♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » აპრილი » 6 » * * *
10:16 AM
* * *


ჩემს წელიწადში ხუთი დროა:
გაზაფხული,
ზაფხული,
შემოდგომა,
ზამთარი,
და...
დრო, რომელიც გამოვიგონე.

გამოვიგონე...
რათა, შენი ნაზამთრალი სხეული
ეიფორიანარევი სუნთქვით გამეცოცხლებინა,
დამსკდარ ტუჩებში იასამნის ყვავილად ჩაგჯდომოდი
და მეთქვა:
გაზაფხულია!

გამოვიგონე...
რათა, ტალღად დამეხატა ჩემი ვნება
და ნაპირზე მძაფრი შეგრძნებებისაგან გამორიყულს
გცოდნოდა,
რომ ზაფხული დადგა.

გამოვიგონე...
რომ შენს სისხლძარღვებში
ბოლო სიმთვრალესავით მეხეტიალა და
გონდაკარგულს ნაყოფიერების ქალღმერთივით
თავს დაგდგომოდი,
როგორც შემოდგომა.

გამოვიგონე...
რათა, მცხუნვარე ემოციებისაგან დაღლილს
წუთით ჩაგძინებოდა და ჩემი თმები
საბნად დამეფარებინა შენთვის,
უკვე თეთრი...
ზამთარია...

გამოვიგონე...
რათა კიდევ ერთხელ მოსულიყო გაზაფხული...


ჩემს წელიწადში ხუთი დროა:
გაზაფხული,
ზაფხული,
შემოდგომა,
ზამთარი
და...
დრო, რომელიც გამოვიგონე..




კატეგორია: ♥ლიტერატურა♥ | ნანახია: 1222 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
შაბათი, 2024-12-28, 4:38 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024