მთავარი » ♥ლიტერატურა♥
საღამო - კანკალი სანთლის, ირგვლივ დაწოლილი ნისლი. ფარული წამების ლანდი, პოეტის ცრემლი და სისხლი.
არ არის ტირილის გარდა სულისთვის ნუგეში სრული, შეირხა სიმწარის ფარდა და ტყეში გაფრინდა გული.
გაიხსნა ვედრების რკალი, (ზამთარი სიცოცხლეს მართმევს). ქალაქის ფერმკრთალი ქალი სარკესთან შეკრთება სადმე.
დავტოვე სურვილი ბევრი, (ქარია და ზარი კივის), ციმციმებს სიკვდილის ფერი, დაეშვა დღეები ცივი.
საღამო - კანკალი სანთლის, ირგვლივ დაწოლილი ნისლი. ფარული წამების ლანდი, პოეტის ცრემლი და სისხლი.
|
მე შენ დაგხურავ ლამაზ გვირგვინს და მით მიწიერს ჩემს საიდუმლოს გაზიარებ, ო,ფიქრთა ჩემთა... მე ავმაღლდები შენს ლურჯ ცაზე, შენთვის ვიბრწყინებ, აღვინთები და დავშრტები შენდა!
1955
|
გული დაიქანცა, ესმა ხმა, ვითარცა ხმაი შენი, ვალნ... მწადს მოლხენა, არცა! ვარდი განიძარცვა, სული... მგლოვიარე არნ!
1945
|
ხატთან ანთია სანთელი ორი, ორივ პაწია და თანასწორი, სულის მეოხად შენი ერთასი... ან ვარ ბეთანში, ან თუ მცხეთაში, წმინდა სამთავროს... ალვის სადარო, დახრილი წამით, მოყრილი მუხლით ხატის წინ შვენი... შენ ამბობ: - იყავნ ნებაი შენი! მე ვამბობ: - ამინ! და... შემოხეთქა ქარმა კარები, მიმოგირხია ვერცხლის კავები... ჩაქრა სანთელი, შემოუბერა და თან წარიღო „მოვედ სუფევა"... ან ვარ ბეთანში, ან თუ მცხეთაში, ტაძრად სამთავროს... შენ კი სადა ხარ, ალვის სადარო?
1946
|
მზემ მზის ქალაქში ჩამოიხედა, იდგა თბილისი, როგორც ერეკლე ხმალშემართული ნარის ციხესთან... ღრუბლები როკვით დაიძრნენ ქარში და მიაშურეს ლილისფერ მთათა... ასეთი დარი თუ იყო მაშინ, ოდეს თბილისი აიკლეს სპარსთა?
|
ბავშვობა და სიყმაწვილე
დაიბადა 1898 წლის 3 ივნისს (ძვ. სტ.) წალენჯიხაში, ღარიბი გლეხის სამსონ კვირკველიას ოჯახში. დედა ხუთი წლისას გარდაეცვალა. სამსონმა ცოლად შეირთო დარია მებონიას ქალი, რომელიც საბედნიეროდ, მეტად სათნო დედინაცვალი გამოდგა. ტერენტის ორი და ჰყავდა - მაშო და ზოზია. დედინაცვალს განსაკუთრებით ტერენტი ჰყვარებია. მორწმუნე დარიას ხშირად დაჰყავდა პატარა ტერენტი წალენჯიხის მაცხოვრის ეკლესიაში, კვირის წირვებზე. ამ თბილი დედაშვილური დამოკიდებულების ნიშნად პოეტმა სონეტი უძღვნა დედინაცვალს. მიუხედავად მატერიალური ხელმოკლეობისა, მშობლებმა შვიდი წლის ტერენტი წალენჯიხის სოფლის სასწავლებელში მიაბარეს. სკოლაში „მოწაფეთა მეფეს" ეძახდნენ. წიგნების სიყვარული ტერენტის გაუღვივა ზუგდიდის მაზრაში საყოველთაოდ ცნობილმა მწიგნობარმა იაკობ შანავამ. პირველად მის ბიბლიოთეკაში ეზიარა მომავალი პოეტი კლასიკური ლიტერატურის შედევრებს. ტერენტი სწავლასთან ერთად საოჯახო საქმიანობაშიც სიბეჯითეს იჩენდა: სკოლიდან მობრუნებული გვიან ღამემდე იჯდა მამის სახელოსნოში და წაღებს კერავდა. უბედურმა შემთხვევამ (ოჯახს სახლი დაეწვა) ტერენტი მეექვსე კლასიდან მოსწყვიტა სწავლას. მიუხედავად ამისა, იგი უფრო მეტი მონდომებით ეწაფება შანავას ბიბლიოთეკის წიგნებს. ცხოვრების სიმკაცრის გამო გულჩათხრობილი და სევდიანი გახდა. სინამდვილე, რომელშიც ტერენტი გრანელს უხდებოდა პირველი ნაბიჯების გადადგმა, წინააღმდეგობებით იყო სავსე. ამ პერიოდში გაიტაცა იგი ეროვნული თავისუფლების იდეამ.
1918 წლიდა
...
Read More
|
ეს ვედრება შიშველი - მეუცხოვა მე გვიან, ღამე, ვნებით შეშლილი, ყელზე გადამეხვია.
თეთრი შუქი ინთება ჩემი სულის და ვარდის. ო, ტირილი მინდება, შენთან უხმოდ დავარდნილს.
მე თანდათან ვყვითლდები და ჩემი თმაც ძირს ცვივა. დაო, ნუ შეწუხდები, თუ წამების ღირსი ვარ.
ჩუმად ძინავს გულს ტყეში სევდის ლურჯი ოდებით. და თბილისის კუთხეში სადმე ღამით მოვკვდები..
|
მაღალ ტახტრევანზე იჯდა მამაღმერთი ღრუბლები ეფინა ბალიშებად, მყინვარი შანდლად ედგა, შიგ მზე სანთლად ენთო და ელვის კვერთხით ხალხს სურვილს ანიშნებდა. წყალობა უფლისა თურმე ყველას მისწვდა მიწის ყველა მკვიდრნი თავისთან შეჰყარა გაშლილ ხელისგულზე ედო დედამიწა, რომ ხალხთა მოდგმისთვის გაეყო ქვეყანა. მის წინ რიგში იდგნენ, ზანგნი თუ არაბნი ფრანგნი, თუ ვინ მოსთვლის ღვთის ნებას მინდობილნი ზოგს მთები არგუნა, ზოგს მთების ქარაფი ზოგს ცხელი უდაბნო, ზოგს ვრცელი მინდორი. ზოგს მთა მოუწია, ზოგს მთის კალთები წყალობა უფლისა არ იყო სადაო, მხოლოდ ამ გრძელ რიგში არ სჩანდნენ ქართველნი რიგი და ქართველნი საიდან სადაო!? და როცა ყოველი დარიგდა სრულიად, გოჯიც კი მიწისა არ დარჩა უბრალოდ წარუდგნენ და ჰკითხეს: "ჩვენ რა ვქნათ უფალო?" მიწის ამზომელნი სულს ძლივსღა ითქვამდნენ ფრიად დამაშვრალი სჩანდა თვით უფალი, განცვიფრდა, ვინა ხართ? სადა ხართ აქამდე მთელი დედამიწა გავყავი მე უკვე. ქართველნი გახლავართ, გავშალეთ ნაბდები და შენი სადღეგრძელო თასებით მოვცალეთ, რიგს ლხინი ვარჩიეთ გაქეთ და გადიდეთ და დაგვაგვიანდა, ჰე ღმერთო მოწყალევ. დავლოცეთ შენს მიერ შექმნილი სამყარო, მეუფევ მაღალო და რადგან ცუდი და კარგი გაეცი მთლიანად რა ვუყოთ, ნუ სწუხხართ, თქვენ კარგად იყავით, ოღონდ დაგვიცალეთ ეს ერთი ფიალა ალპებად, ალებად, თუ კავკასიონის მთებად აიწივნენ წარბები შეკრულნი, სად დაგაბინაოდ არ არის ადვილი ასეთი
...
Read More
|
ჩემს წელიწადში ხუთი დროა: გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა, ზამთარი, და... დრო, რომელიც გამოვიგონე.
გამოვიგონე... რათა, შენი ნაზამთრალი სხეული ეიფორიანარევი სუნთქვით გამეცოცხლებინა, დამსკდარ ტუჩებში იასამნის ყვავილად ჩაგჯდომოდი და მეთქვა: გაზაფხულია!
გამოვიგონე... რათა, ტალღად დამეხატა ჩემი ვნება და ნაპირზე მძაფრი შეგრძნებებისაგან გამორიყულს გცოდნოდა, რომ ზაფხული დადგა.
გამოვიგონე... რომ შენს სისხლძარღვებში ბოლო სიმთვრალესავით მეხეტიალა და გონდაკარგულს ნაყოფიერების ქალღმერთივით თავს დაგდგომოდი, როგორც შემოდგომა.
გამოვიგონე... რათა, მცხუნვარე ემოციებისაგან დაღლილს წუთით ჩაგძინებოდა და ჩემი თმები საბნად დამეფარებინა შენთვის, უკვე თეთრი... ზამთარია...
გამოვიგონე... რათა კიდევ ერთხელ მოსულიყო გაზაფხული...
ჩემს წელიწადში ხუთი დროა: გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა, ზამთარი და... დრო, რომელიც გამოვიგონე..
|
ეფემერა
ცხენთა შეჯიბრებაზე ჩემი ლურჯა ცხენები ჰქროდნენ ეფემერული და ფერადი ქარებით, იყვნენ საუკუნენი, მაგრამ მე ვიხსენები გაფრენილი პირველი წყების ნიაგარებით. ვწუხვარ: ერთადერთი ვარ და ზეცაზე სწერია ჩემი გზა და ახალი ლალის კართაგენები, ბედი - ქროლვის გარეშე - ჩემთვის არაფერია, ჩემთვის ყველაფერია ისევ ლურჯა ცხენები. ჰე, ქაოსში დაკარგულს ქარი დამედევნება ძახილით: გალაკტიონ! და ძნელია მიგნება. სადაც ახლა ჯვარია და გვიანი მტევნები, იქ უკვდავი მაგიის მარმარილო იქნება. რამდენი ქარავანი, მთებზე გადამართული, გაიშლება მცნობელი მღვრიე უდაბნოეთის, წვეთი სისხლის არ არის ჩემში არაქართული, ძაფი ნერვის არ არის ჩემში არაპოეტის! ო, რამდენი დაცხრება შურიანი თვალები, რომ მარად იმარჯვებენ იდუმალი მშვენებით ლექსთა შეჯიბრებაზე - მხოლოდ ინტეგრალები, ცხენთა შეჯიბრებაზე - ისევ ლურჯა ცხენები! აჰა! შორით მოისმის ქვეყნიური გუგუნი, ელვა ელვას გაეკრა, დაელეკა ცას ღვარი, გაქრა, როგორც ღუმელი, ცოდვით გადაბუგული, უკანასკნელ ძებნათა სევდიანი საზღვარი. კიდეები შეშლილი, ღამეები ველური დაიტვირთონ წამებით, ღამე მთვარეს მოებას. სულს სწყურია საზღვარი ისევ ეფემერული, სულს სწყურია საზღვარი, როგორც უსაზღვროებას თქვი, რას ნიშნავს ზენიტზე მდგარი შორი პალმები? წინ! იმ უსაზღვრობაში მწუხარებას აიტან. ჩემებრ დიდ საიდუმლოს მე იქ მივესალმები, ყოველ მხრივ სივრცე იყოს, შვ
...
Read More
|
|
|
|
შესვლის ფორმა |
|
|
|
სექციის კატეგორიები |
|
|
|
ძებნა |
|
|
|
კალენდარი |
« ნოემბერი 2024 » | ორ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ | | | | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
|
|
|
ჩვენი გამოკითხვა |
|
|
|
საიტის მეგობრები |
WwW.Traceurs.Ge |
|
|
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0 |
|
|