♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » მაისი » 28 » ................
2:08 PM
................


თვალი დახუჭე,წარმოიდგინე,
ზღვაში კუნძულზე რომ დგეხარ მარტო,
წარმოიდგინე ვიღაც მოცურავს
შენთან ყოფნაზე ფიქრობს და ნატრობს
წარმოიდგინე ის ვიღაც გეძებს
მისი იმედი გადადის ეჭვში
დიდ ტალღებს ებრძვის,თავს არ ანებებს
სიყვარულისგან დაჭრილი მკერდში
წარმოიდგინე პატარა ნავი
ტალღები არწევს ვით ბავშვის აკვანს
ნავში ვიღაც ზის,ძლიერ უყვარხარ
ის თავის კოცნას ზღვის ნიავს ატანს
ის თავის კოცნას ზღვის ნიავს ატანს
ნიავს კი კოცნა მოაქვს და მოქრის
ვიღაც ამღვრეულ ზღვას ებრძვის ისევ
ნიავს მოყვება ნიჩბების მოსმით...
თვალი დახუჭე,წარმოიდინე,
ზღვა თავის ნიავს შენს ტუჩებს სტყორცნის
ნიავს არა ჰგავს?ვიღაც მოვედი
ჩემი ტუჩები შენს ტუჩებს კოცნის...


........................................................


ეს ფიქრი წავა ოცნების იქეთ
და შენ გაჩნდები, როგორც მისანი.
მე დღესაც ვნანობ, რომ ვერ გამიგე,
რომ შენ ამდენ ხანს ვერ გამიცანი!
თუმცა სიცოცხლე მაინც კარგია,
ღამის გრიგალი თავზე მევლება.
სიკვდილის გარდა, კიდევ რა ჰქვია
ჩემს ასეთ გლოვას და აღელვებას?!
ვფიქრობ, ხვალისთვის ძალას დავიკრეფ,
ვფიქრობ, მძიმეა ჩემი მიზანი.
ვნანობ, ამდენ ხანს რომ ვერ გამიგე,
რომ შენ ამდენ ხანს ვერ გამიცანი!


..................................................


შენ რომ გიყვარვარ, ეს ვიცი თორემ
შევიყვარებდი სხვა ვინმეს მაშინ.
სევდიან თვალებს რა ვუყო თორემ,
დარდს და სინანულს გაუძლებს კაცი.
მდინარე მოჰქუხს , არ ვეძებ ფონებს
ცხოვრება არის ,ო, როგორ მკაცრი
ნაღვლიან თვალებს რა ვუყო თორემ
დარდს და სინანულს გაუძლებს კაცი.
ნატვრა ტკბილია, ყველაზე ტკბილი
უკამკამესი როგორც მთის წყარო,
ნატვრა იგია, როცა გიყვარს და
უფლება არ გაქვს, რომ შეიყვარო!!!

....................................................


უსასოობა თვალებში მიმზერს,
ასე მგონია დავრჩი წყალგაღმა,
თუმც ბევრს ვპოულობ ტირილის მიზეზს,
მაინც ვერ ვბედავ ტირილს ხმამაღლა.
ვიცი არსებობს ცრემლის სიმლაშე,
ვიღაცის შიში და მორიდება,
და მჯერა მართალს უფლის წინაშე,
თავის მართლება არ მომინდება.
ვიცი არ მომცემს სინდისი ნებას,
ვინმეს სიმხდალით თავი გავაცნო,
მე შეველევი უძირო გრძნობას,
უფრო მაღალი რწმენის სანაცვლოდ.
ვიცი სიკვდილზე ძნელია უფრო,
როცა ჭრელ მინდორს სეტყვა გადახნავს,
როდესაც რჩები ზეცაში უფრთოდ,
და გიკრძალავენ ტირილს ხმამაღლა.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 2687 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/4
სულ კომენტარები: 2
2 etuka001  
0
dzaan magariii iyoo.... miyvarxar da menatrebii Leooo : *** chemi cxovreba xar... :*:*:* (K)(L)

1 nino  
0
mgariiiaaaaa dzaan momewonaaaaaaaaa miyvarxar ami

სახელი *:
Email *:
კოდი *:
ოთხშაბათი, 2024-12-04, 3:37 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024