როგორც ქურდი და როგორც მპარავი ზე საიდუმლო სუპერ აგენტი, შენ ხარ საცდური ყველა მეკობრის, შენ მარტოსული და ჟამში კენტი.
მხოლოდ შენ ძალგიწს შთაბერო სული
რაც უცილობლად განწირულია,
და შენს კოჰორტას შემოუერთო,
ის ვინც უმზეოდ დაკარგულია.
არავინ უწყის შენი სახელი,
ნიღაბ მიღმური შენი სახება ,
გამოუცნობი ხარ გამოცანა
და იდუმალი ცის აღსარება.
ვინ დაგეუფლოს შენს უნებურად,
შენ წილნაყარო მარადიულთან,
დრონი მეფობენ დროთა გამრიგევ, დავანებულო წარუვალ სულთან.
|