♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » მაისი » 6 » სინანულის შესახებ
2:35 PM
სინანულის შესახებ
სინანულის შესახებ

სინანულის შესახებ

ყველას მოგვწონს ლამაზი ადამიანები, ლამაზი ბუნება, სურათები, შენობები. ყველას გვიოცნებია, ვყოფილიყავით უფრო ლამაზები, ბედნიერები, ვიდრე ვართ. ეს სრულიად ბუნებრივია. იმიტომ, რომ ღმერთი თვითონ არის მშვენიერი და მისი შექმნილი ადამიანი შეუძლებელია სიმახინჯეს შეეგუოს, მაგრამ ამისთვის მხოლოდ ლამაზი ტანსაცმელი, ახალი ვარცხნილობა ან სამკაულები საკმარისი არ არის.

ადამიანის სული თვალით არ ჩანს. მაგალითად, გარეგნულად მოსაწონი ადამიანის ბოროტი ფიქრები, მისი ამპარტავნება ან მატყუარობა არ ჩანს. ჩვენ ისიც არ ვიცით, სინამდვილეში როგორია ჩვენივე სული, რადგან მხოლოდ საკუთარ კარგ თვისებებს ვამჩნევთ, ცუდის შესახებ კი თავსაც არ ვუტყდებით. ხშირად, როცა მშობელს, მეგობარს, დას ან ძმას ვაწყენინებთ, იმათვე ვადანაშაულებთ, ვამტყუნებთ, ვამბობთ, რომ ყველაფერი მათი ბრალია და ჩვენ კი სხვანაირად ვერ მოვიქცეოდით.

...მაგრამ გარდაცვალების შემდეგ საკუთარ სულს ისე დავინახავთ, როგორც ახლა ვხედავთ საკუთარ თავს სარკეში. შეიძლება შეგვაშინოს, უფრო მეტიც, შეგვაძრწუნოს საკუთარი სულის დანახვამ, თუკი ახლავე არ ვიზრუნეთ მის გამშვენებაზე, გალამაზებაზე, გასუფთავებაზე, რადგან ყოველი ჩვენი ფიქრი, სიტყვა თუ საქმე ჩვენსავე სულზე კვალს ტოვებს, როგორც ქაღალდზე - ასოები, როგორც ტილოზე - საღებავი.

ყველა მხატვარი, მწერალი ან მოქანდაკე ვერ იქნება, მაგრამ ღმერთმა ყველას მისცა ნიჭი, იყოს საკუთარი სულის მხატვარი, მისი გამამშვენებელი.

წარმოიდგინეთ, სასუფეველში ანუ ჩვენთვის გამზადებულ მარადიულ სახლში ღმერთი გვეპატიჟება წვეულებაზე, სადაც ჩვენი სულები ისევე გამოჩნდება ღვთის წინაშე, სხვების დასანახად, როგორც გამოფენაზე სურათები...

როგორ ვისწავლოთ საკუთარი სულის გალამაზება, რომელი საშლელით ამოვშალოთ ჩვენი ცხოვრებიდან ის მახინჯი ხაზები და ლაქები, რაც ჩვენს სულზე ჩვენივე ცუდმა საქციელმა, ცოდვებმა გააჩინა?

სულის მშვენიერი საღებავები ქრისტეს მცნებების შესრულებაა. ქრისტეს ყველაზე მთავარი მცნება კი სიყვარულია. ოღონდ არა მარტო ჩვენი ოჯახის, მეგობრების, სამშობლოს თუ ღმერთის სიყვარული, არამედ სხვა ადამიანებისაც, რომლებიც გვხვდებიან ეზოში, სკოლაში, ქუჩასა და მოგზაურობისას, სოფელში ან აგარაკზე ყოფნისას.

საშლელი - სინანულია. თუ ჩვენ გულწრფელად ვნანობთ საკუთარ შეცდომებს, ცოდვებს და ამას აღსარებაში ვამბობთ, საშინელი, შავი თხუონები უკვალოდ ქრება.

არ გეგონოთ, რომ სინანული მწუხარებას, მოწყენას გვმატებს, გუნებას გვიფუჭებს, საოცარია, მაგრამ პირიქით ხდება. ისევე, როგორც მტვრიან, ცხელ დღეს წვიმის შემდეგ ჰაერი სუფთავდება, ფოთლებისა და ბალახის სიმწვანე კი ხასხასდება, სინანულის შემდეგ ახალი ძალებით ვივსებით, ჩვენი სულის ნახატის ფერები კი კრიალდება და ნათებას სწავლობს.
კატეგორია: ♥რელიგია♥ | ნანახია: 1944 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ოთხშაბათი, 2024-04-24, 2:28 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024