თ ე თ რ ი კ ა ბ ა როცა მოკლე, თეთრი კაბა ანდამატობს, მაშინ ვხდები თავმდაბლური ლაბირინთი, შეგცივდება, ჯერ ადრეა, ანდა მარტია აგაღელვებს, სხივს მოგასხამს, ცეცხლს დაგინთებს, მერე, იქვე მოქანცული, ლაბილური, ყალიონით შეგხვდები და... ოღონდ მარტო შენთვის, მხოლოდ თავმდაბლური ლაბირინთი, ლაკონურად – თეთრი კაბა ანდამატობს..
.....................................................................
მოდი მოდი გაზაფხულო ჩემო, მოდი სიცოცხლედ გადამაქციე, მოდი აპრილის წრფელი სურვილი მაისის ძალუმ ჭექად მიქციე.
გამიტაცე და თქეშად დამცალე, ყვავილ და ყვავილ შემომატარე, მაჩუქე მზე და მაჩუქე მთვარე, გამაოცე და გამანეტარე.
გამანდე შენი ყველა ოცნება, ყველა იმედი,ყველა სიახლე, არ დამიმალო შენი ტყუილის, ყველა სიბრძნე და ყველა სიმართლე.
მოდი წაშალე ყოველი ზღვარი, როგორც ნარჩენი სამხილი ჩვენი, მოდი შევერწყათ მარადისობას და გადავლახოთ ჩემი და შენი.
მოდი დასაწყისს დავუსვათ ბოლო და დავასრულოთ ამბავი ერთი, მოდი თავიდან ვიშვათ ორივე და ვიყოთ ერთი ვითარცა ღმერთი.
............................................................
საქართველოვ ჩემო ხატოვ, შენ ხარ ჩემი სიამაყე საქართველოვ შენზე ფიქრში, მე სიცოცხლე შევიყვარე... დედამიწის მშვენება ხარ! წმინდა არის შენი სული სავსე არის ქართველებო! სიყვარულით ჩვენი გული.. ედემის ბაღს შენ გადარებ, ნაკურთხ მთას და ნაკურთხ მიწას, საქათველოვ მეყვარები ჩვენს წინაპართ ძვლებსა ვფიცავ. ქრისტიანი ქართველი ვარ, ამ ლამაზი ქვეყნის შვილი, საქართველოვ შენი შვილნი არის ვაჟკაც გმირთა-გმირი. გმირებო თქვენ გენაცვალეთ, თქვენით ცოცხლობს ჩვენი ერი თქვენი სისხლის ფასად არის საქართველო მშვენიერი... მშვენიერი ქვეყანა ხარ, მთა-ბარით ხარ დატვირთული დედამიწის მშვენება ხარ, შენის ცოცხლობს ჩვენი გული. ომნახდელი ქვეყანა ხარ, თავს გავწირავ შენთვის მარად არ მიღირს მე ეს სიცოცხლე, ოღონდ შენ იყავი მარად!
|