ფიქრის ქარბორბალა ჩემს გულს დასტრიალებს,
გარეთ მძვინვარებს ქარი ღამეული,
ფოთლებს ჰაერში გიჟურად აწრიალებს,
შენი არსებით გავხდი მთვარეული...
....მე რომ შემეძლოს ფრენა ქარივით,
შემოგიმსხვრევდი სიზმარში კარებს,
მქროლავი ეტლით გაგიტაცებდი-პატარძალივით
და ჩვენს მაყრობას შევუთვლიდი სხვა ქვეყნის ქარებს.
..............................................................................
მე აქა არა ვარ, მე მკვდარს მივათრევ და მიწას ვეძებ დასამარხავად. რაგინდა ჩემგან,მეტი სინათლე? შავი სტანდარტის დასაფარავად? და მერე რისთვის, შენ გაიმარჯვე, ,,შავი ყორანი გამითხრის საელავს’’ და წასულები დამიტირებენ აქ სადაც აწმყო მომავალს ძალავს.
......................................................................
ჩემს გულში ავი ქარი ბობოქრობს, სულში ანთია თეთრი სანთელი, ჩემს თვალებში კი ნისლია, თეთრად თოვს, ნეტავ რისთვის ვიტირე ამდენი?.. ფიქრის ბუდე აიშენა როგორც მერცხალმა, გრძნობამ, ყოველ ნაბიჯზე ვგრძნობ სიმწარეს, ტკივილს, სასწაული ვერ მომიტანა ვერც ღამემ, ვერც თოვამ, მე მხოლოდ ვუსმენ არა ჩიტების ჭიკჭიკს, არამედ ჩემსავე ტირილს... მთასავით რომ აღმართულა დიდი მონატრება, ის მიითვისებს ჩემს ცრემლებს ხეების მაგივრად, ცივი ქარივით რომ დაუბერავს ერთი ოცნება, მას შემოჰყვება სულში ქარავნად თეთრი მოგონება...
|