მთავარი » 2010 » მაისი » 02
მინდა... ჩემი გული გართობდეს... გულში დაგიტოვო, იარა...
ზაფხულში ეგ თვალები მათოვდეს... სულში... ამ ლექსებში კი არა.... მინდა... დამიღამო საღამო... სულში შრიალებდეს ალვები... შენი თმები ვიგრძნო საამო შენი... უნაპირო თვალები... მინდა... გათენებას ვუმზირო... მინდა... გავათენო უმზეოდ... მინდა ცა... უნაკლო, უძირო... თავი... ისევ ვიგრძნო უმწეოდ... მინდა... გაწვალებდეს, გათრობდეს... ისევ, ჩემს სიყვარულს ემონო... უცებ, მაისში რომ გათოვდეს... ჩვენ კი... ოცნებები გვეგონოს... სულში, ამ ლექსებში კი არა... ზაფხულს, ეგ თვალები ათოვდეს... გულში გაგეჩხიროს იარა... მაინც... უჩემობა გაფრთხობდეს...
|
ყოფნა არ ყოფნის ზღვარზე მყოფელი შენ სახელს ვარქმევ ყველა საფიცარს, ურწმუნოების მორიგ აღლუმზე, სუნთქვა ეკვრება გულს დანაისარს.
მე ეხლა მხოლოდ შენი ცრემლები გამიკვალავენ გზას ცისკენ სავალს, ვიდრე სამყაროს თაღზე მჯდომელი დამისრულებდეს თავგადასავალს.
მხოლოდ მან უწყის შენი გულისთვის რომ არ შევკრულვარ ქურდსა და მპარავს, მე მარტოსულთა სავალს მივყვები და უშენობით სიცოცხლე მზარავს.
დაე ის ახდეს,რაც უნდა მოხდეს, ია და ვარდი გზაზე ფენია. მე ჩემს გასავლელს მაინც გავივლი, მხოლოდ ეს ფიცი გადამრჩენია.
|
აქ ყველაფერი, მღერიან შენზე
აქ სეირნობენ ჭორები ჩვენზე
საოცარია ოცნება შენზე
ტვირთივით მადევს ფიქრები მხრებზე.
აქ ჯადოქარი დაფრინავს ცოცხით
რომ ოცნებები გახადოს მორცხვი
აქ სიყვარული არ არის ცოდვა
და არც, ძილის წინ პატარა ლოცვა.
აქ მინდა ერთად ვიცეკვოთ ვალსი
იქნებ მომეცეს მე კიდევ შანსი,
აქ ბევრი დადის ლამაზი ქალი,
მაგრამ მემ მაინც შენზე მაქვს თვალი.
|
თაფლის თვალები.
ტყვედ ამიყვანეს თაფლის თვალებმა და ხელ აპყრობილს ბორკილს მადებენ, კიდევ წუთიც და წარბ შეუხრელად ცივ მწვერვალიდან გადმომაგდებენ. გადმოვეშვები კლდიდან უფსკრულში ჩემი გაჩენის მაგინებელი, ალტერნატივა არ ააქვს პყრობილს გინდ იყოს ცათა მავედრებელი. და ვიფრენ ასე მანამდე სანამ, ჯოჯოხეთის კარს დავენარცხები, შეაზანზარებს ბნელთა სამუაროს ჯერ არ ნახული გულის ნადები. ყიჟინა დახევს უეცარ დუმილს და ლუციფერთან გამაქანებენ, გადიხარხარებს სოფლის თავადი... და ჩქაუქრობელ ცეცხლზე დამდებენ. ასე ვიქნები ვიდრე უეცრად, განერთხებიან ცეცხლის ალები... მე გამომიხსნის სამოთხის ჩიტი და მას ექნება თაფლის თვალები.
|
ძალიან,ძალიან,ძალიან,დიდი გულით ისეთი რომელიც მკერდში არ ეტევა, უნდა შემოაღო მღერით ეს სამყარო, სხვანაირად მოსვლა აქ არ ჩაგეთვლება.
ეს შენ მოლოდინში ათენ -აღამებენ, ვისაც იმედი და რწმენა არ ეთმობა, მოდი,მოდი,მოდი,მოდი სიყვარულო, მოდი უშენობით აქ რა გაეწყობა.
ლოცვით მუხლმოყრილი ღვთისმშობლის წინაშე, ვვედრი არ შეყოვნდეს შენი გაცხადება. ვიცი უცილობლად ეს ასე იქნება, შენ მოხვალ და ღამეც უმალ განათდება.
|
ახალი ნოე. წყალთა დენა თუ დაიწყო უკვე?! სხვა რა ვიფიქრო ამ ცის მხილველმა. ასე იქნება ბოლო წუთამდე, ვგონებ გვანიშნა ვინმე ღვთის ხელმა.
ვით მამა საბას წმინდა ცრემლები, მთელი სამყარო დაიფარება და როგორც მაშინ დიდ წყალობისას, ახალი ნოე გამოცხადდება.
ის გააშენებს საუფლო ვენახს და წითელღვინოს შვილებთან შესვავს, ის ვინც უფლის დღეს მხეცსს დააჩოქებს და ჯოჯოხეთის უფსკრულში შესვავს.
|
როგორც რიგითი სპეც მონადირე, დაგეშილი ვარ ბოლო ნადირზე, დაუნდობელი მომელის ბრძოლა, ვიცი სულ მალე გზის შენაპირზე.
შევერკინებით მეხთა კვეთებით ცაში,მიწის ქვეშ,ზღვით თუ ხმელეთით, სულ განაბული იქნება აწმყო, ფერებ წაშლილი ელეთ-მელეთით.
დრო მიღმიური ჩვენი კვეთება, სივრცეს ხალიჩად ფეხ ქვეშ გაიგდბს, ჯერ არ თქმული და ჯერ არ ნახული ბრძოლა საწუთროს ხელში აიღებს.
შვიდ დღეს და ღამეს იქნება ომი და მეშვიდე დღეს მოვა მშვიდობა, ასე დადგება დღე მომავალის ახალი ცა და მზის მარადობა.
|
ცას შეველევი,მაგრამ შენ როგორ? მაგრამ უშენოდ როგორ ვიქნები? ჩამოწვებიან მთებზე ღრუბლები და ჩემში ისევ შენზე ფიქრები.
შენი სუნთქვა ვარ,სულის ძახილი, გულიდან გულში გადაძახილი. ოდეს ზმანება ძველთ უძველესი საზეო ზღვარზე ჩქამით ნახილი.
შენ გზას მიყვები აშადრევნებით და დანარჩენი არც გედარდება, მე კი უშენოდ მთელი სამყარო არც მემღერება, არც მევარდება.
აბა რა ვიცი ხვალ რა იქნება, საერთოდ ხვალ თუ გამითენდება, მაგრამ დღეს შენით ვიღებ სამყაროს და მჯერა ეს დღე არ დამთავრდება.
|
თავიდან. მოდი თავიდან ვისწავლოთ სიყვარული, სხვა გზა გადარჩენის ჩვენ არ გაგვაჩნია, უნდა გავიხსენოთ ცაზე სიარული, ნახე გასავლელი კიდევ რამდენია.
წადი დაიმალე, ისევ თუ გიპოვი, ეს ტყე უღრანი და ძალზე საშიშია, ნუთუ მიღალატებს ჩემი მოწოდება, ისევ სამეფოა განა ნაჯიშია.
აბა ერთი ნახვით ისევე თუ დამცემ, როგორც პირველად და როგორც მეათასედ, უნდა მოგიტაცო ვეღარ ვიმორჩილებ მერანს ბნელს გამომყვანს მეორიათასედ.
გაუნელებელი ბრძოლა სიყვარულით, რომლის გულისთვისავ დროსაც შეაჩერებ, არის ერთადერთი ხსნა და გადარჩენა თავის მეობაში ღმერთს რომ დააჯერებ.
|
ისე, დავიძინებ თვალს არ დავხუჭავ
ისე ,გავიღვიძებ საბანს არ ავფუშავ
ისე გაკოცებ ვერც კი მიხვდები
შენს ლამაზ სხეულს კვლავ მოვეხვევი.
ისე მიდიხარ , არც კი იხედები
უკნიდან გიყურებ ჩუმად გეფერები.
ჩემი ქალღმერთი ხარ და გეალერსები
სიზმრად გიყურებ და დღისით მელანდები.
ისევ, დრო წაშლის გულის იარებს
ისევ, შევავსებ ღვინით ფიალებს.
ისევ გაიხდი შენ ლამაზ კაბას
ქუჩაში დავიწყებთ ჯადოსნურ ამბავს.
ისევ ჩამიივლის ის ორი გოგო
ასე, მგონია მოვიგე ლოტო
გარეთ გავხედე და დამოდის გოგო
კარზე კაკუნი საწოლში მორთო.
|
მაინც ვინა ხარ ნეტავ ასეთი
შენ განაცვალო მთელი სამყარო,
სადარებელთა უდარებელი,
უღვთო განსაცდელს არ გადამყარო.
ცა ცისას იტყვის,მიწა მიწისას,
ყველაფერს თავის წესი განწონის,
მაგრამ საფიცარ თვალების სიბრძნეს,
ნეტავ ამ ქვეყნად რა გადაწონის.
მე მჯერა შენი, როგორც არავის
და უშენობა ვიცი გამიტანს,
არ მემეტება არც ერთი წუთი,
უშენოდ, გინდაც ცად თუ ამიყვანს.
...არ აქვს სიყვარულს არც რა სახელი
ისე წმინდა და ისე... ღმერთია,
როგორც მაისში ყაყაჩოები, ამ ქვეყანაზე ერთად ერთია.
|
დასახელება:თანაკლასელები ჟანრი: კომედია, წელი: 2007 პროდიუსერი: ოლივერ პარკერი, ბარნები ტომპსონი ენა: რუსული როლებში: ტალილა რაილი, რუპერტ ევერეტი, ჯოდი უიტეიკერი, ჯემა არტერტონი
ხარისხი: HDRip ზომა: 1 398.54 MB
მოკლე შინაარსი: სენტ–ტრინიანი – არ არის ჩვეულებრივი სკოლა ახალგაზრდა ქალიშვილებისთვის, რომლებიც კონტროლს არ ექ
...
Read More
|
.................. Cool Photos !!!!
|
........... Cool Photos !!!
|
The Vampire Diaries: ბანერი,ავატარი,ანიმაცია ........................
|
................ Party Photos !!! ...................
|
დავშენდეთ, წამოდით წვიმებზე დავშენდეთ
და მერე შევავსოთ სიმთვრალე ტეკილით,
იცით?! რომ აპრილის მოგართვით ავშანი
მემ, ასე უბრალოდ და თქვენ კი თაკილობთ.
გუბეებს ჩახედეთ, მიხილავთ ცილინდრით,
ან კიდევ მოვწყდები ღამეებს წიწვიდან,
...
Read More
|
წერთილი,ტირე,მრავალ წერტილი...
და მერე ისევ,
ისევ და ისე...
მორზეს ანბანის გადარითმებით
მთელი სამუაროს კუთხე კუნჭულში
ვგზავნი მესიჯებს.
მთრთოლავ თითების უწყვეტ ციკლებით
და ალბად სადმე, ოდესმე, ვინმე,
მე მაქვს იმედი გამითავისებს,
გამიგებს ვინმე
და დამიმტკიცებს
არის სიცოცხლე ამ სამყაროში,
რომ არის ვიღაც ვინც დამანახებს
რომ ააქვს აზრი ამ ჩემ ცხოვრებას
უსაზღვროების ყრუ შესაკიდზე.
რომ ააქვს ფასი და გამართლება ჩემი მეობის წერტილს და მძიმეს.
|
ზეცა სულია დედამიწისა და ეს სამყარო არის ხატი მომავალისა, დიდ უფლის დღისა, როდესაც სული გადაიქცევა ხორცის სამოსად. ედემის ბაღში ჩვენი ყოფა ხომ ასე იყო, მანამდე სანამ ვამჯობინეთ კეთილს ბოროტი და შევიქენით მოწილენი ამაო ხსნისა . პირველ ცოდვის ქვეშ ვართ ყოველი თანაზიარი და რაც მოვიმკეთ ნაუოფია იმ დაცემისა, არც მეტია და არც ნაკლები- მსგავსი მსგავსს ერთვის, სხვა გზა სავალი ჩვენი თავისთვის არ გაგვიხსნია. ...ეს მერვე დღეა და ყოველივეს ეხდება ფარდა დგება ყოველის გამხილების ბოლო საათი, როს ცხადზე ცხადი შეიქმნება თუ ვინ ვინაა ...და საიდუმლო გაიხსნება იგი ბარათი.
|
მზემ მიმოფანტა ღრუბლები და გამობრდღვიალდა და ვინ არის ის ვინც ამბობს რომ, ჩვენ არაფერი არ შეგვიძლია?! ამ ქვეყანას ხომ ღვთისმშობელმა თავისი კალთა გადააფარა, ის უწმინდური სწორედ მისი დაუძლეველი შიშით იძლია.
-სად არის მამა?! უცაბედად გაისმა კითხვა და ექოდ მოხვდა დახურული სივრცის კუთხეებს. რაღაც საეჭვოდ გაუჩინარდა ემისარი უძირო ტბისა, ვინ იცის თავი შეაფარა ჟამის სამალებს.
ო და ეს წვიმაც ისე წასკდა მოულოდნელად, დაუსრულებელ უთავბოლო ცრემლთა დინებად, გამოაღვიძა მიძინებული წუთი სოფელი, ...თუ გული გულობს არაფერია შეუძლებელი.
ერთობაშია გზა ჩვენი ხსნისა და გადარჩენის, ჩაწერილია სამარადისოდ ყოველი სიტყვა ჩვენ მიერ თქმული, ხელი ხელს ძმებო მოვუსწოროთ მომავალს გზები და აღვასრულოთ ჩვენი საქმე,მხოლოდ ჩვენით ის თავ დადგმული.
|
როგორც გურამი.. დრო და დრო ვიცი გაფრენები ალავერდული, დრო და დრო როცა აღარ მყოფნის უკვე მოთმენა, როცა ვხედავ რომ იმ ტოტს ჭრიან რომელზეც ზიან და აღარავის აღარა სურს ღმერთის მოსმენა. შემოვევლედბი გურამივით მეც თეთრ მერანზე და დაოთხილი შევაჭენებ შუა ქალაქში, ჩემი ყიჟინა და მათრახი შემოერთყმება გაქვავებულებს ისე როგორც, სადმე ზღაპარში. და ვერავინ და ვერაფერი ვერ შემაჩერებს, მანამდე სანამ ბოლო ბომონს არ შემოვდგები, მხოლოდ მას შემდეგ შევბედავ და ალავერდიდან, ხელებ გაშლილი საწუთროზე გადმოვფრინდები. და თუ აღვცდგები, ისე როგორც დღემდე აქამდე, კვლავ არ ამცდება წვეულებთან ვიცი მოლხენა, მანამდე სანამ არ გავაფრენ ალავერდულად, მაშინ როდესაც აღარა მყოფნის უკვე მოთმენა.
|
სადღაც გაგაქრო სიამაყემ, კვალი სიყვარულმა დატოვა, შემდეგ დავიწყება მეწვია, თუმცა მანაც მალე დამტოვა. შემომინახე ეგ თვალები. მზერა არავის ანდო... შენი დუმილიც, სევდიანი, გახსოვს? მე მიყვარდა მარტო. მომნატრებია ყველა სიგიჟე. შენი სურნელი, ხმა.. ნეტავ იცოდე, როგორ მინდოდა მომესწრო "მიყვარხარ"-ს თქმა. მაპატიე, რომ ვერ გავუძელი და რომ მიგატოვე, მაპატიე.. შენს სახელს ვარქმევ ყოველივეს, ქვეყნად თუკი რამე მაბადია.. ჩემო უცნაურო, გაგიკვირდება და,, ახლა,როცა ქუჩებს ათოვს, ქალაქი ძილში ჩაძირულა, მე კი, შენით არსებობა მათბობს. უკანასკნელად ჩაეძინებათ ამ თითებს ქერა თმებში, უკანასკნელად გავბედავ გითხრა: "ყოველთვის დარჩები ჩემში"
|
დაიმსხვრა.... ყველაფერი ერთ წამში დაიმსხვრა.... არადა, გახსოვს რამდენ ხანს ვაშენებდით?.... დაგეღალე.... ისე დაგეღალე, ბრძოლის ძალაც აღარ მაქვს.... თითქოს ხელს გიშვებ, მაგრამ მეშინია უშენობით მარტოობის.... შენთან მინდა!!! ჰო, მინდა და რა ვქნა?! იცი?... როცა იძინებ, შენს სასთუმალთან ვჯდები და სუნთქვას გითვლი.... როგორ მინდა ჩაგეხუტო, მოგეფერო, იცი?..... მაგრამ არ მიშვებ შენამდე.... დაგეღალე... ამდენი უაზრობით დაგეღალე და ვეღარც გეღიმები.... ვერც შენ, ვერც სხვას.... ვეღარ ვიღიმები... მომენატრე!... ძველი გრძნობებით მომენატრე!.... ძველი ფიქრებით, ოცნებებით, ერთად ყოფნით, ჩახუტებით მომენატრე.
შენი თვალები მომენატრა, შენი თითები...
მომეფერე რა... შენ რომ გიყვარს ისე მომეფერე!... გულთან მიმიჩუმე... სახე დამიკოცნე... მაგრად ჩამიკარი და... ჩემი კანის სურნელი იგრძენი თავიდან!...
|
ჩემი ცხოვრება სავსეა შენი სუნთქვით და თვალების ფერით, თმებით,ტუჩებით,ალერსით,მზერით, ჩემი არსევა სავსეა შენით, ჩემი დღეები სავსეა თმენით, ჩემი სისხლხორცი მზითა და რწმენით, მხრებით,მკლავებით, თვალებით,ყელით, ჩემი არსება სავსეა შენით, ჭორით,ოცნებით.იჭვნეულ სენით, ტყუილით,მართლით,ბოროტი ენით, ზღვა სიყვარულით,პატარა წყენით, მთელი სიცოცხლე სავსეა შენით, ასე მგონია მე შენით ვცოცხლოობ, ასე მგონია ვსულდგმულობ შენით... მხოლოდ შენით...
.......................................................
რატომ დამთოვე შენ იმ საღამოს რატომ დამადე ქვა გულზე დიდი რატომ მითხარი არ მიყვარხარო რატომ დამიფრთხე მე დღემდე ძილი. მაგრამ მჯერა რომ გვირაბის ბოლოს კვლავ გამოჩნდება შუქი ნათელი და ჩვენ გულებში კვლავ აინთება ამ სიყვარულის ნაზი სანთელი.
|
"მზის ჩასვლას თითქოს ცეცხლად იწვიდა დანაცრებული ნასახლარები, ატმის ხეების ტოტებზე ისხდნენ ფრენით დაღლილი მკრთალი მტრედები...
ეკლესიასთან მდგარ ნარნარ გოგოს მკვეთრად ესმოდა ხმა თბილ ეჟვნების, ეს სიყვარული რად იყო ღმერთთა... და რად მიჰქონდა ქარს ხმა ვედრების,
იწვის სანთელბი ელვარებს თვალნი დგას მკრთალი გოგო პატარძლის კაბით.., ყელზე უბრწყინავს ალმასად ცრემლი ხატს ევედრება მკრთომარე ხელით..
უკანასკნელი ოცნების კვდომას ნარინჯისფერი მზის ჩასვლა ჰგავდა, ნიავი მშვიდი მარტოსულ გზაზე შემოდგომის ჭრელ ფოთლებს ფანტავდა...."
|
ის დაიბადა ავბედით ღამეს და არ იცოდა მან სიტყვა გრძნობა, მან არ იცოდა,არც სიყვარული, არც სიხარული და თანაგრძნობა.
იგი ასეთად ქუჩამ აქცია ის გაიზარდა უნდობელთ შორის, ის ტრიალებდა მუდამ იმ წრეში ვინც არ იცოდა რაიმე გრძნობის.
მან რაც იცოდა,ქუჩამ ასწავლა ძარცვაც,მკვლელობაც და ხალხის ჩაგვრაც, მან არ იცოდა სიცოცხლის ფასი და სხვის სიცოცხლეს ატანდა ნაგავს.
მას სდევდა მუდამ უბედურება მან არ იცოდა რაა სიცილი, სადაც ის იყო,თან სდევდა მუდამ უბედურება,სისხლი,სიკვდილი.
თავის სიცოცხლეც არად უღირდა მისი შეჩერება იყო ამაო, ვიდრე ერთხელაც "საქმეზე" გასულს გზად არ შემოხვდა წმინდა მამაო.
მისმა სიტყვებმა "ფული მომეცი" ადგილს მიაყინა წმინდა მოძღვარი, აუკანკალდა მარჯვენა ხელი სადაც ეპყრა მას საღვთო ლოცვანი.
ფული არა მაქვს შვილო არა მე თავადაც ხედავ შენ თვითონ ამას, მშვიდად გამიშვი,ნურას შემამთხვევ არ დაგივიწყებს უფალი ამაგს.
მე არ ვიციო ვინ არს უფალი და ამის შემდეგ დაუშვა სასხლეტს, წიგნი დავარდა,გადაიშალა მან თვალი მოჰკრა მოციქულთ საქმენს.
იარაღის ხმა შესცვალა ჭექამ და დააწვიმდა ფურცლებზე ლოცვანს, მოღრუბლულიყო ზეცა ავბედად და დასტიროდა დაღუპულ მოძღვარს.
წვიმამ ცოტა რომ გამოაფხიზლა ის დაიხარა წიგნი აიღო, მან ერთი-ორი სტრიქონიდანაც
...
Read More
|
ფიქრო-უსასრულო,წუთო-დასაცდელო, ჩემო სიხარულო,ჩემო განსაცდელო, მხოლოდ შენ მიყვარხარ, შენთვის მტკივა გული, მე ხომ შენ გაჩუქე ჩემი სიყვარული... გულო-სატკივარო,დღეო წვალებაო, ჩემო ერთადერთო ლამაზ თვალებაო! წამო ბედნიერო,სიხარულის ცრემლო, როგორ მინდოდა,რომ სულ შენს გვერდით მევლო. ფიქრო უასასრულო.წუთო დასაცდელო,ჩემო განსაცდელო.
........................................................................................................
ღამის ფერები ანაზებს ჭადრებს განგება ისევ ძალუმად მგოსნობს, ქუჩებში მწვანე აუნთო დარდებს, ჩემი ფიქრებიც მთელს ქალაქს მოსდო.
აანთო თეთრი ლამპიონები და ცას მიაპყრო სხივების კონა მარადისობის ნათელი ფერით გამოუცხადა სამყაროს გლოვა
ოჰ როგორ მინდა ისევ აქ იყო, და დამავიწყო რაც მიწამია, მუდამ გახსოვდეს რომ ეს ცხოვრება მარადისობის ერთი წამია
|
რაში გჭირდები მე, ტრფობის ხამი. შენ მიღალატებ - მეც გაგიწყრები. დაგავიწყდება ის ტკბობის ჟამი და მეც სულ ისე დაგავიწყდები.
დავლევ, დავთვრები ბრაზმორეული. წარსული ახლა ჩემი მტერია. საიდანღაც კი ხმა შორეული წამიჩურჩულებს: - არაფერია!
რაში გჭირდება ღატაკი, ლოთი. შენი ცხოვრება ახლად იწყება. და ერთი გიჟი, სულელი, შფოთი... ისე, უბრალოდ დაგავიწყდება.
შენი დრო მორჩა, როგორც უყურებ, მეტყვი, --ახლა კი ჩემი ჯერია. გამიკვირდება, ჩავიბუტბუტებ: განა ეს მართლა არაფერია?!
დეკემბერია, გული თოვლს ითხოვს... შენ გათხოვდები - მეც გაგიწყრები. დაგავიწყდება იანვრის სითბოც და მეც სულ ისე დაგავიწყდები.
|
შენზე ფიქრისას ცრემლები მომდის შენზე ოცნება გაქრებაა? როდის?? ჩემი სიცოცხლე ღმერთისგან მოდის ჩემი სიკვდილი სად მნახავს? როდის? ციდან ფანტელი მოდის და მოდის შენზე ოცნებას კვლავ მარცხი მოსდის ვეღარ ვივიწყებ მაგ სევდიან ხმას რადგან მე შენზე ბოდვები მომდის. გავიდა დრო და ჟამიც გამოხდა ჩემი სიყვარულშიც რაღაც მოხდა ჩემი სიზმრები ცხადად გაცოცხლდა. მაშინ, შებს გარდა სხვა რომ გამოჩნდა ჩვენი გრძნობები ერთურს დაშორდა ჩემი გრძნობა კი თითქოს დაობლდა. მაშინ ჩემს გულში რაღაც მოხდა და მინდა გითხრა ეს გრძნობა მოკვდა.
|
დღეს ჩემი ფიქრები დგანან ფანჯარასთან და გამალებით არტყამენ ნაფაზებს... მთვრალი ვარ...შენ ამბობ:დე, ჯერ პატარა ხარ... (ჰაერში ფიქრებმა რვიანი დახაზეს). გპირდები აღარ მოვწევ, დე , ხო, მეცოდები. მოდი დავჯდეთ და ორივემ ვიტიროთ. ხვალაც ამტკივდება ფიქრი შეცოდების, შეძლებ, რომ გული ჩემს ნაცვლად იტკინო? თვითონ
...
Read More
|
საითმივყავარ ჩემს ბედისწერას, კვლავ რა სიახლეს მიმზადებს ნეტავ, გაჩენის დღიდან რას მექიშპება, რას მემართლება ,რა უნდა ჩემგან? მე თუმც ბუნებით არ ვარ ბოროტი და გზას მივყვები ოცოდველს,მართალს, ბედი კი მაინც,როგორც რობოტი, ჩემი ცხოვრების საჭეს თვით მართავს. რაც კი გულს უნდა როდი სრულდება, სადაც არ მინდა იქ გზა ხსნილია, ისე დამქანცა მისმა ცდუნებამ, როგორ მოვიკცე ვერ გამიგია. ბედის სიმკაცრით შეშინებული არსად დავეცე,ვფიქრობ ყოველთვის, თუმცა სიკეთით ვარ ანთებული, მაინც არ ვიცი ხვალ რა მომელის.
|
ღამით ქუჩაში დავეხეტები მეძახის ვიღაც, არ ვიცი რისთვის, დამსხვრეულ ბილიკს მივყვები იქით, ვეძებ რაღაცას, არ ვიცი ვისთვის... მეძახის, მესმის ჩუმი ჰანგები, სველი თვალებით მივყვები ბილიკს, გაოცებული მივიცქერი იქით არსებობს რაღაც? ვიღაცა რისთვის? მე არ მოვსულვარ ვიღაცა რისთვის მე არ მასვენებს ფიქრები მისი, დამსხვრეულ ბილიკს მივყვები იქით ვეძებ რაღაცას, არ ვიცი რისთვის... მინდოდა მეთქვა, რაც არ მითქვია ცხოვრებამ უცებ წამლეკა იქით, არ ვიცი რისთვის მოვედი ქვეყნად, არ ვიცი რისთვის მივყავარ იქით. დაუსრულებლად მსურდა სიცოცხლე თურმე ხანმოკლე აღმოჩნდა მისთვის, დამსხვრეულ ბილიკს მივყვები იქით არ ვიცი საით, გაუჩერებლივ მივყვები ბილიკს...
|
შეიძლება ხან დაგიყვირო, შეიძლება ხან გაგიცინო, შეიძლება ხან გაწყენინო, შეიძლება ხან გატკენინო, შეიძლება არც კი გაწყენინო, შეიძლება არც კი გატკენინო, შეიძლება არც კი დაგიყვირო შეიძლება არც კი მაპატიო. მაგრამ შენ უნდა იცოდე, მაგრამ შენ უნდა გწამდეს, მაგრამ შენ უნდა გჯეროდეს, მაგრამ შენ უნდა გიხაროდეს, რომ მე შენ მიხვარხარ როგორც არიცი, რომ მე შენ მიხვარხარ როგორც არავინ, რომ მე შენ მიხვარხარ როგორს არასდროს, რომ მე შენ მიხვარხარ და სულ მეყვარები.
|
სად ხარ წვიმაში ხომ არ წაგიღეს, ვერსად ვიპოვე შენი გზა-კვალი, ნუთუ აქ უნდა დავსვა წერტილი და შევაჩვიო ამ ტკივილს თვალი?!
ვის შევეკითხო არის კი ვინმე ამ ქვეყანაზე შენი მცნობელი, ვერავინ მეტყვის მე შენს მისამართს, ვერც ავთანდილი ხსნათა მწუობელი.
ეს წვიმაა თუ ღვარად დინება ასმათისა და შენი ცრემლების, მე არ ვტირივარ თავისით ხდება... სისხლით და წყალით ლბობა ხელების.
გადაიკარებს ალბათ ოდესმე და თუ იქამდე ქვეყნად ვიქნები, აღარ დავუცდი ჟამთა დინებას ზღაპრად რომ იყო მაინც შეგწვდები.
|
თუ არ გამიწყრება მამა ღმერთი მუზა თუ არა მკრავს ხელს, თუკი შუაღამეს მკლავებ გაშლილ მთვარეს დავინახავ მე, მთვრალი კაცივით რომ დაეთრევა, ცის გუმბათს ბარბაცით რომ ცვეთს, თუკი თვალს მივაწვდენ იანვარში გადაშროშანებულ მთებს, თეთრი ქალწულივით ამაყ მწვერვალს, თოვლი ზღაპრულად რომ დევს... თუკი გაზაფხულზე ვაზის ცრემლი თმებზე დამეღვრება მე, ახლად ამოხეთქილ კვირტებზე ხომ მზე სხივთ ნაწნავებად გრეხს... თუკი ნაკადული დახატული რაკრაკით ჩამივლის გვერდს, თუკი მზიანეთში ურცხვად აჭრილ ტოროლას ავაწვდენ ხელს, თუკი გავიგონებ ჭერმის ხითხითს შეხეთ, ამ ნებიერ ხეს, ვიცი, ატმის კვირტთა ნაგუბარში აპრილი დამახრჩობს მე... თუკი გავბრუვდები ჩემი ნაბოდვარით, მუზა თუ არა მკრავს ხელს, მაშინ გამოვტყდები ძალზედ მოკრძალებით, რომ სიტყვის ლოთი ვარ მე!
|
რამდენჯერ მთვარიან ღამეში, როს აღარ მასვენებს მე ფიქრთა თარეში, როცა მსურს, ჩაგხედო ეშხიან თვალებში, გინატრებ საამო ნიავად, ან ცისკრის ვარსკვლავის იმედის ციალად. რომ მიალერსებდე კი არა, უკუნს მინათებდე, მიქცევდე მზიანად! რამდენჯერ სევდაში ჩაძირულს, მთვარეს რომ ვუცქერი ცის თაღზე აზიდულს, მგონია ჩემთან ხარ, განწირულს ნაღველი მეცლება, უხარის წამით სულს, ოცნებას გამიკრთობს ბულბული, ცის ნამი მაფხიზლებს და ფოთოლთ ჩურჩული. ნუ დარდობ, ცოდვაა ეგ გული, ის შენი იქნება და შენი ერთგული. რამდენჯერ, რამდენჯერ, რამდენჯერ!.....
|
როგორ მიყვარდა მწუხრის ჩრდილთა ჩუმი ვედრება, ჩამავალი მზის ბრწყინვალებით განათებული, საოცარია დასისხული ცის გათეთრება, როცა ლაჟვარდში იძირება მზე ანთებული... მე ავდიოდი ცისფერ კოშკის მარმარილოზე საფეხურებზე შუქი ენთო ფერად ღვარებად სისხლი ჰყვაოდა ჰორიზონტის ყვითელ ტილოზე და ისვენებდა დაქანცული მზის ელვარება.... უცებ მოვარდა ქარიშხალი ზღაპრულ დევებით და ატორტმანდა მწვანე სივრცე ცეცხლის რკალებად აივსო ჩემი ბროლის კოშკი ცის ნანგრევებით და ქარმა სილა მომაყარა ღია თვალებში... გუგუნებს ქარი და ოცნებაც თვალს ვეღარ ახელს გაბზარულ მიწას ხშირად უვლის ტანთ ჟრუანტელი შარავანდედი ეკარგება პოეტის სახელს, ვაიმე ქრება პოეზიის წმინდა სანთელი....
|
ისევ მიყვარხარ და ისევ მენატრები მე შენს ლამაზ თვალებს ვღარ შეველევი ისევ მენატრები თითქოს ჩემთან არ ხარ წამიც ვეგარავძლებ შენგან მარტოობით.
* * *
სიყვარული არის ფაცხა ამ ფაცხაში არის რაცხა დამეხმარეთ ვინცხა რაცხა მე სიყვარულმა დამამარცხა.
|
ლაჟვარდი იყო სუფთა და ღია, მიმზერდა ისს ცისფერი თვალი, მღეროდა ვიღაცდა სამაიას ცევავდა სამი უცნობი ქალი.
გადავიარე სინათლის ზღვარი და უცნაური ვნახე ხატება ––– ჯერ არ მინახავს ქვეყნად ამგვარი გასაოცარი გამოცხადება.
სული ბრწყინავდა ვერცხლის ხელიხი, გაოცდებოდით ფერთამხილველი, ––– ოქროს მთა–ბარი და მთაგრეხილი, გამოცხადდება გასაკვირველი!
ოქროს გალიებს, ოქროს ზარებით, და გალიებში სამოთხის ჩიტებს ვუზერდი, ვიდექ ფერნამკრთალები და გრძნეულივით ვუსმენდი კიდეც.
და მერე, როცა მეტოქემ მთვარის გადამაფარა სინათლის კალთა, ––– უეცრად გაქრა ზმანება მკრთალი განათებული ოცნების კარი.
|
სად ხარ,წვიმებმა ხომ არ წაგიღეს, ვერსად ვიპოვე შენი გზა-კვალი, ნუთუ აქ უნდა დავსვა წერტილი და შევაჩვიო ამ ტკივილს თვალი?!
ვის შევეკითხო არის კი ვინმე
...
Read More
|
ra gavakeTe am cxovrebaSi ra movitane me sargebeli, TiTqos CaveSvi ragac morevSi da arvin ar Cans momSvelebeli.
TiTqos gamiwyda cxovrebis Toki miwac gamiskda Tan Camitana], irgvliv vigacam daukra roki da me vnebebma kvlav wamitana.
magram cxovrebam kvlav Semaxsena daniSnuleba da Cemi vali, da am fiqrebma grZnobebi axsna TiTqos titrebSi gamoCnda qali.
qali romelic ar Canda avi qali mSvidi da dadinjebuli, is Tavs damatyda rogorac zvavi mzera momapyro garindebuli.
sul damaviwya Tavi da bolo da amiSala fiqri wyeuli, fiqri uRirsi da uTavbolo qali giJi da TiTqos rCeuli.
mas Semdeg bevri gavida weli da me sul vfiqrob am erTaderTsa, ra movitane me sargebeli ratom ar veZeb gzas WeSmaritsa.
....................................................
sheni xatis cin davichokeb, sheni sa
...
Read More
|
როგორც ქურდი და როგორც მპარავი ზე საიდუმლო სუპერ აგენტი, შენ ხარ საცდური ყველა მეკობრის, შენ მარტოსული და ჟამში კენტი.
მხოლოდ შენ ძალგიწს შთაბერო სული
რაც უცილობლად განწირულია,
და შენს კოჰორტას შემოუერთო,
ის ვინც უმზეოდ დაკარგულია.
არავინ უწყის შენი სახელი,
ნიღაბ მიღმური შენი სახება ,
გამოუცნობი ხარ გამოცანა
და იდუმალი ცის აღსარება.
ვინ დაგეუფლოს შენს უნებურად,
შენ წილნაყარო მარადიულთან,
დრონი მეფობენ დროთა გამრიგევ, დავანებულო წარუვალ სულთან.
|
საით მივყავარ ჩემს ბედისწერას, კვლავ რა სიახლეს მიმზადებს ნეტავ, გაჩენის დღიდან რას მექიშპება, რას მემართლება,რა უნდა ჩემგან? მე თუმც ბუნებით არ ვარ ბოროტი და გზას მივყვები უცოდველს,მართალს, ბედი კი მაინც,როგორც რობოტი, ჩემი ცხოვრების საჭეს თვით მართავს. რაც კი გულს უნდა როდი სრულდება, სადაც არ მინდა იქ გზა ხსნილია, ისე დამქანცა მისმა ცდუნებამ, როგორ მოვიქცე ვერ გამიგია. ბედის სიმკაცრით შეშინებული არსად დავეცე,ვფიქრობ ყოველთვის, თუმცა სიკეთით ვარ ანთებული, მაინც არ ვიცი ხვალ რა მომელის.
|
გარეთ ქარია, საღამოა და ვზივარ მარტო, რა სიწყნარეა... საამოა, სიჩუმე მართობს, დიდი ხანია, მოუსვენრად რომ არის სული, და მიხარია, რომ ოცნება ამიხდა ჩუმი. სულ ეს წამია რაც სიმშვიდეს მივეცი თავი... წამი ჩქარია... შთანთქავს ჩრდილებს სიბნელე ღამის. მომწონს ძალიან, რომ მდუმარებს ბუნება ასე, და რომ ნაღვლიანს და მწუხარეს იმედით მავსებს... გარეთ ქარია, არემარე მოიცვა ბინდმა, ეხლა ძალიან მომენატრე და შენთან მინდა..
|
იმ ერთ აპრილად, იმ იებად ღირდა სიცოცხლე,
გაზაფხულივით მშვენიერი წუთების დელგმა,
ღამეა გარეთ და რასა ვწერ არც მე არ ვიცი,
განცდები ჩემი თავად ფლობენ კალამს და მელანს.
არ ვიცი რას ვწერ, რას დუდუნებს, ბობოქრობს სული,
იქნებ არცა ვწერ ის წუთები მე მწერენ თვითონ....
გარეთ კი ღამე გაწოლილა, ავი აფთარი
და ამ ღამისთვის სულ ერთია მე რასა ვფიქრობ.
ეხლა მარტია გიჟი მარტი, შარახვეტია,
მერე კი ჩემი აპრილია ყვავილთა თოვა.
თუმცა ეს უკვე სულ სხვისია, სხვისი აპრილი,
ჩემი აპრილი წავიდა და არასდროს მოვა...
|
მიუხედავად იმისა, რომ ამერიკული კოკერი შესანიშნავი მონადირეცაა, ყველაზე მეტად იგი ოჯახის ძაღლის ან ძაღლთა გამოფენის ელეგანტური მონაწილის სახითაა ცნობილი. ეს არაჩვეულებრივად საზრიანი და ერთგული ძაღლია.
|
მილიონერი სელებრითები საკუთარი თავისთვის კუნძულებსაც ყიდულობენ...
Johnny Depp – Little Hall's Pond Cay, Bahamas ყველაზე ცნობილ მეკობრეს, ბეღურა ჯეკს, მართლაც რომ უყვარს ზღვა და განსაკუთრები
...
Read More
|
Ryan Sheckler რაიანი დაიბადა 1989 წლის 30 დეკემბერს კალიფორნიაში, აშშ სიმაღლე: 1,70 პროფესიონალი სკეიტბორდერია
მიიღო მონაწილეობა, როგორც მსახიობმა რამოდენიმე ფილმში და სერიალში
Grind, Dishdogz, MVP 2: Most Vertical Primate, Street Dreams, Tooth Fairy 2007-2009 წლებში MTV გადაიღო მასზე რეალითი შოუ "Life of Ryan"
|
ჯურნალმა ვოგმა გამოაქვეყნა 8 ყველაზე ლამაზი მოდელი და ყველაზე ცხ
...
Read More
|
ჰაერს ფილტვებიდან სული ეხუთება, თავში ტვინის უჯრედს აშრობს კოკაინი, შენთან მოსასვლელი გზები მებინდება, მძიმე ტკივილისგან სტრესსაც ვეღარ შველის უკვე ბარბიტალი.
ხოდა გელოდები თუგინდ ხვალვე მოვკვდე, შენმა სიმარტოვემ ასე გამანულა, მინდა შენს მკლავებში ისე აღმოგაჩნდე როგორც სისხლძარღვებში ჩნდება ბაქტერია.
უკვე დედამიწამ ისე დამამძიმა, ბოლო ნაპაზს ვატან მტანჯველ წუთისოფელს, ხოდა გეუბნები ასე ბანალურად, გულში მწარედ მაკრავ შავ თეთრ ებონიტებს.
მოდი გელოდები უკვე სანატრელად, რაცკი პლანეტაზე ჭუჭყი ამეკიდა მინდა მოვიცილო შენი ცრემლებით და: მოდი თორემ ისევ ჩემი ფილტვებიდან, უკვე ძლივსღა ჟონავს მძიმე აბსცესია.
|
როცა მიხვდები, თურმე გიყვარდი მაშინ იქნება უკვე გვიანი, როცა მიხვდები,თურმა გჭირდები უკვე ამ ქვეყნად აღარ ვიქნები, როცა მიხვდები სითბო გაკლია უკვე ცივი ვარ,აღარც კარგი ვარ, როცა მიხვდები თურმე გაკლივარ, ნუღარ მომძებნი,აღარ ვარგივარ, თურმე გიყვარვარ,თურმე გაკლივარ, თურმე გჭირდები,თურმე გიჟდები, ფიქრებში ცრემლად ისევ იღვრები, და ღამ-ღამობით სიზმრებშიც ვჩნდები, როცა მიხვდები,როგორ გჭირდები, მაშინ ცოცხალი აღარ ვიქნები.
|
ყველაზე მძიმე ის ფიქრი ყოფილა უთქმელი რომ რჩება გულში, ყველაზე მძიმე ის სევდა ყოფილა დიდხანს რომ ვინახავთ სულში. შენ შენი ოცნება ქაღალდზე დახატე, მე ლექსში ვეცადე მეთქვა, ორივეს დაგვქონდა ლამაზი ნატვრები და ვზრდიდით ოცნებას ფერადს. შენ იყავ მდუმარე, ვით სვეტიცხოველი (დუმილიც ბევრ რამეს იტევს) და დიდი, წყლიანი, ლამაზი თვალებით ხატავდი ბავშვობის სიზმრებს. გიყვარდა რაფაელ და მიქელანჯელო, გიყვარდა ოცნება ლურჯი, შენ დადიოდი პატარა მეოცნებედ და დიდი მხატვრების ფუნჯით. და შენი სხეული ღრმა ფიქრებს იტევდა, ჩქარობდი, ჩქარობდი ძლიერ. . . უთქმელი რომ რჩება, ის ფიქრი ყოფილა ამ ქვეყნად ყველაზე მძიმე.
|
შენი სიცოცხლე ჩემი სიცოცხლეა, შენი სიკვდილი ჩემი სიკვდილია, და თუ ოდესმე რამეზე მიტირია, შენს თავს გეფიცები შენთვის მიტირია, შენს მოლოდინში დგეებიც დამითვლია, ბევრჯერ ტკივილიც გულში ჩამიდვია, შენი ზარისთვის ბევრჯევ დამიცდია, შენ კი ამაზე სულ არ გიპიქრია......
|
ერთხელ მაინც გამღვიძებოდა შენს გვერდით? ერთხელ მაინც ჩაგეკარი გულში?! ერთხელ მაინც,შევმკრთალიყავი შეხებით თუნდაც ერთხელ გეთქვა გაღვიძებისას ყურში... დილა მშვიდობისა ჩემო გაზაფხულის საჩუქარო დილა მშვიდობისა მართლა შეყვარებავ ჩემო... სამადლობელო და დაგვიანებისთვის სამდურავო ჩემო დაკარგულო ეხლა შეგრძნებულო გემოვ! ერთხელ ასრულებას რატომ არ დაადგა საშველი? შენეულ სიტყვით და შენეულ სათქმელით გეთქვა ერთხელ სასიკვდილეს და ქვეყნად ამ ერთხელ გაჩენილს ერთი სურვილი მკლავს ერთი დღე მამყოფა შენთან
|
ყველაზე საბრალო მათხოვრის თვალებია, ყველაზე წმინდა კი ხატის. ყველაზე შეშლილი პოეტის თვალებია, ყველაზე მაცდური-ქალის...
ყველაზე ვერაგი ფლიდის თვალებია, ყველაზე ღვთიური-ბერის. ყველაზე უმანკო ჩვილის თვალებია, ყველაზე თბილი კი დ ე დ ი ს ...
|
ისევ ტირი?....რატომ?...მომიყევი....მოდი, დაჯექი, მელაპარაკე შენზე.....რატომ არ გინდა გამანდო საიდუმლო?.... არავისვეტყვი, "გულში" შევინახავ და მოგეფერები.... ...თვალებს რატომ გისველებს ცხელი ცრემლები?.... ნუ მატყუებ, არ წვიმს, ეს შენი ცრემლებია.... არა, სულაც არ გტკივა... თუმცა შეიძლება გტკივა, მაგრამ მხოლოდ გული..... ჰო...მოგისმენ..... მომიყევი რატომ ტირი.... როცა გხედავ სულ ტირი.... არადა ლამაზი ხარ, ცრემლი არ გიხდება.... სადღაც ნაპოვნი მუსიკა ისმის...ნოტები აქეთ-იქით დახტიან....არ გინდა მათ შეუერთდე?... გგონია, რომ მარტო ხარ, მაგრამ მე ხომ სულ შენთან ვარ.... შეიძლება ვერ მხედავდე...შეიძლება არ გესმოდეს ჩემი ხმა, მაგრამ შენთან ვარ.... შეუცნობელ სამყაროში ვცხოვრობ, თუმცა შენთანაც ვახერხებ მოსვლას.... არ გინდა მელაპარაკო?.... გული დაგიმძიმდება....ვეღარც იტირებ ასე თუ განაგრძე... ნუ ასველებ ლამაზ თვალებს....გიწითლდება..... ...უაზრო ფიქრები განდევნე და მომავალზე იფიქრე....
|
არ დავბრუნდები... მე არასდროს არ დავბრუნდები... მივდივარ... ესეც წარსულის ბრალია , ვიცი, ოდესმე ჩემს არყოფნას გაებუტები, ვიცი ,ოდესმე მოგინდები ისევ ძალიან... არ დავბრუნდები.. დაე, ბოლო იყოს ეს ლექსიც, გულში შენს სახელს პირველივე წვიმა ამოშლის, შენი თვალები არ იქნება დაღლილ ფიქრებში და არ იქნები შენს საყვარელ ცისფერ სამოსში. უშენოდ გულზე უდარდელად დავიკრეფ ხელებს ცისფერ ყინვაში გამაქანებს ქარი გოდებით, ომში ხომ მხოლოდ სიყვარულით, უგონოდ კლავენ და არც საფლავზე შენს ყვავილებს დაველოდები... მივდივარ..მტკივა..მაინც წავალ.. არ დავბრუნდები.... რადგან ყოველი წარსულის ბრალია ვიცი, ოდესმე ჩემს არყოფნას გაებუტები.. ვიცი, ოდესმე მოგინდები ისევ ძალიან..
|
უცნაურია, მაგარმ ადამიანს სწორედ მაშინ უჩნდება იმედი, როცა თითქოს ყველაფერი უკვე გადაწყვეტილია. ის ამ იმედს ჯიუტად, ბოლო წუთამდე ებღაუჭება და ურჩევნია უკეთესზე იფიქროს,ვიდრე უარესი შეამჩნიოს. ასეთია მისი ბუნება და თუკი საამისოდ რაიმე საშუალება გააჩნია, საკუთარ უბედურებას არ დაიჯერებს, რადგან დაჯერება უბედურების ბოლო საფეხურია, იქ წყდება კიბე და მერე აღარაფერი აღარაა, სიმარტოვის, სუსხისა და წყვდიადის გარდა,მე ბედი მაქვს ასეთი... ჩემი სიყვარული განწირულს ეკუთვნოდა მუდამ. მე ის ფერები მიყვარდა, რომელთა შეზავება თვით მეწამლეებსა და მხატვრებსაც გადავიწყნიათ უკვე, ისეთი ჩუქურთმები, თვით უხუცეს კალატოზებს რომ ვეღარ გამოჰყავთ, ისეთი სამოსელი, რომლის ტარებაც უკვე არავის ეხალისება, და ახლა ბედმა იგი შემაყვარა, ვინც ბედისგან განწირულია..
|
ამ შუაღამეს საგიჟეთში ვხატავ უფუნჯოდ, ლურჯად შევღებე უვარსკვლავო ზეცის სიშავე, არ მინდა ავყვე ემოციის ტალღების ღელვას, ხოდა, შემეშვი, ვიდრე რამე არ დაგიშავე.. დედამიწაზე უაზროა ყველა შეგრძნება, ორივეს გვესმის სხვა სამყაროს ჩუმი ხმაური, ერთხელაც, წავალ, ქარს გავყვები უმისამართოდ, როცა ყველაფერს მომაბეზრებს აურზაური. ფერთა სიმკვეთრეს მზის დისკოზე თვალს ვერ ვუსწორებ ვეღარ ვთვლი დღეებს, ამერია სულ სათვალავი, მე შეგრძნებები სნეულებით გარდამეცვალა ხოდა, ამ წუთას ყველა ერთად დავასაფლავე...
|
ნუ მომატყუებ,რომ სინანული,ყველა სევდას და დარდებს წალეკავს, დღეს შენი დღეა,მაგრამ დრო მოვა და უჩემობა სულში გაგატანს....! ჯერ უდარდელი დღეები გიდგას და გატაცების ცეცხლით ინთები, ახლა არ გჯერა მაგრამ დრო მოვა და..მტკივნეული დარდი ვიქნები..... მე ვარ ვინც ნებით ოცნება დათმო და სინანულის მხარეს ეწვია, ვისაც ხუმრობით აჩუქეს ღმერთი და უღმერთობას გადაეჩვია. სუსტი ხელებით ნაწვიმარ ცაზე,ისე აგწიე რომ ვეღარ შეგწვდი, ღმერთად გაქციე და ღმერთი რატომ გამიხსენებდი,ვინ ვიყავ შენთვის?! ჯერ უდარდელი დღეები გიდგას,და სხვის კოცნაში არ გახსენდები.... მაგრამ მერწმუნე ის დღეც დადგება,რომ სიგიჟემდე მოგენატრები........
|
|
|
|
შესვლის ფორმა |
|
|
|
სექციის კატეგორიები |
|
|
|
ძებნა |
|
|
|
კალენდარი |
|
|
|
ჩვენი გამოკითხვა |
|
|
|
საიტის მეგობრები |
WwW.Traceurs.Ge |
|
|
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 10 სტუმარი: 10 მომხმარებელი: 0 |
|
|