მთავარი » 2010 » მაისი » 06
ისე რა ძნელია ეს ცხოვრება არა ? გაგახარებს,ეს ყველაფერი საუკუნედ მოგეჩვენება..გიხარია,ბედნიერი ხარ ამ ცხოვრებით..ბედნიერი ხარ რომ საყვარელი ადამიანი გვერდით გყავს და გინდა დიდი ხანი გაგრძელდეს ეს ყველაფერი, მაგრამ როცა ყველაზე ბედნიერი ხარ იმ დღეს ინგევა ყველაფერი და მიწასთან სწორდება რამოდენიმე უბრალო სიტყვის გამო,ვიღაცის ნათქვამის,მონაჩმახის გამო საყვარელ ადამიანს კარგავ.. !!!! ახლა საწოლზე მიჯაჭვული ვწერ ამ წერილს,წერილს იმიტომ რომ ვიცი ძალიან მალე უნდა წავიდე ამ ლამაზი ცხოვრებიდან.ალბათ იმ ადამიანებს,ყველას ძალიან გაუხარდება ჩემი სიკვდილი.ეხლა მოგიყვებით თუ რა მოხდა: ერთი ჩვეულებრივი დღე იყო.შეყვარებული ვიყავი და რა თქმა უნდა მიხაროდა.შევხვდი ჩემს უსაყვარლეს ადამიანს რამდენჯერმე.მერე იმ საღამოს ორმა მისმა ძმაკაცმა მითხრეს რომ არ უყვარხარო,რაზეც გავბრაზდი და დავიწყე ტირილი.მეორე დღეს ვნახე და ვკითხე გავიგე რომ არ გიყვარვართქო..ხოდა ამაზე გაბრაზდა და მითხრა მეც ეგრე გავიგეო და დავშორდეთო. დამშორდა.გაბრაზებული გა
...
Read More
|
-გოგოა! გოგოა! გოგოა! გოგოა! კიოდნენ გოგონები და ერთმანეთს ეხუტებოდნენ! -გესმის?! გოგოაო!-სიხარულისგან ცრემლები დიოდა ანას. -კესო!კესო!კესო!-ყვიროდა სალი და ცრემლებს წმენდა მეგობარს. კლინიკიდან ისეთი გახარებულები გამოვიდნენ, სიხარულით მეცხრე ცაზე იყვნენ არ იცოდნენ სიხარულით რა ექნათ... -ავღნიშნოთ? -რატომაც არა! -სათ წავიდეთ? -შოპინგზე... -ფული, რომ არ მაქ? მოიწყინა ანამ, ეგ მე მომანდე.... ნახევარი საათის მერე გოოგნები ექსკალატორს მიუყვებოდნენ "ქარვასლაში". - რომელ განყოპილებაში შევიდეთ?-იკითხა ანამ. -რა ჯობია კესოსთვის შევარჩიოთ რაღაც-რურაცეები თუ ისეთი ტანსაცმელი ვიყიდოთ რაშიც დიდად არ შეიმჩნევა შენი სხეულის ცვლილებები, დიდი ღიპუცა, გასუქება და ასე შემდეგ. -კესო! კესოს ვუყიდოთ რამე... -ვიცოდი ამას, რომ იტყოდი... საათნახევრის შემდეგ გასავათებულები ტაქსში ისხდნენ და ნაყიდზე ბაასობდნენ. -ბავშვის ტანსაცმელი ისე ასე ადრე არ უნდა გვეყიდა...-იცინოდა სალომე. -მაგრამ ვერ მოვითმინეთ...-აყვა ანაც.
ცხრის წუთებზე ანა სახლში იყო. ცოტა ხანში კარებე ზარიც გაისმა. გოჩა უნდა ყოფილიყო. -მოხვედი?! გოჩა მოუსალმებლად შევიდა გოგონას ოთახში. ანაც შეყვა. -დახურე კარები. კარგად დახურე. ანამ კარები დახურა. -ანდა, ჩაკეტე... ანას შეეშინდა, მაგრამ მაინც შეასრულა ბრზანება. -ახლა დაჯექი და მომიყევი ერთი რა ხდება
...
Read More
|
-შვილო, რაღაც მომატებული მეჩვენები... -მართლა ბებია?! ხო მომატებული ვარ, მადა გამეხსნა ეს რამოდენიმე თვეა... -ნერვიულობამ იცის ბებო გენაცვალოს...ამ გამოცდებმა სულ გადაგრია, მეცადინეობაში ხარ გადავარდნილი, სახლში როდის მოდიხარ და როდის მიდიხარ არ ვიცი.... -ეგ ადრეც მასე იყო. საუბარში ჩაერია ბაბუა, რომელიც გაზეთს კითხულობდა. -ხო?! კარგი რა ბაბუ! -მე მხოლოდ სიმართლეს ვამბობ..სხვას არაფერს, თქვა ეს და სათვალე შეისწორა. -კარგი წავედი ახლა მე... -სად მიდიხარ? -სალისთან.... -როგორც ყოველთვის-წაილაპარაკა ბაბუამისმა. ანიმ სახლის კარები გაიხურა და გაიქცა. კიბეებზე ჩარბოდა როცა კიბეებზე გოჩას შეეფეთა. -ვა, გოჩა? -ანა... -აქ რა გინდა? -შენს სანახავად მოვედი. სალაპარაკო მაქ შენთან. -თქვი მალე, მეჩქარება. -სად მიდიხარ? -დაქალთან... -რატომ? -უნდა მოვემზადო საგამოცდოთ. -რომელი გამოცდები? -სკოლა დიპლომს არ მომცემს ტუ გამოცდები არ ჩავაბარე და ვემზადები. -კარგი საღამოს მოგაკითხავ, სახლში. რომელზე იქნები? -რავიცი, არ ვიცი, შეიძლება იქ დავრჩე. -არ დარჩები, 9ზე 9ის წუთებზე სახლში დამხვდი! -ისა.... -რა?! -კარგი....ანამ სირბილით გააგრძელა გზა. -მოიცა! -შეაჩერა გოჩამ. -რაიყო? -ფული არ გაქ,რომ მასესხო?! -არა... ბიჭმა კიდევ გააჩერა ბიძაშვილი. -არ ირბინო. რომ დაეცე?! ხომ იცი შენთვის არ შეიძლება.
...
Read More
|
3 თვე გავიდა. -ვაიმე მეშინია მუცელი,რომ დამეტყოს.... -ანა, რას სულელობ! დაგეტყობა აბა რა იქნება! -ვაიმე რა ვტქვა. -მოვიფიქრებთ რამეს... -და რას? -არ ვიცი. დღეს ღამეს, მაგაზე ვიფიქრებ და მომაფიქრდება რამე....(იმედია). -ხომ არ გადაგიწყვეტია რას დაარქმევ?-იკითხა სალომ ინტერესით. -გაგიჟდი?! რადროს მაგაზე ფიქრია?! -რავიცი.... -ამბობენ წინასწარ სახელის შერჩევა არ ვარგაო. -ყველაფრის არ უნდა გჯეროდეს ანა! გოგონები აფთიაქის რიგში იდგნენ. -ესეიგი რა გვჭირდება?! -ნუნუ ექიმმა ჯერ ვიტამინებით დავიუწყოთ და აი ეს წამიალი მივაშველოთო....არა და აზზე არავარ რისია-გაეცინა ანას. -ღერთო ამ გოგოსთვის გრამი ტვინი მაინც უნდა მიგეცა! არ უსმენდი როცა გელაპარაკებოდა?! -კი, მაგრამ თან იმაზე ვფიქრობდი რას ვიზავდი წელს გამოცდებზე.... -ვაიმე! ზოგჯერ როგორ მინდა გემრიელად "ჩაგანათო"-გულწრპელას უთხრა დაქალს სალომ. ანას გაეცინა. -რაარი სასაცილო?! -არაფერი! -აბა რა გაცინებს?! -უბრალოდ მიხარია შენ რომ მყავხარ.... -ბოთე! სალომემ აფთიაქარს წამლების სია გაუწოდა და კითხა რა დაჯდებაო. -ამდენი არ მაქვს...-დადარდიანდა ანა. -მე დაგიმატებ..ისე გაგიძვირებიათ წამლები...რაამბავია! ამ ფულიტ მთელ ბაზარს შემოივლის ადამინი! აფთიაქი დატოვეს. -ექიმმა როდის დაგიბარა? -3 კვირაში.... -მეც მოგყვები. -კარგი... -ახლა საით?! -ჩემთან მივდივართ, ხომ არ დაგავუიწყდა გამოცდებისთვის ვართ მოსამზადებლი. -მაგას რა დ
...
Read More
|
-პრინციპში გასაკვირი არც არაფერია.... -ა?! -ხო, რა გიკვირს?! 17 წლის გოგო ხარ, ბევრი თაყვანისმცემელი და მეგობარი გყავს, შესაბამისად ბევრ წვეულებაზე დადიხარ, სახლში გვიან ბრუნდები, ისიც დალეული, საწოლზე ახეთქები თუ არა გეძინება, დილას იღვიძებ და ისიც კი არ გახსოვს გუშინ სად იყავი ან ვისთან ერთად. -რაზე მიმითითებ? -არავინ გაკონტროლებს.... -ეს რაღა შუაშია?! -დედა საზღვარგარეთააა... -მამა მკვდარია, მადლობა, რომ შემახსენე. -სახლში მოხუც ბებია-ბაბუასთან ერთად ცხოვრობ, რომლებიც აქით შენი მოსავლელია. ორი გოგონა სკოლის დერეპანს მიუყვებოდა. ირგვლივ სიჩუმე იყო. გაკვეთილები ტარდებოდა, საკლასო ოთახებიდან მცირე ხმაური ისმოდა, წამოყვირებული "მასწ" ან რამე ბუნდოვანი სიტყვები,რომლის გამორჩებაც ნელი იყო. -ბოლოს აჩოტები ვინ ჩაგაბარებინა? -გოჩამ! -გოჩამ?! -ხო... -რომელმა გოჩაქმ? -ჩემმა ბიძაშვილმა. -ეგ კიდევ ცოცხალია?!-გაეცინა სალომეს. -მაგაში რას გულისხმობ? -ვითომ არ იცი! რამდენი ხანია "წამალზე" ზის... -ეგ შენი გასარჩევი არაა! -კაიფში იყო? -არა... -მიკვირს... -აი დარდი. გოგონები საპირფარეშოს მიუახლოვდნენ. -შედი! უბრძანა ერთმა მეორეს. -ოხ! აქ რაღა გვინდა..-წაიბუზღუნა და შეაბიჯა ანამ. როგორც ყოველთვის იქაურობა საშინლად ყარდა. -სალო უკეთესი ადგილი საჭორაოდ ვერ ნახე?! -შარვალი ჩაიძვრე! -რააა?! -რაც გაიგონე! -გააფრინე სალომე?! სალომ ჩანთა გახსნა და რაღაც კოლოფი ამოიღო დ
...
Read More
|
კოცნა ყვავილებზე მეტი, თუ, კოცნა ყვავილებზე მეტად. ვგონებ, ასე უნდა ერქვას წიგნს და თუ ოდესმე, ვინმე სადმე გადაეყრებით გთხოვთ დამიბრუნოთ, რამეთუ მე ვარ მისი ავტორი. ის უნდა იყოს აქვე ახლოს შეიძლება ბუკინისტების მეთორმეტე საუკუნის ფოლიანტებში... სწორედ ესაა ეხლა ჩემთვის უპირველესი და დანარჩენი ყველაფერი წყალს წაუღია. ...კოცნა ყვავილებზე მეტი ან, კოცნა ყვავილებზე მეტად. აღარც შენ გახსოვს ჩემო სიცოცხლე?!
.......................................................................
თქვენნაირების ხელით ეწამა ურწმუნოებო ჩვენი უფალი, იმიტომა ხართ მგელად ქცეული მოჩვენებებით თავისუფალი. ვერ შეირყვნება თქვენი ხელებით სიყვარული და დაუფალი, გამოიღვიძეთ უგუნურებო თქვენა ხართ თქვენი თავის უფალი.
|
დამელოდე, მე უთუოდ მოვალ შენთან, გაკოცებ და ჩემსკენ ნაზად მიგიზიდავ, არ იფიქრო, რომ სიშორით დრო გაჩერდა, რომ ცხოვრების განთიადი მიიბინდა. დამელოდე, მე უთუოდ დაგიძახებ, რადგან მხოლოდ შენი ნატვრა მასულდგმულებს, მთვარის შუქზე ჩამომადე თავი მხარზე და "მიყვარხარ"_უსასრულოდ მაჩურჩულე. დამელოდე, დრო ლოდინით თუ არ დაგღლის, თუ ცოდვისთვის მიტევება შეგიძლია, ყველა გრძნობას, ფიქრად ქცეულს, შენ გაჩუქებ მხოლოდ,რასაც ჩემი ჰქვია. და იმ ცაზე, საიდანაც თოვდა სევდა, დაგანახებ ტრფობის ქარით დაშლილ ღრუბლებს... დამელოდე, მე უთუოდ მოვალ შენთან და ოდესმე გულში მაგრად ჩაგიხუტებ!
|
PaTRIOTI VAR?
WVIMDA DA PIQREBI MATROBDNEN ,
WVIMDA DA PIQREBI DAHQRODNEN
GADAUGEBLAD WVIMDA DA
AMDENI
PIQREBI MINDA?
VPIQROB DEDAZE
VPIQROB MAMAZE
VPIQROB CHEMS DAZE
KIDEV BEVRS VPIQROB.
VPIQROB MTAVARZE CHEMS QVEYANAZE
MIS SIKETEZE
VPIQROB.
UPALO DAIPARE GANSACDELS AARIDE
SHEN SHEDZLEB AMAS VPIQROB.
MEC MINDA XMLIT DAVDGE
WARVUDZGVE MOMAVALS
MAGALITI MIVCE TVISTOMS.
VALI MAQVS ASETI
VPIQROB.
ARDZIMBA BAGAPSHI DA
KOKERSPANIELI[KOKOITI]
MUXLEBZE DAVAYRNO VPIKROB
YUREBI DAVAWRA XMAMAGLA VATIRO
MAGARI IQNEBA VPIQROB.
ME TU VERA DA
AM SAQMIS
IDEA
ARASDROS MOKVDEBA VPIQROB!.
GMERTO MAPATIE
AMDENISISXLISTVIS
ERT LEQS SHI BEVRI IYO VPIQROB!
ES LEQSI KIARA CHEMI PIQREBIA
CHEMS SULSHI COCXLOBOEN TITQOS!!!
.............................................................
...
Read More
|
მაინც რამდენჯერ გინდა მოხვიდე ამ ქვეყანაზე, რომ დაიჯერო შეუძლებელის შესაძლებლობა?! დრო იწურება,უკუ ათვლაა, შენ კი ისევე არ გეჯერება. გ ა მ ო ი ღ ვ ი ძ ე!!! ო,ღმერთო ჩემო რა გავაკეთო? გინდა გიმღერებ შენს იავნანას? გინდა შევვარდე გალიაში ვეფხვი რომ ბრდღვინავს?! გინდა... რა გინდა, ოღონდ მითხარი და მეც აქა ვარ, შენი ხმალი და ჩერმი კისერი. ოღონდ მითხარი, ოღონდ ინებე, გამოღვიძე... გამოიღვიძე!
|
ვერა ვერასდროს ვერ მომისყიდი ამაოებავ: არც იოცნებო, არც იფიქრო, არც იმედოვნო. განწირული ხარ და ეს შენი ბოლო ფეთება, თან გაიყოლებს ყველას, ვისაც ღმერთი არ ახსოვს.
|
ამომავალი მზის ქვეყნის შვილობას თუკი დაიჩემებ არ გამიკვირდება, ამასვე ამბობენ ეგ იკიბანები გახარებულები შენი ხელებიდან. მაგრამ რას გეტყოდი იცი იოკო ონა? ჯონ ლენონს გაფიცებ და საკურას ყვავილობას, ეგ მიკრო სამყარო შენთვის რომ შექმენი ჭიაკოკონისთვის სულ არ გებრალება? არ მინდა ეხლა ზედმეტი ბაასი, ყველაფერი რომ დავიწყო თავიდან, შენ იცი ტყუილად არაფერს არ ვამბობ და თუ შემოვდივარ,მხოლოდ რომ კარებიდან. საკმარისია თავის მოტყუება, დროა სინამდვილეს თვალი გაუსწორო, სათბურის ვარდო და ნარცისის სიამაყევ აფრები აუშვა და სარკმელი გამოაღო.
|
ყოველი დრო ხომ თავისას ამბობს, ყველა დროს თავის ტკივილი დააქვს, თავის ტკივილი მონაგონია, იმ სიმძიმესთან რაც, უოველ წამს აქვს. აქ უნდა იყო!აქ უნდა იდგე! ამ სიმაღლიდან ჭვრეტდე მომავალს და წარმავალზე გამარჯვებულის, ისმენდე ხმას და გზას ზეცად სავალს.
|
კაცნო, გიყვარდეთო ერთმანეთი, ასე თქვა ვაჟამ. აგვამაღლებსო სიყვარული გვმოძღვრავდა შოთა. მაშ, რაგა გინდათ და რატომ შფოთავთ! თუ არ გვინდა რომ გვესმოდეს მოთქმა და არ ამოწყდეს მთლად კაცთა მოდგმა, გვიყვარდეს ისე, ფშაველამ რომ თქვა, გვიყვარდეს, როგორც გვმოძღვრავდა შოთა!
|
ჩემი წყალი გადმოგსხმოდეთო, თქვა ზეცამ და წვიმა გადმოგვასხა. გადიადდეთო იქნებ და გასპეტაკდეთ. ზეცის წყალი გადმოგვესხა წვიმა, მაგრამ ხურმა რა ხილია, განა იცის ვირმა?!
|
თუ უშენობით უნდა ვეწამო, რისთვის სიცოცხლე,რისთვის სიკვდილი? რას შევახეთქო ამ უკუნეთში ეს განწირული სულის ყივილი?! რა იქნებოდა არ დამტეხოდი მეცხრე ტალღად და მეხთა ძგერებად? რად გამაჩინე შენი შეცნონით, დასაღუპად და უსასოებად? ვინ ხარ სიცოცხლე, თუ ანგელოზი? შავი ფრთებით და ნიღბიან სახით, რისთვის გამწირე მე უბედური, ობლად შთენილი ვნებულთა ქარით. თუ ზვარაკი ვარ, რატომ მიმალავ, რაში გჭირდება უსისხლო მსხვერპლი? ო, ერთი მოგწვდე დაუნდობელო, ქარს გავატანო სიშლეგის ფერფლი. საიდან ჩნდები უწყალოდ ბრძენო, რისთვის ანთიხარ ამ ცის ქვეშეთში, შეუბრალებელ დროის ქარაგმა, ვერ დატეული დალახვრულ გვერდში.
|
გადმოვალაგებ ბგერა-ბგერა, და მარცვალ-მარცვალ. ესა ვარ, რაც ვარ, ესა ვარ, რაც ვარ. გადმომვალაგებ სიტყვა.სიტყვა და სტრიქონ-სტრიქონ. თუ გინდ აუგად მოიხსენო და თუგინ მიქონ. გადმოვალაგებ გრძნობებს ლექსებად, არაფერია მათ მოსასმენად თუ არ გეცლება. გვადმოვალაგებ მარცვალ.მარცვალ და ბგერა- ბგერა, სულ შენი არის, ეს სიყვარუილი, ნახე რამხელა!
|
ო, როგორ მინდა სიტყვების ახმაურება ლექსებად, როცა ეს გული ათასგვარ ლამაზ გრძნობებით მავსება. ვფიქრობ, ეს ფიქრი ოხერი არა და აღარ მეშვება. როგორ საოცრად ბინდდება, თვალი წყალსა სვამს პეშვებად, მე შენთან ყოფნა მინდება, ღამეც მიწაზე ეშვება.
|
კალმის ერთი მოსმით მინდა შეგამკო ლამაზ სიტყვებით. ახლა ამოხეთქვას ლამობს გული ისე მჭირდები. გიჟივით მინდა ერთი მხოლოდ თვალი შეგავლო. სავსე ვარ შენით შენზე ფიქრებით გავიჟღინთები Dდა წამლეკავენ, წამიღებენ ამ გრძნობათ ზვირთები. სულ შენთვის მინდა საალერსო თბილი სიტყვები. ო, როგორ მინა ერთი მხოლოდ თვალი შეგავლო. რად გამაგიჟე, გადამრიე ასე შე, ქალო! ( ო, როგორმ მინდა ერთი მხოლოდ თვალი შეგასწრო რად გამაგიჟე, გადამრიე ასე შე კაცო!)
|
ხანდახან ფიქრიც არ უნდა, ისე მოგივა აზრი, ისე ლამაზად იტყვი, ისე ლამაზად დაწნი, თავში არეულ სიტყვებს, ისე საოცრად გაცრი, თვითონაც გაგიკვირდება, იტყვი, ამასო გავწვდი?!
|
ვეღარ დავიმშვიდე შენი სიყვარულით გული ანათრთოლი. გაქრა ვითომ, როგორც მარტის თოვლი ის სიყვარულის აფეთქება, გგონია რამე ამქვეყნად უკვალოდ ქრება?
|
WwW.LoVStory.UcoZ.CoM_ ის ადმინისტრაცია, სრულიად საქართველოს გილოცავთ გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს ... მუდამ გფარავდეთ და გეწეოდეთ წმინდა გიორგის მადლი და ძალი .
|
აყოლებენ თვალს, ქერასა თუ შავგვღემანს. სულერთია მისთვის გრძელს იცვამს თუ მინის. კაცი ყველას უყურებს ვინც მოდის თუ მიდის. ამყოლია მოდის თუ ამჯობინებს რეტროს, ავტომობილს მარტავს თუ დაჰყვება
...
Read More
|
გიორგობისთვის!
თუ სასწაული არ გავაცოცხლეთ, ამ ქვეყანაზე რისტვის მოვედით?! მზე თუ სამზეოს არ დავაბრუნეთ, ხსნას სატანისგან ვისგან მოველით?
ბილიკ და ბილიკ მწვერვალისაკენ სადიდებელით თუკი არ ვივლით, დრომდე დავრჩებით გაღიმებული, მაცდურისა და გულისთქმის ხიბლით.
გიორგობაა და ის მოგვიხმობს ერთობისა და სიყვარულისკენ, მხარი მხარს ძმებო ვარდებით ხელში, ანჩისხატისკენ! ანჩისხატისკენ!
...ნოემბერი და ვარდი? თვითმარქვია და ღმერთი? ლაზარე გაიღვიძე! იცანი ერთადერთი!!!
|
დილა მშვიდობისა ჩემო სიყვარულო
ჩემმა უშენობამ ღამე გაათია,
მოდი გამაცოცხლე შენი სიხარულით
მე ხომ მარტოობამ ცამდე დამათია.
ჩემო გაზაფხულო,ჩემო ნიავქარო
მე თუ ავმღერდები მხოლოდ შენთან ერთად.
ჩემი არჩევანი შენით იფარგლება
და სხვა გამარჯვება არ მსურს მე ამ ქვეყნად.
შენ ხარ ერთადერთი ვისშიც ვხმიანდები,
შენი უცხოობა ჩემში ითარგმნება,
დილა მშვიდობისა ჩემო სიყვარულო ჩემი გადარჩენა არის შენი ნება.
|
nu moadgebi game chems panjrebs ,
es xom sachiro sul agar aris,
shen siyvaruli ar gesmis ara,
tsadi da axla sul sxva monaxe.
shens davitskebas vici dro unda
da tanjva bevris gadaxdas momtxovs,
magram chems
...
Read More
|
სინანულის შესახებ
ყველას მოგვწონს ლამაზი ადამიანები, ლამაზი ბუნება, სურათები, შენობები. ყველას გვიოცნებია, ვყოფილიყავით უფრო ლამაზები, ბედნიერები, ვიდრე ვართ. ეს სრულიად ბუნებრივია. იმიტომ, რომ ღმერთი თვითონ არის მშვენიერი და მისი შექმნილი ადამიანი შეუძლებელია სიმახინჯეს შეეგუოს, მაგრამ ამისთვის მხოლოდ ლამაზი ტანსაცმე
...
Read More
|
როგორ მოვემზადოთ აღსარებისთვის
ღმერთი სამყაროს შემოქმედია. იგი თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში მონაწილეობს, გვეხმარება განსაცდელის ჟამს. როცა ჩვენ ვცოდავთ, ვკარგავთ ღვთიურ მადლს და ვშორდებით ღმერთს. მაგრამ იგი კეთილია და მოწყალე. აღსარების საიდუმლო თა
...
Read More
|
............. ოლივერ შველიძის
|
# 1 - cradle of filth - ამ ჯგუფის სიმღერებში და კლიპებში ჩანს იესო ქრისტეს მიმართ დამცინავი გრძნობა,
|
ათეიზმი და რელიგია
ჩვენ მართლმადიდებელი ქრისტიანები ვართ და გვსურს, მართლმადიდებლობაზე ვისაუბროთ არა როგორც ერთ-ერთ, არამედ როგორც ერთადერთ ჭეშმარიტებაზე, ერთადერთ სინამდვილეზე, ერთადერთ სიმართლეზე. ჩვენ ვამტკიცებთ, რომ მართლმადიდებლური მსოფლმხედველობის გარდა სხვა სიმართლე არ არსებობს. მაგრამ ამის დამტკიცება შეუძლებელია, თუ არ ვაჩვენეთ ქრისტიანული რელიგიის უსასრულო უპირატესობა და თვისობრივი განსხვავება სხვა მსოფლმხედველობათა და რელიგიათაგან.
მაგრამ რა აზრი აქვს სხვათა წინაშე ქრისტიანობის უპირატესობის წარმოჩენას, როცა საზოგადოდ რელიგიისადმი არაერთგვაროვანი, ხშირად მტრული დამოკიდებულებაც კი აქვს ჩვენს ათეიზმის წნეხში გამოვლილ საზოგადოებას?
როცა ათეისტურ და რელიგიურ მსოფლმხედველობაზე ვსაუბრობთ, ბუნებრივია, მსჯელობა ადამიანს, მისი ცხოვრების საზრისს დავუკავშიროთ.
რა არის ადამიანური ცხოვრების საზრისი? რა თქმა უნდა, არსებობა, სიცოცხლე. ვერავინ იტყვის, ცხოვრების აზრი შეიძლება არარსებობაში, სიკვდილში იყოსო. ამ კუთხით შეფასებისას აშკარა ხდება რელიგიის უსაზღვრო უპირატესობა ათეიზმთან შედარებით; რელიგია ცხოვრებას აზრს აძლევს, რადგან იგი სიცოცხლეს გვპირდება, ხოლო ათეიზმი მხოლოდ
...
Read More
|
................... ReD Lip'S ! Cool PoToS! LoVStory.UcoZ.CoM
|
ეკა კახიანი და მისი ქალიშვილები ფოტოები
|
.................... რამოდენიმე
|
ალბათ დაკვირვებიხართ მაილი რამდენად ხშირად იღებს ფოტოებს , სადაც მისი თითების წყობა აღნიშნავს გამარჯვებას აღმოჩნდა,
|
ამერიკელი მომღერლისა და მსახიობის, დიანა არგონის ყოველდღიური და გამოსასვლელი სტილი.... მისი ყოველდღიური სტილი საკმაოდ მარტივი და ჩვეულებრივია , მაგრამ მან ყოველთვის იცის,
|
მაილი საირუსის ფოტოები მისი ვიდეო კლიპიდან ..........................
|
................ ვის უფრო უხდება ?
|
შვედი ულამაზესი მოდელი - მარტინა ფაბრეტო
|
..................... ვარსკვლავები
|
ლინდსი ლოჰანის მომდევნო სამსახიობო პროექტი გახდება მთავარი როლი საავტორო ფილმში 'ინფერნო'. ლოჰანი ეკრანებზე წარმოგვიდგენს პორნომსახიობის ლინდა ლავლეისის (Linda Lovelace) ცხოვრებას. ლავლეისი პოპულარული გახდა კლასიკურ ფილმში 'Deep Throat'(1972) მონაწილეობის მიღების შემდეგ. 'დიდებისთვის განკუთვნილი კინო–ბიზნესიდან' წასვლის შემდეგ კი პორნოგრაფიასთან ბრძოლის ერთერთი აქტივისტი გახდა. 'ინფერნოს' ოფიციალური ანონსის გაგება ამ თვეში მოგველის კანის კინოფესტივალზე.
|
მართმადიდებლური სამოციქულო ეკლესია წმინდა გიორგის დღესასწაულს წლის განმავლობაში ორჯერ აღნიშნავს: 6 მაისს, წმინდა გიორგის გარდაცვალების დღეს და 23 ნოემბერს, ბორბალზე წამების დღეს.
წმინდა გიორგი მართმადიდებლური სამყაროს, მართმადიდებლური სამოციქულო, ჩვენი კათოლიკე ეკლესიის, მსოფლიო მართმადიდებლების და ზოგადად ქრისტიანების უდიდესი წმინდანია. წმინდა გიორგი იმპერატორის კარზე მხედართმთავარი იყო. მას, როგორც ადამიანს, ყველა მონაცემი ჰქონდა იმისა, რომ ნიჭიერი და ყველაზე წარჩინებული მამაკაცი ყოფილიყო. მაგრამ წმინდა გიორგიმ ჭეშმარიტების, რწმენის და ქრისტიანობის გზა აირჩია. მას იმპერატორი საკუთარ ტახტსაც კი სთავაზობდა. თუ გიორგი დიოკლიტიანეს ქალიშვილზე დაქორწინდებოდა, ის ბუნებრივად დიდი იმპერიის მმართველი გახდებოდა. ამით კი იმპერატორს, ქრისტიანობასთან ბრძოლაში დაეხმარებოდა. მაგრამ, პირიქით მოხდა. ქრისტიანობასთან ვითომდა მებრძოლი გიორგი, ქრისტიანობის დამცველ წმინდა გიორგად გადაიქცა.
ამიტომ, იმპერატორმა წმინდა გიორგის განსაცდელები მოუწყო. მისი სამაგალითოდ დასჯისათვის შეიქმნა წამების ისეთი იარაღები, რომლებსაც კაცობრიობა არც კი იცნობდა.
საოცრება ის იყო, რომ ყოველი აღსრულებული მოწამეობრივი აქტის შემდეგ, როდესაც წმინდა გიორგი ყველას სისხლისგან დაცლილი და მკვდარი ეგონა, მიდიოდნენ მასთან, ის კი აბსოლუტურად აღმდგარი და მთელი სხეულით ხვდებოდა, რაც მათ გაოცებას და აღშფოთებას იწვევდა. მაგალითად, წარმოიდგინეთ ადამიანი, ცეცხლშენთებულ დიდ ქვაბში, სადა
...
Read More
|
თუ დაჯილდოვდი ღვთიური ნიჭით, ერთადერთი ხარ ერთისთვის ღმერთი, ოდესმე იტყვი ცხოვრება მიჭირს? ვერ დავიჯერებ ამას ვერ იტყვი...
ალვის ფესვები შენს გულში გავდგი, კალმით დავხატე მათი ხარება, ორი ოცნების ერთ მიზანს გავდი, სულს შეუყვარდი მსურს ნეტარება...
თაფლისფერ თვალებს წაბლისფერ თმებს, ვარდისფერ ტუჩებს ამქვეყნიურ ღმერთს, იისფერ თვალებს შემოგანათებ, სულს შეუყვარდი მას მხოლოდ ერთს...
|
სიყვარულია ქვის ჩუქურთმა ყინწვისის ფრესკა, სიყვარეულისთვის კვაზიმოდო ზარებს რეკავდა, სიყვარულია ათას ერთი ღამის ზღაპარი, ჩვენს გულში მარად დანთებული სულის ლამპარი! სიყვარულია გზა,სიშორე,ცრემლი,გოდება, ხელს შეახებ და არასოდეს განმეორდება. სიყვარულისთვის ბაირონმა კუბო ასწია უნდა შეწირო კველაფერი რაც გაგაჩნია სიყვარულისთვის თავი დადეს ძმებმა კახელმან, სიყვარულისთვის არსაკიძეს მოჭრეს მარჯვენა, სიყვარულისთვის გადაფრინდა მთიდან შორენა, ძნელია როცა შენს სიკვარულს ვინმე შორდება! სიყვარულისთვის დაენარცხა ქვაზე ტაბიძე, სიყვარულისთვის სასთუმალთან რაღაც გაღვიძებს, სიყვარულია თამარი რომ დარჩა კვლავ მარად, სიყვარულს შოთაც შეეცადა და ვერ დამალა
|
დამხატე, დამხატე... ოღონდ ნუ დამხატავ ასე სევდიანს. შემილამაზე მარტოობა მხიარულ გრიმით. შემომაძარცვე ეს ავბედითი მელანქოლია. თორემ უსაზღვრო ძალა უნდა ბუნებრივ ღიმილს. დახატე ზეცა... ოღონდ თეთრი მოსაწყენია. დახატე სივრცე... ოღონდ ლურჯი აღარ დახატო. მე აღარ მინდა შემოდგომა ფოთოლთაცვენით. იქნებ მიმოზა დამიხატო სადაფისფერი. თეთრი ზამთარი? მე არ მახსოვს,ეს იყო ძველად. შენ დამიხატე უნამქერო და იისფერი. დახატე მიწა... და მზის აკვნად აქციე თოვლი. ზღვაც დამიხატე... ოღონდ მწვანე,ისე ვით მოლი. მერე რა მოხდა ცხოვრებაში ის თუ ლურჯია. დახატე ქალი... საქალეთი შეცვალე თუ გსურს, უყოველგვარო დამცირებით,უმასკარადო. ამ სამყაროში ბევრი რამე შეცვალე თუ გსურს, ოღონდაც ქალი არ დახატო უმამაკაცოდ.
|
მე რომ ასეთი გიჟი არ ვიყო, არ გეყვარებოდი ალბათ... ჯიუტი არ ვიყო, დამყოლი რომ ვიყო ვინ გეყოლებოდა დარდად? შენი ამოსუნთქვის სული, რომ არ ვიყო და შენი სიცოცხლის ბადე ხომ არ იქნებოდა ეს ჩვენი ცხოვრება ასე ოცნებებით სავსე, სიგიჟე, რომ არ მჭირდეს შენი სიყვარულის და მდორედ რომ მიუყვეთ ცხოვრებას მერწმუნე არ ექნება ინტერესი, უხმოდ გატარებულ ცხოვრებას! ვარდებს უეკლოდ არ კრეფენ ძვირფასო, მაგრამ ვის უთქვამს მასზე აუგი??! თუ გინდა მოწყვიტო და გულში ჩაიკრა სისხლიც რომ გდიოდეს ხელს მაინც გაუწვდი
|
მიმატოვე არა? გუშინ დამირეკე და "პენტიუმ 2″-ს რომ ჩართვისას ხმა ჰქონდა, იმ ხმით მითხარი, ჩვენ შორის "შათდაუნი” ჩამოწვაო. მთელი ღამე გირეკავდი და გთხოვდი "რესტარტს”, მაგრამ შენ თითქოს "მაზერპლატა” გადაგწვოდეს, დუმდი.
შენი სუნთქვა მესმოდა მხოლოდ ბოლო მოდელის "ქულერივით”. გახსოვს, ალექსანდრეს ბაღში პირველად რომ "ვირეფრეშეთ”, რა მშვენიერი ღამე იყო, მაშინ "დავვირუსდი” შენგან პირველად, მაგრამ შენთვის არ მითქვამს, ჩუმად წავედი და "კასპერსკი” გავიკეთე, მას შემდეგ ყოველთვის "ანტივირუსებით” ვხვდებოდით ერთმანეთს.
ვერ მივხვდი, რატომ "დამადელეიტე”, რატომ მომისროლე სხვებივით "კარზინკაში”, მე ხომ ყველა შენს ბრძანებას "პრინტერივით” ვასრულებდი. ვიცი, ყველაფერი დედაშენის ბრალია, შენ ხომ დედაშენზე ხარ მიერთებული "იუპიესივით”. ახლა, როცა ჩვენ შორის შავმა შრიფტმა გაიარა, ყოველგვარი რეგისტრაციის გარეშე გეტყვი, ჩემო "ფეიჯდაუნო”, შენზე დარდით "აისიქიუს სმაილიკს” დავემსგავსე და ახლა "ოდნოკლასნიკებში” დავხეტიალებ ეულად.
მე ახლა შენი სულის "დეკსტოპზე” საცოდავად სადღაც კუთხეში, "ფოლდერივით” ვგდივარ. გულქვავ, გულიდან "ქათი” რად გამიკეთე? ახლა ხომ ცხოვრებაში "ფლეშკადაც” აღარ ვვარგივარ. გეკითხები, არაკაცო, რატომ "დამაინსტალირე”, "სეივს” თუ არ მაძლევდი? მოღალატევ, "ქაფსლოკივით” გადამახტი არა, სხვა ფაილთან წახვედი, არა? მაგრამ დაიმახსოვრე, მე ფორმატი შევიცვალე, ჩემო გულის "ვინჩ
...
Read More
|
უიმედოდ დაკარგული ფიქრში, დახმარებას მხოლოდ შენ ერთს შეგთხოვ, არ გამკიცხო, თუ გაწუხებ ხშირად, მე შენს გარდა ვინ მიშველის ღმერთო?..
ვლოცულობდი ცრემლიანი თვალით, რა ვქნა, თუკი ამ ტკივილებს ვერ ვთმობ, არ იფიქრო, კერპად მყავდეს ვინმე, ჩემს სიყვარულს გავედრებდი ღმერთო...
სიცივეში და უმთვარო ღამეს, მე სანთელი ქაღალდებთან მენთო, არ გეგონოს ვღალატობდე რწმენას, პოეზიას ვუნთებ სანთელს ღმერთო...
|
იცით კაცებო, ქალი ცუდი ჯერ არ შობილა, ქალი ვინ არის?– ნორჩი ყლორტი თქვენი გრძნობისა, უდაბნოს მწირი, ოაზისი მამრის ცხოვრების, მარადიული სასწაულიც ქალით შობილა. ქალი გრძნობაა, ქალი ზღვაა, ქალი ქარია, ქარიზმატული ქარიშხალიც, ქნარიც ქალია, ხან აღელდება, ხან იცინის, ხან მწარედ ტირის, ცვალებადობაც ხასიათის თქვენი ბრალია. კაცი უქალოდ ვერ ეწევა მომავლის მიზანს, ქალი ვაზია, ნორჩი ყლორტი, მტევანი მზისა, როგორც მოუვლი, როგორც გაზრდი, ისე ამოვა და დაეხვევა ჭიგოს თქვენი ნაყოფი ცდისა. და რადგან ქალი არის ქნარი, ქარი, გრიგალი. . ნურაფერს ეტყვი, ჩაიხუტე და მიიკარი. არ მოგწონს ქალი?– ესეც, ალბათ, შენი ბრალია, იცი რატომაც, იმიტომ, რომ ქალი ვაზია.
|
ქალი რა არის? ნაზი ქმნილება ზოგჯერ კი ძალზედ რთული ვერავინ გაუგებს მის ახირებას რას უკარნახებს გული.
ფიქრებს აგირევს, გრძნობას აგიშლის და მასთან ყოფნას უხმოდ დაგიშლის ქალიდარია, ხან კი ავდარი კაცი იტირებს მისით დამთვრალი
ქალი ქალია, მაინც დარია ბედნიერებაც მისი ბრალია, ბედნიერების ის ერთი წამი შენი ცხოვრების საფიცარია
კაცი იტირებსქალითდამწვარი ცხოვრების გზაზე გრძნობის ლამპარით გზას გაინათებს კაცი დამთვრალი გამოიდარებსქალიავდარი
|
დღეს წვიმს… და შავ ღრუბლებში მზის სხივიც კი ნაცრისფრად მოსჩანს, დღეს წვიმს... შენზე ფიქრები ისევ ანათებს ჩემს თვალებს ობლად... დღეს წვიმს.... ან რა დავწერო, ან სად გეძებო შორეთში, ქორფავ... დღეს წვიმს... შენზე ფიქრები მე არ მშორდება და აღარც მბოჭავს... დღეს წვიმს... ქარიც უბერავს სტრიქონს, ორომტრიალში გახვეულ მბორგალს, დღეს წვიმს... ღუბლებიც არია ქარმა, როგრც ფიქრებში ტანჯული მოსთქვამს, სიყვარულს ეძებს და მისთვის მოსთქვამს...
|
იყო თვალების ციმციმი ურჩი, ულამაზესი ქარები ქროდა. დაუკითხავად შესახლდი გულში, შენ საამისოდ უფლება გქონდა.
შენ გახდი ჩემი ცხოვრების აზრი და დაუფიქრდი ამაზე ოდნავ, მე რომ დამტოვე ყელამდის ცრემლში, განა ამისი უფლება გქონდა?
|
გეხვეწები- ნუ მაგიჟებ გაგიჟებით... მერამდენედ დამიტოვე ფიქრი მარტო... მე მოვალ და სასთუმალთან დაგიჯდები... გეტყვი რატომ?..
გეხვეწები... ნუ ამბობ, რომ დაიღლები... მიეჩვევი უჩემობას, სადღაც წახვალ... წვიმად მოვალ და წვეთებად დაგეღვრები... სიზმრად გნახავ...
გეხვეწები, ნუ დამტოვებ ასე, მარტო... მე ხომ შენი სუნთქვა ვარ და გულის ფეთქვა... აღარ მინდა, რომ ოდესმე გიღალატო... შენთვის მეთქვა...
გეფიცები, ოცნება ვარ შენი მხოლოდ... გეხვეწები, ნუ მაშინებ დაშორებით... ვიცი, მაინც ჩემთან მოხვალ, წლების ბოლოს... სევდიანი მაჟორებით...
|
არაფერი გვაქვს ჩვენ საერთო _ არც წარსული, არც მომავალი... აწმყო, მით უფრო... რა გაგახსენო? . . . . . . . . . გახსოვს, როდესაც ერთნი ვიყავით? გახსოვს, როდესაც ნეკნი ვიყავი და შენს სხეულში მშვიდად მეძინა...
ვერ მოგიყვები ამ სიყვარულს წვრილ_წვრილ ამბებად, დიდი ამბავი, თუკი ხშირად გამიავდრდება, თავშესაფარი ხომ ვიპოვნე შენში და შენთან, ისიც მეყოფა, რომ ვუსმინო შენს გულის ფეთქვას...
ვცვალო ცხოვრება, ვცვალო რიტმი, ვცვალო ამინდი... რა მარტივია...
სიყვარული არსად არ მიდის, სისხლში ჩამექცა, უჯრედებში სითბოდ დამყვება... დიდი ამბავი, თუკი ხშირად გამიავდრდება...
თავშესაფარი ხომ ვიპოვნე შენთან და შენში... და არ მიკითხავს, შეიკედლებ შლეგსა და შეშლილს? მინდა, რომ მითხრა _ რას ვყვები და ვარაკ_ვარაკობ... ანდა, ამდენი რა მაქვს ნეტავ სალაპარაკო?
|
დილა მშვიდობისა ადამიანებო,მე ისევ დაგიბრუნდით,გაიღვიძეთ ყველამ,მინდა ყველას გითხრათ ჩემი სათქმელი. მეკითხებით ვინ ვარ? ეხლავე აგიხსნით.მე ის ვარ ვინც ამ დედამიწას ატრიალებს, მე ის ვარ ვინც თქვენს გულებშია,მე სიყვარული ვარ... გამოფხიზლდით ადამიანებო, მიმოიხედეთ თქვენს გარშემო რამდენი სიბინძურე და ბოღმაა დაგროვილი.შემიყვარეთ ყველამ.შემომიშვით თქვენს გულებში,რათა ამ ქვეყნად ბოროტება მოისპოს,მოისპოს შური,ბოღმა, ყველაფერი ცუდი..მინდა რომ მთელი სამყარო სიყვარულით იყოს სავსე,მინდა რომ ჰაერში სიყვარულის სუნი ტრიალებდეს.რომ ადამიანებს სიყვარულით ქონდეთ გამთბარი ტვალები,რომ ირგვლივ სიყვარული,ბედნიერება და სიმშვიდე სუფევდეს..მე ერთი პატარა არსება ვარ,პატარა მაგრამ ბევრის შემძლე,შემიძლია ადამიანს ბევრი სიკეთე ჩავადენინო და შემიძლია ბედნიერად ვაქციო იგი...თქვენ ალბათ გაინტერესებთ საიდან მოვდივარ ან რანაირი ვარ არა?? ეხლავე აგიხსნით ძვირფასებო. მე ვიბადები უსასრულობაში,ვიბადები ღიმილით, სიტყვით,შეხედვით ,შეხებით,ურთიერთობით ,მეგობრობით, დედაშვილობით,მამაშვილობით,დაძმობით,სიკეთით,გაზაფხულით, სილამაზიტ,მონატრებით, მე ყველაფრიდან შემიძლია დავიბადო... ვარ ლამაზიც,უშნოც,დიდიც და პატარაც,მკაცრიც და რბილიც. უხეშიც და ნაზიც. ყვავილების და გაზაფხულის სუნი მაქვს, ცისარტყელას ფერები მაქვს.ვარ მხურვალეც და ძალიან ცივიც,ახლობელიც და ამავდროულად შორეულიც,შემიძლია ვიყო შენში და შენს გარეთ, შემიძლია გეჯდე ხელის გულზე ან გულში და იქიდან გკარნახობდე ათ
...
Read More
|
არსის წუთები მომენატრები არის წუთები თავიც არ მინდა ო, რომ შემეძლოს ახალა ცხოვრება დამაწყებინოს ისევ თავიდან...
გავასწორებდი ყველა შეცდომებს გავასწორებდი აზრით ფრთიანით, ო, რა დიდია ფიქრთა სამყარო და რა პატარა ადამიანი...
|
მე თქვენ მიყვარდით და შეიძლება კვლავ ვგრძნობდე გულზე მტანჯველ მარწუხებს... ნუ შეგაშფოთებთ ეს სიყვარული თქვენ იგი დიდად ნუ შეგაწუხებთ... ო,უიმედოდ მე თქვენ მიყვარდით (უზენაესის ვინ იცის მეტმა...) და შეგიყვაროთ სხვამაც თქვენ ასე ნაზად და წმინდად ინებოს ღმერთმა.
|
არვიცი როდის ადრე თუ გვიან მაგრამ ოდესმე იქნება ვიცი
დაგრჩება გულის კარები ღია როგორც ოდესღაც დატოვე სხვისი...
|
ველური მზერით გიყვარს თამაში, ჩემს წინ ამაყად, ნებივრად დგომა. ძლივს დატეულხართ ვიწრო კაბაში შენ, გაზაფხული და შემოდგომა. ჯანსაღი ფერით მდიდარი ტანით მოხეთქილი ხარ, როგორც ჩანჩქერი, ჩემს წასალეკად და გასატანად და არსაიდან არ ჩანს საშველი. შენა ხარ ჩემი თავდავიწყება და მზიან გულზე დარდად მოწოლა, ჩემი საცერა თვალებით გაგცრი, აგაბრიალებ ველურ კოცონად. შემოგადნება სხეულზე კაბა, როგორც გულაბ მსხალს სიმწიფით კანი და ოცნებაში თრთის ვარდის ქაფად შენი ღვთიური რძისფერი ტანი. მოდი, იხუვლე, ნაპირს გადმოდი, თავდავიწყებას რახან მპირდები. მე ცარიელი ვარ კალაპოტი და ამომავსე შენი ზვირთებით
|
რას უშვები მაგდენ ფიქრებს დაფარულს? ვერ გავიგე რად აწყალებ მაგ შენს გულს? შემოდგომად რატომ აქცევ გაზაფხულს? მეგობრობით რატო მალავ სიყვარულს? დაანებე ნუ აწვალებ მაგ შენს გულს მეგობრობით შენ ვერ შეცვლი სიყვარულ ვეღარაფრით გამაოცებ ძვირფასო, და ძალიან თავი არ დაიფასო მართალს გეტყვი ჩემზე ფიქრი გიხდება რაც გაწუხებს ამას ყველა მიხვდება ეს სიზმარი დიხანს არ გაგრძელდება სანამ მუზა სხვისთვის ამიმღერდება მოასწარი დაალაგე აზრები თორემ მერეე ვიცი მოგენატრები მოასწარიდაალაგე ფიქრები მოვიწყენ და... მერე ცუდი ვიქნები>
|
შენ ეს დუმილი ისევ გაწვალებს ვწუხვარ რომ გხედავ ძლიერ დარდიანს, ღამეს და ცრემლებს გაუღებ სარკმელს და აშტერდები ზეცას მთვარიანს. ეს უკუნეთი და ეს წკვარამა- სულს რომ გინათებს რატომ გგონია, ღამე და ცრემლი,ცრემლია და ღამე- დაგყვება ისე ვით აგონია. გამოიდაროს იქნება ერთხელ. დარდი გაგიწრეს,როგორც ნამია, შენ შეიბრალე მისი ვედრება- დედაო ღვთისავ ,მზეო მარიამ!
|
შეხება ხელის შენის, მშველის. მომეცი ხელი დამამშვიდე, მომეცი ხელი...
მე მესმის... შენი სუნთქვა მესმის, მამშვიდებს, გესმის? ისუნთქე ჩემთვის...
თვალები შენი, ნათელი თვალები, დაიბნნენ ქალები, ნუ მემალები...
შენი ხმა მშვიდი, რბილი, თბილი მანიჭებს ღიმილს მითხარი რამე. ჩამოწვა ღამე, ნუ ითვლი წამებს დრო ისეც მიდის.
შეგეხო მინდა, ნუ ითვლი წამებს, მაშინებს წამი. მოგეფერები გათენებამდე და მერე წადი.
მაგრამ მანამდე შემახე ხელი, ისუნთქე ჩემთვის, მამშვიდებს- გესმის?
|
ის გაზაფხული სხვა იყო, რადგან ტკბილად მღეროდა გულიც, ბუნებაც, ეხლა ჩვენს შორის ზამთარი ჩადგა და აღარ ველი შენს დაბრუნებას.
ფუჭ ოცნებაში დღეებსაც ვხარჯავ, მარტო ვარ ქვეყნად, მარტო სრულებით, ჩემს გზაზე შენი ჩრდილი რომ დარჩა, იმ ჩრდილს დავდევ და ვეჩურჩულები.
მძინავს და სიზმრის ტახტზე მიზიხარ, დედოფლად გრთავენ ქვეყნის მხატვრები. მე ხომ უცხო ვარ, შენ ხომ სხვისი ხარ და მაინც ასე რად მენატრებიიიიიი????!
|
|
|
|
შესვლის ფორმა |
|
|
|
სექციის კატეგორიები |
|
|
|
ძებნა |
|
|
|
კალენდარი |
|
|
|
ჩვენი გამოკითხვა |
|
|
|
საიტის მეგობრები |
WwW.Traceurs.Ge |
|
|
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 4 სტუმარი: 4 მომხმარებელი: 0 |
|
|