მთავარი » 2010 » მაისი » 04
შენს სიხარულში გოდებას ვხედავ, თუმცა არ მინდა ეს დავიჯერო. მე შენს წინაშე ამის თქმას ვბედავ და აღარ მინდა, რომ გაგიხსენო.
ალბად სურვილებს გაყვები ქროლვით, ჩემი აზრები ჩემთან დარჩება, თვალს გაგაყოლებ დუმილით, შფოთვით შენი სული კი ვერ გადარჩება.
მე სილამაზის დედოფლად გხედავ, ამის აღწერა არ ძალუძს პოეტს. შენ ედემის ყვავილი ხარ სუსტი და ვერ ხვდები, რომ ეშმაკი მოგწყვეტს.
|
თ ე თ რ ი კ ა ბ ა როცა მოკლე, თეთრი კაბა ანდამატობს, მაშინ ვხდები თავმდაბლური ლაბირინთი, შეგცივდება, ჯერ ადრეა, ანდა მარტია აგაღელვებს, სხივს მოგასხამს, ცეცხლს დაგინთებს, მერე, იქვე მოქანცული, ლაბილური, ყალიონით შეგხვდები და... ოღონდ მარტო შენთვის, მხოლოდ თავმდაბლური ლაბირინთი, ლაკონურად – თეთრი კაბა ანდამატობს..
.....................................................................
მოდი მოდი გაზაფხულო ჩემო, მოდი სიცოცხლედ გადამაქციე, მოდი აპრილის წრფელი სურვილი მაისის ძალუმ ჭექად მიქციე.
გამიტაცე და თქეშად დამცალე, ყვავილ და ყვავილ შემომატარე, მაჩუქე მზე და მაჩუქე მთვარე, გამაოცე და გამანეტარე.
გამანდე შენი ყველა ოცნება, ყველა იმედი,ყველა სიახლე, არ დამიმალო შენი ტყუილის, ყველა სიბრძნე და ყველა სიმართლე.
მოდი წაშალე ყოველი ზღვარი, როგორც ნარჩენი სამხილი ჩვენი, მოდი შევერწყათ მარადისობას და გადავლახოთ ჩემი და შენი.
მო
...
Read More
|
ნუთუ მართლა დამივიწყე და
ის სიყვარულიც გადაგავიწყდა
ისეთი ნაზი როგორც აპრილი
ო ეს ზღაპარი რამ დაგავიწყა?
მე გავუყვები ნაწვიმარ ქუჩებს
შენი თვალები გამახსენდება
მონატრებით და სევდით აღსავსე
იმედს რომ ტოვებს მეხომ ეს მხიბლავს
ყოველთვის როცა ამგზას გავივლი
ვარ უბედური შენ მახსენდები
ამ სიყვარულს კი სევდა დაფარავს
რომელსაც ვერასდროს მოერევი
ხომიცი მე შენ როგორ მიყვარხარ
არ დაივიწყო ჩვენი წარსული,არ დაივიწყო
რადგან ეს იყო დრო სილამაზის და სასწაულის..
|
,,ალქიმიკოსი’’ ხოდა,მეც ქარად გადავიქცევი, როგორც ეული ალქიმიკოსი, რომ შევუერთდე სანყაროს სუნთქვას, შენში საქროლად ქვეყნად მოსული. მე ჩემი განძი უნდა გავთხარო, შენს ფეხთ საყრელად ამ უდაბნოში, ვერ შემაჩერებს ვერავინ ქვეყნად, სამყაროს ენით ვარ ჩამოსული.
|
დრო და დრო სიკვდილს ვეკონებით, ვიდრე ქაჯეთის კარს მოვდგებოდი, ასე თავნება რო არა მყავდე, მაგ ცხრა კლიტულში არ მოხვდებოდი. შენ შეუვალი ნება მამისა, უცოდველ სისხლით გამაპოხინე, და მე დამაგდე მარებელ შლეგად, რისთვის ან რატომ გამაგებინე?! თუმც შენ რას გერჩი,ჩემი ბრალია, შენი თავი ხომ მე მაბარია, შენ გეკითხები,თორემ მავანი, ფიქრობს - კრეფს სადაც არ უბარია. ქარი უდაბნოს უცვლის კონტურებს, მაგრამ ზღვა დუმილს ვერაფერს აკლებს, მხოლოდ და მხოლოდ სამყაროს ენით, ლაზარეს ენით,მყის განაახლებს. დრონი მეფობენ და ჭეშმარიტის შენ გულის ძგერას რწმენით შეაღებ, შენთვის გვემულის შეუვალ ნებას, როგორც მედეა კარებს გააღებ.
|
ნაცნობ რიცხვების კომბინაციას ავკრეფ და შენს ხმას დაველოდები, ისევ გასული იქნები ჩემთვის და მეც ისევე განვმეორდები. როგორც აქამდე ჟამიდან ჟამში მარადიული შენი მდევარი, ვარ განწირული დასაბამიდან როგორც სიზიფე,ბედის მწევარი. გახსოვს ოდესღაც ერთად ვიყავით.. იმ ხსოვნის მეტი რა მაბადია. უკიდეგანო გაუცხოვების, ბოლო პიკი და ბოლო სტადია. ეს უშენობა გადამიყოლებს ვხედავ დაგკარგე სამარადისოდ და ამ უდაბნოს შევუერთდები უცილობელად ამ სამაისოდ. ნაცნობ რიცხვების კომბინაციას ავკრეფ და ისევ დაგელოდები, ისევ გასული იქნები ჩემთვის და მედც ისევე განვმეორდები.
|
ჟამიდან ჟამში სიკვდილს ვერთვოდი, თუმცა სიკვდილი ვერას მაკლებდა, შენი ყინწვისის მე ანგელოზი, შენს შესახვედრად გზას მინათებდა. ვერა და ვერა, ვერ მოგარჯულე, თუმცა თან გზდევდი კარზე კარიდან და აი უკვე ათას მეერთედ, მე განცხადებას ვიწყებ თავიდან.
|
იცი ნათია მართლა მიყვარხარ... მე უნებურად აღმოვაჩინე, რომ შენზე თუ არ ვიფიქრებ მუდამ, უგზო უკვალოდ დამეკარგები. ვხედავ შემშლიან შავად ელვარე შენი უძირო გიშრიას თვალები, ჩავიძირები მე მათ უფსკრულში და ნეტარებით დავიფარები. ავივსები და გადმოვიღვრები და შენთან ერთად ზეცას ავწვდები, ვით თაიგული მინდა გაჩუქო ეს მზე,ერს მთვარე,ეს ვარსკვლავები... არა,არაფერს მე შენ არა გთხოვ და თუ რამ მინდა შენ უკეთ უწყი, არ მიგატოვებ მე შენ არასდროს ეს არის ჩემი სიტყვა და ფიცი.
|
ქარებს ქარები მოევლებიან მე კი ისევ შენ შემოგევლები, გავიფანტები მთელს სამყაროში და მხოლოდ შენში შევიკრიბები. ჩემი ხილვების ნავსაყუდელო შენით ვსულდგმულობ ამ ქვეყანაზე, მარადისობის ათვლის წერტილო არ დამაობლო გზა შესაყარზე. 2=1-ს, როგორც ისარი სამარადისოდ აერთებს 2 გულს ეს მომავალის არის გზავნილი, რაც არ ეთმობა მაცილს და ორგულს.
|
ტალღა ტალღაზე წამოვიდა გადაფარვების, 9 ბალიანი შტორმი არის მოსალოდნელი, არა ნამდვილად არა სძინავს ამ სოფლის მთავარს და მის ემისარს ვისშიცაა შუამდგომელი. და ლეგიონიც სულ გაყიდულ კანიბალების, სულ მოუთქმელად ელის ნიშანს ხელის აქნევით, მხოლოდ რჩეული თუ გააღწევს ათასში ერთი, უფლისმიერი სიყვარულით და გამარჯვებით.
|
ზღვარზე. კვდება იმედი ჩემი შემყურე და არც არასდროს არ გაცოცხლდება, მხოლოდ ის ვიცი დანამდვილებით ჩემი გარდასვლა რომ ახლოვდება. ო,რომ იცოდე როგორ ვერ მიტანს მე შენს მაძებარს შენი დაქალი, თუმც ერთგულია იგი იმგვარად, როგორც ამ ქვეყნად არც ვინ მართალი. მე ჯერ ლომი მყავს დასაკოდავი ჩემი გულიდან გზად მოტყინარი, და მერე ვეფხსაც ზედ მივაყოლებ თუ არ იქნება პირ მომცინარი. ვიცი გამიგებ ჩემო სიცოცხლე , შენს მეტი ქვეყნად ვინ მაბადია, ბედნიერებას ვერ მოიპოვებ იგი ოდითგან თვით ნაბადია. და თუ ამ ქვეყნად რამ შემიძლია გადამიხსნია მისთვის თაღები, ოღონდ ვიხილო პირ მომცინარი ეგ ცრემლიანი შენი თვალები. მე ვემზადები შენს შესაყრელად და ამ შაბათ დღეს მე არ ავცდები, ეს იმედია გზას რომ მინათებს დღე,შენთან ერთად როცა აღვსდგები.
|
ჩემს ცრემლიან თვალებს ხელით ეხები გინდა ,რომ შენს გამო ჩამოვარდნილი ცრემლები მომწმინდო.თითქოს ამით გინდა,რომ დამალო შენი საქციელი. მაგრამ მე მარტო ერთი მახსოვს ის რაც შენ გააკეთე.ბევრჯერ მიტირია შენთვის,თუმცა არაუშავს ეს ცრემლები ხომ იმ სიყვარულის ერთადერთი საჩუქარი იყო რომელიც დამრჩა. ძნელია განცდა იმის რაც მოხდა არ მრჩება არაფერი ტკივილის გარდა მაგრამ ვცდილობ რეალობას დავუბრუნდე და ამით სიძულვილთან სულ უფრო ახლოს მივდივარ....სანამ ძალა მაქვს, სანამ გული ძგერს ,სანამ შანსი ჯერ კიდევ ბევრი მაქვს და მეც მიზანი ერთადერთი მაქვს ვიყო ბედმიერი.როცა იმარჯვებ ,მაგრამ ნებდები,როცა წასასვლელი ჯერ კიდევ ბევრი გავს მაგრამ ჩერდები.როდესაც ზიზღისგან უკვე სუნთქვა გეკვრება არ იცი რას გიმზადებს ცხოვრება კიდევ.რთულია იპოვო საჭირო სიტყვები როდესაც თითქმის ყველაფერი ითქვა.... ისევ მეხება შენი ხელები მე კი მათ შეხებაზე სულ სხვა რამეს ვგრძნობ ეს ის სიყვარული აღარ არის ეს ზიზღია რომელიც ცხოვრებაში პირველად შენს გამო ვიგრძენი...იმას რასაც მე გეტყვი დამიჯერე სხვა არავინ არ გეტყვის რატომომ? რისთვის? ნუთუ არავინ იყო ?იცი რა ძნელია როცა გარშემო აღარავინ გრჩება ? და ხვდები რომ ის რაც შეგიძლია ახლა უნდა აჩვენო ახლა დრო დგება მოგების. ახლა გვიანია უკვე სინანული მე შენ მომკალი შენ მე წამართვი მაგრამ მე გავუძელი რადგან მთავარი ბრძოლა ჯერ კიდევ წინ არის... არ მინდა კიდევ ერთი ტრაგედია ვიყო შენი სულის ტაძარზე. გაჩერდი სანამ დრო კიდევ გაქვს შეჩერდი ჯერ კიდევ არაა გვიან .იცი რა ფასობს ადა
...
Read More
|
მიწაზე ვარ, ღრუბელს შემრჩა მზერა, ღმერთმა იცის, სინათლეა სად უფრო, კარი გახსენ, გაზაფხულო, მე ვარ... გამიცვალე ყვავილების საუფლო...
ატმის კვირტში შეიყუჟა სული, ოცნებას კი ცისფერ კაბას ჩავაცმევ, გაზაფხულო, ამისრულებ სურვილს? ხელუკუღმა გადავაგდებ სავარცხელს..
|
მოდის და მიდის გაზაფხული, მოდის და მიდის... და არასოდეს გვეკითხება _ საით წავიდეს, თვალს ვერ შეასწრებ, ვიწრო ქუჩით გაიპარება, ტყემალი როცა დროზე ადრე დაიყვავილებს...
შესდექი, გაზაფხულო, ყური მათხოვე, ჯერ შენი წილი ყვავილობა ჩასავლელია, დარჩი და სულში ალუბლები შემომათოვე... და ნუღარ მეტყვი, ყვავილები რა სათქმელია...
დაგიმახსოვრებ ასე ფრთხილს და ასე ჟინიანს, ისე გელოდი... უკვე კარი გამომიხურე... მე შენი გზები ვერ ვისწავლე, ჰოდა, სარკმელთან ვზივარ და როცა იპარები, ჩუმად გიყურებ...
|
სულს უშენობით დაღლილ დაქანცულს , გულის კარებტან დაუკვნესია , დიდხანს ვერ გნახავ და ვიტანჯები, ხშირად რომ გნახო უარესია, გაბრაზებულა ჯიუტი გული, სულში ტკივილი დაუთესია, ნუგარ მაწამებ ბრალდებულივით, უცებ მომკალი უკეთესია, ისე საშინლად მომენატრე რომ, ფიქრები მტრებად შემომესია, უბრალოდ მე გწერ რასაც განვიცდი, და ნუ იფიქრებ რომ ეს ლექსია, არ შემიძლია მე ლექსი ვწერო, აღიარება ჩემი წესია, როცა უშენოდ მიწევს ცხოვრება, არ ვარსებობდე უმჯობესია.
|
გავხედავ ქუჩას წყვილები დადიან ატკბობენ ერთურთს კოცნით და ალერსით, ჩავხედავ ჩემს გულს და ფიქრები იელვებს ფიქრები,რომლებიც შორს მეძახიან, ფიქრები ჩემი ცხოვრების წლებზე ფიქრები,რომლებიც ჩემთან არიან. მე ვერ ვეღირსე იმისგან სითბოს ვისთვისაც ვიცი,რომ მოვკვდე შემიძლია და ჩემი გული ფიქრებით სავსე თანდათან კარგავს სიცოცხლის ხალისს. ზოგჯერ ვფიქრობ,რომ მე ვარ თოჯინა რომლითაც თავს ირთობს პატარა გოგო და ჩემი გული ივსება მაშინ ტკივილითა და მწუხარებითა და მაშინ ვკითხავ ჩემს თავს უბედურს რად არის უსამართლო ის გოგო ნეტავ? მაგრამ,პასუხი არსაით არ ისმის და ფიქრები ისევ აგრძელებს თავისას უსამართლობა რად არის ნეტავ და მე რად მტანჯავს ასე ძალიან?
|
ყალბი ღიმილის ყალბი ამბორი, მზიანი ღამის უღვთო ვალები, კიდევ მრავალჯერ უნდა დავეცე შენთვის ნაგვემი და ნაწამები.
...ნაწნავი შეგიჭრია სიონის ასულო თმენით შემოსილხარ ქვეყნად ჩამოსულო, ყოველ დამაშვრალის მაშველად მოსულო, ვარდო შირაზისა მწუხრში ამოსულო.
დაგეძებ ყველგან და დაგეძებ ყოველში, კონკიას სამხილით მეხ ნაცემ სოფელში, გოდების კედელთან ვით მავრი ცოდვებში, როგორც ხავსს ნაჭიდი კოსმიურ მორევში.
ეჰეჰეჰეჰეი აღსდექი,აღსდექი მსოფლიო, ეგებე ვინც შენთვის შენს ნაცვლად ეწამა, გახსენი ზეცა და უჩვევი თვალებით, მიიღე ვინც გშობა და მსგავსად გიწამა.
...............................................................
შენამდე დღეები,წუთები,წვეთები,
ზეცამდე აწვდილი მთრთოლვარე ხელები,
ასე თუ მოგიწევ,ასე თუ ვევნერბი,
მზისთვალით ავსილი მოთმენის მტევნებ
...
Read More
|
uceb ro gxedav sxvas eferebi chemi guli xom orad iyofa da shenze fiqri ufro da ufro mcared da civad momagondeba. mchirdebi magram mogalate xar ar vici grznobas ra movuxerxo mindeba gitxra me shen miyvarxar magram ar getyvi ar damelodo. me xom megona rom shen giyvardi tumca ki, guli arcki gqonia, ai eg aris imis nishani rom siyvaruli arcki gcodnia. meimedeba rom es fiqrebi tovlis fifqivit gaifanteba da es tanjuli shendami bidzgi sxva siyvarulit damavicydeba....siyvaruli saertod ar vici raa da SAIDAN momAFIQRDA ES LEQSI AR VICI.
..................................
rad davibade tanjul varskvlavze, tu viyav ase mware bedisa! tu tanjva sevda melodeboda zuzu rad vwove mshobel dedisa
ratom izrdeba velze yvavili tu uwylobisgan igi dachkneba rad ibadeba is axalgazr
...
Read More
|
უფალი+უფალა. თავად მე გავწევ ავთანდილობას ჩემივე თავის ტარიელისთვის, გზას გავუდგები მზისკენ მიმავალს უფლის სახიერ უფალასათვის. შეუძლებელი არაფერია, თუ სიყვარული სიყვარულს ერთვის, თვით საიდუმლოს საკრალურ სიტყვას, თუ ერთგული ხარ მეუფე გეტყვის. უცილობელად,გზა დასრულდება და მუხლმოყრილი შენთვის მლოცველი, ახალი ცის და ახალი მიწის უპირველესი ვიქნები მცველი.
|
მზედ ამოსკდება ცოდვილ მიწიდან, თვით სიყვარულმა რაც გამოადნო და ცის კიდურზე მიეგებება მას ვინც მეობა მისი გაანდო. მე შეიძლება ვერც შევამჩნიო მაგრამ გული ხომ ყველაფერს ხვდება, ის რომ აქ ჩვენი შუამავლობით მთელი სამყაროს მერმისი წყდება. გადათვლილია ყოველი წამი შენი და ჩემი ერთიანობის, ნუ შევჩერდებით ჩვენს იმედზეა დიადი ხელი უფლის წყალობის. ზეცა ვისუნთქოთ უპირველესად და გულის ძგერა გვესმოდეს მისი ვინც არ დაგვტოვებს ამ უკუნეთში და ერთგულია ყმისა თუ ძმისი.
|
ჟამი სიყვარულისა
გაზაფხულია, გათბა მიდამო, ჭყივის მერცხალი, გალობს ბულბული, ტყე გამოცოცხლდა კვირტები სკდება, მზეც იღიმება გახარებული. ფაფუკი თოვლი დნება, წყალდება, ირემი ყვირის შეყვარებული და ყველაფერ ამ სილამაზესთან იასამანი აყვავებული. ურჩი ზამთარი წავიდა, გაქრა, უკვე იგრძნობა მიწის სურნელი, აყვავდა ნუში, აყვავდა შინდი, აქეთ კვინცხები, იქით კუნელი. იღვიძებს დათვი, დახტის კურდღელი, არწივი მოსჩანს ცის კამარაზე და დგება ჟამი სიყვარულისა, სიყვარულია ამ ქვეყანაზე!
...................................................
აპოკრიფები. სწორედ ის დროა პეტრე ტიროდეს, ორთავ თვალიდან ცრემლი სდიოდეს, უფალ იესოს სისხლი სწყუროდეს, მაცხოვარისვე ხორცი შიოდე მოდის დრო როცა აპოკრიფები გადმოლახავენ ტაბუს სამანებს და მოირგებენ წმინდათ შენახულ საბედნიერო კაბა-მაქმანებს. მათი გვარიდან წარმოჩინდება ზეცი
...
Read More
|
ჯგუფ "A სტუდიოს" წევრი, რუსეთში მცხოვრები ქეთა თოფურია საქართველოში მიმდინარე პროცესებს უყურადღებოდ არ ტოვებს და თვალსაზრისს გამოხატავს. ქეთა კვლავ არ ამხელს შეყვარებულის ვინაობას და ძველებულად სიმღერით არის დაკავებული.
- თავს, როგორც ყოველთვის, არაჩვეულებრივად ვგრძნობ. ვემზადები კონცერტებისთვის, ვმუშაობთ ახალ ალბომზე, რომელიც ერთ თვეში გამოვა. მალე ახალ კლიპსაც გადავიღებთ. ვაპირებთ კონცერტების გამართვას დუბაიში, აგრეთვე გერმანიაში. ასე რომ, წინ ბევრი საინტერესო და სასიამოვნო დღე მელის.
მალე 24 წლის გავხდები და ისევ ისეთი ვარ, როგორიც 18 წლის ასაკში - ხალისიანი, უდარდელი და მხიარული. ისე, ყოველთვის უკომპლექსო ვიყავი. რატომღაც კიდევ ვერ დავბრძენდი (იცინის). იანვარში ვიყავი ჩამოსული საქართველოში
...
Read More
|
ქართელი მაგრამ რუსეთში მოღვაწე ეგრედ წოდებული ''свецкая львица''
|
- ბატონო ნიკო, თქვენი არტისტული კარიერა "გუშინდელნით" დაიწყო, ერთ-ერთ ჟურნალისტს უთხარით, რომ თქვენ ხართ არტისტი, პირადად მე პოეტად აღგიქვამთ... - იცით, როდესაც მე ვთქვი, რომ ვარ არტისტი, არ მიგულისხმია, რომ მსახიობი ვარ, მაშინ ვიტყოდი, რომ ვარ უფრო მსახიობი, ვიდრე პოეტი. მე არც მსახიობი ვარ უფრო და არც პოეტი, მე ვარ არტისტი, ანუ ხელოვანი. მე ვერ ვიტყვი, რომ არ შემიძლია ცხოვრება სცენის გარეშე, რატომაც არა, შეიძლება დავიღალო, ან აღარ დამაინტერესოს... არასდროს მიფიქრია, რომ სცენის გარეშე ჩემთვის ცხოვრება წარმოუდგენელია, ვაკეთებ ჩემს საქმეს, მანამ სანამ მაინტერესებს და ვფიქრობ, რომ გამომდის. ეს საჭიროა როგორც ჩემთვის, ასევე მაყურებლისთვის, ხვალ შეიძლება დავიღალო, აღარ მომინდეს სცენაზე გასვლა... - მაშინ, არის თუ რა რაიმე ისეთი, რის გარეშეც თქვენ ცხოვრება არ შეგიძლიათ? - არის, ოღონდ ეს ადამიანია, ჩემი ცოლი, რომლის გარეშეც მე ვერ წარმომიდგენია ცხოვრება. ხომ არის ხოლმე ისეთი მომენტები ცხოვრებაში, როდესაც საკუთარ სიკვდილზე ფიქრობ, ზოგადად სიცოცხლეზე ფიქრობ, თუკ
...
Read More
|
ჰოლივუდი სავსეა საიდუმლოებებითა და ჭორებით
...
Read More
|
მე მოვისროლე დარდის კალათი და ყვავილები გზაში დამებნა... მე დავიღალე შენთან კამათით, შენგან წავედი...შენს მოსაძებნად...
მე...ჩავერიე ბედის ქარგაში, ბედის ხაზები რომ შემეცვალა. წამოგყვებოდი თუნდ ჯანდაბაში, ეს გრძნობა ჩემთვის რომ დაგეცალა...
დეკემბრისაგან ნაჯიჯგნ სხეულში სიძლიერისა შემრჩა ნაფლეთი... შენ მე წამართვი ათასწლეული, ამ წელსაც მტოვებ სასოწარკვეთილს...
გამახსენდები დამწველ ზაფხულში, ამ აუტანელ მითქმამოთქმაში. იანვრის მქანცველ აურზაურში ორნი ვიდექით ფაქიზ ქოლგაში...
რა მინდა მარტო ამ ცივ ქალაქში?! ან გაზაფხული რად მინდა მარტოს?!... ჰო...ჩავერიე ბედის ქარგაში... სხვა ბილიკისთვის როგორღა დაგთმო?!...
მე დავიღალე შენთან კამათით, წავედი...ისევ გზები ამებნა... მე მოვისროლე დარდის კალათი და ყვავილები...შენს წინ დამებნა.
|
შემოდგომაზე ფოთლები ჭკნება, ერთად ქუჩდება, თურმე ტკივილი კი არ ქრება, მხოლოდ ყუჩდება, ციდან რომ თეთრი ფიფქი ცვივა, წამიც დაადნობს, ახლა უშენოდ ის ცივა, როგორც არასდროს!... გაიშლებიან ყვავილები ნაირფერები, ნეტავ თუ ისევ დავიღლები მათი ფერებით?! დაეკიდება სამკაულად ცას, მზე ფერადი, თუ გამოჩნდები, სასწაულად მოგეფერები... შენს თვალებში ხომ ანათებენ ათასფერები?! მე იმ ვარსკვლავებს და იმ ღიმილს მოვეფერები, სევდით ავსილა მოლოდინის დიდი ფიალა, დაბრუნდი, ოღონდ დამიყუჩე ყველა იარა... უმზეოდ, ცის ქვეშ, ყველაფერი კვდება, დუმდება, თურმე ტკივილი კი არ ქრება , მხოლოდ ყუჩდება..
|
არ შემიყვარო! სატანჯველი მე ჩემიც მყოფნის და შენი გულის გადარჩენა გამიჭირდება, ესა ყოფილა სამართალი ამ წუთისოფლის, მისი წყალი ხომ არასოდეს დაიწმინდება. არ შემიყვარო! ჩვენს სიყვარულს არა აქვს შანსი და არც უფლება იარსებოს ამ ქვეყანაზე, გულ-მართალ გრძნობას ათას-ჭორის ტალახი გასვრის, ცეცხლს მიეცემა რომანტიკა და სილამაზე. არ შემიყვარო! ამდენს მართლაც ვერ გადავიტან, შენ ხომ ისედაც არ გიხდება სევდა-ნაღველი, დავაგვიანეთ ორთქლმავალი უკვე წავიდა და მშრალ ტუჩებზე მეყინება შენი სახელი...
|
ჩემს გულს და თვალებს ერთმანეთში დიდი ომი აქვთ, მეტოქეებმა ვერ შეიძლეს შენი გაყოფა, ჩემმა თვალებმა რომ გიმზირონ - გულს არ სდომია, გულს კი თვალები უკრძალავენ შენთან ლაღობას. გულმა ისურვა შენი სრული დასაკუთრება, რამეთუ გულის ცხრაკლიტულში ხარ ჩაკეტილი. თვალნი თავს თვლიან მაგ მშვენების ნავსაყუდრებად, რადგან თვალებში ჩანს ეს სახე გამოკვეთილი, ამ სამსჯავროზე მოსამართლედ დადგა გონება და მოდავენი უკვე დავით აღარ სცოდავენ, შენი მშვენება განაწილდა ,როგორც ქონება, და მესაკუთრედ აღიარეს ორივ მოდავე: ჩემ თვალებს ერგო ეგ თვალები მარად მნათები, გულს კი საკუთრად დარჩა შენი გულის ნადები.
|
უშენოდ განვლილ ერთ წუთსაც კი არა აქვს ფასი, დრო ნელა გადის ან თუ ჩქარა, არა აქვს აზრი, მე მარტოობას მარადიულს დავარქვი ბავშვი, მეგობარია ახლა ჩემთვის ცრემლი და დარდი! გაფრენილ წუთებს ვერ მიბრუნებს ვერც ქარიშხალი, ვერც მონატრებას ვერ მიბრუნებს ჩვენს ერთად ყოფნას, შენ რომ წახვედი, მიმატოვე, მოვიდა დარდი ეს ის დარდია რასაც ქვია უშენოდ ყოფნა!!
|
მაგრამ ჩემთვის უძვირფასესი ადამიანი, შემიყვარდებოდა. გიორგი ჩემი სკოლელი იყო, როცა გავიცანი მე-10 კლაში ვიყავი, ის კი მე-11. გაცნობის დღიდანვე ვხვდებოდი, რომ ეს ადამინი ჩემს ცხოვრებას შეცვლიდა და ისეთს გამხდიდა, როგორიც უნდა ვყოფილიყავი. მოსიყვარულე ადამინი იყო, არაფერს მაკლებდა, სულ ერთად ვიყავიათ, მაგრამ მაინც რაღაც ჩატეხილი ხიდი იყო ჩვენს შორის. მე და გიოს საერთო მეგობარი გვყავდა ლიზი. ჩვენი სიყვარულის 1 წლის თავს დაემთხვა ლიზიკოს დაბადების დღე. რა თქმა უნდა ორივე დაგვპატიჟა და წავედით. მშვენიერ დროს ვატარებდით, მაგარამ უცბად გიო მოვიდა და მთხოვა რომ აივანზე გავსულიყავით- სალაპარაკო მაქვსო. სახეზე ფერი არ ედო, მივხვდი რომ რაგაც ცუდი უნდა ეთქვა, მაგარმ ასეთ საშინელებას არ მოველოდი. -სოფო, იცი მე.. საქართველოდან მივდივარ. -რატომ? -მთელი ოჯახი მივდივართ საცხოვრებლად გერმანიაში.. სოფო მე აღარ დავბრუნდები უნდა დავშორდეთ. -კაი გიო! კარგად! მეტის თქმა ვეღარც მოვახერხე.. ეს იყო ჩვენი ბოლო საუბარი. ლიზის დამშვიდობების გარეშე და გიოს ბოლოჯერ ნახვის გარეშე, რაც მერე ბევრჯერ ვინანე, წამოვედი სახლში. მეგონა ცხოვრება დამთავრდა, არავისთან აღარ მქონდა ურთიერთობა. აღარც ლიზის ზარებს ვპასუხობდი და არც გიოსას. 1 თვე არც სკოლაში მივსულვარ. ცხოვრება უფრო მიძნელდებოდა. გადიოდა დღეები და ჩემი სიყვარული უფრო და უფრო ძლიერდებოდა.. დამთავრა სკოლა.. ბანკ
...
Read More
|
არავის არავის,არ ესმის ჩემი დაგტოვებთ დაგრჩებათ ტკივილი ცრემლი ნუღარ დამტანჯავთ გამიშვით ველი ვფიცავარ არავის არავის არ გატკენთ ვფიცავ ცრემლია და მეტი არაფერი არავის არავის არ ესმის ჩემი გამიშვით იქნება ეხლა მაინც ვიყო ბედნიერი!
|
|
|
|
შესვლის ფორმა |
|
|
|
სექციის კატეგორიები |
|
|
|
ძებნა |
|
|
|
კალენდარი |
|
|
|
ჩვენი გამოკითხვა |
|
|
|
საიტის მეგობრები |
WwW.Traceurs.Ge |
|
|
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0 |
|
|