♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » მაისი » 6 » ლექსები სიყვარულზე
10:39 PM
ლექსები სიყვარულზე

კოცნა ყვავილებზე მეტი,
თუ, კოცნა ყვავილებზე მეტად.
ვგონებ, ასე უნდა ერქვას წიგნს
და თუ ოდესმე, ვინმე სადმე გადაეყრებით
გთხოვთ დამიბრუნოთ,
რამეთუ მე ვარ მისი ავტორი.
ის უნდა იყოს აქვე ახლოს შეიძლება ბუკინისტების
მეთორმეტე საუკუნის ფოლიანტებში...
სწორედ ესაა ეხლა ჩემთვის უპირველესი
და დანარჩენი ყველაფერი
წყალს წაუღია.
...კოცნა ყვავილებზე მეტი
ან,
კოცნა ყვავილებზე მეტად.
აღარც შენ გახსოვს ჩემო სიცოცხლე?!



.......................................................................


თქვენნაირების ხელით ეწამა
ურწმუნოებო ჩვენი უფალი,
იმიტომა ხართ მგელად ქცეული
მოჩვენებებით თავისუფალი.
ვერ შეირყვნება თქვენი ხელებით
სიყვარული და დაუფალი,
გამოიღვიძეთ უგუნურებო
თქვენა ხართ თქვენი თავის უფალი.

.......................................................................


ვერ მოვიშორე ლექსების ჯარა
და ალბად მალე ლექსად ვიქცევი,
რა წამს მიბრძანებ ჩემო სიცოცხლე,
ბნელეთის რისხვად გადავიქცევი.

ოღონდ მენთე და ...
და არ ჩამიქრე,
თვით ჯოჯოხეთშიც არ წავიქცევი,
ზეციდან მოვალ შენს წასაყვანად,
სულ ფეხშიშველი გამოვიქცევი.

........................................................


საქართველო ხომ უფრო მეტია,
ვიდრე ტკივილი და მოთმინება.
უფრო მეტია ვიდრე ცისკარი,
მარადისობა და გაბრწყინება.

მეტია უფრო ვიდრე იმედი,
ხსნა, გამარჯვება და ამაღლება.
თვით სიცოცხლესე აღმატებული
და სიკვდილსე ხომ მეტზე მეტია.

რწმენაზე მეტი, გადარჩენაზე,
შეუჩერებელ დროთა დენაზე,
შენზე,ჩემზე და ჩვენზე ყველაზე
ვინც კი მოსულა ამ ქვეყანაზე.

რამეთუ, იგი თავად ღმერთია,
თვით სიყვარული ქვეყნად ფენილი.
მ ა მ უ ლ ი მარად უბერებელი,
დაკარული და აღმოჩენილი!

.........................................................


მარტის ქარებიც აამღერებენ
ამაოების ცრუ იავნანას
და მე ისევე მარტო შთენილი,
მსხვერპლის ხელჯოხით გავიგნებ გზა-კვალს.
შენ სად იქნები, ვისთან ან რისთვის,
უკვე, არ არის ეს გამოცანა...
მარადიულზე გაცვლილი წამი
და მარტოობის მარტო ატანა.

...............................................


მარტის ხიტი ჩემგან.

ო,ეს გიჟი და გადარეული,
ზამთრის უფლება ჩამორთმეული.
ლაღი, ამაყი და კადნიერი,
შიგ და შიგ მწველი, სხივ სახიერი.

ისევ მოასკდა მძინარე სოფელს,
მასპინძელოო,შემოუძახა
და ისე პასუხს არც დაელოდა
თავზე დაეცა და გაგვილახა.

თავის ჭკუაზე დაატრიალა,
მართალი ჭორით გადაამლაშა.
ისე დაბერა რო მიმოფანტა,
მთელმა წარსულმა რაც გადახარშა.

ეგებ ამიტომ, ვეღარ მივაგნე,
შენი თვალების მზეს და აივანს,
და დაკარგული უცნობებს შორის ,
მარტო მივყვები მარტის ხეივანს.

.........................................................


შენით დანაღმულია ჩემი სულის თაღები,
სად არ მისაფრდებიან შენი ამორძალები.
ზოგჯერ მინდა გისროლო დავიწყების მორევში
და ვერასდროს გიპოვო ამ დაწყევლილ სოფელში.
ის რაც სხვაში ვამხილე,უმალ გავითავისე,
პოეზიის ხატებით სული ურცხვად ავივსე.
ვისმენ დროის ჭიანურს და სულ ეს მეფიქრება
2012-ის ყულფი თუ გვეჭირება.
არა უნდა მოვასწროთ სხვა სამყაროს შენება,
რომ დროში შევაჩეროთ ჩვენი გადშენება.
მე ჩემნაირ ბედნიერს ჯერ ვერსად ვერ მივაგნე
შენ კი ისევ იცინი ჩემო თანამოსაგრე,
ო ,რამდენი რამე მაქვს, შენთვის გასაყოფელი,
ჟანგიანი ტრასა და 7 კომლი სოფელი.
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1488 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ოთხშაბათი, 2024-12-04, 3:17 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024