დავშენდეთ, წამოდით წვიმებზე დავშენდეთ
და მერე შევავსოთ სიმთვრალე ტეკილით,
იცით?! რომ აპრილის მოგართვით ავშანი
მემ, ასე უბრალოდ და თქვენ კი თაკილობთ.
გუბეებს ჩახედეთ, მიხილავთ ცილინდრით,
ან კიდევ მოვწყდები ღამეებს წიწვიდან,
დრო გადის მხოლოდ და წამების ცილის დრო...
იქნებდა როგორმე ზეციდან მიწვდიდეთ
სხივს. მერე წავიდეთ, წვიმებზე დავშენდეთ
და მერე, შევავსოთ სიმთვრალე ტეკილით,
მემ, იცით?! აპრილის მოგართვით ავშანი,
სიყვარულს დაგპირდით, თუმცა თქვენ თაკილობთ...
.................................................................................
სი-ენ-ენ... რაც უფრო მეტად დამემალები მით უფრო მეტად შენში ვიქნები, ამას აცხადებს სი-ენ-ენი და ამას ყვებიან ყველა წიგნები.
ვისთვის წარღვნა და ბოლო ჟამია, ვისთვის ბუნების უცხო ხრიკები, ჩემთვის კი ისევ ცხადზე ცხადია შენი გადახრის ბოლო წიკები.
ასე ტრიალებს მთელი სამყარო საპირისპირო მიმართულებით, იფანტებიან ჩვენი სულები გალაქტიკებით და ატომებით.
ინფორმაციის უწყვეტ ნაკადში იმედი იმედს ესაკიდება, რომ ყოველივე არის სიზმარი და მოჩვენების გადაკიდება.
მე არ გეძახი,შენ თავად უწყი ჩვენი შეხვედრის დრო და მისია, ის რაც გაიცა ისევ შენია, და მერე რა თუ დრომდე სხვისია?!
მანამ კი ისევ სადღაც აქ არის, ის ვინც ედემის ვაშლის კვალს მისდევს ამას აცხადებს სი-ენ-ენი და... მე ეს ხსოვნა კვლავ გულში მიდევს.
|