი
...
Read More
|
ცხოვრება არარაობაა! სიცოცხლე, სუნთქვა, მიზანი – ის ერთი. მომავალი გაურკვეველი ბურუსივით მოცული. ყველაფერმა დაკარგა ჩემთვის აზრი. თითქოს უცნაურობათა კარუსელში ვზივარ, რომელიც გაუჩერებლად ტრიალებს. რაც ჩვენ ერთმანეთს დავშორდით მე უკვე ის აღარ ვარ რაც ვიყავი, სულ მთლად შევიცვალე, მეგობრები ვეღარ მცნობენ, ყველას ის მხიარული და საყვარელი ანი ენატრებათ, როგორიც ძველად ვიყავი. მაგრამ გიოს გარეშე ჩემს ცხოვრებას რა აზრი აქვს. გულში სინანულისა და სიძულვილის მეტი არაფერი დამიტოვა განვლილმა დღეებმა, ყოველთვის მეგონა რომ არასოდეს შემიყვარდებოდა ვინმე ისე, რომ ჭკუიდან გადავიდოდი. როგორც ამბობენ სიყვარული სენივით შეგეყრება და მოაგონდები "ვარდისფერ სიზმარს”. სხეულის თითოეული ნაკვთით, თითოეული ნერვით იცნობ მის შეხებას და შენი ცხოვრების ყოველი წუთი, ყოველი წამი, მხოლოდ მას დაემორჩილება. ამგვარ განცდებს ძნელად თუU მოუძებნი სახელს, მაგრამ მათ გარეშე უღიმღამოა ცხოვრება, თუნდაც ვერ გაგიგონ, თუნდაც გაუყუჩებელ ტკივილად აღიბეჭდონ შენს ცხოვრებაში, მაგრამ ამ ბობოქარ ვნებათა ღელვას მაინც მოინატრებ. ერთხელ გიომ მითხრა: ჩემს საყვარელ ადგილას წაგიყვანო, რომელსაც "ოცნების კუნძული’’ ერქვა. მიმიყვანა გიომ ზღვის ნაპირზე, სადაც მიწის მცირე ნაწილი ზღვაში კუნძულივით შეჭრილიყო და უამრავ ფრინველთა გუნდის თავშესაფარი გამხდარიყო. მართლა
...
Read More
|
მოგჩერებივარ, როგორც სანთელს და სუნთქვასაც ვიკრავ, რომ არ გამიქრე... შენით ჭკუიდან გადასვლა ღირს და როგორ ვიცხოვრო, უნდა დავფიქრდე! როგორ ვიცოცხლო ამ თვალთა იქეთ, ამ მზერის იქეთ უკუნი ბორგავს... ჩემს სასთუმალთან ჩამოჯდე იქნებ, ყური მიუგდო ღამეულ ბოდვას. და გაგონილი სახელი შენი ტუჩს რომ მოწყდება ღამის წყვდიადში, შენ ჯერ არ იცი მე როგორ მშველი სულს რომ მიბრუნებ ფერთა წიაღში. მიყვარხარ მართლა, მიყვარდი მგონი იქედან როცა დალაგდა არე... მოისხი მადლი, ჩემს სულთან მოდი, დავტოვებ ღიად სარკმელს და კარებს! წარსული დნება ფოთოლთ ცვენაში შენ შეგიძლია დარდი დახლიჩო... მომეცი ნება , რომ შენს მზერაში ჩავიძირო და თავი დავიხრჩო!!
|
გულს უშენობით დაღლილს დაქანცულს, გულის კარებთან დაუკვნესია, დიდხანს ვერ გნახავ და ვიტანჯები, ხშირად რომ გნახო უარესია, გაბრაზებულა ჯიუტი გული, სულში ტკივილი ჩაუთესია, ნუღარ მაწამებ ბრალდებულივით უცებ მომკალი უკეთესია, ისე საშინლად მომენატრე რომ ფიქრები მტრედად შემომესია, უბრალოდ მე ვწერ რასაც განვიცდი, და ნუ იფიქრებ რომ ეს ლექსია, არ შემიძლია მე ლექსი ვწერო, აღიარება ჩემი წესია, როცა უშენოდ მიწევს ცხოვრება, არ ვარსებობდე უკეთესია.
|
მომნატრებიხარ,როგორც შავ ზღვას თეთრი თოლია, იმ მონატრებით_რუსთაველს რომ მოუგონია. მომნატრებიხარ,ვით ზამთარში სითბო მაისის და ცხელ აგვისტოს საამური,გრილი დაისი. მომნატრებიხარ,აღარ ვიცი რას შეგადარო, მენატრები და მონატრებით მინდა გატარო. როგორც მთის ირემს წყაროს წყალი მოენატრება, დაეწაფება და გააბნევს წყურვილს დარდებად. მე მინდა შენთან,როგორც ვარსკვლავს უნდა მთვარესთან, ისე მჭირდები,როგორც ავდარს გამოდარება. უკვე იქ გეძებ,სადაც არ ხარ და ვერც იქნები და მენატრები,როგორც ზამთარს თოვლის ფიფქები. მომლანდებიხარ,გულში დარდად მომძალებიხარ, როგორც არასდროს,ისე ძლიერ მომნატრებიხარ
|
დაღამება სევდას მიქსოვს, გული რითი გავართო, დავჯდები და დავწერ ბარათს, ისევ უმისამართოდ.
ჩემი ლექსი თვით მოგძებნის, ვერსად დაემალები, მისამართად ეგულება შენი გიშრის თვალები.
მას რად უნდა ქუჩის სწავლა, შენი სახლის ჩვენება, ვით მერცხალი თავის ბუდეს, მოვა, მოგეფერება.
გახსნი ბარათს, წაიკითხავ, წარსულს დაუბრუნდები, მაგრამ ისევ გონს მოგიყვანს სინამდვილის ხუნდები.
რა მწარეა მოგონება დღეთა გარდასულისა, რა ძნელია დაოკება ვნებააშლილ სულისა...
და როცა ქალს ვნება ახრჩობს, გული რითი გაართოს, ჟინიანად დახევს ბარათს, მაგრამ... უმისამართოს.
დაეძებ და ვერ იპოვე, გაგიცრუვდა მიზანი, მე კი გულის გასართობად კიდევ გამოგიგზავნი
|
შენ შვიდი ფერი ვეღარ დაგხატავს, შენთან ფერები არაფერია შენს თავს ვერ ვანდობ უნიჭო მხატვარს შენ დედოფლობის დიდო ფერიავ.
შენთვის არ კმარა პიკასოს ფუნჯი არც ლეონარდოს ნიჭი უბადლო, შენი მხატვარი მხოლოდ ერთია შენ მხოლოდ იმ ერთს უნდა უმადლო.
ვერც ფიროსმანი, ვერც რაფაელი ვერც კონსტანტინეს ფერთა მორევი როგორ დაგხატავ აღარ კითხულობ?! სიყვარულია ნიჭი ყოველი.
სწორედ ამ გრძნობით მე შენ დაგხატავ სწორედ ამ გრძნობას შენგან მოველი
|
|
|
|
შესვლის ფორმა |
|
|
|
სექციის კატეგორიები |
|
|
|
ძებნა |
|
|
|
კალენდარი |
|
|
|
ჩვენი გამოკითხვა |
|
|
|
საიტის მეგობრები |
WwW.Traceurs.Ge |
|
|
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0 |
|
|