მიუხედავად იმისა, რომ ამერიკული კოკერი შესანიშნავი მონადირეცაა, ყველაზე მეტად იგი ოჯახის ძაღლის ან ძაღლთა გამოფენის ელეგანტური მონაწილის სახითაა ცნობილი. ეს არაჩვეულებრივად საზრიანი და ერთგული ძაღლია.
....................
ფრივნველზე მონადირე შედარებით პატარა, ძლიერი და კომპაქტური ძაღლია კარგად განვითარებული მუსკულატურით. იგი სწრაფი და გამძლეა. სკულპტურულად გამოძერწილი, კარგად დასმული თავი წმინდა ზოლებით _ ამ ჯიშის მთავარი განმასხვავებელი ნიშანია. ამერიკული კოკერ-სპანიელია თავის ქალა მომრგვალოა, მაგრამ ღაწვის ძვლები ბრტყელია. თვალები მრგვალია, თუმცა ქუთუთოების ფორმის წყალობით გამოიყურებიან ოვალურად. ყურები დაბლა დასმული და გრძელია, დაფარული გრძელი და ხშირი ბეწვით. ზოგადად, ამ ჯიშის ბეწვი გრძელი, აბრეშუმისებრი და უხვია. შეფერილობა: შავი, შავ-ჩალისფერი, ნებისმიერი ერთიანი შეფერილობა თრთვილებით ან მათ გარეშე, ასევე ორ- და სამფეროვანი. სიმაღლე მინდაოში – 35-38 სმ, წონა – 11-12.5 კგ.
ამერიკული კოკერ-სპანიელი უშუალოდ ინგლისურისაგანაა წარმოშობილი. ამერიკაში სპენიალი შეერთებული შტატების წარმოქმნამდე, ინგლისში კი – 400 წლით ადრე გამოჩნდა. ამერიკაში კოკერებს სასურველი თვისებების მიხედვით ირჩევდნენ (ზომა, თავის ფორმა, სხეულის აგებულობა და სხვ.) და წლების გასვლის შემდეგ განასხვავებდნენ უკვე არა მარტო საწყისი კოკერებისაგან, არამედ თანამედროვე ინგლისურებისაგანაც. 1940-იან წლებში ინგლისური და ამერიკული ჯიშები აღიარეს დამოუკიდებელ ჯიშებად. თანამედროვე ამერიკული კოკერი – სპორტული მონადირული ძაღლებიდან ყველაზე პატარაა.
|