♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » მაისი » 4 » ..............
9:41 AM
..............


ჟამი სიყვარულისა

გაზაფხულია, გათბა მიდამო,
ჭყივის მერცხალი, გალობს ბულბული,
ტყე გამოცოცხლდა კვირტები სკდება,
მზეც იღიმება გახარებული.
ფაფუკი თოვლი დნება, წყალდება,
ირემი ყვირის შეყვარებული
და ყველაფერ ამ სილამაზესთან
იასამანი აყვავებული.
ურჩი ზამთარი წავიდა, გაქრა,
უკვე იგრძნობა მიწის სურნელი,
აყვავდა ნუში, აყვავდა შინდი,
აქეთ კვინცხები, იქით კუნელი.
იღვიძებს დათვი, დახტის კურდღელი,
არწივი მოსჩანს ცის კამარაზე
და დგება ჟამი სიყვარულისა,
სიყვარულია ამ ქვეყანაზე!


...................................................


აპოკრიფები.
სწორედ ის დროა პეტრე ტიროდეს,
ორთავ თვალიდან ცრემლი სდიოდეს,
უფალ იესოს სისხლი სწყუროდეს,
მაცხოვარისვე ხორცი შიოდე
მოდის დრო როცა აპოკრიფები
გადმოლახავენ ტაბუს სამანებს
და მოირგებენ წმინდათ შენახულ
საბედნიერო კაბა-მაქმანებს.
მათი გვარიდან წარმოჩინდება
ზეციურ სარძლოს ხელის მომკიდე.
ო,რა დრო მოდის ჯერ არ ნახული,
აწმყო-წარსულის თავით დამკიდე.
რაღაც წამებში ჩვენ შევიცვლებით
ხორცი გახდება სულის სამოსი,
წარუვალობით გაიჟღინთება
წარმავალობის ტანისამოსი.
და ყველაფერი რაც გვაკავშირებს
შენივთთება და გადიადდება
და სიყვარულის საგალობელით
უკიდეგანოდ ახმიანდება.

...................................................


მე ვერ ამოვხსნი შენს ამოცანას,
სად შემიძლია, უკვე დავბერდი,
ჩემით გამძღარი წლები მიხმობენ
და მე მათ ვეღარ ავუჯანუდები.
ის აღარა ვარ... დროს შევეკარი
და ჩაბმული მაქვს ჟამის ეჟვანი,
ბოლოს ხომ სულიც ხორცად იქცევა
მიწას შეზრდილი ღამის მთევარი.
ნუ გეწყინება, ეს ცხოვრებაა
აქ ყველაფერი არის მოსული,
მთელი წარსული მიჭირავს მუჭში
და თავდებით ვარ გამოშვული.
რა შეგიძლია, მხოლოდ აღმართვა
ცრუ სავიზიტო ბაირაღების,
და გახელებულ მაისით ტკბობა
ზღვარ დაუდებელ ველურ თვალები?!
აბა შენ იცი.მივდივარ მეთქი
და თუ რაიმეს მეტყვი მითხარი,
ვიცი ძნელია, მაგრამ სხვა რა გზა...
შეღებულია უკვე წინკარი.
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1226 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
შაბათი, 2024-04-27, 3:30 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024