♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » აპრილი » 1 » ჩ ე მ ი მ ხ ა რ ე
7:45 PM
ჩ ე მ ი მ ხ ა რ ე


„გარეჯის უდაბნოს ერთ-ერთ კლდეში ნაკვეთ ეკლესიაში არის XIX საუკუნის პილიგრიმული წარწერა: „მაოცებს წინაპართა ხელთა დიდება."
დღესაც ამ გაოცებისა და გაკვირვების გარეშე შეუძლებელია იხილო ის საოცრება, რომელიც წინაპრებისაგან შემოგვრჩენია და არის ჩვენი ერის სულიერი სიძლიერის, მისი განსაცვიფრებელი ნიჭისა და ტლანტის მაჩვენებელი.გვმართებს ცოდნა ჩვენი ისტორიისა და მხოლოდ ასე შეიძლება მისი სიყვარული, გაფრთხილება და შენარჩუნება".
ეპისკოპოსი სამთავისისა და გორისა.


საუკუნეთა მანძილზე სურამი შიდა ქართლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, ისტორიული ცენტრი იყო. იგი საკურორტო დაბაა დღემდე ზღვის დონიდან 740მ. ამ ადგილებში ადამიანის ადრინდელი ბრინჯაოს ხანიდან უცხოვრია. დაბა გაშენებულია ლიხის ქედის აღმოსავლეთ კალთის ძირას.
სურამში ჰქონდათ რეზიდენცია შიდა ქართლის ერისთავებს—სურამელებს. ეს საგვარეულო XII საუკუნიდან ძლიერად გაუძღვა საქართველოს შუაგულის მმართველობას. მათი მოქმედება ყოველთვის სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით ხორციელდება, რის გამოც მათ დიდი აღიარება მოიპოვეს საქართველოს მეფის კარზე.
სურამელ ფეოდალთა გადადგმული თითოეული ნაბიჯი კარგად გააზრებული და ლოგიკური იყო, ამის ერთ- ერთი ნათელი დადასტურებაა მათი მხრიდან მოწყალების გაღება ქართულ ეკლესია-მონასტერთათვის, რომელთა ეკონომიკური უზრუნველყოფა ეროვნული პოლიტიკის ნაწილს შეადგენდა და შეადგენს დღესაც. ალბათ ამიტომ არის, რომ სურამსა და მის შემოგარენში უამრავი ეკლესია-მონასტერია, რომელთა ნაწილი წლების მანძილზე გამოკეტილი იყო, მაგრამ ღვთის წყალობით ისტორიული სამართლიანობა აღსდგა.
სურამის ციხის წმ. გიორგის სახელობის ეკლესია აგებულია XI-XII ს.ს-ში. ეკლესია დარბაზულია, ნაგებია თლილი ქვით. შესასვლელი ორი აქვს – დასავლეთით და ჩრდილოეთით. იგი 1991 წლის 29 აპრილს მიწისძვრამ დააზიანა.მთლიანად ჩამოაქცია მისი გადახურვა, დაინგრა კედლები და განადგურდა შემორჩენილი მხატვრობის ფრაგმენტები. მიწისძვრამდე ასე გამოიყურებოდა: ტაძარი ორნაწილიანი იყო, ორივე ნაწილი თანაბარია. დარბაზები ერთმანეთთან დაკავშირებული იყო განიერი თაღით. ინტერიერში შემორჩენილია ფეოდალური ხანის მოხატულობის დაზიანებული ფრაგმენტები.
მოხატულობისათვის დამახასიათებელია გამოსახულებათა მცირე ზომები და შესრულების გრაფიკულობა, ჭარბობს მოწითალო-აგურისფერი, მუქი ლურჯი და
ყვითელი ფერები. ეკლესიის ფარდაზე დეკორაციის ფრაგმენტები არ ჩანს.ეკლესიაზე ჩრ.-დან მიშენებულია პატარა სათავსი, რომელსაც შესასვლელი დასავლეთიდან აქვს. კარის თავზე გ* * *ადაჭრილია სარკმელი --- ეს აღწერილობა 1991 წელს ჩატარდა, ეს ყველაფერი დღეისათვის აღარ არსებობს, მიწისძვრამ იმსხვერპლა კედლის მხატვრობის ერთ_ერთი უნიკალური ნიმუში.ბოლო წლებში ნატაძრალს რკინის ჯვარი დაედგა მორწმუნეთა შემწეობით, ასევე 2004 წელს ზაფხულში 17 აგვისტოს აღიმართა ხუთჯვარიანი დროშა.წმ. სამების სახელობის ტაძარი დგას სოფ. გვერდისიბანის მხარეს.ეკლესია დარბაზულია, ძეგლის კორპუსი მართკუთხა კედლებისაგან შედგება შემორჩენილია სპილენძის ფირფიტა ძველი მხედრული წარწერით, ამ წარწერის მიხედვით ტაძრი 1831წ მღვდელ ძმებს ნებიერიძეებს აღუდგენიათ ძველი ნანგრევებზე. 2002-2004 წელს ეკლესიას ჩაუტარდა რესტავრაცია, აშენდა ქვის გალავანი, ტაძრის სამხრეთ კედელზე
აღმოჩნდა ასომთავრული წარწერა, რომელიც უკუღმა ძევს ქვების წყობაზე.ეს ყველაფერი ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ ტაძარი ადრეულ
საუკუნეებშია აგებული,ურთხვის წმ. გიორგის სახელობის ტაძარი აგებულია x-xI ს.ს-შ, ეკლესია დარბაზულია, ნაგებია კირქვის სხვადასხვა ზომის თლილი კვადრატებით. შესასვლელი სამხრეთიდან აქვს, შემორჩენილია ქვის კანკელის ორი ფილა.
დღეისათვის ეს ეკლესია მიჩნეულია ერთნავიან ბაზილიკად, მაგრამ სამეცნიერო წრეებში არსებობს მოსაზრება, რომ იგი პირვანდელი მდგომარეობით
სამნავიანი უნდა ყოფილიყო. ამ მოსაზრებას ამართლებს ტაძრის ჩრდილოეთით აღმოჩენილი ქვის ისეთი წყობა, რომელიც დამახასიათებელია გვერდითა ნავების მშენებლობისათვის.ბიჯნის წმ. მარინეს სახელობის ეკლესია დგას სოფლის სასაფლაოზე, იგი თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით. ეკლესია თითქმის დანგრეულია.

კატეგორია: ♥ლიტერატურა♥ | ნანახია: 1161 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
კვირა, 2024-12-22, 1:33 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 49
სტუმარი: 49
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024