♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » მაისი » 15

სოფო აღელვებული იყო,შვილი სკოლიდან სახლში არ მოსულა,არადა მან ხომ დაურეკა მოვდივარო,უკვე 9საათი იყო,ლინა არსად ჩანდა,სასოწარკვეთილი დედა მეზობლებში გავარდა,ლინას კითხულობდა თუმცა არავინ იცოდა სად იყო ბავშვი,,,მერე აკანკალებული ხელებით სოფო ტელეფონს მოვარდა..
-დაკო,შილო შენ ხარ?
-მე ვარ,რომელი ხარ?
-მე მე ლინას დედა ვარ შვილო,ლინა მანდაა?
დაკოს პირი გაუშრა,თვალები გაუფართოვდა და კანკალი აუტყდა..
-არა,ლინა ჩემთან არ არის სახლში არ მოსულა?
-არა შვილო არ მოსულა,დამირეკა მოვდივარო,სად უნდა იყოს,სად...
-სოფო დეიდა მე ეხლავე გამოვალ,რაღაც უნდა გითხრათ..დაკომ სასწრაფოდ გადაიცვა და ქვემოთ ჩავარდა გიჟივით,არც კი ახსოვდა როგორ ჩაირბინა კიბეები,როგორ მივიდა კარებამდე,სულ ლინას თალები ედგა წინ..
კარები გაიღო,დაკო შევიდა,ზრდილობიანად მიესალმა სოფოს,მერე ორივე სამზარეულოში გავიდა..
-დაკო.შვილო სად უნდა იყოს ლინა,აღარ შმიძია,მთელი კორპუსი მოვიარე,არავის დაუნდხავს..
-როგორ თუ არავის,ერთად მოვედით,ვინმეს ხომ უნდა დაენახა..
-არ ვიცი შილო,გავიდე გარეთ?იქ ვეძებო,არადა ახლომახლო ყველაფერი დავძებნე,,სასოწარკვეთილმა დედამ ქვითინი დაიწყო..
-მობილური გათიშული აქ,იქნებ პოლიციაში მივიდეთ?
-არა შვილო,,მივიდეთ მაგრამ არაფრის მაქნისები არ არიან ისინი..
-სოფო დეიდა,ვიღაც ბიჭმა დაადგა ლინაზ თვალი,,სოფოს თვალები გაუფართოვდა და შეშლილივით უყურებდა დაკოს..დაკომ განაგრძო.."ის ბიჭი ცოტა ვერაა,ამბობენ გოგოებს იტაცებსო,ლინას რო უყურე ... Read More
კატეგორია: ♥ისტორია♥ | ნანახია: 1143 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



უფლის ვნებიდან დღესამომამდე
ამ ქვეყანაზე რა შეიცვალი?
მითხარი ერთი ამ ხნის მანძილზე
ჩვენში ბოროტი გარდაიცვალა?


განა რა დარჩა, ეს ბოლო დრეც და
მთელი სამყარო შეზანზარდება,
ჩემით და შენით ხელში ჩამკვდარი
ლაზარე ფეხზე როგორ დადგება?

დროს იზომავენ ფარისეველნი,
და ერთმანეთის ზრაპრებს ყვბიან,
ვისთვის და რატომ არც კი უწყიან
ისე მოდიან ისე მიდიან.

ო, უგუნურთა წუთო სოფელო,
დღემდე უფალმა როგორ გიტანა?
არადა შენთვის ძელზე ვნებულმა
ზეციდან ცეცხლი ჩამოგიტანა.

სხვა ხსნა არა გაქვს უნდა აღსდგე და
შენთვის ვნებული გაითავისო,
მისი სიტყვით და მისი ნათელით
მთელი სამყარო უნდა აივსო.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1047 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


შენ ჩემს სიყვარულს არ უთანაგრძნე

და მიღალატე,როგორ უხეშად,

შენ დამივიწყე და გადამთელე,

ახლა ლოდინი დამრცჰა ნუგეშად...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1142 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ფიქრის ქარბორბალა ჩემს გულს დასტრიალებს,

გარეთ მძვინვარებს ქარი ღამეული,

ფოთლებს ჰაერში გიჟურად აწრიალებს,

შენი არსებით გავხდი მთვარეული...

....მე რომ შემეძლოს ფრენა ქარივით,

შემოგიმსხვრევდი სიზმარში კარებს,

... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1274 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


არ მინდა ლექსი, არ მინდა კოცნა

არ მინდა არცერთი ზედმეტი სიტყვა,


მინდა რომ ვიყო იქ სადაც შენ ხარ

და იყო მშვიდად_ რომ მე ვარ შენთან

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1259 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


მაშინ როდესაც უფალი გვიხმობს,
ძალგიწს დატოვო წამში ყოველი?!
ისე წარბიც რომ არ შეიხარო,
შეგიძლია კი დათმო სოფელი?!

ამ საცდურების კორიანტელში,
სადაც მომავალს აღარ ელიან,
მხოლოდ წამიერ გამარჯვებებზე
და გამოგონილ ღმერთზე მღერიან.

ის კი მოგველის ხელებ გაწვდილი
თვით მოიმედე საოცრებისა,
შენი და ჩემი ხსნისთვის ვნებული
ხსნა და მიზანი სახარებისა.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1070 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ჩვენი სიყვარული, დახატა ფიროსმანმა

აღწერა შექსპირმა და აამღერა ბეთხოვენმა.

ჩვენი სიყვარული, წერია ლექსებში

უცნაურ ქვეყნებში სხვადასხვა ენებში.


ჩვენი სიყვარულს,ეხლაც დგამენ სცენაზე

და ვერ ხსნიან ვერც ზღაორულ ენაზე.

ჩვენს სიყვარულს ვერავინ, ვერ ეხება

ეშინიათ არ იყოს დაელვება.


ჩვენს სიყვარულს ,ტანგოს ეცეკვებიან

იმედიაქვთ თითქოს გაეცნობიან

ჩვენს სიყვარულს, ეშმაკი ეჩხუბება

საიმედოდ რამეს ვერ ემუქრება.


ჩვენი სიყვარული, ხომ დახატა ფიროსმანმა

ხომ აღწერა შექსპირმა და აამღერა ბეთხოვენმა.

ჩემი სიყვარული შენ ხარ ქალბატონო

მოკლე კაბიანო და ლამაზ სახიანო

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1179 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



გაგითავისე სწორედ ისეთი
როგორც იწყები დასაბამიდან,
საუკუნეთა გადამთოვრელი
კამ -კამა,წმინდა,წყაროს წყალიდან.

ვკოცნი თლილ თითებს, მაგ ყელს მოღერილს,
შეუდარებელს გეთაყვანები,
შენი ტუჩებით ნაავადარი,
კვეთებულივით შევექანები.

იზრდება ჩვენი ხე ცნობადისა,
ისე მძლავრად და ისე ზღაპრულად,
რომ შეიფარა მთელი სამყარო
სიყვარულისთვის ,არა მზაკვრულად.

უცნაურია თუმც არ ახალი,
ეს ისტორია შორი ხმობისა,
მარადისობის თავსესაფარი,
და შეცნიბილი უფლის ყმობისა.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1106 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ჩვენი სიყვარული, დახატა ფიროსმანმა
აღწერა შექსპირმა და აამღერა ბეთხოვენმა.
ჩვენი სიყვარული, წერია ლექსებში
უცნაურ ქვეყნებში სხვადასხვა ენებში.

ჩვენს სიყვარულს, ეხლაც დგამენ სცენაზე
და ვერ ხსნიან, ვერც ზღაპრულ ენაზე.
ჩვენს სიყვარულს, ვერავინ ვერ ეხება
ეშინიან არ იყოს დაელვება.

ჩვენს სიყვარულს, ტანგოს ეცეკვებიან
იმედი აქვთ თითქოს გაეცნობიან.
ჩვენს სიყვარულს, ეშმაკი ეჩხუბება
საიმედოდ რამეს ვერ ემუქრება.

ჩვენი სიყვარული, ხომ დახატა ფიროსმანმა
ხომ აღწერა შექსპირმა და აამღერა ბეთხოვენმა.
ჩემი სიყვარული, შენ ხარ ქალბატონო
მოკლე კაბიანო და ლამაზ სახიანო.


კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1196 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



იმისათვის, რომ ვიცხოვროთ უფრო დადებითი, კრეატიული და მუდამ ჩვენს პრინციპებთან შესაბამისი ცხოვრებით.
ყოველთვის, როცა ვიღაცა კვდება, რაღაც ქრება. ყოველთვის, როცა ვიღაცას იმედი უჩნდება, ხელახლა იბადება. მაგრამ დაბადება არა მხოლოდ ამქვეყნად მოვლინებაა, არამედ ესაა მოქმედებათა ცვლა უბედურების წინაშე, ახლებური ხედვა ყოველივე კარგისა თუ ცუდისა და ამიტომაც:

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ამ ქვეყანაზე!!!

მარიონეტი

ერთი წამით უფალს რომ დავიწყებოდა, რომ ჩვრის მარიონეტი ვარ და ჩემთვის სიცოცხლის ერთი ნაგლეჯი ებოძებინა, ალბათ, არ ვიტყოდი ყველაფერს, რასაც ვფიქრობ, მაგრამ აუცილებლად ვიფიქრებდი ყველაფერზე, რასაც ვამბობ.
საგნებს შევაფასებდი არა იმის მიხედვით, თუ რად ღირან, არამედ თუ რას ნიშნავენ.
ვიძინებდი ცოტას, ვიოცნებებდი მეტს. ვხვდები, რომ ყოველ წუთას, როცა თვალებს ვხუჭავთ, ვკარგავთ მზის სამოც წამს. ვივლიდი მაშინ, როცა სხვები ყოვნდებიან, გავიღვიძებდი მაშინ, როცა სხვებს სძინავთ. მოვუსმენდი სხვების საუბარს და როგორ ჩავიტკბარუნებდი პირს შოკოლადის კარგი ნაყინით!
ღმერთს რომ ჩემთვის ერთი ბეწო სიცოცხლე ეჩუქებინა, ჩავიცვამდი უბრალოდ, მზეს გადავუშლიდი არამარტო სხეულს, არამედ სულსაც.
ღმერთო ჩემო, მე რომ გული მქონოდა, ჩემს სიძულვილს ყინულზე წავაწერდი და მზის ამოსვლას დაველოდებოდი. ვარსკვლავებზე ვან გოგის სიზმრებით მოვხატავდი ბენედეტის პოემებს და სერატის სიმღერებს შევთავაზებდი მთვარეს. ჩემი ცრემლებით მოვრწყავდი ვარდებს, რათა მეგრძნო ტკივილ ... Read More
კატეგორია: ♥ლიტერატურა♥ | ნანახია: 1188 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


გაზაფხულის საღამო

გაზაფხულის საღამოა მშვიდი,
ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი.
სული საზღვარს გადასცდება ფრენით,
ახლაც მახსოვს მისამართი შენი.
ცამდე სწვდება ღამეების სიგრძე,
რაღაც დიდი სიხარული ვიგრძენ.
წინ მეშლება სხვა ოცნების არე,
მიწის ცქერით დაიღალა მთვარე.
გაზაფხულის საღამოა მშვიდი,
ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი.

სიკვდილის შემდეგ

დადგება ზამთარი...
მოვკვდები ღამით, გათენებისას, როდესაც გარეთ იქნება ზამთრის გაცივებული მთვარე და ყინვა. სიკვდილის წინ მომაგონდება თბილისის ღამეები და ჩემი უნაზესი და: ეს ორი შეერთებული კოცონი, რომელიც მწვავდა მე ყოველთვის.
ასე გათავდება სინათლე, გაჰქრებიან მოგონების წამები.
გადავეცემი სიკვდილის მდუმარე ხელებს.
ჩემი წამებული სხეული შეუერთდება მსოფლიო ელემენტებს.
და მე ვიგრძნობ უმაღლეს მოსვენებას.
ჩემი კუბო იქნება სადა
და პროცესია უცრემლო.
მე დამასაფლავებენ შუადღის ორ საათზე თბილისის ახლო.
ჩემი დაკრძალვის დღეს აიშლებიან ფერადი ღრუბლები და ამოვარდება შორეული გრიგალი.
ბალდახიანი, რომელიც წაიღებს ჩემს ცხედარს, იქნება თეთრი და მოძველებული. პანაშვიდს გადამიხდის ვინმე უბრალო მღვდელი, რომელსაც არ ექნება წაკითხული ჩემი სისხლიანი წიგნი «Memento mori!» არ შევეცოდები მღვდელს, რომელსაც არ ეცოდინება ჩემი დაფერფლილი სულის ისტორია. მხოლოდ ცხედართან მდგომ პოეტებს მოაგონდებათ ჩემს დანისლულ ლექსებიდან: სტრიქონები.
მოვა უიმედობა.
პანაშვიდი გათავდება ქარში.
ჩემს ... Read More
კატეგორია: ♥ლიტერატურა♥ | ნანახია: 1089 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ძველად, სულ ძველად, მრავალ წლის წინათ;
ეს იყო ნაპირად ზღვის;
იქნებ თქვენც იცნობდეთ მშვენიერ ასულს
სახელად ანაბელ ლის;
მას მხოლოდ ტღფობა უნდოდა ჩემი
და თვითონ მეტრფოდა ის.

მე ვიყავ ბავშვი, თვითონაც ბავშვი,
ეს იყო ნაპირად ზღვის;
ჩვენ სიყვარულზე მეტად გვიყვარდა
მე და იმ ანაბელ ლის.
სერაფიმს მოვწონდით და აღარ გვზოგავდა
სურვილს და სიკეთეს თვისს.

და სწორედ ასე, მიზეზად ამის,
ეს იყო ნაპირად ზღვის,
დაჰბერა ქარმა... სუსხავდა ქარი
მშვენიერ ანაბელ ლის.
მოვიდა მისი ციური მამა
და ასე მოშორდა ის
და მავნე მისი სამარეც ბნელი
იმავე ნაპირად ზღვის.

ანგელოზთ ბევრად უბედურთ ცაში
შევშურდით აქ მე და ის;
დიახ, მიზეზი იყო ეს! (იცის
ყველამ ნაპირად ზღვის),
რომ ქარი, მქროლი ღრუბლიდან ღამით,
მკვლელია ანაბელ ლის.
მაგრამ ჩვენ ტრფობით ვაჯობეთ ყველას
ვინც იყო უფროსი ხნის;
და ვერც ერთ ანგელოზთ ცაში,
დემონებს უფსკრულში ზღვის,
ვერ ძალუძთ გამყარონ ვერასდროს
მშვენიერ ანაბელ ლის.

მთვარე მასიზმრებს საოხარ სიზმრებს,
მშვენიერ ანაბელ ლის,
ვარსკვლავთა ელვაში ვიგრძენი მღელვარე
თვალები ანაბელ ლის.
მუდამღამ მე მასთან, მის გვერდით ვრჩები,
ჩემი სიცოცხლე საცოლე ჩემი,
საფლავში ნაპირად ზღვის,
მღელვარე ნაპირად ზღვის...

Annabel Lee

It was many and many a year ago,
In a kingd ... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1316 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



რატომ,რისთვის,ლინა,ჩემი ლამაზი ლინა, ფიქრობდა ბექა..ის ხომ ესეთი ნაზია,პატარა ბავშვი,ნამდვილად მოკლავს,თუ არ მოკლა თვითონ მოიკლავს ლინა თავს,ლინა,რითი გიშველო,რა მოგიხერხო,,, ესეთი ფიქრები აწუხებდა ბექას,ელანდებოდა ლინას თვალები,წმინდა და სუფთა თვალები რომლებიც ესე წმინდად უყურებდნენ ყველაფერს,მერე ბექა იმ გოგოებს წარმოიდგენდა რომლებიც იმ სახლში იყვნენ გამოკეტილნი,მათ ტანჯვას წარმოიდგენდა,კივილს,ტკივილს,წამებას,მათ თვალებს,მათ მომსპარ თვალებს საიდანაც მხოლოდ ტკივილი მოჩანდა..ლინა,როგორ არ მინდა მათ ადგილზე იყო..

დილა გათენდა,შეშფოთებული დაკო დაქალს თვალს არ აცილებდა,ყოველ კუთხე-კუნჭულში მას დასდევდა,,,მალე სკოლაც მორჩა,ლინამ დედილოს დაურეკა და უთხრა რომ სახლში მოდიოდა,თან უკან დაკოც მოყვებოდა,დაქალები იცინოდნენ,ხალასობდნენ,ლინა დიიდ ფართო მწვანე თვალებს ყველაფერს აშტრერბდა,..დაკო სახლში შევიდა,ლინაც იქვე ცხოვრობდა მეორე კორპუსში,დაკომ დაქალი გადაკოცნა და გამოემშვიდობა,ლინამ ბოლო მზერა ტყორცნა დაქალს,ამ მზედამ დაკო გააჟრჟოლა,მზერაში იმდენი სითბო იგრძნობოდა...ლინა სადარბაზოში შევიდა,სადარბაზოსთან დიდი ჯიპი ეყენა,უცნაურია,აქამდე ეს ჯიპი აქ არ იყო,გაიფიქრა ლინამ,პირველ სართულზე ავიდა,უცებ რაღაცამ წაიფხაკუნა უკან,უკან მოიხედა ლინამ,ვიღაცამ პირი ხელით დაუფარა,ლინა ძლივს სუნთქავდა,ფეხები დაუჭირეს,ადგილზე გაკოჭეს და თავზე რაღაც ჩამოაცვეს,ლინა კიოდა თუმცა არავის ესმოდა მისი,პირზე ვიღაცის ხელი ეფარა და ძლივს სუნთქავდა,კბენა ცადა თუმცა ვერ მოახერხა..ლინა ... Read More
კატეგორია: ♥ისტორია♥ | ნანახია: 1389 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ლინა სკოლაში მივიდა,დაკოს სიცხე ქონდა და ერთი კვირა აცდენდა...ფიზიკის მასი შემოვიდა,ნაზიკომ თვალები დააბრიალა და ნიშნების ამოკითხვა დაიწყო..
ძროხელაშვილი-შე საზიზღარო! გგონია ვერ ვხედავდი შპარგალკა რომ გეწერა?ბრუციაანი ვარ?აბღავლდა ნაზიკო,..5 ქულა შენ,მადლობა მითხარი!"მადლობა მას ..წაილუღლუღა თორნიკემ..
პატარქალიშვილი-"რაიყო მას? ჯანდაბა და მეხი იყო! 1იანი..
უძილაური! ვარ მას,გოგო საიდან გადაწერე? ლინა დაიბნა,მასწმა განაგრძო.. ლინა დამსახურებული 10იანი,გენაცვალე...

ლინა ეიფორიაში იყო,პირველად ცხოვრებაში 10 მიიღო ფიზიკაში,დასვენებაზე ცივ რადიატორზე დაჯდა და ფიქრი დაიწყო,უცებ ზურგში ვიღაცამ ხელი შეუცურა,როგორ ხარ გენაცვალე?ეს გიორგი იყო,ლინა დაიბნა,შეეშინდა,გიორგიმ მადიანად აკოცა ლოყაზე,მისმა დობრლმა ლინას ლოყა აუყროლა,რა სუნია გაიფიქრა ლინამ,კარგად ვარ შენ?ლინა ფეხზე წამოდგა და მისი ხელი მოიშორა.."მეც კარგად,იფიქრე?
-რაზე უნდა მეფიქრა?შეცბა ლინა
-ჩემი შეყვარებული იქნები?
-გიორგი,არ მინდა გაწყენინო,უბრალოდ არ მიყვარხარ..ლინას გული აუთრთლოდა..
-არ გიყვარვარ?არც მე მიყვარხარ,უბრალოდ მიზიდავ.იცი მოზიდვა რა არის?იყავი ჩემთან,იქნებ მოგეწონო.ლინას შეეშინდა,აღარ იცოდა რომელ ვულკანში გადამხტარიყო..
-გიორგი,მორჩი ამაზე ლაპარაკს,დაამთავრე,თავი დამანებე.
-გიორგი მინესიევი ვარ გოგო,ეგრე ნუ ბლატაობ,ჩემზე მაგარი ხარ?იმასაც ვნახავთ ვინ ვისზე მაგარია...გიორგიმ კიდევ ერთხელ გადააფურთხა და წავიდა..ლინა მარტო დარჩა,შეეშინდა ... Read More
კატეგორია: ♥ისტორია♥ | ნანახია: 1230 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



დედილო დღეს საკონტროლო ვწერე იძახდა ლინა თავისი ოთახიდან..მერე ნასწავლი გქონდა?იკითხა სოფომ ნაზი ხმით..
ნწუ,გადავწერე,იამაყა ლინამ,,ყოჩაღ,დასძინა სოფომ...ლინამ ტელეფონის ხმა გაიგო,ნომერი უცხო იყო..
-გისმენთ
-ლინა გარეთ გამოიხედე,ისმოდა უცხო კაცის ხმა..ლინამ ტელეფონი დაკიდა და ფანჯრიდან გაიხედა,ქვემოთ გულის ფორმის ცეცხლი ენთო,მიყვარხარ ეწერა და გულის ზემოთ გიორგი იდგა ამაყად მომღიმარე,ლინა დაიბნა,ფარდა გააფარა და დაქალს დურეკა...

-დაკო როგორ ხარ?
-კარგად შენ?
-გოგო გიორგი დგას ქვემოთ მემგონი შენი ძმაკაცი,გული დაანთო,რა უნდა ჩავიდე?
-არ ჩახვიდე ეხლავე მოვალ და ჩამოდი,,,დაკო დაბნეული იყო,ხმა სულ უცახცახებდა..
მალევე 15 წუთში დაკო ქვემოთ გაჩნდა,ახლოს ცხოვრობდა ლინას სახლშან და გამოსვლას დიდი დრო არ დასჭირვებია..ლინამაც შეამჩნია დაკო და ქვემოთ ჩავიდა..
-რა ხდება გიო?ეს რას ნიშნავს ? დააცხრა დაკო გიორგის..
-შენ ვაფშე აქ რა გინდა>>ნუ ერევი..
-გიორგი გული რატომ დამინთე>? დაიმორცხვა ლინა,,,
-მიყვარხარ ლინა,შენ არ მოგწონვარ>?გიორგი თავისი ვეებერთელა თვალებით ლინას ჩააშტერდა,ბავშვს შეეშინდა" კარგი ბავშვი ხარ შენ მაგრამ..ლუღლუღებდა ლინა..
-მორჩა თავი დაანებე,არ მოსწონხარ არ უყვარხარ,დაუყვირა დაკომ..გიორგი დიიდი ხანი უყურებდა ლინას,,ლინა დუმდა და გვერდზე იხედებოდა...გიორგი დაკოს მიუბრუნდა და ყურში ჩასჩურჩულა : "შენ მას ყველაფრისგან ვერ დაიცავ..მერე გაეცინა,თავისი ჭროღა თვალები ააბრიალა,გვერდზე გადა ... Read More
კატეგორია: ♥ისტორია♥ | ნანახია: 1148 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


მეორე დღე.
სკოლაში ყველაზე ადრე მნივიდა რადგან გოჩა მასწის ნახვა ძალიან უნდოდა და თნ მისი გვარი უნდა გაეგო. მაგრამ დამრიგებლი მოსული არ დახვდა, კარებიჩკეტილი, დრეფნები ცარიელი, მოიწყინა, ლოდინმა დაღლა, მისი კლასელები მაინც გამოჩენილიყვნენ. მარის მოსვლის იმედი არ ქონდა, სულ იგვიანებდა, ნუნუკა დღეს მოსვლას ვერ მოახერხებდა, ნატალი კი მოვიდოდა, ოღონდ ღმერთმა იცოდა როდის...
საკუთარ თვთან მარტო დარჩენილს გულზე დარდი შემოაწვა. ისევ საშინელი მონატრება იგრძნო ადამიანისადმი , რომელიც არასოდეს უნახავს (მას ასე ეგონა)-მამა ისე საშინლად მოენატრა, ისე საშინლად, როგორც არასდროს.... ახლა რომ აქ მყავდეს, ამბობდა გულში და თალებიდან ცრემლები მოდიოდა.
-რა გატირებს?!
გოჩას ხმა გაიგონა კესომ.
-გოჩა მასწ?!-გვერძე გაიხედა უმალ გოგონამ.
-გამარჯობა...
-გაგიმარჯოთ მასწ...
-მე რა გითხარი?!
-"მასწ" არა ხო?! მაშინ, გაგიმარჯოს გოჩა...?!
-უმჯობესია, რა გატირებს?!
-არაფერი....
-დედასთან იჩხუბე?!
-არა...
-ცუდი ნიშნი მიიღე?!
-არა, მაგრამ მოსალოდნელია უახლოეს მომავალში....
-აბა რა გჭირს გამაგებინე...ვინმემ გაწყენინა?
-არა...~
-დაეცი? რამე იტკინე?
-არა....
-აბა?!
-არაფერი....
გოჩ გაჩუმდა, და გონება დაძაბა, რაზე შეიძლება ტიროდეს გოგო....
-შეყვარებულმა მიგატოვა?!
კესოს გაეცინა და ცრემლები მოიწმინდა.
-რა სისულელეა....შეყვარებული არ მყავს და როგორ მიმატივებდა...
-აბა რა გრირს!-მოტმინების ფიალა აევსო გიჩს...
... Read More
კატეგორია: ♥ისტორია♥ | ნანახია: 1462 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ეხლაღა ვხედავ, ბედნიერი დრო რომ დასრულდა,
სიმშვიდის ნაცვლად რომ შევესწარ მხოლოდ წამებას...
დღის სატანჯველი ღამითაც რომ ვერ გრძნობს სასრულს და
დღეს ღამე ტანჯავს და ცისკარი _ შემოღამებას.

ემტერებიან დღე და ღამე ერთმანეთს ასე,
მაგრამ ორივემ ახლა ჩემი მტრობა ინება:
დღე ფიქრით მღლის და იმ წუხილით ღამეა სავსე,
ჩემი ცხოვრება უშენოდ რომ მიედინება.

მე შენზე ფიქრში მტანჯველ დღეებს ვეპირფერები,
როცა ღრუბლებში შენი სახე მომეჩვენება,
ღამესაც ბევრჯერ დავულოცე შავი ფერები,
რომ ვარსკვლავებში დამანახოს შენი მშვენება...

მაგრამ დღე მაინც ყოველდღიურ სატანჯველს ბადებს
და ღამეც მიქსოვს ღამეული ფიქრების ბადეს.




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1185 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



გიკვირს. . .?
რად გიმზერ მუდამ ერთი. . .
უცვლელი მზერით. . .
გიკვირს. . .?
უაზრო ღიმილს რად არ ვაშორებ სახეს. . .
მე კი. . .
ღიმილით. . .
მზერით მინდა მიმიხვდე წადილს. . .
მინდა. . .
უსიტყვოდ ამოიცნო ოცნება ჩემი. . .

მე მინატრია მომღერლობა. . .
და. . . მხოლოდ, შენთვის. . .
მსურდა. . .
უნაზეს ჰანგებს ეთქვათ სათქმელი ჩემი. . .
მიოცნებია. . .
რომ შემეძლოს მხატვრულად ხატვა. . .
შენ დაგხატავდი. . .
ულამაზესს. . .
ღვთაების მსგავსად. . .
სურვილი მქონდა. . .
რომ მეცეკვა . . .
და. . . მხოლოდ შენთვის. . .
შენი ხელებით ჩემი ტანის თრთოლა შეგეგრძნო…
ხან, კი ვოცნებობ. . .
მოქანდაკე ვიყო უებრო. . .
რომ. . . შენი სახის ნაკვთის ძერწვა ქვაში შევიძლო . . .

მე არც მხატვარი. . .
მით უმეტეს, არც მოცეკვავე. . .
არც მომღერალი. . .
და არა ვარ,არც მოქანდაკე. . .
ალბათ, ამოიტომ. . .
უძიროა ოცნება ჩემი. . .
ალბათ, ამიტომ. . .
უნუგეშო. . .
ვემსგავსე აჩრდილს. . .





კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1131 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ვწევარ, გიხსენებ და მომდის ცრემლი,
ცრემლი ამ თვალებს ისევ ასველებს.
ვწევარ და ვფიქრობ; კიდევ როდემდე,
სევდა როდემდე არ დამასვენებს?
დავხუჭავ თვალებს და მაინც გხედავ,
თვალებს გავახელ და შენ დამხვდები,
მოგონებებში ჩავიძირე და
საკუთარ აზრებს არ ვეთანხმები.
შენ ისე ცივი, ისე შორი ხარ,
აზრი არა აქვს შენზე ოცნებას,
მე რომ მოვუყვე შენს მუქ თვალებზე,
ალბათ ცხრათვალა მზეც გაოცდება.
მოვითვლი დღეებს, უკვე რამდენი,
მართლაც რამდენი ხანი გავიდა...
გაუწყრეს ღმერთი დროს და საათებს,
მე შეგუება ბედთან არ მინდა!
მაინც არ იცდის დრო დაწყევლილი,
არც დამცინავი კედლის საათი;
"ფეხს აუჩქარეთ, წარმოდგენამდე
დარჩა სულ რაღაც ერთი საათი!"
ფიქრს მოვიშორებ, მაინც თან დამსდევს
შენი ხატება _ ძილშიაც მოვა;
წახვედი შენ და ღამის სიზმრები,
მოგონებები დამრჩა სახსოვრად.
შენზე ვერავინ ვერ იტყვის აუგს,
სანამდე სითბოს გრძნობენ ხელები
და შენ იცოცხლებ მანამდე, სანამ
იარსებებენ ჩემი ლექსები
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1112 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



რა არის სიყვარული???
ოცნება თუ სინამდვილე?
თამაში თუ რეალური გრძნობა?
სიყვარული ყველაზე მშვენიერი გრძნობაა ამქვეყნად,
გრძნობა, რომელიც აღმაფრენას გვანიჭებს,
გრძნობა, რომელიც ღმერთთან გვაახლოვებს...
და ეს გრძნობა წარუშლელ კვალს ტოვებს ჩვენს ცხოვრებაში.
სიყვარული შეიძლება იყოს:
ბავშვური, ნაზი, ვნებიანი, სახიფათო, გულწრფელი, აუტანელი, ტკბილი, თავგანწირული, უკვდავი...
და როდესაც ის მოდის და გულში გვისახლდება,
შეუძლებელია მისი ამოშლა.
სიყვარულს ასევე მოაქვს:
ტანჯვა, ცრემლი, განშორება, იმედგაცრუება...
მაგრამ ჩვენ უნდა მივიღოთ სიყვარული ისეთი,
როგორიც არის და ხელი მაგრად ჩავჭიდოთ,
რომ არ გაგვისხლტეს და არ დავკარგოთ,
იმიტომ რომ - უსიყვარულოდ არ არსებობს არც სილამაზე,
თვით უკვდავებაც არ არსებობს უსიყვარულოდ...





კატეგორია: ♥რა არის სიყვარული♥ | ნანახია: 1537 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



გაბრაზებულა ჯიუტი გული
სულში ტკივილი ჩაუთესია
.ნუღარ მაწამებ ბრალდებულივით ,
უცებ მომკალი უკეთესია.
ისე საშინლად მომენატრე რომ,
ფიქრები მტრედად შემომესია,
უბრალოდ მე ვწერ რასაც განვიცდი და
ნუ იფიქრებ რომ ეს ლექსია.
არ შემილია მე ლექსი ვწერო,
აღიარება ჩემი წესია.როცა უშენოდ
მიწევს ცხოვრება ,
არ ვარსებობდე უკეთესია!!!!




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1146 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ღმერთო, მაპატიე... მე ბევრი შევცოდე
ბევრჯერ ავუხვიე სავალ გზას...
ღმერთო, მაპატიე... თვითონაც ვცდებოდი
მაგრამ განვკითხავდი მუდამ სხვას.
ღმერთო, მაპატიე, ბევრმა მიღალატა
და მეც ვუღალატე სანაცვლოდ...
ღმერთო, მაპატიე ყოველი სიმდაბლე
მეტს აღარაფერს აღარ გთხოვ!
ვიცი, შენ მოწმე ხარ იმ შეცდომებისა ... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1326 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


მენატრები თითქოს მართლა ჩემი იყო
და ჩემს გარდა ქვეყნად არვინ აღარ გფლობდეს ,
ის დრო გაქრა, ჩემო კარგო ერთად ყოფნის ,
ახლა ისევ ტკივილამდე მენატრები...
მაგრად ვაი რომ ჩვენ ერთად აღარავართ
და უფლებაც არ მაქვს შენი მონატრების
მონატრებამ მე ტკივილი შემასწავლა
აღარვიცი სად გავექცე მე მოლოდინს
ტირილი და მოლოდინიც მან მასწავლა,
ნეტავ რატომ ეხლა რაღად მენატრები?
შენ ხომ ჩემი სიყვარული აღარახარ
მაგრამ რა ვქნა სულ ბოლომდე მეყვარები
სიყვარულმა მონატრება შემასწავლა...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1413 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



როცა თვალებში ჩაგიდგება ვნებისკენ ლტოლვა
მინატრე როცა...თოვლისფერი აპრილი მოვა,
როცა მზის სხივი უკანასკნელ სამოსელს გაგხდის.
მინატრე ყველგან..სიყვარული დაგაკლდეს როცა,
როცა თვალებში ჩაგიდგება სურვილი ჩემი ,
მინატრე როცა...გაუძლისი ტკივილი დაგგღლის,
როცა შენს ფერხთით დაიბნევა ათასი ფერი
და შენს სარკმელთან სიყვარულის ქალღმერთი მოვალ..
მინატრე ღამით...დამილოცე დეკემბრის თოვა
და როცა ქუჩებს გაიტაცებს სიგიჯე მარტის
მინატრე როცა...თოვლისფერი აპრილი მოვა
მინატრე როცა...გაუძლისი ტკივილი დაგღლის




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1348 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


...მიდი, მესროლე!....
...გამოკარი სასხლეტს ხელი!...
...რატომ კანკალებ?....
....გეშინია?...
....მხდალი ხარ!.....
...ვერ მესვრი!....
....ვერ შეძლებ!...
...გეშინია უჩემობის!....
...ჩემთან ყოფნა გინდა!...
...ხელი გიკანკალებს!...
...ჰა ჰა ჰა.... სასაცილოა, მაგრამ ვერ მომკლავ!....შეგეშინდება!... გული ვერ გაუძლებს ჩემი უსულო სხეულის დანახვას!... შენც მოკვდები ჩემთან ერთად.... მაგრამ არა!...შენ სიცოცხლე გინდა და ზუსტად ამიტომ ვერ მკლავ!....
...თუმცა არა მარტო მაგიტომ.... მხდალი ხარ!... მხდალი და მშიშარა!...უჩემობის გეშინია!... გეშინია რომ აღარ გეყოლები და რომ გავფრინდები!...
...ზუსტად ამიტომ კანკალებ ეხლაც!... თვალებში შემომხედე და ისე მითხარი, რომ ჩემი მოკვლა გინდა!....
...თვალს მარიდებ?....რატომ?.... სიმწრისგან ხარხარებ....არ მიყვარხარო ამბობ, მაგრამ მაინც ვერ მკლავ....
...იარაღს ძირს აგდებ და ბოლო ხმაზე იგინები!... რატომ?... იმიტომ რომ გინდა მომკლა და ხვდები რომ გიყვარვარ!.... შენ თავს წყევლი ჩემი სიყვარულისთვის!.... დაისაჯე!.... ყველაფრისთვის დაისაჯე!....
...სიგიჟემდე გიყვარვარ, მე კი - მეცოდები.... ჰო, მეცოდები და სხვა არაფერი!.... მეცოდები იმიტომ, რომ საცოდავი ხარ!....
ზუსტად ასეთი....ბავშვივით აცრემლებული თვალებით და აკანკალებული ხელებით..... კუთხეში ხარ "მიგდებული" და იარაღს ზიზღით უყურებ!....
როგორ მინდა ეხლა შენ თავს ხედავდე!... რ ა საცოდავი ხარ!.... ტირილი გინდა , მაგრამ "კაცური სიამაყე" გაკავებს ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1028 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ლინა და დაკო ბალახზე იწვნენ,შემოდგომის ულამაზესი მზიანი დღე იყო,დაკოს თვალები დახუჭული ქონდა,ლინა ცას უყურებდა და ღრუბლებისგან სხვადასხვა ცხოველებს ხატავდა,ხორბლის თავთავები ქარს აექროლებინა და ზღვასავით ატივტივებდა,ამ ქარში,ამ ხმაურში ლინა თავს ისე მშვიდად გრძნობდა,დაკოს ეძინა,ისე ღრმად და მშვიდად ეძინა,ლინას შესცივდა,მეგობართან მიიცუცქა და თავი მიადო,ერთმანეთის სუნთქვა ესმოდათ,ქარი ნაზად აქროლებდა თავთავებს,დაკოს თმებს და ლინას გულს.. მაინც რაზე ფიქრობ დაიკო,მიმართა ლინამ დაქალს რომელიც ჰამაკში იწვა და ნელა ირწეოდა,მთვარის შუქი ნელა ანათებდა მის სახეს,მთიდან ცივი სიო უბერავდა საოცარი ფიჭვის სურნელი მოქონდა,,რატომ ხარ ჩურჩუტი ლინა? ცოტახნის დუმილის შემდეგ მიუგო დაკომ.."მე? ჩურჩუტი რატომ ვარ?
-რატომ ენდობი ესე ადამიანებს,სამყარო ესეთი ფაქიზი არ არის როგორიც შენი გულია.. დაქალი გვერდზე გადაბრუნდა და ლინას თვალებში ჩახედა,მერე გაეღიმა,გაეცინა და დიდხანს უღიმოდნენ ერთმანეთს ორი დაქალი რომელთაც ერთმანეთი ესე უყვარდათ...

-თბილისსში ჩახუთული ჰაერი იყო,მალე ზამათარი მოდიოდა,თუმცა მაინც სიცხე იყო,,,ლინა ბაღში იჯდა,იქვე სკამზე და თავისთვის დღიურს წერდა,ზოგჯერ თუ დაუბერავდა ცივი ნიავი რომელიც მის სხეულს ნაზად აათრთოლებდა..უცებ დაჩრდილდა,ლინამ ზემოთ აიხედა და ბექა დაინახა,ბექა მას ზემოდან უღიმოდა,ლინა უცებ ახტა და სტუმარს მიესალმა,ბექა დაჯდა და თავისი ლამაზი მწვანე თვალები ლინას გაუსწორა,ლინას შერცხვა და თვალები მორცხვად და ... Read More
კატეგორია: ♥ისტორია♥ | ნანახია: 1227 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ქურდი ვარ....
ვიპარავ გრძნობებს....
და ახლა შენც ისე შეუმჩნევლად ამოგაცალე ღიმილი,რომ
ვერც შეამჩნიე....
ქურდი ვარ....
ყველაზე გულწრფელი და გულახდილი ქურდი....
ვაღიარებ, რომ მზეს სითბო მოვპარე....
ვაღიარებ, რომ საათები მოვპარე დროს...
და იმიტომ თენდება გვიან...
დავდივარ და ვიპარავ აპრილის წვიმებს...
ხანდახან მზის სხივებსაც...
ცისარტყელას ფერები მოვპარე...
შვიდიღა დარჩა....
ვიპარავ ყველაფერს და ნელ–ნელა ვაწყობ გულს...
ზღვას ნაპირი მოვპარე...
ვარსკვლავებს ერთმანეთი...
და ალბად არ გეწყინება თუ გეტყვი, რომ სანამ შენ ამას კითხულობდი, ცოტა სითბო და სიყვარული მოგპარე...
სულ ცოტა....
დღეს მაინც რომ მეყოს....
მეშინია....ერთ დღეს რომ ყველაფრის უკან დაბრუნება მომთხოვონ?”

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1269 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



მომატყუე, რომ გიყვარდი თითქოს...
გული, სევდით დამიტოვე სავსე...
დღემდე ისევ, იმ დღეებზე ვფიქრობ...
რა გინდოდა, რას მერჩოდი ასე....
მომატყუე, ვითომ იყავ სათნო...
შენზე ფიქრი მაინც, ისევ მავსებს...
გავგიჟდები, ასე როგორ დაგთმო...
რა გინდოდა, რას მერჩოდი ასე...
მომატყუე, ამიბნიე კვალი...
ვეფერები იმ სანატრელ წუთებს...
გელოდები, მონატრებით ხვალის...
გულში კოცონს შენს სიყვარულს ვუნთებ...
მომატყუე და წამართვი ზეცა...
მარწმუნებდი არაფერს აქვს ფასი...
მახსოვს, მაშინ თეთრი კაბა გეცვა....
სიმართლის და სისპეტაკის მსგავსი...
მომატყუე, დამიბედე წელი...
ახლა, ასე მიმატოვე გზაში...
არ ჩაქრება გულში ცეცხლი ძველი...
სიყვარულით ავსებული თასი...
დღემდე ისევ. იმ დღეებზე ვფიქრობ...
რა გინდოდა, რას მერჩოდი ასე...
მომატყუე, რომ გიყვარდი თითქოს...
გული, სევდით დამიტოვე სავსე...




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1040 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


შენმა სიყვარულმა ღამე შემაყვარა
ღამე, ფაქიზი და ჩუმი.
ღამით მიამდება დღისით დაბოღმილი
უშენოდ ნაწამები გული..
დღისით მონატრება და სევდა მაგიჟებს,
ღამე მენატრება სრული.
ღამით ჩემთან ხარ და ოცნებას ვეფერები,
ოცნებას გამოძახილს სულის.
შენთან გატარებულ ყველა წამს ვიხსენებ
მიყვარხარ! შენ გლოცულობს გული.
და მაინც რაღაცა დაცინვით ჩამჩურჩულებს
– ცხოვრება რთულიაო, რთული..

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1359 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



შენთვის დავღვარე
ჩემი სისხლის თეთრი წვეთები,
ნუ შორეულობ,
დღეს ეს სისხლი რადგან თეთრია...
თვითონ ვითხოვე,
მოვკვდე ამგვარ სულისკვეთებით,
რომ ჭაობიდან
ჩემი სული ამომეთრია.

მე ალბათ წავალ...
უხმაუროდ...
ყრუ ნაბიჯებით...
თავჩაღუნული გავუყვები უშენო გზაწვრილს...
იქითკენ,
სადაც უსიცოცხლოდ დგანან ფიჭვები
და
მიწას შენი აქ არყოფნა დღედაღამ აწვიმს.

და...
მერე ალბათ
ეს ცხოვრებაც გამარტივდება...
ვგრძნობ,
ჩემი თავის მე ვარ ახლა მთელი სირთულე...
ზამთარი მოდის...
ჰოდა,
მიწაც უფრო ცივდება,
დააზრობს ყინვა სამარხებში ჩაყრილ ფიტულებს...

დღეს არაუშავს
თუ არ არის ჩემი გამგები...
სისხლს ვადენ ქუჩებს
და
თვითონაც სისხლით ვითხვრები...
ცაში იმარჯვებს,




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1110 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



მე ის სევდიანი წამიც მიყვარს,
ლამაზ ბავშვობას რომ მომაგონებს,
მინდა ერთი ლექსი დაგიტოვო
და დღეს ჩემი თავი მოგაგონდეს.
თუ რა ძლიერია ჩემი გრძნობა,
როგორ გამაწამა სიმარტოვემ,
ისევ უშენობის სევდა მოაქვთ
ხეებს,რომლებიც ჩვენ მივატოვეთ.
ო,რა მონდომებით ვამზადებდი
შენთვის ფერად–ფერად მისალოცებს,
ნეტა მაშინდელი სიხარული
შენში ვარსკვლავივით კიაფობდეს.
ახლაც ისევ ისე მენატრები
და არც მიეცემი დავიწყებას,
მარტო ეს ლექსები წაიკითხე
და არ დამჭირდება დაფიცება.
ვიცი ახლა სულ სხვას ეფერები,
არც მე დამკლებია სიყვარული,
მაგრამ არასოდეს მომასვენებს,
შენთან განშორების სინანული.
შენი მონატრება ტკივილია,
თურმე ასე არვინ მყვარებია,
ჩემი ნაღველიც და სიხარულიც
შენი გახსენების წამებია.





კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1175 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



იცი რა ხდება? ცხოვრება ნათდება
რაც დღეს არ ხდება ,ხვალიდან ახდება
ჩემს გვერდით მჯდომარეს თვალებში ჩაგხედავ
და გეტყვი მიყვარხარ აი რა ხდება
უშენოდ ცხოვრება უფერო გახდება
შენ ჩემთან იქნები და ეს ახდება

შენ მეტყვი მომავლად არ ვიცი რა ხდება
ეს შენი ოცება არასდროს ახდება
მე შენი სიტყვების საერთოდ არ მჯერა
დამტოვებ მე მარტო ამ ბნელ ადგილას
არ ვიცი რა ხდება ცხოვრება მთავრდება
სამყარო ჩაქრება და ბნელი დარჩება
შენი თვალები კვლავ მელანდება

ჩემს საფლავზე კი ვარდი გახმება
მაგრამ ეს სიტყვები არასდროს გაქრება
მუდამ გახსოვდეს უზომოდ მიყვარდი
მთელი ცხოვრება ეს გრძნობა თან მსდევდა..


........................................................................


გუშინ უშენობას ჩემში ვაგროვებდი,
დღეს კი შენს გარეშე სუნთქვაც გამიჭირდა.
მღრღნიდა მარტოობა, მაგრამ არ მოვედი,
ალბათ მელოდი და ცოტა გაგიკვირდა
რომ გზა ჩაგიხერგე გრძნობაარეულმა
სადღაც, ფიქრის მიღმა უკვე მემარცვლები,
სისხლი ... Read More

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1272 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ლინა უფრო და უფრო ლამაზდებოდა,ირგვლივ მყოფ ბიჭებს ეს არ გამორჩენიათ,დაკომ უამრავი ძმაკაცი გააცნო მას,ყველას ძალიან კარგად შეეწყო,ყველას უყვარდა ლინა,საოცრად კეთილი ბავშვი იყო,მართალია 13 წლის იყო,მაგრამ მაინც უჭკუო ბავშვად რჩებოდა...დაკოს ყველანაირი კატეგორიის მეგობრები ყავდა,ყველას აცნობდა ლინას მხოლოდ გიორგის არ აცნობდა მას..გიორგი ერთი ქუჩაში გაზრდილი ბიჭი იყო,ლაპარაკობდა ჟარგონებით,ვეებერთელა ღიპი და დიდი თავი ამშვენებდა,სიმაღლით ძალიან დიდი იყო,17 წლის ბიჭს 40 წლის კაცის გარეგნობა ქონდა,გოგოებში მისი დანახვა ზიზღს იწვევდა,თუმცა გიორგის თავისი თავი ულამაზესი ეგონა და დიდი წარმოდგენებით ცხოვრობდა..

დაკო საშუალო სიმაღლის,შავთმიანი გამხდარი გოგო იყო,მიუხედავად მისი ლექსიკისა მეგობარი ძალიან უყვარდა და მისთვის კეთილი სურდა...ლინა დღის თავგადასავალს დღიურში წერდა ყოველთვის,მის დღიურს დედა კითხულობდა მალულად...
ერთხელ ლინა და დაკო ნაყინს მიირთმევდნენ და ქალაქში დასეირნობდნენ.. უცებ უკნიდან სალამი მოესმათ,უკან გიო ბირჟაობდა,მის გვერდით ერთი ძალიან ლამაზი ძმაკაცი ედგა.მის ძმაკაცს საოცარი იერი ქონდა,ლამაზი მწვანე თვალები,თვალებს სადღაც შუაგულში ყვითლი ფერი წაკრავდა,ბიჭი ნაზად უყურებდა ლინას,გიორგი ცინიკური მზერით ბირჟაზე გოგოებს ათვალიერებდა,ვინც მოეწონებოდა "კარგი ნაშააო ამბობდა..
სალამი,მიუგო დაკომ,გიორგის ფართო,ვეებერთელა წითელი თვალები ლინას მიაშტერდა,საცოდავი ბავშვი აათვალ დაათვა ... Read More
კატეგორია: ♥ისტორია♥ | ნანახია: 1187 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ლექსებით ვაშიშვლებ გრძნობებს,
ბგერები ეწევა მარცვლებს,
მინდა, რომ სულში ვგრძნობდე
ხელახლა ცხოვრების წამებს.

ჟესტებში იგრძნობა სევდა,
თვალები ამბობენ ტკივილს,
მივყვები ტროტუარს ნელა,
გუბეში შევამჩნევ ღიმილს.

აკორდებს აიღებს ისევ,
ცასაც კვლავ დაფარავს ნისლი,
კვლავ შენზე ოცნებებს მივდევ,
სიზმრების ბილიკით ვივლი.

და აღარ მთავრდება გზები,
გულში კვლავ ნაბიჯებს ვითვლი,
ნელ-ნელა ყველაფერს ვხვდები
და გულში ,"მშვიდობით!", გითვლი...




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1045 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ნუ დამპირდები,
რომ არ დაგღლის ეს ყვავილები
ნუ დამპირდები,
რომ მომიტან ყოველ მოსვლაზე...
ნუ დამპირდები,
რომ ფერებათ შეკრულ სიყვარულს
ფერხთით გამიფენ ყოველი წლის
შემოდგომაზე...
ნუ დამპირდები,
თორემ მერე სევდა წამიღებს
და თუ ვერ ვნახავ მე მაგ გძნობის
გიჟურ ნაპირებს
დავიკარგები,შევერევი ნაცნობ
ტკივილებს
ნუ დამპირდები...
რას მიმზადებ
რასაც მიპირებ....
საკმარისია
მორთმეული ამ წელს ფერები
ნუ დამპირდები
მე ისედაც მოგეფერები.
ნუ დამპირდები
წინასწარ და წლებს ნუ დამითვლი
ჩემთან იყავი ოღონდაც
და
ღიმით დავიცდი
ამ ფერებისთვის,
ამ წლებისთვის,
მე შენ გჭირდები....
ოღონდ წინასწარ გთხოვ ნურაფერს
ნუ დამპირდები!!!!!


კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1133 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


მორჩა! დღეიდან ლოთობას ვიწყებ,
დარდებს გავანდობ ყანწებს ღვინიანს,
სიკვდილ-სიცოცხლის დუელში გიწვევ
და ქალი რომ ვარ არ მეშინია.
მოგაფრქვევ ღვინის საოცარ სურნელს,
ბახუსის ეშხით განატაცები,
ქალები მაშინ თვრებიან თურმე,
როცა ფხიზლობენ მამაკაცები.
დღეიდან ხელი ავიღე თავზე,
აღარ გავურბი მზერას ჟინიანს,
დუქანში გველის ხელადა სავსე
და კაცი რომ ხარ არ მეშინია.
უცხო მორევში შევყავარ ბორანს
ფიქრში ძნელია ვიცი ღალატი,
თურმე ვცდებოდი,რადგან მეგონა
რომ სიავისგან დამიფარავდი.
გავარდა მეხი..... მიხაკი გაქრა,
დღეიდან ვეტრფი ყანწებს ღვინიანს,
ერთი პატარა ქალი ვარ თუმცა
შენ,რომ კაცი ხარ არ მეშინია!!!

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1081 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



სასოწარკვეთილი ქმარი ცოლის პალატაში შევიდა,ლინა და დედა ერთად თამაშობდნენ და იცინოდნენ,საბა მათ მიუახლოვდა,მისმა გაფითრებულმა სახემ ცოლი შეაშფოთა..
-საბა კარგად ხარ?
-შენთან სალაპარაკო მაქვს სოფო,,,საბა ათრთოლდა და ლოგინის პირას დაჯდა.. ლინა ადგა და გვერდითა პაციენტთან მივიდა,ეხლა იმას დაუწყო კურკული.. "საბა,დაიწყო სოფომ,შენთვის რაღაც არ მითქვამს,,,
-რა?შეშფოთდა საბა,კიდევ რაღაც საშინელებას ელოდა და ძალებს იკრეფდა..
-იცი,მე ფეხმძიმედ ვარ,სოფოს ღიმილმა წამოუარა,საბა მიუახლოვდა და ცოლი გულში ჩაიკრა,სოფოს მუცელი მას მიედო,საბას ცრემლებით აევსო თვალები,"ტირი?მიუგო ცოლმა,მას ეგონა რომ საბა სიხარულისგან ტიროდა...საბას ცოლის შეკითხვა არ გაუგია,ის სულ იმაზე ფიქრობდა რომ ბავშვი როგორ უნდა მოეკლა?,როგორ უნდა გაეწრირა ღვიძლი შვილი?როგორ უნდა გაეწირა ცოლი?
სოფომ განაგრძო-საბა რა თქვა ექიმმა?საბა გალურჯდა,რაღაც საოცარი ძალა იგრძნო სულში და უთხრა.."საშვილოსნოს პრობლემები გაქვს... სოფოს ფერი დაეკარგა,-რა პრობლემები საბა?
-ნუ ნერვიულობ,საღამოს ოპერაციას გაგიკეთებენ,გადარჩები მიუგო საბამ,"კიბო ჩაიჩურჩულა სოფომ...ჩამეხუტე,ცოლი ტიროდა და ესე დიდი ხანი ეხვეოდნენ ერთმანეთს,,,

საოპერაციოდან ექიმი გამოვიდა,საბა ექიმს მივარდა,ექიმო გადარჩა?ხომ გადარჩა? ექიმს გაეღიმა," გილოცავთ,თქვენი ცოლი იცოცხლებს,აბორტი გავუკეთეთ და კიბო ამოვუღეთ...
საბამ საოცარი ბედნიერებ ... Read More
კატეგორია: ♥ისტორია♥ | ნანახია: 1146 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

ორშაბათი, 2024-10-14, 11:56 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024