მთავარი » 2010 » მაისი » 12
მონატრების ღამე მთებს სიბნელე აწევთ მხრებზე სულთ თარეშის ჟამია ვწევარ, ვფიქრობ ჩემზე, შენზე მონატრების ღამეა ქარი მთვარეს ეკითხება მიჯნურს ეძებს ეული აქეთ-იქით ეხეთქება, გრძნობით გადარეული ძველ ადგილას კივის ჭოტი ისმის ხმა შემზარავი, სატრფოს უხმობს, ის არ მოდის, სხვასთან უდგას კარავი სადღაც ყმუის მგელი ხვადი ძუს მოელის ამაღამ, ლოდინში დრო ნელა გადის მთვარეც ჩადის ამაყად წყარო სურს დაჭრილ ხარირემს, ბღავის დასუსტებული, ფური წყევლის მონადირეს, ტირის შეყვარებული ბნელი ძალა მსხვერპლს დაეძებს... ხეზე შავი ყვავია... ვწევარ, ვფიქრობ ჩემზე... შენზე... მონატრების ღამეა...
..................................................
მარტი მოდის, გავიქცევი სანამ მოვა,
ხასიათით - მერყევი და უპრიანი,
თორემ ბაღში, სადაცაა საღამოა
და ფილტვებზე მოდებული – კუპრი, ანი,
ისე მკრთალად მაგრძნობინებს დაღლილ სიკვდილს,
თითქოს ბოლო ამოსუნთქვა დამრჩენია,
დღეს ლ
...
Read More
|
მიყვარდი, მაგრამ გულით ვერ გენდე, შენს ფიქრში ეჭვი მეპარებოდა, ვგრძნობდი რომ მალე მიმატოვებდი, ოცნება სიზმრად შემეცვლებოდა, ოცნება სიზმრად ისევ მე დამრჩა და არ მარგუნა ბედმა კეთილი, შენც ხომ ცხოვრებაში მაქციე ნულად, გაივლის დრო და სიზმრებში მნახავ როგორ ვსეირნობთ ერთად და მარტო
...
Read More
|
რად მენატრები?შენ ხომ უკვე წასული გქვია მაგრამ მე ვიცი მაინც მოხვალ ადრე თუ გვიან.. ოღონდ არ ვიცი დამრჩენია იმედი რისი? როცა შემხვდები გული დამცინის სხვისია,სხვისი.. იქნებ ოდესმე მეც მიმიძღვის რამეში ბრალი.. იქნებ ოდესმე მეც ვიყავი სულელი ბავშვი, ბავშვი რომელიც სიყვარულის არ იყო ღირსი ცრემლიან თვალებს მიმშვიდებენ სხივები მთვარის, მოდი სათქმელი დამრჩა შენთვის სულ ორი სიტყვა.. და თუნდაც გითხრა,მე შენ მიყვარდი...! მერე რა რომ თქმა ვერ გავბედე.. და ორი სიტყვა სანთელივით დადნა ბაგეზე.. მე შენ მიყვარდი,მერე რა რომ არ გახდი ჩემი.. ბედნიერებად მე მყოფნიდა სიცოცხლე შენი.. მე შენ მიყვარდი !... მე შენ მიყვარდი.... კვლავ გელოდები.. მერე რა რომ წასული გქვია.. მაგრამ მე…
|
დღეს მინდა ყველაფერი გაპატიო, ბავშვურად მიამიტი დავრჩე. ეშმა შემომიჩნდა ჭინკასავით თვალები ღიმილით მაქვს სავსე! ღიმილი ცრემლისა,რიმილი დარდისა ღიმილი დაცინვის და ნიშნი. არ მინდა უკუგება,არ მსურს შურის გება ისევ შენეული ფიქრის. მაგრამ ჩამისახლდა ეშმა მარტოსული, მისად ვიცინი და ვსტირი სული დაიგალა, სული გაიბერა, უხმოდ და თვალებით ვყვირი. როგორ აღარ ძალმიძს ჩუად გიტხრა რამე იცი ჩემო წარსულის ერთო. დგეს მინდა ,მხოლოდ დღეს მინდა რაღაც მოგიტევო შემაძლებინე ღმერთო
|
სიჩუმის ტყვე ვარ, სიტყვებითაც ვერაფერს შევცვლი, არეულია... დაეკარგათ საგნებს სახელი, დახუჭე თვალი... ნატვრისთვალი ვიპოვნე შენთვის, ლექსებში ნუღარ გეშინია თვალის გახელის...
აქ ვარ, მომძებნე, მე ათამდე გადავთვლი ვიდრე, ამ სამყაროში... უთავბოლო ხმაური მფარავს, გადამაცალე ეს გარსი და არეულ ფიქრებს თუ გამოჰყვები, მიპოვნი და ნახავ, რომ სხვა ვარ...
მე ვიხილები შენს თვალებში და ბავშვურ თამაშს გეთამაშები... ადვილია ბედთან თამაში? შენ კი დაარქმევ ამ სტრიქონებს საშიშს და თამამს, და ფურცელივით ადგები და... სხვაგან გადამშლი...
|
თქვეს ერთხელ სამთა ანგელოსთა: - როგორ დავბადოთ კაცი ყველაზე ბედნიერი და უბედურიც, რა დავაწყევლოთ ან ისეთი რა დავანათლოთ, ათასჯერ ბედის თქვას მადლობაც და საყვედურიც?
პირველად თეთრმა ანგელოსმა წარსდგა ნაბიჯი: დავბადოთ კაცი მდიდარიო, მაგრამ მახინჯი.
წითელმა: ის სჯობს, ყრმა ოცნებებს ნუღარ მიეცეს, ულამაზესი იყოს, მაგრამ უღარიბესიც.
ბოლოს კი შავი ანგელოსი წამოიმართა და შავი სიტყვა განუცხადა ცათა ბინადართ:
სასჯელი გინდათ? მაშინ დიდი კაცი დავბადოთ, სახელ-დიდებით შესწვდებოდეს ცათა კაბადონს. ოღონდ დავბადოთ სულთა მედროშე, უთუოდ მგოსნად და უთუოდ - საქართველოში... . . . იმ ღამეს ჭყვიშთან ვერ დიოდა წყნარად რიონი, თურმე იმ ღამით დაიბადა გალაკტიონი.
|
ჩემი სიმშვიდე არის ფორმალური, ღამით,როცა გძინავს,ვარსკვლავებს ვდარაჯობ, მე ვარ..როგორ გითხრა ?-არანორმალური, ცხოვრებით ვთამაშობ ! დღეს მაქვს პაემანი შუადღის თორმეტზე, ალბათ,სიჩქარეში ქუსლებსაც მოვიტეხ, თუ გსურს მესაუბრე წესებზე,ნორმებზე.. მოგისმენ,მოგისმენ ! მერე ქარს გავატან შენს ყველა ნაბოდვარს და პეპლის ფრთებივით ფარფატა სიყვარულს, არ ვიგრძნობ სინანულს.გინდა დავიფიცო, რომ მე და სინანულს ბრძოლები გადაგვხდა,უხმლო და უსისხლო, რომ ჩვენ გვეცოტავა ეს ჩემი სხეული, ხოდა...გავიყარეთ,უხმოდ და უსიტყვოდ. დღეს ჩემი ნიღაბი არის ფორმალური და ჩემი ცხოვრება, - ტრაგი-კომედია... და მე,მთავარ როლში, არანორმალური სევდა მომერია...
|
ეს ცხოვრება, რომ სცენა არის, გამიგონია! ყველა ჩვენთაგანს ამ სცენაზე თავის როლი აქვს; დედოფლის როლის შესრულება ძნელი როდია, თუკი ოდიდგან ღირსეული მეფე გყოლია. ყველაზე რთული სათამაშო მეფის როლია, ხშირად ეშლებათ ყველა მეფე კაცი ჰგონიათ, როდესაც ხალხი შენით ცოცხლობს მაშინ გაიგებ როცა შენს გვერდით უხარიათ ყოფნა პაიკებს. შენი ღირსება სიყვარულში გადაიცვლება, როცა მეფობა კაცობაზე გარდაიცვლება და იცით მაშინ, დედოფლობა რა ადვილია??!! გეამაყება რომ მთელი გზა, კაცთან გივლია...
|
-წარსულში დაბრუნება, რომ შეგეძლოთ რამეს შეცვლიდით?! დუმილის შემდეგ: -დიახ.... -და რას?! -ბევრ რამეს..... -და მხოლოდ ერთი რამის გამოსწორება რომ შეგეძლოთ, რაზე შეაჩერებდით არჩევანს?! -ცხოვრების გზაზე...იმ გზაზე, რომელიც მე ავირჩიე.... -და რა გზაა ეს?! -უბედურების გზაა შვილო..უბედურების......
"იმ დღეს ბევრი ვიფიქრე იმ ქალის სიტყვებზე...ნეტა რა გზა აირჩია ისეთი?! დრო, რომ ქონოდა ალბად საუბარს გავუბამდი და მომიყვებოდა ყველაფერს, მაგრამ როგორც ყოველთვის დრო არ იცდის...ხშირად მიფიქრია რა იქნებოდა სულ ცოტა ხანს რომ დამლოდებოდა...რამდენ რამეს მოვასწრებდი, გავაკეთებდი, გამოვასწორებდი...ხშირად მიფიქრია, რა მოხდება ერთი წუთით, რომ გაშეშდეს, გახევდეს ყველაფერი....აღარ მიიჩწაროდნენ წამები...ზუთით არ არსებიბდეს დრო.... ახლა ხალხით "გატენილ" მარშუტში ვზივარ და სულს ძლივს ვიითქვამ. სახლში ვარ მისასვლელი და კონსპექტი მაქვს დასამთვრებელი. ააა...უკაცრავად...დიდი ბოდიშით...ეს როგორ მომივივდა, სულ დამავიწყდა მეთქვა ვინავარ....ალბად გაინტერესებთ იმის ვინაობა ვინც ამდენი ხანია გიბურღავთ ტვინს თავისი ფილოსოფიური აზრებით. მე ლიზი გოგლიჩიძე ვარ, ვსწავლობ თბილისის ერთერთ სკოლაში, მე თუ მკითხავთ დაკონკრეტება არ არის საჭირო...მეათე კლასელი ვარ...სხვა რა გითხრათ, ნამდვილად არ ვცხოვრობ შესაშური ცხოვრებით, მყავს უფროსი, გათხოვილი დაიკო-მარი, და უმცროსი ძმა-გოგა. დედა ს
...
Read More
|
როესაც მარტო ვიყავი,ხშირად ვიჯექი მთის წვეროზე და ვფიქრობდი...ვფიქრობდი იმაზე,ვისზეც მუდამ ვოცნებობდი მაგრამ ეს მხოლოდ ოცნება იყო რომელიც ალბათ არასდროს ახდებოდა.როდესაც პირველად შემომხედე,მზე იყო კაშკაშა,ჯერ მე გიყურებდი,როდესაც შენ გამოიხედე თავი გვერდით გავწიე,ცოტა ხნის შემდეგ ისევ შემოგხედე და შენი მზერაც დავიჭირე,შენ გაგეცინა,ულამაზესი ღიმილი შენს თეთრ სახეს ამშვენებდა, - რა გქვიათ? -ლიზი თქვენ? -მე ლაშა,თითქოს მისი თალების დანახვით მე ის გავიცანი,თვალები სულის სარკეა,სულის რომელიც თავიდანვე ესეთი ჩუმი და ნაზი იყო.. -რაზე ფიქრობ?მომაცქერდა თავისი ღრმა მომწვანო თვალებით.. -ცხოვრებაზე,ვუპასუხე დამორცხვილმა.. -რა დროს შენი ცხოვრებაზე ფიქრია,აიხედე ზემოთ.. მე ზემოთ ავიხედე და ვარსკვლავების ნაიღვარი დავინახე,ვარსკვავების რომლებიც ესე ნაზად კაშკაშებდნენ ზეცაში,, -ახლა რაზე ფიქრობ? -ყველაფერი გინდა იცოდე? -რატო,ნუთუ რამეს მიმალავ? -არა,უბრალოდ შენზე ვფიქრობ.. -ჩემზე?მაინც რას? -იმას რომ ლამაზი ხარ, -ნუ ცრუობ,ესე თქვა და წავიდა,მე კი დამტოვა ამ ვეებერთელა ვარსკვლავების წინაშე,ესე ამაოდ და ესე ჩუმად,როდესაც ადამიანს თვალებში ჩახედავ და გაიცნობ,მაშინ შენთვის ის იქნება მზეც,მთვარეც და ვარსკვალვებიც... -მიბრაზდები?მკითხა დამორცხვილმა -რატომ უნდა გაგიბრაზდე? -გუშინ ხომ დაგტოვე... -ლიზ,იცი ჩემთვის არ ააქვს მნიშვნელობა თუ როგორი თითები გაქვს,როგორი წარბები,როგორი ტუჩები,ჩემთვის შენი თითები
...
Read More
|
მე ვიცი ერთი, რომ არის ღმერთი და მისგან აროს ყოველი ერი, ყოველი სხივი, ყოველი მნათი, განურჩეველია მისთვის ყოველი ფერი, ყოველი ფერი მისთის ერთია და არ არსებობს ერთ-ერთი კაცი, მისთვის ყოველი კაცი ერთია, მხოლოდ ვიყოთ ჩვენ ჩვენი თავი და ჩვენ ვიქნებით ღირსი სამოთხის, თუ ჩვენ ვიქნებით სინდისთან პრავი! ის ჩვენ გვპატიობს, მარს რაც ჩვენ თვითონ, ვერ ვაპატიებთ საკუთარ თავებს, მისთვის ერთია ყოველი ერი, მისთვის ერთია ყოველი ფერი! და მე ვიცი რომ არის ღმერთი და იგი არის მხოლოდ ერთი!
|
თენდება..................... ახალ ცხოვრებას იწყებს ყველა ცოცხალი არსება,ყველასთვის ბედნიერებისა და იმედის მომცემია ახალი დღის გათენება. ერთადერთი ვინც ამ ბედნიერებას ვერ იზიარებს ეს სიყვარულით ტანჯული და განადგურებული გოგონაა. რომლისთვისაც ეს ცხოვრება უფერო და ამაოა. ძნელია გაუგო გოგონას რომელსაც ტკივილი, იმედგაცრუება და უზომო ტანჯვა უსერავს გულს.,ძნელია გაუგო მას ვისაც უიმედოდ უყვარს და რომელსაც სიყვარულში არ გაუმართლა.მას ხომ ყოველი დღის გატენებასთან ერთად საკუთარ თავთან ჩიდილი უწევს რათა ახალი თვალით დაინახოს სამყარო მაგრამ მიუხედავად დიდი მცდელობისა იგივე ფიქრებსა და განცდებს უბრუნდება. ახალი დღე რომელიც ადამიანებისათვის ახალი ცხოვრების საწყისია ამ გოგონასასათვის რომელსაც უიმედოდ უყვარს ტკივილისა და ტანჯვის ახალი საწყისია. გადის დრო ტანჯვასა და ვაებაში გოგონა ნაღვლიანი შესცქერის ქუჩაში მოსიარულე ბედნიერ წყვილებს. და მისი ტკივილი კიდევ უფრო მძაფრთება რადგან მას აღარ აქვს ბედნიერების იმედი და ეს ტკივილი კლავს მის გულს რომელიც აღარასოდეს გაცოცხლდება სიყვარულისათვის და სწორედ აქ იწყება დასასრული ამაო ყოფისა.
|
დავეცი? მერე რა,- ცხოვრება რთულია, არგადამიარო! ხელი მომეცი, წამომაყენე, ადამიანო! დავეცი? მერე რა ,- რა ჩემი ბრალია! ხელი მომეცი, იქნებ წამოვდგე, შენი ვალია! დავეცი? მერე რა,- ისევ ავდგები, ცხოვრება ძნელია! ხელი მომეცი, სულით დაცემა არამჩვევია! დავეცი?-არგადამიარო! წამომაყენე ადამიანო!!
|
წავალ... ვივლი ასე მარტოსული, წეროები შემაწევენ სიტყვას... დაქანცული დავიჩოქებ ნაკადულთან გინატრებ და.. შენზე ლოცვას ვიბუტბუტებ დიდხანს. ... მერე ცრემლი მონატრების ჩუმი ცრემლი შეუმჩნევად შეერევა მიწას..
|
შენზე მოგონება დაიწყება... ჩემი ოცნებები დაღლის... შენზე მატიანე შეიქმნება... ჩემი ისტორია წაშლის... თვალზე ცრემლი ჩუმად დაგორდება და შენ მოგონებას წაშლის... წლები ფოთლებივით გაყვითლდება... დაღლილ შემოდგომას დაცლის... მოვა გაზაფხულის მწვანე ფრთები... აგვისტოს კოცონებზე გავცვლი... წითელ შემოდგომას აზვირთებულს.... ზამთრის ირონია წაშლის... მოვა ისევ ისე იანვარი... შავი არშიების ქარგვით... შენზე მოგონებაც დაიწყება და ისევ ოცნებებს დაღლის.
|
თვალები რატომ გაქვს სევდიანი გული რატომ გტკივა ლამაზო?! მემგონი ხელიდან გეცლები მაგრამ არ იდარდო არასდროს.
შენ ისევ გაგიღიმებს ცხოვრება და ისევ სიყვარულს განაგრძობ, მე აღარასდროს არ მოვალ მაგრამ არ იდარდო არასდროს.
წარსული წაიუღებს ყველაფერს ჩვენი სიყვარულის დანაზოგს მე აღარასდროს შეგხვდები მაგრამ არ იდარდო არასდროს.
|
შენ თუ არ გიყვარვარ, რად უნდა მიყვარდე, რად უნდა მიყვარდე რისთვის,..... თუკი შენი გული მე არც კი მიგონებს და მუდამ ფეთქავს სხვისთვის..... გიყვარდეს შენ ის სხვა, მე სულ სხვა მომძებნის, სიტყვასაც არ ვეტყვი შენზე,..... გიყვარდეს რა ვუყო იქნებ შენს თვალებში ის უფრო კარგია ჩემზე,..... მაგრამ დადგება დრო და გამიხსენებ, იტყვი რად დავკარგე რისთვის?! იცოდე ძვიფასო გვიანი იქნება ეს გული იფეთქებს სხვისთვის.
|
მეც მაპატიე, სიყვარულში რომ გამოგიტყდი… მაგრამ იცოდე, კიდევ ბევრი დამრჩა სათქმელი… მაპატიეო, სიყვარულით ვერ გიპასუხე… ესღა მითხარი და დამტოვე ფიქრებაშლილი… დაგაგვიანდა, ჩემი გული უკვე გაჩუქე… და ყველაფერი წარსულია, უკვე წაშლილი… არ მიყვარხარო, მიმატოვე, ქარს გამატანე… არადა, იცი რა საშინლად მომენატრები?... მე შენზე ფიქრი, გაშიშვლებულ ქარს გავატანე… თვალებს დავხუჭავ და სიზმრებში მომელანდები… არც არასოდეს, გყვარებივარ, ვიცი… გაგიგე… განა არ ვიცი… სად ჩემი და შენი თვალები… ვერ მოგწვდებოდი ცაში ვარსკვლავს, კარი გაგიღე… და უსასრულოდ გაღებული დამრჩა კარები შენს გაღიმებას, მე ვერასდროს ვეღარ ვეღირსე… და მაინც, შენსკენ მეჩქარება, გულში ომია… არაფერს ვნანობ, ამურივით მე ვარ მეისრე… მე ვარ წარსული, მომავალი არ დამდგომია… მეც მაპატიე, სიყვარულში რომ გამოგიტყდი… მაგრამ იცოდე კიდევ ბევრი დამრჩა სათქმელი…
|
ბევრჯერ დავაპირე შენგან წამოსვლა, ბევრჯერ ვთქვი არა,აღარასოდეს, მაგრამ ვაი......რომ მე ვერ შევძელი მეთქვა უარი შენთან ყოფნაზე........ ვიცი შეცდომაა,თანაც უდიდესი, შენ ვერ შემიყვარებ ვიცი ვერასოდეს, მაგრამ მაინც მინდა გითხრა ბოლო სიტყვა, სიტყვა რომელსაც ვეღარ დაივიწყებ, მინდა გახსოვდეს მარად ეს გრძნობა, გრძნობა რომელმაც შეძრა ეს გული, მარად გაყინული და უგრძნობელი, მსურს რომ ვიკივლო,ქვეყანა შევძრა, ო.....როგორ მიჭირს უშენოდ ყოფნა, ფიქრი იმაზე,რომ აღარ მოხვალ, მინდა გაქვავდეს ეს გული მარად, იყოს ისეთი როგორიც იყო,აღარ მსურს ტანჯვა, მუდამ გოდება,აღარ მსურს ცრემლის ამდენი დაღვრა და ეს უაზრო,უმიზნო გლოვა..................... იცი?......მინდა გითხრა ის რაც დამრჩა გულში, რასაც ვეღარასდროს მე ვეღარ ვიგრძნობ, მინდა გითხრა რომ ვარ ერთადერთი, ვისაც სამუდამოდ,სულ ეყვარები
|
წვიმის წვეთების ლამაზ ჰანგებში, მე მინდა შენთან როგორც არასდროს, მინდა გაკოცო მაგ ლამაზ ტუჩზე, მოვეალერსო მაგ ლამაზ სახეს, მინდა მივეკრა შენს სხეულს მარად და არ გაგიშვა,არასდროს არსად...... წვიმის წვეთების ლამაზ ჰანგებში მე მოვალ შენთან მოგეფერები.... მოგეფერები როგორც არასდროს, გულში ჩაგიკრავ უზომოდ კარგო
|
შენი სევდიანი თვალები მიყვარს. შენი მიბნედილი გაღიმება. შენი გულიანი სიცილი მიყვარს, თვალებში სიცილის ჩაბინდება. შენი ალისფერი ტუჩები მიყვარს, შენი ფერმკრთალი სახე. შენი ვნებიანი ალერსი მიყვარს, გამომწვევად რომ დახრი თვალებს. შენი უთქმელი სევდა მიყვარს, შენი უცნაური გაგიჟება, შენი ცრემლნარევი სიცილიც მიყვარს, შენი საოცარი ჩაფიქრება. მე შენი მზით გამთბარი გული მიყვარს, შენი სულ პატარა, ციცქნა ფიქრიც, ამ ქვეყნად შენს გარდა რომ არვინ მიყვარს, ჩემო ანგელოზო, ეს თუ იცი?''...
|
....იცი?არ ვიცი რა დავწერო მე ამ საღამოს, როგორ გადმოვცე მე ის შეგრძნება რითიც გეტრფოდი, მსურს რომ ქვეყანამ გაიგონოს ჩემი ეს გრძნობა და უგრძნობელმა,რომ შეიგრძნოს ეს სანუკვარი. გრძნობა რის გამოც ქვეყანა სუნთქავს, გრძნობა რის გამოც გულები ფეთქავს და რომლის გამოც სიცოცხლეს თმობენ, ოღონდ შეიგრძნონ...იგრძნონ ეს გრძნობა, რომელიც მუდამ ჩვენს გულებს ათბობს, ეს ის გრძნობაა მუდამ რომ გვინდა, ჩვენს გულში იყოს და არ დაგვტოვოს
|
მე გამაგიჟებს უშენობით ჩუმი დუმილი, დაუნდობელი ეს ცხოვრება,მარტოდ განვლილი და უშენობის თუნდაც წუთი,ძალზედ მტანჯველი, მხოლოდ შენა ხარ ჩემი ცხოვრების წმინდა ნათელი....... მე ვიცი ერთი რომ უშენობა ტანჯვაა მწარე და მარტოსული ამ ქვეყანაზე მე ვეღარ გავძლებ..... სადღაც გაფანტულან უგზო უკვლოდ ჩემი ფიქრები, მე უშენობას მგონი ვერასდროს შევურიგდები............
|
მენატრები,უზომოდ ძლიერ,მჭირდება შენი სუნტქვა და გული, ო როგორ მინდა,აქ იყო ახლა,გულში ჩაგეკრა უზომოდ მაგრად, მჭირდება შენი სითბო და კოცნა,რომელიც მუდამ ძალიან მაკლდა, შენი მკლავების ძლიერი ძალა.....და ის ჩურჩული მე რომ მიყვარდა, იცი?...........მიყვარხარ და მენატრები, მე შენ სამუდამოდ სულ მეყვარები.............................
|
წვიმდა სადღაც, მერე ცრემლი მოიწმინდა ცამ... მწყინდა რაღაც, შენგან მწყინდა...ვერ გაიგებ რა... ყრიდა ქარი ფოთლებს ხიდან, აღარ ჩანდა გზა, მღლიდა-ალბათ შენზე ფიქრი, რა დამღლიდა სხვა. მინდა,ისევ ოცნებების გადავცურო ზღვა, იქ, ნაპირზე მელოდება შენ კი არა... სხვა მინდა,მინდა რაღაც გითხრა, ვერ გავბედე თქმა, როგორ მინდა სანატრელი კვლავ მესმოდეს ხმა!.. წვიმდა სადღაც, მერე ცრემლი მოიწმინდა ცამ... მწყინდა რაღაც, შენგან მწყინდა ... მეც ვერ მივხვდი რა.
|
დეკორაცია იცვლებოდა, შუქი ქრებოდა, დადგმული დრამის დრამატული წუთი დგებოდა, მთავარი გმირი სიყვარულის გამო კვდებოდა, დარბაზში ტაში გრიალებდა, აღარ წყდებოდა. და ყველა გმირის წამოდგომას ელოდებოდა მაყურებელი ფეხზე იდგა და ვერ ხვდებოდა, რომ ცხოვრებაში ბოლო როლი თამაშდებოდა, და რომ სცენაზე მსახიობი მართლა კვდებოდა
|
|
|
|
შესვლის ფორმა |
|
|
|
სექციის კატეგორიები |
|
|
|
ძებნა |
|
|
|
კალენდარი |
|
|
|
ჩვენი გამოკითხვა |
|
|
|
საიტის მეგობრები |
WwW.Traceurs.Ge |
|
|
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0 |
|
|