♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » აპრილი » 22 » .........
9:30 PM
.........


ერთი პატარა გოგო მიყვარდა,
როგორც იყო და არა იყო რა,
მისმა ალერსმა გადამიყოლა,
მისმა ფერებამ გადამიყოლა.
როგორც ვაკოცე ან რა ვუთხარი,
ყველას უამბო თურმე სულელმა,
ვერაფერს გავხდი ხვეწნა-მუდარით,
მე მამტყუნებდა მერე სუყველა.
პატარას კარგი დედა ჰყოლია,
თურმე მის გაზრდას გადაჰყოლია,
მაგრამ იმ ბავშვთან რომ დამაშორა,
დედამისს გული არა ჰქონია.
ერთი პატარა გოგო მიყვარდა,
ერთი პატარა, ჩია გოგონა,
ჩემი ოცნების ციცინათელა,
ჩემი ბავშვობის ჭიაკოკონა.

....................................


ქალი ბევრია ამ ქვეყანაზე,
მაგრამ დედა კი - მხოლოდ ერთია.
დედა ერთია ვით მზის ამოსვლა.
ვით უკდავება, დედა ერთია,
და ქვეყანაზე ომის დაწყება
ეგ იგივეა - დედას ესვრიან.
ახალს ლანდივით შორდება ძველი,
ცხოვრების გზაზე ვის არ შეცვლიან,
არ გაჩენილა დედის შემცვლელი, -
სილამაზე და დედა ერთია.
დედა ერთია ვით სინანული,
ვით სისპეტაკე, დედა ერთია,
სიკვდილისათვის თვალის ამოთხრა
მხოლოდ დედას თუ გაუბედნია.
დედამ დათესა ეგ სილამაზე,
დასაბამიდან რასაც ეტრფიან,
ქალი ბევრია ამ ქვეყანაზე,
მაგრამ დედა კი მართლა ღმერთია

.........................................


ვერ გავიგე რისთვის ვწერო ლექსები.
მაგრამ ვიცი არის გულის შემვსები,
როგორც ზღვაში გემს სჭირდება ღუზა,
ისე მინდა რომ მოვიდეს მუზა,

რაზე ვწერო ეს მითხარით ბოლოს,
კეთილი რომ დაამარცხებს ბოროტს?
თავისთავად ეს ხომ ასე ხდება,
რაღად უნდა ჩემი სიტყვით ქება,

ეს გული ხომ ამ აზრებით თბება
არ მჭირდება ჩემი ლექსის ქება,
ამ გრძნობას სდევს სინანული დიდი,
და როცა ვწერ ვარ ძალიან მშვიდი,

მოდით დავწერ ამ ყველაფერს წმინდა სიყვარულზე,
რომელიც რომ აღარ დარჩა დედამიწის ზურგზე,
დაიბრმავა ხალხმა თავის თვალი,
დაივიწყა ღვთის წინაშე ნაკისრები ვალი....


კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1278 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 1
1 ანა  
0
ari raa

სახელი *:
Email *:
კოდი *:
კვირა, 2024-12-22, 1:30 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 46
სტუმარი: 46
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024